საქართველოს ენერგეტიკის სამინისტროს საერთაშორისო ურთიერთობების დეპარტამენტის ცალკეულ მოხელეთა დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნების დამტკიცების შესახებ
მიღების თარიღი 11.11.2014
ძალის დაკარგვა 06.11.2017
გამომცემი ორგანო საქართველოს ენერგეტიკის მინისტრი
ნომერი №118
სარეგისტრაციო კოდი 010340000.22.025.016158
გამოქვეყნების წყარო ვებგვერდი, 12/11/2014
კონსოლიდირებული ვერსიები
📜 ცვლილებების ისტორია (2)
შეცვლილია შემდეგი აქტებით
დამატებითი მეტამონაცემები (1)
| საქართველოს ენერგეტიკის მინისტრი კახა კალაძე | საქართველოს ენერგეტიკის მინისტრი |
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
⛔ გაუქმებულია — 1 აქტით
დოკუმენტის ტექსტი
საქართველოს ენერგეტიკის სამინისტროს საერთაშორისო ურთიერთობების დეპარტამენტის ცალკეულ მოხელეთა დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნების დამტკიცების შესახებ
საქართველოს ენერგეტიკის მინისტრის
ბრძანება №118
2014 წლის 11 ნოემბერი
ქ. თბილისი
საქართველოს ენერგეტიკის სამინისტროს საერთაშორისო ურთიერთობების დეპარტამენტის ცალკეულ მოხელეთა დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნების დამტკიცების შესახებ
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-13 მუხლის პირველი პუნქტის, „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-19 მუხლისა და საქართველოს მთავრობის 2013 წლის 26 აპრილის №97 დადგენილებით დამტკიცებული „საქართველოს ენერგეტიკის სამინისტროს დებულების“ მე-4 მუხლის მე-2 პუნქტის „პ“ ქვეპუნქტის საფუძველზე, ვბრძანებ:
1.
დამტკიცდეს თანდართული საქართველოს ენერგეტიკის სამინისტროს საერთაშორისო ურთიერთობების დეპარტამენტის ცალკეულ მოხელეთა დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნები.
2.
ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.საქართველოს ენერგეტიკის მინისტრიკახა კალაძე
დანართი 1
საქართველოს ენერგეტიკის სამინისტროს საერთაშორისო
ურთიერთობების დეპარტამენტის უფროსი მრჩევლის
დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნები
საქართველოს ენერგეტიკის სამინისტროს საერთაშორისო ურთიერთობების დეპარტამენტის უფროსი მრჩეველი უნდა აკმაყოფილებდეს შემდეგ საკვალიფიკაციო მოთხოვნებს:
ა) უმაღლესი განათლება სამართლის მიმართულებით;
ბ) საჯარო სამსახურში მუშაობის 1-წლიანი გამოცდილება;
გ) ინგლისური ენის კარგად ცოდნა;
დ) საოფისე კომპიუტერული პროგრამების (MS office Word, Excel, Outlook) და „Interneti“-ის ცოდნა (კარგად);
ვ) „საქართველოს კონსტიტუციის“, „დიპლომატიურ ურთიერთობათა შესახებ“ ვენის 1961 წლის კონვენციის, „საკონსულო ურთიერთობების შესახებ“ ვენის 1963 წლის კონვენციის, „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის, „საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ“ საქართველოს კანონის, „საჯარო სამსახურში ინტერესთა შეუთავსებლობისა და კორუფციის შესახებ“ საქართველოს კანონის, „საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებების შესახებ“ საქართველოს კანონის, „დიპლომატიური სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის, „ელექტროენერგეტიკისა და ბუნებრივი გაზის შესახებ“ საქართველოს კანონის, „ნავთობისა და გაზის შესახებ“ საქართველოს კანონის, „საქართველოს ენერგეტიკულ სექტორში სახელმწიფო პოლიტიკის ძირითადი მიმართულებების“ თაობაზე“ საქართველოს პარლამენტის დადგენილების (№3259 - Iს 09/06/2006წ.), „საქართველოს ენერგეტიკის სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2013 წლის 26 აპრილის №97 დადგენილების ცოდნა.
დანართი 2
საქართველოს ენერგეტიკის სამინისტროს საერთაშორისო ურთიერთობების დეპარტამენტის ევროინტეგრაციის საკითხთა სამმართველოს უფროსი სპეციალისტის საკვალიფიკაციო მოთხოვნები
საქართველოს ენერგეტიკის სამინისტროს საერთაშორისო ურთიერთობების დეპარტამენტის ევროინტეგრაციის საკითხთა სამმართველოს უფროსი სპეციალისტი უნდა აკმაყოფილებდეს შემდეგ საკვალიფიკაციო მოთხოვნებს:
ა) უმაღლესი განათლება სამართლის მიმართულებით;
ბ) ინგლისური ენის კარგად ცოდნა;
გ) საოფისე კომპიუტერული პროგრამების (MS office Word, Excel, Outlook) და „Interneti“-ის ცოდნა (კარგად);
დ) „საქართველოს კონსტიტუციის“, „დიპლომატიურ ურთიერთობათა შესახებ“ ვენის 1961 წლის კონვენციის, „საკონსულო ურთიერთობების შესახებ“ ვენის 1963 წლის კონვენციის, „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის, „საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ“ საქართველოს კანონის, „საჯარო სამსახურში ინტერესთა შეუთავსებლობისა და კორუფციის შესახებ“ საქართველოს კანონის, „საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებების შესახებ“ საქართველოს კანონის, „დიპლომატიური სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის, „ელექტროენერგეტიკისა და ბუნებრივი გაზის შესახებ“ საქართველოს კანონის, „ნავთობისა და გაზის შესახებ“ საქართველოს კანონის, „საქართველოს ენერგეტიკულ სექტორში სახელმწიფო პოლიტიკის ძირითადი მიმართულებების“ თაობაზე“ საქართველოს პარლამენტის დადგენილების ( №3259 - Iს 09/06/2006წ.), „საქართველოს ენერგეტიკის სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2013 წლის 26 აპრილის №97 დადგენილების ცოდნა.