|
1
|
პრიორიტეტი: ინფრასტრუქტურის მშენებლობა, რეაბილიტაცია და ექსპლოატაცია (პროგრამული კოდი 03 00)
ქალაქის ეკონომიკური განვითარებისათვის აუცილებელ პირობას წარმოადგენს მუნიციპალური ინფრასტრუქტურის შემდგომი გაუმჯობესება. აღნიშნული მიმართულება ბიუჯეტის ერთ-ერთ მთავარ პრიორიტეტს წარმოადგენს. პრიორიტეტის ფარგლებში გაგრძელდება საგზაო ინფრასტრუქტურის მშენებლობა-რეაბილიტაცია, კომუნალური და ურბანული ინფრასტრუქტურის განვითარება, ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობების განვითარების ხელშეწყობა. მუნიციპალური ინფრასტრუქტურის მშენებლობისა და რეაბილიტაციის პარალელურად პრიორიტეტის შესაბამისად დაგეგმილი პროგრამების ფარგლებში განხორციელდება არსებული ინფრასტრუქტურის მოვლა-შენახვა და დაფინანსდება მის ექსპლოატაციასთან დაკავშირებული ხარჯები
.
|
|
1.1
|
სატრანსპორტო ინფრასტრუქტურის განვითარება (პროგრამული კოდი 03 01)
ქალაქის პერსპექტიული განვითარებისათვის მნიშვნელოვანია მიმართულების მუდმივი სრულყოფა ქუჩების დაპროექტების, მშენებლობის და ექსპლოატაციის სფეროში. ნორმალური ქუჩა და გზა ხელს უწყობს საავტომობილო ტრანსპორტის განვითარებას. საავტომობილო ტრანსპორტის განვითარება კი განსაზღვრავს ეკონომიკის განვითარების ტემპებს და დონეს. ტრანსპორტის ფუნქციონირება შესაძლებელია მხოლოდ გზებისა და ქუჩების განვითარებული ქსელის არსებობის პირობებში, რომელსაც გააჩნია ყველა თვისება უსაფრთხო მოძრაობისათვის. ნორმალური ქუჩა და გზა დადებითად მოქმედებს ეკონომიკისა და სოციალური დონის განვითარებაზე. ამავე დროს, ქ. ბათუმს გააჩნია ხელსაყრელი ადგილმდებარეობა ტრანზიტული მიმოსვლის თვალსაზრისით. რეგიონთაშორისი და სახელმწიფოთაშორისი სატრანსპორტო კორიდორის შექმნას განსაკუთრებული ეკონომიკური მნიშვნელობა აქვს არა მარტო ქალაქისათვის, არამედ მთელი რეგანისათვის. ქალაქის მოვლილი ქუჩები, გზები და ტროტუარები ასევე მნიშვნელოვანია ტურისტული ინფრასტრუქტურის განვითარების მხრივ.
აქტუალურია ასევე ქალაქში მუნიციპალური სატრანსპორტო სისტემის შემდგომი განვითარება, რაც გულისხმობს მუნიციპალური ავტობუსების სისტემის გაუმჯობესებას.
|
|
1.1.1
|
გზების, ქუჩებისა და ტროტუარების კეთილმოწყობა (პროგრამული კოდი 03 01 01)
ასფალტირებული ქუჩების მიმდინარე სარემონტო სამუშაოები;
არაასფალტირებული ქუჩების მიმდინარე სარემონტო სამუშაოები;
აღმაშენებლის ქუჩის რეაბილიტაცია;
ბაგრატიონისა და ერისთავის ქუჩების რეკონსტრუქცია (ვაჟა-ფშაველას ქუჩიდან გოგოლის ქუჩამდე);
მ. აბაშიძის (კ. გამსახურდიას ქუჩიდან ზ. გამსახურდიას ქუჩამდე) ქუჩის სავალი ნაწილის გაფართოება;
ზ. გამსახურდიას ქუჩის სავალი ნაწილის გაფართოება;
ქუთაისის ქუჩის სავალი ნაწილის გაფართოება;
აეროპორტის გზატკეცილის №55-ის მიმდებარე ტერიტორიის კეთილმოწყობა;
კობალაძის ქუჩის კეთილმოწყობა;
კ. აფხაზის ქუჩის მონაკვეთის მოასფალტება;
შარაშიძის ქუჩის მონაკვეთის კეთილმოწყობა;
ქალაქის შემოერთებულ ტერიტორიებზე ბეტონის გზების მოწყობა;
ჰელიმიშის ქუჩის რეკონსტრუქცია-რეაბილიტაცია;
ჭავჭავაძისა და აბუსერიძის ქუჩებზე ასფალტის საფარის დაგება, წრიულის მოწყობა;
გოგებაშვილის ქუჩის გზაგამყოფ ზოლში დეკორატიული დამცავი ღობის მოწყობა;
მელიქიშვილის ქუჩაზე (რუსთაველის ქუჩიდან მ. აბაშიძის ქუჩამდე) ტროტუარის კეთილმოწყობა;
ქალაქის ცენტრალურ ნაწილში ტროტუარებზე ხეების ირგვლივ ჩამკეტი ბორდიურების მოწყობა;
ჭავჭავაძის ქუჩაზე ეკლესიის მიმდებარე ტერიტორიაზე ტროტუარის კეთილმოწყობა;
ჭავჭავაძისა და ს. ხიმშიაშვილის ქუჩების კვეთაში ტროტუარის მოწყობა;
ზედაღელეს ქ. №54-ის მიმდებარედ გზის სავალ ნაწილზე საყრდენი კედლის მოწყობა;
ქალაქის ქუჩებში ვიდეო-კონტროლის სისტემის დანერგვა;
ტაბიძის ქუჩის (ლეონიძის ქუჩიდან აღმაშენებლის ქუჩამდე) კეთილმოწყობის სამუშაოები;
თამარ მეფის გამზირზე ზღვისპირა ტროტუარის მონაკვეთზე არსებული მოაჯირის დემონტაჟი და ზედა ნაწილში არსებულის ანალოგიური პარაპეტის მოწყობა;
გრიგოლ ფერაძის ქუჩის კეთილმოწყობა;
გენ. ა. აბაშიძის ქუჩის მონაკვეთის (ინასარიძის ქუჩიდან ტბ. აბუსერიძის ქუჩამდე) კეთილმოწყობა;
შერიფ ხიმშიაშვილის ქუჩის გზაგამყოფ ზოლში დეკორატიული დამცავი ღობის მოწყობა;
ქ. ბათუმში ანგისისა და გრ. ლორთქიფანიძის ქუჩების შემაერთებელ ხიდზე მოაჯირების მოწყობა;
გ. შერვაშიძის ქუჩის და შესახვევების კეთილმოწყობა;
თამარ მეფის გამზირის გზაგამყოფ ზოლში დეკორატიული დამცავი ღობის მოწყობა;
გენ. კვინიტაძის ქუჩის კეთილმოწყობა;
დ. თავდადებულის ქუჩის (რუსთაველის ქ-დან ნინოშვილის ქ-მდე) მონაკვეთზე სადგომზე შეჭრა;
ქ. ბათუმში ნიკო მუსხელიშვილის ქუჩის მონაკვეთის კეთილმოწყობა;
ბეთლემის ქუჩის, სხალთის ქუჩისა და მისი შემაერთებელი ქუჩების ასფალტირება;
საცხოვრებელი კომპლექსი ,,მაგნოლიას" მიმდებარე ტერიტორიის (გზის) კეთილმოწყობა;
ხაბაძის ქუჩის კეთილმოწყობა;
მდ. ბარცხანაზე საავტომობილო ხიდზე გზაგამყოფის ბარიერების გადაკეთება;
თევდორე მღვდლის ქუჩის მონაკვეთის №27, №29 ქუჩის ასფალტირება, გარე განათების მოწყობა;
ზ. გორგილაძის ქუჩის გაგრძელება ჯავახიშვილის ქუჩიდან შარტავას ქუჩის მიმდებარე ტერიტორიამდე, ზ. გორგილაძის ქუჩის მონაკვეთის (გრიბოედოვის ქუჩიდან ჯავახიშვილის ქუჩამდე) კეთილმოწყობა;
ესენინის ქუჩის მონაკვეთის (ჭავჭავაძის ქუჩიდან წერეთლის ქუჩამდე) კეთილმოწყობა;
ბერიძის ქუჩის მონაკვეთის (ჭავჭავაძის ქუჩიდან წერეთლის ქუჩამდე) კეთილმოწყობა;
ბაგრატიონისა და ერისთვის ქუჩების რეკონსტრუქცია (ვაჟა-ფშაველას ქუჩიდან გოგოლის ქუჩამდე).
|
|
1.1.2
|
სატრანსპორტო ინფრასტრუქტურის მართვა და ექსპლოატაცია (პროგრამული კოდი 03 01 02)
სატრანსპორტო ინფრასტრუქტურის მოვლა-შენახვა და ექსპლოატაცია;
სატრანსპორტო-საგზაო რეგულირების თანამდეროვე საშუალებების დანერგვა;
მატერიალურ-ტექნიკური ბაზის განახლება.
|
|
1.1.3
|
მუნიციპალური სატრანსპორტო სისტემის განვითარება (პროგრამული კოდი 03 01 03)
მუნიციპალურ ტრანსპორტის ტარიფების სუბსიდირების მიზნით შპს „ბათუმის ავტოტრანსპორტის“ საოპერაციო დეფიციტის დაფარვა;
|
|
1.1.4
|
ნაპირგამაგრებითი სამუშაოები (პროგრამული კოდი 03 01 04)
მეზღვაურის ქ. №10-ში ხიდისა და საცხოვრებელი სახლის მიმდებარე ტერიტორიაზე სარეგულაციო კედლის მშენებლობა და არსებული ჯებირის გამაგრება; აეროპორტის გზატკეცილის №118-ის მიმდებარე ტერიტორიაზე ხიდთან მდინარეზე ჯებირის მოწყობის სამუშაოები;
პეტრე იბერის II ჩიხის №1-ში მდინარის ნაპირგამაგრება;
ნიჟარაძის ქუჩაზე მდინარე ბარცხანას მარცხენა ნაპირის გამაგრება გაბიონური წყობით.
|
|
1.2
|
კომუნალური ინფრასტრუქტურის განვითარება (პროგრამული კოდი 03 02)
ქალაქის კომუნალური მეურნეობა წარმოადგენს რთულ სოციალურ-ეკონომიკურ სისტემას, რომელიც მოსახლეობის ცხოვრებისეული პირობებს ქმნის, უზრუნველყოფს საქმიანობის განხორციელებას, ასევე მეურნეობის სხვადასხვა დარგებში მომუშავე საწარმოებისა და ორგანიზაციების შეუფერხებელ, გამართულ ფუნქციონირებას.
ქალაქის დინამიური ცხოვრების რიტმიდან გამომდინარე, კომუნალური სფეროს და მართვის სისტემებში ცვლილებებისა და ნოვაციების გარეშე შეუძლებელია მისი ეფექტური ფუნქციონირება.
ქალაქის განაშენიანების ახალი პროექტებიდან გამომდინარე უახლოეს მომდევნო წლებშიც კომუნალური ინფრასტრუქტურის განვითარება კვლავაც პრიორიტეტად რჩება. 2007 წლიდან მიმდინარეობს „ბათუმში კომუნალური ინფრასტრუქტურის დაწესებულებათა რეაბილიტაციის პროექტი“ რომლიც გერმანიის რეკონსტრუქციის საკრედიტო ბანკის (KfW) შეღავათიანი სესხით და ქ. ბათუმის ბიუჯეტის თანადაფინანსებით ხორციელდება. პროექტი ქალაქის წყალმომარაგების, საკანალიზაციო და სანიაღვრე სისტემის სრულ რეაბილიტაციას.
მიწისქვეშა კომუნალური ინფრასტრუქტურის რეაბილიტაციის პარალელურად პრიორიტეტულია ასევე ქალაქში არსებული ავარიული სახლების რეაბილიტაცია და საცხოვრებელი სახლების მშენებლობა, ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობების განვითარების ხელშეწყობა.
|
|
1.2.1
|
სანიაღვრე არხების რეაბილიტაცია და ექსპლოატაცია (პროგრამული კოდი 03 02 01)
სანიაღვრე ქსელების მიმდინარე მოვლა-ექსპლუატაცია;
ჟილინის არხის კაპიტალური რეკონსტრუქცია;
შ. ხიმშიაშვილის ქ. №68, 70, 72, 74, 76 საცხოვრებელი სახლების მიმდებარე ტერიტორიაზე დატბორვის აღმოფხვრის მიზნით გასატარებელი სამუშაოები (სანიაღვრე არხისა და გზის რეკონსტრუქცია);
აეროპორტის დასახლებაში შ. ხიმშიაშვილის ქუჩისა და აეროპორტის გზატკეცილის დამაკავშირებელი ახალი ქუჩის მიმდებარედ სანიაღვრე არხის მოწყობა;
მესხეთის ქუჩის სანიაღვრე სისტემის მოწყობა;
მარეთის ქუჩის სანიაღვრე სისტემის მოწყობა;
ჟილინის არხის კაპიტალური რეკონსტრუქცია;
მაჭახლის ქ. №77-ში სანიაღვრე არხის დაზიანებული კედლის აღდგენა;
ნინოშვილის ქუჩაზე მთავარი სანიაღვრე კოლექტორის მშენებლობა;
მარუხის ქუჩის სანიაღვრე სისტემის მოწყობა;
ფრიდონ ხალვაშის ქ. №131 და მაჭახლის ქუჩის დასაწყისში სანიაღვრე სისტემის მოწყობა;
გრიბოედოვის ქ. №2ა-ს მიმდებარედ სანიაღვრე სისტემის მოწყობა;
ქ. ბათუმში მიხეილ ჯავახიშვილის ქუჩის სანიაღვრე სისტემის მოწყობა;
თამარის დასახლება სახლი №1 და სახლი №3 მიმდებარე ტერიტორიაზე არსებული სანიაღვრე სისტემის რეკონსტრუქცია.
|
|
1.2.2
|
წყლის სისტემების რეაბილიტაცია (პროგრამული კოდი 03 02 02)
ერისთავის ქუჩაზე წყლის სისტემის რეკონსტრუქცია;
სამრეწველო უბანში ა. შანიძის VI ჩიხში ყოფილი ჩაის ფაბრიკის მიმდებარე ტერიტორიაზე ჭაბურღილისა და სასმელი წყლის სისტემის მოწყობა;
შპს „ბათუმის წყალი“-ს კაპიტალის ზრდა წყლის გამწმენდი ჰიპოქლორიდის დანადგარების შეძენის მიზნით;
მუსხელიშვილის ქ. №84-ში ჭაბურღილის სისტემის მოწყობა.
|
|
1.2.3
|
კანალიზაციის სისტემების რეაბილიტაცია (პროგრამული კოდი 03 02 03)
ახალი საკანალიზაციო სისტემების მოწყობა (ხახულის I შესახვევში საკანალიზაციო სისტემის მოწყობა)
მესხეთის ქუჩის კანალიზაციის მოწყობის სამუშაოები;
ქ. ბათუმში მარეთის ქუჩის საკანალიზაციო სისტემის მოწყობა;
კახაბრის ქ. №30-ის მიმდებარე ტერიტორიაზე საკანალიზაციო შამბოს მოწყობა;
მესხეთის ქუჩის საკანალიზაციო სისტემის ცენტრალურ საკანალიზაციო სისტემაზე დაერთება;
მესხეთის ქუჩის I ჩიხის საკანალიზაციო სისტემის მოწყობა.
|
|
1.2.3
|
ბათუმში კომუნალური ინფრასტრუქტურის დაწესებულებათა რეაბილიტაციის პროექტის თანადაფინანსება (პროგრამული კოდი 03 02 04)
პროექტის ფარგლებში განხორციელებული სარეაბილიტაციო სამუშაოების საძიებო-კვლევითი სამუშაოები და საპროექტო-სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაციის შედგენა;
პროექტის ფარგლებში განხორციელებული სარეაბილიტაციო სამუშაოების (ფაზა 2 და ფაზა 3) ღირებულების ნაწილის და დამატებული ღირებულების გადასახადის თანადაფინანსება;
მოსახლეობის ინდივიდუალური გამრიცხველიანება, წყალმზომების დაყენება;
ქალაქის მოსახლეობისათვის სასმელი წყლის მიწოდებისა და საკანალიზაციო სისტემის მომსახურების ტარიფების შენარჩუნების მიზნით შპს „ბათუმის წყალის“ სუბსიდირება;
სანიაღვრე წყლების სატუმბი სადგურებისა და ზღვაში ჩამშვები მილების მშნებლობისათვის საჭირო გეოლოგიური დასკვნა;
პროექტის დამატებითი თანადაფინანსება (მე-3 ფაზის ადგილობრივი კონტრიბუცია);
საძიებო-კვლევითი სამუშაოები და საპროექტო-სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაციის შედგენა.
|
|
1.2.4
|
ქალაქის დასუფთავება (პროგრამული კოდი 03 02 05)
ქალაქის ტერიტორიის დაგვა-დასუფთავება;
ნარჩენების გატანა;
მაწანწალა ცხოველების გაუვნებელყოფა;
ნაგავსაყრელის ექსპლუატაცია;
დასუფთავების მოსაკრებლის ადმინისტრირება.
|
|
1.2.5
|
სანიტარიული დაცვის უზრუნველყოფის ღონისძიებები (პროგრამული კოდი 03 02 06)
ქალაქის ტერიტორიის დეზინსექცია-დერატიზაცია.
|
|
1.2.6
|
გარე განათების რეაბილიტაცია და ექსპლოატაცია (პროგრამული კოდი 03 02 07)
განათების წერტების მოვლა-ექსპლოატაცია;
ელექტროენერგიის საფასურის დაფარვა;
ქალაქის ქუჩების განათების კაპიტალური სამუშაოები;
დეკორატიული განათების სამუშაოები.
|
|
1.2.7
|
ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობების განვითარების ხელშეწყობა (პროგრამული კოდი 03 02 08)
სახლების სახურავების შეკეთება-მოწყობა;
სახლების წყლისა და საკანალიზაციო სისტემის შეცვლა;
სახლების სადარბაზოების კეთილმოწყობა;
ლიფტების შეკეთება;
სახლების ეზოებისა და სკვერების კეთილმოწყობა;
მრავალსართულიანი სახლების ეზოების კომუნალური სისტემის მოწესრიგება;
ქალაქის ურბანული ინფრასტრუქტურის მოვლა-შენახვა;
ქალაქში არსებული ავარიული და სტიქიის შედეგად დაზიანებული სახლების შეკეთება-რეაბილიტაცია;
მატერიალურ-ტექნიკური ბაზის განახლება;
კონკურსი „ჩვენი სახლი - ამხანაგობაა“;
ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობების განვითარების პროგრამის მართვა;
დისტანციური პულტით მართვადი ბარიერის მოწყობა;
მრავალსართულიანი/მრავალბინიანი სახლების კომუნალური სისტემის შეცვლა;
მრავალსართულიანი სახლების ეზოებისა და სკვერების კეთილმოწყობა;
მრავალსართულიანი სახლების სახურავების შეკეთება (წყალშემკრები ღარები და წყალშემკრები მილები);
ახალი ლიფტების მონტაჟი;
ავარიული სახლების შეკეთება-რეკონსტრუქცია;
|
|
1.2.8
|
იაფი სახლი - სტანდარტული საცხოვრისი თანაქალაქელებს (პროგრამული კოდი 03 02 09)
საცხოვრებელი სახლის მშენებლობა - 7350 კვ.მ საცხოვრებელი ფართი.
|
|
1.3
|
ქალაქის კეთილმოწყობა (პროგრამული კოდი 03 03)
ქ. ბათუმის სოციალურ-ეკონომიკური და ურბანული განვითარების პერსპექტივები, ასევე გეოგრაფიული გარემო ხელს უწყობს ბათუმს, რათა იგი გადაიქცეს შავიზღვისპირეთის ერთ-ერთ ტურისტულ ცენტრად, მაგრამ ბუნებრივი რესურსების გარდა აუცილებელია ინფრასტრუქტურის რეაბილიტაციის მიზანმიმართული პოლიტიკა, რაც საშუალებას მოგვცემს მოვიზიდოთ უფრო მეტი ტურისტი და დამსვენებელი არა მარტო ტურისტული სეზონის, არამედ მთელი წლის განმავლობაში.
ინფრასტრუქტურის განვითარებით და კეთილმოწყობის პროექტების რეალიზებით შესაძლებელია ქალაქის ეკონომიკური განვითარების ტემპების დაჩქარება და უახლოეს მომავალში მაქსიმალური ეფექტის მიღება როგორც მოსახლეობის დასაქმების, ასევე შემოსავლების გაზრდის მხრივ.
|
|
1.3.1
|
საპროექტო-სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაციის შედგენა და ტექნიკური ზედამხედველობა (პროგრამული კოდი 03 03 01)
ქალაქში სამომავლოდ განსახორციელებელი პროექტებისათვის საპროექტო-სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაციის მომზადება;
პროექტებისა და ობიექტების ექსპერტიზა;
მიმდინარე სამშენებლო სამუშაოებზე ტექნიკური ზედამხედველობის გაწევა.
|
|
1.3.2
|
ქალაქის დაგეგმარება (პროგრამული კოდი 03 03 02)
|
|
|
ქალაქის ქონების (მ.შ. მიწის) პასპორტიზაცია;
უსახური და უკანონო შენობა-ნაგებობების დემონტაჟი;
ქ. ბათუმის საქალაქო სატრანსპორტო სისტემის ოპტიმიზაცია-დაგეგმარება;
|
|
1.3.3
|
საკომპენსაციო თანხებით მოქალაქეთა უზრუნველყოფა (პროგრამული კოდი 03 03 03)
ქ. ბათუმის საკრებულოს 2009 წლის 27 ნოემბრის №92 განკარგულების შესაბამისად, ქონების მესაკუთრეებზე კომპენსაციების გაცემა
ინფრასტრუქტურის მოწესრიგებისა და კეთილმოწყობითი (მათ შორის ბაგრატიონისა და ერისთავის ქუჩების რეკონსტრუქციის) სამუშაოების განხორციელების მიზნით ან/და ქალაქის ტერიტორიებზე ექსპროპრიაციის განხორციელებისათვის ქონების მესაკუთრეებზე კომპენსაციების გაცემა;
ქ. ბათუმის მერიის მიერ შესაბამისი ხელშეკრულების საფუძველზე ნაკისრი სხვა ტიპის კომპენსაციების გაცემა;
თამარის დასახლებაში ბარაკული ტიპის სახლების მფლობელებზე საკომპენსაციო თანხების გაცემა.
|
|
1.3.4
|
ბათუმის ისტორიული უბნებისა და ტურისტული ინფრასტრუქტურის რეაბილიტაციის პროგრამა (პროგრამული კოდი 03 03 04)
შენობა-ნაგებობებისა და მიმდებარე ტერიტორიების სამშენებლო-სარეკონსტრუქციო სამუშაოები;
|
|
1.3.5
|
ქალაქის გაფორმება (პროგრამული კოდი 03 03 05)
საშობაო-საახალწლო დღესასწაულისათვის ქალაქის გაფორმება;
წლის განმავლობაში ქალაქის გაფორმების ღონისძიებები;
წმ. ბარბარეს სახელობის ეკლესიის მიმდებარე სკვერის ტერიტორიიდან შ. რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის ეზოში შ. რუსთაველის ბიუსტის გადატანა;
ფეიერვერკების შეძენა-გასროლა.
|
|
1.3.6
|
პარკების, სკვერებისა და მოედნების კეთილმოწყობა (პროგრამული კოდი 03 03 06)
ახალი ბულვარიდან კვარიათამდე ფეხით მოსიარულეთა ზღვისპირა ბილიკის აღდგენა;
ზ. გორგილაძის ქუჩაზე მუზეუმის მიმდებარედ სკვერის კეთილმოწყობა;
ჭავჭავაძის ქუჩის დასაწყისში გზაგამყოფ ზოლში დეკორატიული ფილებისა და ბაზალტის ბორდიურების მოწყობა;
საზაფხულო თეატრის მიმდებარე ტერიტორიის კეთილმოწყობა (პარკის რეაბილიტაცია);
ბარათაშვილისა და ჭავჭავაძის კვეთაში ღვთისმშობლის სახელობის ეკლესიის მიმდებარე ტერიტორიაზე სკვერის და ტროტუარის კეთილმოწყობა;
ისრაფილ ჯინჭარაძის სახელობის სკვერის კეთილმოწყობა
ლერმონტოვის ქუჩაზე სკვერის კეთილმოწყობა.
|
|
1.3.7
|
ქალაქის გამწვანების ღონისძიებები (პროგრამული კოდი 03 03 07)
ქალაქის გამწვანების მიმდინარე ღონისძიებების განხორციელება;
ყვავილებისა და ხე-მცენარეების შეძენა;
შადრევნების მოვლა პატრონობა.
ქალაქის გამწვანების სამუშაოებისათვის აუცილებელი სპეც. ტექნიკის შეძენა.
|
|
1.3.8
|
ბათუმის განვითარების ფონდი (პროგრამული კოდი 03 03 08)
|
|
|
ბათუმის განვითარების პროექტების შემუშავება-მომზადება და მათ განხორციელებაში და რეალიზებაში მონაწილეობის მიღება.
|
|
1.3.9
|
სასაფლაოების მოვლა-პატრონობა (პროგრამული კოდი 03 03 09)
სასაფლაოების მიმდინარე მოვლა-პატრონობა;
სასაფლაოების ინფრასტრუქტურის მოწესრიგების ღონისძიებები;
ჩაქვში გამოყოფილი სასაფლაოს ტერიტორიის დაპროექტება;
ფერიის სასაფლაოს ინვენტარიზაცია (ელ. ვერსიის შექმნა);
უპატრონო მიცვალებულთა დაკრძალვა.
|
|
1.3.10
|
ტურისტული ობიექტების მართვა (პროგრამული კოდი 03 03 11)
ტურისტული ობიექტების ეფექტური მართვის მიზნით, შპს „ქ. ბათუმის ტურისტული ობიექტების მართვის სააგენტოს“ სუბსიდირება;
შპს „ქ. ბათუმის ტურისტული ობიექტების მართვის სააგენტოს“ კაპიტალის ზრდა.
|
|
2
|
პრიორიტეტი: განათლება (პროგრამული კოდი 04 00)
განათლებაზე ზრუნვა იწყება ადრეული, სკოლამდელი ასაკიდან. „ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის შესაბამისად, თვითმმართველი ერთეულის ექსკლუზიურ უფლებამოსილებებს განეკუთვნება სკოლამდელი განათლების დაფინანსება. ბავშვის ადრეული განვითარება ის საძირკველია, რომელზეც შემდეგ საზოგადოებისათვის სრულფასოვანი, ჯანსაღი პიროვნება შენდება. ამიტომ ძალზე მნიშვნელოვანია ბავშვის ადრეულ განვითარებასა და აღზრდაზე ზრუნვა, მისთვის განვითარების მასტიმულირებელი გარემოს შექმნა, სწორედ ამიტომ, საბავშვო ბაღში აღზრდასა და სწავლებას განსაკუთრებული მნიშვნელობა ენიჭება.
|
|
2.1
|
სკოლამდელი განათლება (პროგრამული კოდი 04 01)
საბავშვო ბაღი წარმოადგენს დაწესებულებას სკოლამდელი ასაკის ბავშვების საზოგადოებრივი აღზრდისათვის. საბავშვო ბაღი, როგორც დაწესებულების ტიპი, ბევრ ქვეყანაში არსებობს და წარმოადგენს, ჩვეულებრივ, პირველ რგოლს განათლების სისტემაში. პროგრამის ფარგლებში საბავშვო ბაღების 6400-ზე მეტი აღსაზრდელისთვის შექმნილი იქნება ყველა პირობა გონებრივი და ფიზიკური განვითარებისათვის ასაკობრივი თავისებურებების გათვალისწინებით. ბავშვთა ბაღებში ნორმალური პირობების უზრუნველყოფა პატარებისთვის მათი გონებრივი და ზნეობრივი განვითარების მიზნით; ბავშვების ჯანმრთელობაზე ზრუნვა და სწორი ფიზიკური განვითარება. განხორციელდება საბავშვო ბაღების ნორმალური ფუნქციონირებისათვის საჭირო მიმდინარე ხარჯების დაფინანსება და აუცილებლობის შემთხვევაში შესაბამისი სარეაბილიტაციო სამუშაოების ჩატარება.
|
|
2.1.1
|
საბავშვო ბაღების განვითარების ხელშეწყობა (პროგრამული კოდი 04 01 01)
საბავშვო ბაღებში სააღმზრდელო პროცესის ორგანიზება;
საბავშვო ბაღებში აღსაზრდელთა კვებით უზრუნველყოფა;
საბავშვო ბაღების თანამშრომელთა კვალიფიკაციის ამაღლება (გადამზადება);
საბავშვო ბაღების მატერიალურ-ტექნიკური ბაზის განახლება.
|
|
2.1.2
|
საბავშვო ბაღების შენობების რეაბილიტაცია (პროგრამული კოდი 04 01 02)
ნონეშვილის ქუჩა №60-ში მდებარე შენობა-ნაგებობის საბავშვო ბაღის შენობად გადაკეთება და მასზე სართულის დაშენება;
ჯავახიშვილის ქ. №82-ში მდებარე №21 საბავშვო ბაღის შენობების რეკონსტრუქცია;
ინასარიძის ქ. №14-ში მდებარე №8 5 საბავშვო ბაღის შენობის რეკონსტრუქცია და მასზე სართულის დაშენება.
ანდრონიკაშვილის ქუჩაზე №13 საბავშვო ბაღის სარეკონსტრუქციო სამუშაოები;
კახაბრის დასახლებაში საბავშვო ბაღის მშენებლობა;
ტაბიძის ქ. №14-ში მდებარე შენობის საბავშვო ბაღად გადაკეთების სამუშაოები
მაზნიაშვილის ქუჩაზე მდებარე №5 საბავშვო ბაღის შენობის სარეაბილიტაციო-დაშენების სამუშოები.
|
|
2.2
|
სკოლამდელი განათლება (პროგრამული კოდი 04 02)
სახელმწიფო უზრუნველყოფს სრული ზოგადი განათლების მიღებას. მოსწავლის განათლების სახელმწიფო დაფინანსება ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებაში გრძელდება 12 წლის განმავლობაში, ერთ მოსწავლეზე გათვლილი ფინანსური ნორმატივის შესაბამისი ვაუჩერით. მიუხედავად აღნიშნულისა, კვლავ პრობლემად რჩება იმ მოსწავლეთა დაფინანსება, რომლებმაც „ზოგადი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონით დადგენილ ვადებში ვერ დაძლიეს საბაზო/საშუალო საფეხური. სწორედ მათი ხელშეწყობის (სწავლის საფასურის ანაზღაურების) მიზნით განხორციელდება საჯარო სკოლების სუბსიდირება.
|
|
2.2.1
|
დამატებითი საგანმანათლებლო და სააღმზრდელო მომსახურების მხარდაჭერა (პროგრამული კოდი 04 02 01)
„ზოგადი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის 23-ე მუხლის შესაბამისად საჯაროს სკოლების ხარჯების ანაზღაურება.
|
|
2.3
|
ახალგაზრდების უცხოეთში სტაჟირების ხელშეწყობა (პროგრამული კოდი 04 03)
ბათუმი ერთ-ერთი გამორჩეული ტურისტული დანიშნულების ადგილია. ბოლო წლებში მთლიანად შეიცვალა და მოწესრიგდა ქალაქი. შეიქმნა უამრავი ტურისტული ობიექტი, გაიხსნა მსოფლიო ბრენდების სასტუმროები, არაერთი კაფე-რესტორანი და გასართობი ადგილი.
ქ. ბათუმის, როგორც ტურისტული ქალაქის განვითარების კონცეფცია გულისხმობს სერვისის სფეროში დასაქმებული პერსონალის მომსახურების დონის მნიშვნელოვან ამაღლებას და ამ მიზნით, მათ პროფესიულ გადამზადებას. ამ მიმართულებით (ტურისტული და საკურორტო მომსახურების სფერო) მნიშნელოვანია საზღვარგარეთის ქვეყნების გამოცდილების გაზიარება. სწორედ ამ მიზნით შეიქმნა პროგრამა „ახალგაზრდების უცხოეთში სტაჟირების ხელშეწყობა“. პროგრამა ითვალისწინებს ახალგაზრდების პროფესიულ სტაჟირებას და/ან გადამზადებას სარესტორნო მომსახურების, სასტუმრო მომსახურებისა და ტურიზმის მენეჯმენტის მიმართულებით, ევროკავშირის წევრ ქვეყნებში, ასევე თურქეთსა და შვეიცარიაში.
ახალგაზრდების უცხოეთში სტაჟირების ხელშეწყობა.
|
|
3
|
პრიორიტეტი: კულტურა, რელიგია, ახალგაზრდობის ხელშეწყობა და სპორტი (პროგრამული კოდი 05 00)
ქ. ბათუმში ინფრასტრუქტურული პროექტებისა და ეკონომიკური განვითარების პარალელულად აუცილებელია კულტურული ტრადიციების ხელშეწყობა და კულტურული ფასეულობების დახვეწა. მრავალი სოციალური-ეკონომიური ცვლილების კვალდაკვალ, რამაც მსოფლიო ჩვენით დააინტერესა, მნიშვნელოვანია უნიკალური კულტურული პოტენციალის წარმოჩენა და პოპულარიზაცია. ამ მხრივ მიმართული კულტურის პროგრამის ღონისძიებები ხელს შეუწყობს ბათუმის საერთაშორისო-საფესტივალო ქალაქად დამკვიდრებას, ქალაქის კულტურული ცხოვრების გამრავალფეროვნებას, შემოქმედებითი ცხოვრების გააქტიურებას, აქ მოღვაწე და მოწვეულ ხელოვანთა წარმოჩენასა და მათი შემოქმედების პოპულარიზაციას, ნოვატორული იდეების წარმოჩენასა და წახალისებას, ხელოვნების სხვადასხვა დარგის პოპულარიზაციას.
ასევე მნიშვნელოვანია ახალგაზრდების მრავალმხრივი (როგორც სულიერი, ისე ფიზიკური თვალსაზრისით) განვითარების ხელშეწყობა და მათში ცხოვრების ჯანსაღი წესის დამკვიდრება. შესაბამისად, ქ. ბათუმის ბიუჯეტიდან გაგრძელდება სხვადასხვა კულტურული და სპორტული ღონისძიების დაფინანსება, კულტურული ობიექტების ფინანსური მხარდაჭერა, წარმატებული სპორტსმენებისა და კულტურის სფეროში მოღვაწე პირების წახალისება და მათთვის შესაბამისი პირობების შექმნა, რათა ნიჭიერმა ბავშვებმა და ახალგაზრდებმა შეძლონ მათი შესაძლებლობების გამოვლენა.
ასევე მნიშვნელოვანია შესაბამისი ინფრასტრუქტურის განვითარება რათა ქალაქმა შეძლოს საერთაშორისო სპორტული და კულტურული ღონისძიებების და აქტივობების მაღალ დონეზე ორგანიზება და ჩატარება.
|
|
3.1
|
სპორტის განვითარების ხელშეწყობა (პროგრამული კოდი 05 01)
სპორტული ცხოვრების პროპაგანდა, მოსახლეობის ჯანსაღი ცხოვრების წესში მეტად მნიშვნელოვანია, რადგან ერის ჯანმრთელობა უმნიშვნელოვანესი ფაქტორია ქვეყნის მომავლისა. დაგეგმილია სხვადასხვა სპორტული სახეობების განვითარება-პოპულარიზაცია და საკლუბო გუნდების ფინანსური მხარდაჭერა, რათა მათ ჰქონდეთ შესაძლებლობა უზრუნველყონ სპორტსმენებისათვის სავარჯიშოდ შესაბამისი პირობების შექმნა და ნიჭიერი სპორტსმენების წახალისება. ერთ-ერთი პრიორიტეტული მიმართულებაა ქალაქში არსებული სპორტული ინფრასტრუქტურის აღდგენა და რეაბილიტაცია.
|
|
3.1.1
|
სპორტული ღონისძიებები (პროგრამული კოდი 05 01 01)
ბათუმის ადმინისტრაციებში შემავალ უბნებს შორის სპორტული თამაშები;
საერთაშორისო ტურნირი საპლაჟო ფეხბურთში ბათუმის თასზე;
რუსუდან სიხარულიძის სახელობის საერთაშორისო ტურნირი ტანვარჯიში;
სპორტული თამაშები სკოლებს შორის;
საერთაშორისო ტურნირი ტაეკვანდოში;
საერთაშორისო ტურნირი ბერძნულ-რომაულ ჭიდაობაში მუხრან ვახტანგაძის თასზე;
საერთაშორისო ტურნირი ვ. ალთაბაევის თასზე კალათბურთში;
საერთაშორისო ტურნირი წყალბურთში;
საერთაშორისო ტურნირი ქვიშის ფრენბურთში;
საერთაშორისო ტურნირი სპორტულ ცეკვებში;
საერთაშორისო ტურნირი ქვიშის რაგბში;
გენო მენაბდის სახელობის ტურნირი მინი ფეხბურთში;
ტურნირი ჩოგბურთში ქ. ბათუმის მერიის თასზე;
ახალგაზრდა სპორტსმენთა მხარდაჭერა;
დამეგობრებულ ქალაქ იალოვას ახალგაზრდულ-საფეხბურთო გუნდთან საფეხბურთო მატჩების ორგანიზება;
ბილიარდში საერთაშორისო ტურნირის ორგანიზება;
საპლაჟო ფრენბურთში აღმოსავლეთ ევროპის ზონალური ასოციაციის ჩემპიონატის ორგანიზება;
სპორტის სხვადასხვა სახეობებში ტურნირებისა და შეჯიბრებების ორგანიზება.
|
|
3.1.2
|
სპორტული საკლუბო გუნდების მხარდაჭერა (პროგრამული კოდი 05 01 02)
საფეხბურთო კლუბ „დინამო ბათუმის“ სუბსიდირება;
სარაგბო კლუბ „ბათუმის“ სუბსიდირება;
ფრენბურთის კლუბ „ბათუმის“ სუბსიდირება;
ხელბურთის კლუბი „ბათუმის“ სუბსიდირება;
წყალბურთის კლუბ „ბათუმის“ სუბსიდირება;
ბათუმის საცხენოსნოსო კლუბის სუბსიდირება;
კლუბ „ბათუმის ავტოდრომის“ სუბსიდირება;
„საჭადრაკო კლუბი ნონას“ სუბსიდირება;
შპს საკალათბურთო კლუბი „ბათუმის“ სუბსიდირება.
|
|
3.1.3
|
სპორტულ-ახალგაზრდულის ცენტრის განვითარება (პროგრამული კოდი 05 01 03)
ზამთრის სპორტის სახეობათა და დახურული სპორტული დარბაზის მოვლა-პატრონობა;
მატერიალურ ტექნიკური ბაზის განახლება;
უნიფორმებისა და სხვა ინვენტარის შეძენა;
სპორტული ინფრასტრუქტურის მოწყობა.
|
|
3.1.4
|
სასპორტო და დასვენების ობიექტების რეაბილიტაცია (პროგრამული კოდი 05 01 04)
სპორტული მოედნების მშენებლობა;
ანგისის დასახლებაში სპორტული ბაზის მშენებლობა;
მცირე ზომის ყინულის მოედნის გადაკეთება მრავალფუნქციურ სპორტულ დარბაზად;
სარაგბო სტადიონის მშენებლობა;
ზღვისპირა პარკის ტერიტორიაზე საცხოვრებელ კომპლექს „მაგნოლიას“ მიმდებარე ტერიტორიაზე მდებარე ქვიშის მოედანის კეთილმოწყობა;
ფრიდონ ხალვაშის გამზირი №162-თან არსებული მინი-სტადიონის კაპიტალური შეკეთება;
კახაბრის ქ. №1-თან არსებული მინი-სტადიონის კაპიტალური შეკეთება;
კახაბრის უბანში ურეხის სასპორტო სკოლის ელ ენერგიის ქსელში ჩართვა.
|
|
3.2
|
კულტურის განვითარების ხელშეწყობა (პროგრამული კოდი 05 02)
პროგრამის მიზანია ხელი შეუწყოს ადგილობრივი ხელოვანი საზოგადოების განვითარებას, მათი შესაძლებლობების ზრდას და კავშირების გაღრმავებას მსოფლიოს თანამედროვე სახელოვნებო ინსტიტუტებთან. მნიშვნელოვანია ქალაქის კულტურული ცხოვრების გაჯანსაღება, გამრავალფეროვნება და განვითარება რაც თავის მხრივ ხელს შეუწყობს ბათუმის როგორც კულტურის მნიშვნელოვანი კერის ცნობადობისა და ტურისტული პოტენციალის ზრდას. ამ მხრივ პროგრამა მიზნად ისახავს ხელი შეუწყოს ბათუმის, როგორც ფესტივალების ქალაქის განვითარებას, რაც გამოიხატება ჩვენი ქალაქისათვის ტრადიციული და ახალი ფესტივალების ჩატარებით. ამ მიზანს ემსახურება ასევე ქალაქში არსებული კულტურული დაწესებულებების მხარდაჭერა და მათი განვითარებისათვის ხელშეწყობა.
უმნიშვნელოვანესი ამოცანაა კულტურული ფასეულობების დახვეწა. შემოქმედებითი კონკურსები, სხვადასხვა საგანმანათლებლო აქტივობები და დამხმარე ტურისტული ინფრასტრუქტურის შექმნა ამ გამოწვევის დაძლევის საშუალებაა. აღნიშნული პროგრამა ასევე მიზნად ისახავს იმ ადამიანების და ჯგუფების ხელშეწყობას, რომლებიც მოღვაწეობენ კულტურის სხვადასხვა დარგში.
|
|
3.2.1
|
კონკურსებისა და კულტურულ-საგანმანათლებლო ღონისძიებების მხარდაჭერა (პროგრამული კოდი 05 02 01)
კონკურსი - სელიმ ხიმშიაშვილის ქანდაკების ესკიზისა და საპროექტო-სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაციის შესაქმნელად;
კონკურსი - ტბელ აბუსერისძის ქანდაკების ესკიზისა და საპროექტო-სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაციის შესაქმნელად;
კონკურსი - რუსეთ-საქართველოს ომში დაღუპულ გმირთა მემორიალის ესკიზის შესაქმნელად;
კონკურსი - საქართველოს ეროვნული გმირის მერაბ კოსტავას მემორიალური ბიუსტის ესკიზის შესაქმნელად;
კონკურსი - 9 აპრილის გმირთა მემორიალის ესკიზის შესაქმნელად;
კონკურსი - ეგნატე ნინოშვილის მემორიალური ბიუსტის ესკიზისა და საპროექტო-სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაციის შესაქმნელად;
კონკურსი - ჟიული შარტავას მემორიალური ბიუსტის ესკიზისა და საპროექტო-სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაციის შესაქმნელად;
ცნობილ ბათუმელთა საიუბილეო თარიღებისადმი და საპატიო ბათუმელებისადმი მიძღვნილი ღონისძიებების ორგანიზება;
ლიტერატურული საღამოები;
ქართულ-ებრაული ხელოვნების საღამო;
ბათუმელ ხელოვანთა ხელშეწყობა;
სასაჩუქრედ წიგნის გამოცემა;
წიგნის „გვახსოვდეს სიცოცხლე“ გამოცემა;
დიასპორების ხელშეწყობის ღონისძიებები;
მსოფლიო ინტელექტუალურ შეჯიბრებაში „რა? სად? როდის?“ ბათუმის გუნდის მონაწილეობა;
შემოქმედთა მხარდაჭერა.
|
|
3.2.2
|
ბათუმი არტი - ფესტივალების ქალაქი (პროგრამული კოდი 05 02 02)
ექსპერიმენტალური მუსიკის ფესტივალის ორგანიზება;
ქალაქური მუსიკის ფესტივალის ორგანიზება;
კლასიკური მუსიკის ბათუმის საერთაშორისო ფესტივალი;
საავტორო ფილმების ბათუმის IX საერთაშორისო ფესტივალის ორგანიზება;
ფოლკლორული და სასულიერო მუსიკის ბათუმის IX საერთაშორისო ფესტივალის ორგანიზება.
|
|
3.2.3
|
ქალაქის ტურისტული პოტენციალის განვითარების ხელშეწყობა (პროგრამული კოდი 05 02 03)
პროექტის -„ბათუმი კრეატიული ქალაქი“ ორგანიზება;
პორტალის „ეს ბათუმი“/„ბათუმის ენციკლოპედია“ შექმნა;
ბათუმი - სარეკლამო სასაჩუქრე ალბომი და მოწვევის წერილები;
სტრიტ-არტის ფესტივალის ორგანიზება.
|
|
3.2.4
|
ხელოვნებისა და კულტურის განვითარების ხელშეწყობა (პროგრამული კოდი 05 02 04)
კულტურულ-შემოქმედებითი ხასიათის პროექტების დაგეგმვა, ორგანიზება და განხორციელება;
საერთაშორისო და საქართველოს მასშტაბით კულტურულ ღონისძიებებში მონაწილეობის მიღება;
რბილი ინვენტარის შეძენა (უნიფორმები);
ქალაქისა და ქვეყნის ღირსშესანიშნავი თარიღების აღნიშვნა;
მატერიალურ ტექნიკური ბაზის განახლება.
|
|
3.2.5
|
ადგილობრივი მნიშვნელობის ბიბლიოთეკების განვითარების ხელშეწყობა (პროგრამული კოდი 05 02 05)
საბიბლიოთეკო საქმიანობის ორგანიზება;
კულტურულ-საგანმანათლებლო და სამეცნიერო-ინფორმაციული ღონისძიებების, საკლუბო შეხვედრების ორგანიზება;
ბეჭდური და ელექტრონული გამოცემების შეძენა.
|
|
3.2.6
|
ბოტანიკური ბაღის განვითარების ხელშეწყობა (პროგრამული კოდი 05 02 06)
ბოტანიკური ბაღის მიმდინარე მოვლა პატრონობა;
ბოტანიკურ ბაღში ინფრასტრუქტურული პროექტების განხორციელება;
მატერიალურ-ტექნიკური ბაზის განახლება.
|
|
3.2.7
|
კულტურული ღონისძიებების საკონცერტო მომსახურებით უზრუნველყოფა (პროგრამული კოდი 05 02 08)
თვითმმართველობის მიერ ორგანიზებული ღონისძიებების სცენით და განათებით უზრუნველყოფა;
|
|
3.3
|
საზოგადოებრივი და ახალგაზრდული ორგანიზაციების ხელშეწყობა (პროგრამული კოდი 05 03)
პროგრამით გათვალისწინებული ღონისძიებები მიმართულია ქალაქ ბათუმის ახალგაზრდების, სტუდენტებისა და მოსწავლეებისათვის. მის სამიზნე ჯგუფებს წარმოადგენს სოციალურად დაუცველი და დაუსაქმებელი ახალგაზრდები. პროგრამის ფარგლებში ჩატარდება საგანმანათლებლო, შემეცნებითი, სოციალური, სპორტულ-გამაჯანსაღებელი და კულტურულ-შემოქმედებითი ღონისძიებები როგორც ადგილობრივი ასევე საერთაშორისო მასშტაბის. ახალგაზრდობის საქმეთა მუნიციპალური პროგრამა ქმნის მექანიზმებს რათა ხელი შეეწყოს ბათუმში ახალგაზრდული სფეროს განვითარებას და ეფექტურ მართვას. ცალკეული ღონისძიებები იძლევა შესაძლებლობას ხელი შეეწყოს ახალგაზრდების ინტეგრაციას საზოგადოებაში და მათი სამოქალაქო შეგნების ზრდას.
|
|
3.3.1
|
ახალგაზრდობის საქმეთა ღონისძიებები (პროგრამული კოდი 05 03 01)
ქ. ბათუმის მოსწავლეთათვის მხიარულთა და საზრიანთა თამაშების ღია ჩემპიონატი;
ინტელექტუალური თამაშები რა? სად? როდის?;
შემეცნებითი ტურები სქართველოს სხვადასხვა რეგიონებში;
ბათუმის ახალგაზრდული თეატრალური კვირეული;
ახალგაზრდული ფოლკლორული დღეები;
სამთო ახალგაზრდული ბანაკი;
ბათუმის სტუდენტური ფესტივალი;
სტუდენტური დასაქმება;
სკაუტური მოძრაობის ორგანიზაციის მხარდაჭერა;
საზაფხულო სკოლის ორგანიზება;
ახალგაზრდული ინიციატივების მხარდაჭერა; .
|
|
4
|
პრიორიტეტი: მოსახლეობის ჯანმრთელობისა დაცვა და სოციალური უზრუნველყოფა (პროგრამული კოდი 06 00)
ჯანმრთელობის დაცვა განიხილება, როგორც რთული საზოგადოებრივი დინამიკური ფუნქციონალური სისტემა, რომელსაც ადამიანთა საზოგადოება თავისი განვითარების ნებისმიერ ეტაპზე ქმნის და გამოიყენებს ღონისძიებათა დიდი კომპლექსის განხორციელებისათვის თითოეული ადამიანის და მთლიანად საზოგადოების ჯანმრთელობის მდგომარეობის დაცვისა და მისი მუდმივი გაუმჯობესების მიზნით.
სოციალური დაცვა წარმოადგენს მოქალაქეთა კანონით განმტკიცებული ეკონომიკური, სამართლებრივი და სოციალური გარანტიების ერთობლიობას, რომელიც უზრუნველყოფს მნიშვნელოვანი სოციალური უფლებების დაცვას და ცხოვრების სოციალურად მიღებული დონის მიღწევას.
მოსახლეობის ჯანმრთელობის დაცვის და სოციალური უზრუნველყოფის მუნიციპალური პროგრამები მიმართულია, რათა უზრუნველყოს ქალაქის მოსახლეობის კეთილდღეობა, ზოგიერთი, განსაკუთრებით საშიში დაავადების ადრეული გამოვლენა, პრევენცია და მკურნალობა, მოსახლეობის ინფორმირება, სოციალურად დაუცველ ფენებზე, ქრონიკულად დაავადებულ პირებზე და ბავშვებზე ზრუნვა, ოპტიმალური სოციალურ-ეკონომიკური და სამედიცინო სოციალური პირობების შექმნა მოსახლეობის ჯანმრთელობის გაუმჯობესებისა და განმტკიცებისათვის.
|
|
4.1
|
ჯანმრთელობის დაცვა (პროგრამული კოდი 06 01)
ჯანმრთელობის დაცვის უპირველესი ამოცანაა ადამიანის ჯანმრთელობისა და ავადმყოფობების შესწავლა, მათი გამოვლენა, სწორი დიაგნოსტიკა და დროული მკურნალობა, ინდივიდუალური და კომპლექსური პროფილაქტიკური ღონისძიებების ჩატარება, მოსახლეობის ჯანმრთელობისა და შრომისუნარიანობის შენარჩუნება. მოსახლეობის მაღალი ხარისხის სამედიცინო მომსახურებით უზრუნველყოფა ქვეყნის სახელმწიფო პოლიტიკის უმნიშვნელოვანესი პრიორიტეტია. ადგილობრივი ბიუჯეტიდან ქალაქის მოსახლეობის ჯანმრთელობის დაცვის მიზნით გაგრძელდება დაავადებების პრევენციისა და მკურნალობის სხვადასხვა პროგრამები და ღონისძიებები.
|
|
4.1.1
|
ქრონიკული დაავადების მქონე პაციენტთა მედიკამენტებით უზრუნველყოფა (პროგრამული კოდი 06 01 01)
ბრონქული ასთმით დაავადების მქონე 19 წლამდე ასაკის პირებისათვის, 0-100000-მდე სარეიტინგო ქულის მქონე, შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებისათვის და ასაკით პენსიონერებისათვის სპეციფიკური მედიკამენტების მიწოდება;
ეპილეფსიით დაავადებულ 19 წლამდე ასაკის, 0-100000-მდე სარეიტინგო ქულის მქონე, შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებისათვის და ასაკით პენსიონერებისათვის სპეციფიკური მედიკამენტების მიწოდება;
მეორე ტიპის დიაბეტით დაავადებულ 0-დან 100 000-მდე სარეიტინგო ქულის მქონე, შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებისათვის და ასაკით პენსიონერთათვის მედიკამენტების მიწოდება;
პარკინსონით დაავადებული 0-დან 100 000-მდე სარეიტინგო ქულის მქონე, შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებისათვის და ასაკით პენსიონერთათვის მედიკამენტების მიწოდება;
|
|
4.1.2
|
ონკოლოგიურ დაავადებათა ადრეული ფორმების დიაგნოსტიკა, პრევენცია და ოპერაციული მკურნალობა (პროგრამული კოდი 06 01 02)
ქ. ბათუმში მცხოვრები 30-60 წლამდე ასაკის პაციენტში საშვილოსნოს ყელის გამოკვლევა, კოლპოსკოპიური და ექოსკოპიური კვლევა;
ქ. ბათუმში მცხოვრები პაციენტის ონკო მარკერებით გამოკვლევა (საშვილოსნოს, საკვერცხეების, მკერდის, ფარისებრი ჯირკვლის სხვადასხვა პათოლოგიებით;
საშვილოსნოს ყელის დაზიანების ამოკვეთა ან დაშლა (ექსციზიური მკურნალობა) მორფოლოგიით, რადიოტალღური ან ლაზერული ქირურგია.
|
|
4.1.3
|
მენჯ-ბარძაყის სახსრის დისპლაზიისა და თანდაყოლილი ამოვარდნილობის ამბულატორიული მკურნალობისა და ახალშობილთა სკრინინგი (პროგრამული კოდი 06 01 03)
დისპლაზიისა და თანდაყოლილი ამოვარდნილობის მკურნალობა; სამკურნალო მასაჟისა და ფიზიოთერაპიის 15 დღიანი კურსი, მედიკამენტებით უზრუნველყოფა;
ახალშობილისათვის გამოკვლევების ჩატარება.
|
|
4.1.4
|
ფსიქიკური პრობლემების მქონე პირთა ფსიქო-სოციალური რეაბილიტაცია (პროგრამული კოდი 06 01 04)
ფსიქიკური პრობლემების მქონე პირების ერგოთერაპია (შრომითი თერაპია); ფსიქოლოგის, ფსიქიატრის დახმარება; სხვადასხვა კულტურულ ღონისძიებებში ჩართვა, ექსკურსიები, შეხვედრები სკოლის მოსწავლეებთან და სტუდენტებთან.
|
|
4.1.5
|
სოციალურად დაუცველ ბენეფიციართა სტომატოლოგიური და ორთოპედიული მომსახურება (პროგრამული კოდი 06 01 06)
0-დან 57 000-მდე სარეიტინგო ქულის მქონე პირების ზედა და ქვედა ყბის პროტეზირება, გვირგვინის დამზადება, რენტგენოგრაფია, პერიდონტიტის მკურნალობა.
|
|
4.1.6
|
ქ. ბათუმში მცხოვრები ჰემოდიალიზის ცენტრის პაციენტთა სატრანსპორტო ხარჯების კომპენსაციით უზრუნველყოფა (პროგრამული კოდი 06 01 07)
ყოველთვიურად ჰემოდიალიზის პროცედურების ჩასატარებლად ჰემოდიალიზის ცენტრის პაციენტებისათვის სატრანსპორტო ხარჯების კომპენსაციის გაცემა.
|
|
4.1.7
|
ფენილკეტონურიით დაავადებულ პირთა სამკურნალო საშუალებების კომპენსაციით უზრუნველყოფა (პროგრამული კოდი 06 01 08)
ფენილკეტონურიით დაავადებული პირებისათვის სამკურნალო საშუალებების შესყიდვის მიზნით ერთჯერადი მატერიალური დახმარება.
|
|
4.1.8
|
სასწრაფო სამედიცინო დახმარების ცენტრის მხარდაჭერა (პროგრამული კოდი 06 01 09)
ქ. ბათუმის მოსახლეობის გადაუდებელი სასწრაფო დახმარების სერვისის გაუმჯობესების მიზნით შპს „ბათუმის სასწრაფო სამედიცინო დახმარების ცენტრის“ სუბსიდირება;
შპს „ბათუმის სასწრაფო სამედიცინო დახმარების ცენტრის“ კაპიტალის ზრდა კუვეზის შეძენის მიზნით.
|
|
4.1.9
|
მწვავე ლეიკემიით დაავადებულ ბავშვთა სატრანსპორტო ხარჯების კომპენსაციით უზრუნველყოფა (პროგრამული კოდი 06 01 11)
ყოველთვიურად პროცედურების ჩასატარებლად მ. იაშვილის სახ. ბავშვთა საავადმყოფოს ონკო-ჰემატოლოგიურ დეპარტამენტში დაცვით თერაპიაზე მყოფი ქ. ბათუმში რეგისტრირებული მწვავე ლეიკემიით დაავადებულ ბავშვთა სატრანსპორტო ხარჯების კომპენსაციით უზრუნველყოფა.
|
|
4.1.10
|
შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა საკურორტო სამკურნალო რეაბილიტაცია (პროგრამული კოდი 06 01 12)
ცერებრალური დამბლით დაავადებული და ფსიქიკური პრობლემების მქონე 25 წლამდე ასაკის შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირების მთისა და ზღვის კურორტებზე ტრანსპორტირება, 15 დღის განმავლობაში კეთილმოწყობილი საცხოვრებლით უზრუნველყოფა, სამჯერადი კვება, სამკურნალო მასაჟი, სამკურნალო ფიზკულტურა და პროცედურები;
|
|
4.1.11
|
სოციალურად დაუცველ ბენეფიციართა C ჰეპატიტის დიაგნოსტირება და სკრინინგი (პროგრამული კოდი 06 01 13)
ბენეფიციარებისათვის ღვიძლის ფუნქციური კვლევების (ალტ, ასტ) ჩატარება;
ბენეფიციარებს, რომელთაც აღმოაჩნდათ ღვიძლის ფუნქციური კვლევების მაღალი მაჩვენებელი ჩაუტარდებათ ანტისხეულების განსაზღვრა;
პირებს, რომელთაც აღმოაჩნდათ ანტი-HCV დადებითი, ჩაუტარდებათ დიაგნოსტიკური კვლევა, პოლიმერაზული ჯაჭვული რეაქციის PCR-ს განსაზღვრის მიზნით;
პირებს, რომლებსაც აქვთ PCR დადებითი ჩაუტარდებათ დიაგნოსტიკური კვლევა გენოტიპის განსასაზღვრავად.
|
|
4.1.12
|
სოციალურად დაუცველ ბენეფიციართა დახმარება და შინმოვლა (06 01 14)
მონაცემთა ბაზის შექმნა;
პაციენტთათვის სამედიცინო და სოციალური სერვისების მიწოდება სახლის პირობებში (ექიმის, ექთნის, ფსიქოლოგის, რეაბილიტოლოგი) მიერ კვირაში ორჯერ, აუცილებელი მედიკამენტებით და ჰიგიენური საშუალებებით უზრუნველყოფა;
|
|
4.1.13
|
სამედიცინო დახმარების კომპონენტი (06 01 17)
მატერიალური დახმარება, მედიკამენტების შეძენა;
ბენეფიციართა ოპერაციული და ონკო-პაცინტების მკურნალობის თანადაფინანსება.
|
|
4.2
|
სოციალური უზრუნველყოფა (პროგრამული კოდი 06 02)
პროგრამა ითვალისწინებს ქალაქის ტერიტორიაზე მცხოვრები მოსახლეობის სხვადასხვა ფენებისათვის გარკვეული შეღავათებითა და სოციალური დახმარებებით უზრუნველყოფას. საქართველოს კანონმდებლობით გათვალიწინებული უფლებამოსილების ფარგლებში მოხუცებულთა, მიუსაფართა და სოციალურად დაუცველთა კვებით და სხვა შეღავათებით უზრუნველყოფას, დემოგრაფიული მდგომარეობის გაუმჯობესების მიზნით მრავალშვილიანი ოჯახების დახმარებას და სხვა სოციალურ ღონისძიებებს, რომლებიც მთლიანობაში უზრუნველყოფენ მოსახლეობის სოციალური მდგომარეობის გაუმჯობესებას.
|
|
4.2.1
|
სოციალურად დაუცველი ფენის უფასო კვებით უზრუნველყოფა (პროგრამული კოდი 06 02 01)
0-57000-მდე სარეიტინგო ქულის მქონე 2200 ბენეფიციარის ცხელი საკვებით ყოველდღიურად უზრუნველყოფა;
მუნიციპალურ სასადილოების სენსორული კონტროლის აპარატით აღჭურვა;
მატერიალურ-ტექნიკური ბაზის განახლება.
|
|
4.2.2
|
I ჯგუფის უსინათლო შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირების შეღავათებით უზრუნველყოფა (პროგრამული კოდი 06 02 02)
წყლისა და კანალიზაციის საფასურის დაფარვა;
დასუფთავებისათვის მოსაკრებლის დაფარვა;
ფიქსირებული ტელეფონის სააბონენტო გადასახადის დაფარვა.
|
|
4.2.3
|
ვეტერანებისა, მათთან გათანაბრებული პირების, ომში დაღუპულთა ოჯახების წევრების და მარჩენალდაკარგულთა შეღავათებით უზრუნველყოფა (პროგრამული კოდი 06 02 04)
მემორიალის შემკობა, სადღესასწაულო დღეების ორგანიზება და ერთჯერადი მატერიალური დახმარების გაცემა;
წყლისა და კანალიზაციის საფასურის დაფარვა;
დასუფთავებისათვის მოსაკრებლის დაფარვა;
ფიქსირებული ტელეფონის სააბონენტო გადასახადის დაფარვა;
თხევადი აირის ტალონით დახმარება.
|
|
4.2.4
|
უპოვართა და მზრუნველობამოკლებულ მოხუცთა მოვლა-პატრონობა (პროგრამული კოდი 06 02 05)
მზრუნველობას მოკლებულ მოხუცთა ყოველდღიური მოვლა-პატრონობა; სამედიცინო მომსახურების გაწევა და კვებით უზრუნველყოფა
|
|
4.2.5
|
სოციალურად დაუცველი და მრავალშვილიანი ოჯახების, მარტოხელა დედების სოციალური დახმარება (პროგრამული კოდი 06 02 06)
0-დან 100000-მდე სარეიტინგო ქულის მქონე ოჯახებისთვის:
წყლისა და კანალიზაციის საფასურის დაფარვა;
დასუფთავებისათვის მოსაკრებლის დაფარვა;
სპორტულ და სახელოვნებო დაწესებულებებში სწავლების საფასურის გადახდა.
0-დან 70000-მდე სარეიტინგო ქულის მქონე ოჯახის წევრის გარდაცვალების შემთხვევაში დახმარების გაცემა;
უმწეო ხანდაზმულთა ცენტრის კომუნალური ხარჯები დაფინანსება;
გაზეთის გამოცემა.
|
|
4.2.6
|
ერთჯერადი მატერიალური დახმარება ყოველ მესამე და მომდევნო ახალშობილზე (პროგრამული კოდი 06 02 07)
მე-3 ახალშობილის შეძენასთან დაკავშირებით მატერიალური დახმარება 550 ლარის ოდენობით;
მე-4 ახალშობილის შეძენასთან დაკავშირებით მატერიალური დახმარება 750 ლარის ოდენობით;
მე-5 და მომდევნო ახალშობილის შეძენასთან დაკავშირებით მატერიალური დახმარება 950 ლარის ოდენობით;
|
|
4.2.7
|
მრავალშვილიანი და უდედმამო ბავშვების ოჯახებისათვის მატერიალური დახმარება (პროგრამული კოდი 06 02 08)
5 და 5-ზე მეტი მრავალშვილიანი ოჯახისათვის მატერიალური დახმარების გაწევა დედის დღესთან (1000 ლარი) და სექტემბრის თვეში სწავლის დაწყებასთან დაკავშირებით (1000 ლარი).
უდედმამო ბავშვებზე მატერიალური დახმარების გაწევა ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღესთან (500 ლარი) და სექტემბრის თვეში სწავლის დაწყებასთან დაკავშირებით (500 ლარი).
|
|
4.2.8
|
პროფესიული სწავლება (პროგრამული კოდი 06 02 09)
0-დან 100000-მდე სარეიტინგო ქულის მქონე ოჯახის წევრებისათვის და შეზღუდული შესაძლებლობის მოქონე პირებისათვის პროფესიული სწავლების კურსის ორგანიზება;
|
|
4.2.9
|
საქალაქო ტრანსპორტით სარგებლობაზე შეღავათებით უზრუნველყოფა (პროგრამული კოდი 06 02 10)
მასწავლებლების, მოსწავლეების, სტუდენტების, 0-70000-მდე სარეიტინგო ქულის მქონე ბენეფიციარების, შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირების, პენსიონერების M3 კლასის საქალაქო სამგზავრო ავტობუსით მგზავრობის ღირებულების 10 თეთრით კომპენსაცია;
ვეტერანებისა და მათთან გათანაბრებული პირების, ბათუმის ხანდაზმულთა სოციალური ცენტრის ბენეფიციართა M3 კლასის საქალაქო სამგზავრო ავტობუსით უფასო მგზავრობის უზრუნველყოფა.
|
|
4.2.10
|
გაზიფიკაციის საკომპენსაციო თანხით უზრუნველყოფა (პროგრამული კოდი 06 02 11)
0-დან 70000-მდე სარეიტინგო ქულის მქონე ოჯახების, ვეტერანებისა და მათთან გათანაბრებული პირების, I ჯგუფის უსინათლო შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირების გაზიფიკაციის (ბუნებრივი აირის გაყვანილობისა და მრიცხველის სამონტაჟო სამუშაოების ღირებულების 90% თანადაფინანსება ერთი წერტილის გათვალისწინებით) საკომპენსაციო თანხით უზრუნველყოფა
|
|
4.2.11
|
მრავალშვილიანი ოჯახების საცხოვრებელი ბინებით უზრუნველყოფა (პროგრამული კოდი 06 02 16)
საკომპენსაციო თანხის გაცემა ბინის სარემონტო სამუშაოებისათვის;
|
|
4.2.12
|
ერთჯერადი მატერიალური დახმარება სოციალურად დაუცველი ოჯახების ყოველ პირველ და მეორე ახალშობილზე (პროგრამული კოდი 06 02 17)
0-დან 70000-მდე სარეიტინგო ქულის მქონე ოჯახებზე მატერიალური დახმარების გაცემა პირველი ახალშობილის შეძენასთან დაკავშირებით 300 ლარის ოდენობით.
0-დან 70000-მდე სარეიტინგო ქულის მქონე ოჯახებზე მატერიალური დახმარების გაცემა მეორე ახალშობილის შეძენასთან დაკავშირებით 400 ლარის ოდენობით.
|
|
4.2.13
|
დროებითი ღამის თავშესაფარი
|
|
|
30 ბენეფიციარის დროებითი ღამის თავშესაფრით, კვებითა და პირველადი სამედიცინო დახმარებით უზრუნველყოფა.
15 ბენეფიციარის დამატება;
დამატებითი საწოლების შესყიდვა.
|
|
5
|
პრიორიტეტი: თავდაცვა, საზოგადოებრივი წესრიგი და უსაფრთხოება (პროგრამული კოდი 02 00)
ქვეყნის თავდაცვისუნარიანობის ხარისხის ამაღლების ხელშეწყობის მიზნით ხორციელდება მოქალაქეთა (წვევამდელთა, რეზერვისტთა) სამხედრო აღრიცხვა საცხოვრებელი ადგილის მიხედვით, სამხედრო-სააღრიცხვო და გამწვევი კომისიების ფუნქციონირებისა და სამხედრო შეკრებათა ჩატარების და მობილიზაციის ღონისძიებები, რომელიც „სამხედრო ვალდებულებებისა და სამხედრო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის და „სამხედრო სარეზერვო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონი თვითმმართველი ერთეულის დელეგირებულ უფლებამოსილებას განეკუთვნება
|
|
5.1
|
ქვეყნის თავდაცვისუნარიანობის ამაღლების ხელშეწყობა (პროგრამული კოდი 02 01)
ქ. ბათუმში რეგისტრირებულ წვევამდელთა აღრიცხვა და გაწვევის პუნქტებამდე ტრანსპორტირება თანმდევი მომსახურებით;
|
|
6
|
სხვადასხვა ღონისძიებები (პროგრამული კოდი 07 00)
|
|
6.1
|
ციტრუსის ნაყოფის რეალიზაციის ხელშეწყობა (პროგრამული კოდი 07 01)
ციტრუსის არასტანდარტული ნაყოფის რეალიზაცია;
ციტრუსის სტანდარტული ნაყოფის რეალიზაცია.“
|