⚠️ ეს დოკუმენტი ძალადაკარგულია (30.10.2017)
გაუქმებულია:

ქალაქ თელავის მუნიციპალიტეტის ადგილობრივი თვითმმართველობის მოხელეთა საკონკურსო - საატესტაციო კომისიის დებულების დამტკიცების შესახებ

მიღების თარიღი 10.11.2014
ძალის დაკარგვა 30.10.2017
გამომცემი ორგანო ქალაქ თელავის მუნიციპალიტეტი
ნომერი №49
სარეგისტრაციო კოდი 010250020.35.176.016049
გამოქვეყნების წყარო ვებგვერდი, 13/11/2014
კონსოლიდირებული ვერსიები
matsne.gov.ge 1,065 სიტყვა · ~5 წთ
📄 ტექსტზე გადასვლა ↓
10.11.2014 მიღება
30.10.2017 ძალის დაკარგვა
დამატებითი მეტამონაცემები (1)
ქალაქ თელავის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე არჩილ თხლაშიძე ქალაქ თელავის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
⛔ გაუქმებულია — 1 აქტით

დოკუმენტის ტექსტი

ქალაქ თელავის მუნიციპალიტეტის ადგილობრივი თვითმმართველობის მოხელეთა საკონკურსო - საატესტაციო კომისიის დებულების დამტკიცების შესახებ ქალაქ თელავის მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება №49 2014 წლის 10 ნოემბერი ქ. თელავი ქალაქ თელავის მუნიციპალიტეტის ადგილობრივი თვითმმართველობის მოხელეთა საკონკურსო - საატესტაციო კომისიის დებულების დამტკიცების შ ე ს ა ხ ე ბ „საჯარო მოხელეთა ატესტაციის ჩატარების წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2014 წლის 18 ივნისის №411 დადგენილებისა და „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული კონკურსის ჩატარების წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2014 წლის 18 ივნისის №412 დადგენილების შესაბამისად, ქალაქ თელავის საკრებულო ადგენს: მუხლი 1🔗 დამტკიცდეს ქალაქ თელავის მუნიციპალიტეტის ადგილობრივი თვითმმართველობის მოხელეთა საკონკურსო - საატესტაციო კომისიის დებულება დანართის შესაბამისად. მუხლი 2🔗 დადგენილება ძალაშია   გამოქვეყნებისთანავე.ქალაქ თელავის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარეარჩილ თხლაშიძე დანართი ქალაქ თელავის მუნიციპალიტეტის ადგილობრივი თვითმმართველობის მოხელეთა საკონკურსო - საატესტაციო კომისიის დებულება მუხლი  1🔗. რეგულირების სფერო  ეს დებულება შემუშავებულია ,,საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის, საქართველოს მთავრობის 2014 წლის 18 ივნისის N412 დადგენილების, „საჯარო სამსახურის შესახებ კანონით გათვალისწინებული“ კონკურსის ჩატარების წესის დამტკიცების შესახებ“ და საქართველოს მთავრობის 2014 წლის 18 ივნისის N411 „საჯარო მოხელეთა ატესტაციის ჩატარების წესის დამტკიცების შესახებ“ დადგენილების  შესაბამისად და განსაზღვრავს  ქალაქ თელავის მუნიციპალიტეტის აღმასრულებელ ორგანოთა სისტემის - თელავის მუნიციპალიტეტის მერიის სტრუქტურული ერთეულებისა და წარმომადგენლობითი ორგანოს - საკრებულოს აპარატის მოხელეთა საკონკურსო-საატესტაციო კომისიის საქმიანობის წესს. მუხლი  2🔗.  კომისიის მიზანი და ფუნქციები 1. კონკურსისა და ატესტაციის ჩატარების  მიზნით, დაწესებულებაში იქმნება შესაბამისი მუდმივმოქმედი საკონკურსო-საატესტაციო კომისია. 2. კომისიის ფუნქციებია: ა) საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით, კონკურსის და ატესტაციის ჩატარება; ბ) პირის პროფესიული ცოდნის, უნარ-ჩვევების, კვალიფიკაციის, შესაძლებლობებისა და პიროვნული თვისებების შესაფასებელი პროცედურის წარმართვა; გ) კონკურსის და ატესტაციის პროგრამის, ეტაპების, პირობების, შეფასების ფორმებისა და ჩატარების გრაფიკის განსაზღვრა; დ) თავისი კომპეტენციის ფარგლებში გამოსცემს ინდივიდუალურ სამართლებრივ აქტებს; ე) ტესტირების ეტაპის მინიმალური გამსვლელი ზღვარის დადგენა; ვ) კონკურსის შედეგების მიხედვით, ვაკანტურ თანამდებობაზე დასანიშნად კანდიდატის წარდგენა ან მის წარდგენაზე უარის თქმა; ზ) თანამდებობაზე დანიშვნის უფლების მქონე პირისათვის კონკურსანტის/ატესტაციას დაქვემდებარებული მოხელის შეფასების თაობაზე დასკვნის წარდგენა; თ) საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული სხვა ფუნქციების შესრულება. მუხლი  3🔗. კომისიის თავმჯდომარე და მისი უფლებამოსილება 1. ადგილობრივი თვითმმართველობის მოხელეთა საკონკურსო-საატესტაციო კომისიის თავმჯდომარეს ნიშნავს ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლობითი ორგანო. 2 კომისიის თავმჯდომარე დადგენილი წესის შესაბამისად:  ა)  განსაზღვრვს კომისიის შემადგენლობას და ხელმძღვანელობს კომისიის საქმიანობას; ბ) კომისიის წევრთაგან ნიშნავს თავმჯდომარის მოადგილეს, რომელიც ცვლის მას არყოფნის შემთხვევაში; გ) კონკურსისა და ატესტაციის ორგანიზებულად ჩატარების მიზნით უფლებამოსილია შექმნას კომისიის სამდივნო; დ) კომისიას დასამტკიცებლად წარუდგენს ატესტაციას დაქვემდებარებულ მოხელეთა სიას და ატესტაციის ჩატარების გრაფიკს; ე) კანონმდებლობით დადგენილი წესით უზრუნველყოფს კონკურსისა და ატესტაციის შესახებ ინფორმაციის საჯაროობას; ვ) უზრუნველყოფს ჩატარებული კონკურსის/ატესტაციისა და მისი შედეგების შესახებ ინფორმაციის წარდგენას საჯარო სამსახურის ბიუროში; ზ) თავისი კომპეტენციის ფარგლებში გამოსცემს ინდივიდუალურ-ადმინისტრაციულ სამართლებრივ აქტს - ბრძანებას; თ) ასრულებს საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ სხვა უფლებამოსილებებს.  მუხლი  4🔗. კომისიის შემადგენლობა 1. კომისიის შემადგენლობაში შედიან კომისიის თავმჯდომარე, თავმჯდომარის მოადგილე და წევრები. 2. საკრებულო უფლებამოსილია კომისიის თავმჯდომარედ დანიშნოს საკრებულოს თავმჯდომარე, მერი ან მათი მოადგილეები. 3. საკონკურსო-საატესტაციო კომისიის შემადგენლობაში შედიან საკრებულოს და მერიის ის საჯარო მოხელეები, რომლებიც თანამდებობაზე ინიშნებიან კონკურსის გარეშე, ასევე დამოუკიდებელი სპეციალისტები. 4. დამოუკიდებელი სპეციალისტი არ შეიძლება სამსახურებრივად დაკავშირებული იყოს მუნიციპალიტეტის ორგანოებთან. 5. კომისიის შემადგენლობის შესახებ ინფორმაცია საჯაროა. 6. კომისიის მოწვეული წევრის შრომის ანაზღაურება არ უნდა აღემატებოდეს მუნიციპალიტეტის მოხელეთა ანაზღაურების საშუალო თვიურ ოდენობას. 7.  კომისიის წევრის -კომისიის შემადგენლობიდან გასვლის სააფუძველია: ა) პირადი განცხადება; ბ) კომისიის თავმჯდომარის ინიციატივა; გ) ისეთი გარემოების დადგომა, რომელიც კომისიის წევრს ხელს უშლის თავისი უფლებამოსილების განხორციელებაში.  მუხლი  5🔗. კომისიის წევრის აცილება 1. კომისიის წევრი ვალდებულია, კონკურსის ეტაპების დაწყებამდე, წინასწარ, განაცხადოს ყველა იმ გარემოების თაობაზე, რომელმაც შეიძლება მას ხელი შეუშალოს კანდიდატის ობიექტურად შეფასებასა და კანდიდატის მიმართ გადაწყვეტილების მიუკერძოებლად გამოტანაში. 2. ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული გარემოების არსებობისას კომისიის წევრი ვალდებულია, განაცხადოს თვითაცილება. ის, შესაბამისად, ვერ მიიღებს მონაწილეობას იმავე ვაკანტურ თანამდებობაზე წარდგენილი კანდიდატების შეფასებასა და კანდიდატების მიმართ გადაწყვეტილების მიღებაში.    3. იმ შემთხვევაში, თუ კომისიის წევრი არ განაცხადებს ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული გარემოების არსებობის შესახებ, ხოლო აღნიშნული, კომისიისათვის ცნობილი გახდება კონკურსის მიმდინარეობისას, კომისიის შესაბამისი წევრის მიერ კანდიდატის შეფასება არ იქნება გათვალისწინებული საბოლოო გადაწყვეტილების მიღებისას. მუხლი  6🔗. კომისიის მუშაობის წესი 1. კომისიის წევრებს შორის უფლება-მოვალეობებს ანაწილებს და კომისიის მუშაობის რეჟიმს განსაზღვრავს კომისიის თავმჯდომარე. 2. კომისიის სხდომას იწვევს და თავმჯდომარეობს კომისიის თავმჯდომარე. კომისიის სხდომა უფლებამოსილია, თუ მას ესწრება კომისიის წევრთა ნახევარზე მეტი. გადაწყვეტილება მიიღება ღია კენჭისყრით. კომისიის წევრს აქვს ერთი ხმის უფლება. გადაწყვეტილება მიღებულად ითვლება, თუ მას მხარს დაუჭერს სხდომაზე დამსწრე წევრთა ნახევარზე მეტი. ხმების თანაბრად გაყოფის შემთხვევაში, გადამწყვეტად ითვლება სხდომის თავმჯდომარის ხმა. 3. კომისიის სხდომა ფორმდება ოქმით, რომელსაც ხელს აწერენ სხდომის თავმჯდომარე და კომისიის დამსწრე წევრები. კომისიის წევრს უფლება აქვს თავისი განსხვავებული აზრი დაურთოს ოქმს, რის შესახებაც ოქმში კეთდება შესაბამისი ჩანაწერი. 4. კომისიის გადაწყვეტილება ფორმდება ინდივიდუალური სამართლებრივი აქტით. 5. კომისია თავის უფლებამოსილებებს ახორციელებს „საჯარო მოხელეთა ატესტაციის ჩატარების წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2014 წლის 18 ივნისის №411 დადგენილებისა და „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული კონკურსის ჩატარების წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2014 წლის 18 ივნისის №412 დადგენილების, ამ დებულების და საქართველოში მოქმედი  კანონმდებლობის  შესაბამისად. მუხლი  7🔗. საპრეტენზიო კომისია 1. კონკურსის პროცედურებსა და შედეგებთან დაკავშირებული პრეტენზიების განხილვის მიზნით, მისი აუცილებლობის დადგომის შემთხვევაში, დაწესებულების ხელმძღვანელის ბრძანებით იქმნება საპრეტენზიო კომისია. 2. საპრეტენზიო კომისიის წევრთა რაოდენობასა და შემადგენლობას განსაზღვრავს: ა) საკრებულოს თავმჯდომარე, როდესაც კონკურსი ტარდება საკრებულოს აპარატში; ბ) მერი, როდესაც კონკურსი ტარდება მერიაში; გ) მერი, როდესაც კონკურსი ტარდება როგორც საკრებულოს აპარატში, ისე მერიაში. 3. საპრეტენზიო კომისიის შემადგენლობაში შედიან კომისიის თავმჯდომარე, თავმჯდომარის მოადგილე და წევრები (მათ შორის მოწვეულები). კომისიის წევრი, რომელიც მონაწილეობდა კონკურსის ან/და ატესტაციის რომელიმე ეტაპის ჩატარებაში, არ შეიძლება იყოს საპრეტენზიო კომისიაში. 4. საპრეტენზიო კომისიის თავმჯდომარის არყოფნის შემთხვევაში მის მოვალეობას ასრულებს თავმჯდომარის მოადგილე. 5. საპრეტენზიო კომისიის წევრებს შორის უფლება - მოვალეობებს ანაწილებს და მუშაობის რეჟიმს განსაზღვრავს საპრეტენზიო კომისიის თავმჯდომარე. 6. საპრეტენზიო კომისიის თითოეულ წევრს აქვს ერთი ხმის უფლება. 7. საპრეტენზიო კომისიის სხდომა უფლებამოსილია, თუ მას ესწრება კომისიის წევრთა ნახევარზე მეტი. 8. საპრეტენზიო კომისიის გადაწყვეტილება მიიღება ღია კენჭისყრით დამსწრე წევრთა ხმების უბრალო უმრავლესობით. ხმების თანაბრად გაყოფის შემთხვევაში საპრეტენზიო კომისიის სხდომის თავმჯდომარის ხმა ითვლება გადამწყვეტად. 9. საპრეტენზიო კომისიის სხდომის გადაწყვეტილება ფორმდება ოქმით, რომელსაც ხელს აწერენ საპრეტენზიო კომისიის სხდომის თავმჯდომარე და დამსწრე წევრები. საპრეტენზიო კომისიის წევრს უფლება აქვს თავისი განსხვავებული აზრი დაურთოს ოქმს, რის შესახებაც ოქმში კეთდება შესაბამისი ჩანაწერი. 10. საპრეტენზიო კომისიის ოქმი საბოლოო გადაწყვეტილების მისაღებად წარედგინება საკონკურსო-საატესტაციო კომისიას, რომელსაც უფლება აქვს, საჭიროების შემთხვევაში, მოიწვიოს გაფართოებული სხდომა საპრეტენზიო კომისიის წევრთა მონაწილეობით. 11. პირს საპრეტენზიო კომისიისადმი მიმართვის უფლება აქვს კონკურსის/ატესტაციის შედეგების (რამდენიმე ეტაპის შემთხვევაში - თითოეული ეტაპის შედეგების) გამოცხადებიდან არა უგვიანეს 2 დღისა. საპრეტენზიო კომისიის სახელზე შეტანილი განცხადება განიხილება 3 დღის ვადაში.  12. საპრეტენზიო კომისიას უფლებამოსილება უწყდება მასზე დაკისრებული ამოცანების შესრულებისთანავე. მუხლი  8🔗. კონკურსის შედეგების გასაჩივრება 1. კონკურსატს უფლება აქვს, კონკურსის შედეგები გაასაჩივროს საპრეტენზიო კომისიაში (მისი არსებობის შემთხვევაში), ხოლო შემდეგ - სასამართლოში, ან არ გამოიყენოს საპრეტენზიო კომისიისადმი მიმართვის უფლება და კონკურსის პროცედურებსა და შედეგებთან დაკავშირებული საჩივარი წარადგინოს, საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად, სასამართლოში.   2. კონკურსის პროცედურებსა და შედეგებთან დაკავშირებული დავა, დაწესებულებაში საპრეტენზიო კომისიის არარსებობის შემთხვევაში, შესაძლებელია გადაწყდეს ადმინისტრაციული წესით, უფლების დაცვის სამართლებრივი საშუალებების გამოყენებით.