საქართველოს საგადასახადო კოდექსში დამატებისა და ცვლილების შეტანის შესახებ

✨ ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
გამომცემი ორგანო
ნომერი
№2639
სარეგისტრაციო კოდი
200.000.000.05.001.002.173
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , სსმ, 5, 20/01/2006

დოკუმენტის ტექსტი

საქართველოს კანონი

საქართველოს საგადასახადო კოდექსში დამატებისა და ცვლილების შეტანის შესახებ

    მუხლი 1.

საქართველოს საგადასახადო კოდექსში (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე, №41, 30.12.2004, მუხ. 200) შეტანილ იქნეს შემდეგი დამატება და ცვლილება:

1. კოდექსის 87-ე მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის 41 ნაწილი:

„41. ნივთზე ყადაღის დადების ან გაუქმების შესახებ აქტი საგადასახადო ორგანოს მიერ დაუყოვნებლივ ეგზავნება საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს შესაბამის სარეგისტრაციო სამსახურს.“.

2. 275-ე მუხლის მე-11 ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„11. მიწაზე ქონების გადასახადის გადამხდელთა რეგისტრაციისა და გადასახადის თანხის განსაზღვრის მიზნით საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს შესაბამისი სარეგისტრაციო სამსახური შესაბამის საგადასახადო ორგანოს საანგარიშო წლის 1 აპრილამდე წარუდგენს ამ სამსახურში რეგისტრირებულ გადამხდელთა სიებს მიწის ფართობის, კატეგორიისა და გადასახადის განაკვეთის ჩვენებით.“.

    მუხლი 2.

ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

                                 

საქართველოს პრეზიდენტი                                                                  მ. სააკაშვილი

თბილისი,

2005 წლის 28 დეკემბერი.

№2639–რს

 

ხშირად დასმული კითხვები

მოქმედებს თუ არა „საქართველოს საგადასახადო კოდექსში დამატებისა და ცვლილების შეტანის შესახებ“?
არა, დოკუმენტი ძალადაკარგულია. ბოლო რედაქცია — 28.12.2005.
როდის იქნა მიღებული „საქართველოს საგადასახადო კოდექსში დამატებისა და ცვლილების შეტანის შესახებ“?
„საქართველოს საგადასახადო კოდექსში დამატებისა და ცვლილების შეტანის შესახებ“ მიღებულია 28.12.2005. მიმღები ორგანო — საქართველოს პარლამენტი. დოკუმენტის ნომერი — №2639. სარეგისტრაციო კოდი — 200.000.000.05.001.002.173.
სად არის „საქართველოს საგადასახადო კოდექსში დამატებისა და ცვლილების შეტანის შესახებ“-ის ოფიციალური ტექსტი?
ოფიციალური წყაროა საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge). legali.ge-ზე ტექსტი მოცემულია 28.12.2005 მდგომარეობით.

როგორ დავიმოწმოთ

საქართველოს კანონი „საქართველოს საგადასახადო კოდექსში დამატებისა და ცვლილების შეტანის შესახებ“, №2639, 28.12.2005, სარეგისტრაციო კოდი 200.000.000.05.001.002.173 (კონსოლიდირებული რედაქცია 28.12.2005). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/25744/