საჩხერის მუნიციპალიტეტის საჯარო მოხელეთა დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნების დამტკიცების შესახებ

მიღების თარიღი 11.11.2014
ძალის დაკარგვა 22.09.2015
გამომცემი ორგანო საჩხერის მუნიციპალიტეტი
ნომერი №45
სარეგისტრაციო კოდი 010250020.35.130.016122
გამოქვეყნების წყარო ვებგვერდი, 14/11/2014
კონსოლიდირებული ვერსიები
matsne.gov.ge 2,210 სიტყვა · ~11 წთ
📄 ტექსტზე გადასვლა ↓
11.11.2014 მიღება
22.09.2015 ძალის დაკარგვა
📜 ცვლილებების ისტორია (1)
დამატებითი მეტამონაცემები (1)
საჩხერის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე თამაზ ნადირაძე საჩხერის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
⛔ გაუქმებულია — 1 აქტით

დოკუმენტის ტექსტი

საჩხერის მუნიციპალიტეტის საჯარო მოხელეთა დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნების დამტკიცების შესახებ საჩხერის მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება  №45 2014 წლის 11 ნოემბერი ქ. საჩხერე საჩხერის მუნიციპალიტეტის საჯარო მოხელეთა დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნების დამტკიცების შესახებ    საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსის“ 61-ე მუხლის მე-2 პუნქტის,  „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-19 მუხლის და ,,ადგილობრივი თვითმმართველობის მოხელის ვაკანტური თანამდებობის დასაკავებლად გამოცხადებული კონკურსისა და ადგილობრივი თვითმმართველობის მოხელის ატესტაციის ტესტირების ეტაპის ჩატარების მეთოდიკის, თემატიკისა და შეფარების კრიტერიუმების დამტკიცების შესახებ“ საჯარო სამსახურის ბიუროს უფროსის 2014 წლის 10 სექტემბრის №73/სა ბრძანების  საფუძველზე საჩხერის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს: მუხლი 1🔗 დამტკიცდეს საჩხერის მუნიციპალიტეტის საკრებულოს აპარატის საჯარო მოხელეთა დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნები №1 დანართის შესაბამისად. მუხლი 2🔗 დამტკიცდეს საჩხერის მუნიციპალიტეტის გამგეობის საჯარო მოხელეთა დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნები №2 დანართის შესაბამისად. მუხლი 3🔗 დადგენილებით განსაზღვრული დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნების დაკმაყოფილება სავალდებულოა საჩხერის მუნიციპალიტეტის საჯარო მოხელეთა თანამდებობათა დასაკავებლად. მუხლი 4🔗 ატესტაციისას მოხელეთა და კონკურსის ჩატარებისას კანდიდატთა შეფასება ხორციელდება ამ დადგენილებით განსაზღვრული დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნების შესაბამისად. მუხლი 5🔗 ატესტაციისას მოხელეთა და კონკურსის ჩატარებისას კანდიდატთა ტესტირებისას მინიმალური გამსვლელი ზღვარია 60 % მუხლი 6🔗 დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.საჩხერის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარეთამაზ ნადირაძე დანართი №1 საჩხერის მუნიციპალიტეტის საკრებულოს აპარატის საჯარო მოხელეთა დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნები მუხლი 1🔗. საერთო მოთხოვნები. 1. წინამდებარე დადგენილებით განსაზღვრული დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნების დაკმაყოფილება სავალდებულოა საჩხერის მუნიციპალიტეტის საკრებულოს აპარატის საჯარო მოხელის თანამდებობის დასაკავებლად, რომელიც თანამდებობათა რანგების მიხედვით მოიცავს: ა) უმაღლეს განათლებას, სამუშაო გამოცდილებას; ბ) ქართულ ენაზე გამართულად წერისა და მეტყველების უნარს; გ) საოფისე კომპიუტერული პროგრამების Microsoft Office Word, Internet Explorer–ის სამომხმარებლო დონეზე ცოდნას; დ) საოფისე კომპიუტერული პროგრამის Microsoft Office Excel-ის ცოდნა მოეთხოვება  დანართი #1-ის მე-5 მუხლის, მე-8 პუნქტით გათვალისწინებულ თანამდებობაზე დასანიშნ მოხელეს. ე) პროფესიული კვალიფიკაციის შესაბამის უნარებს; 2. მუნიციპალიტეტის საკრებულოს აპარატის ყველა საჯარო მოხელისათვის სავალდებულოა შემდეგი სამართლებრივი აქტების ცოდნა: ა) საქართველოს კონსტიტუცია; ბ) ევროპული ქარტია „ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ“; გ) საქართველოს ორგანული კანონი „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“; დ) საქართველოს კანონი „საჯარო სამსახურის შესახებ“; ე) საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსი; ვ) საჩხერის მუნიციპალიტეტის საკრებულოს რეგლამენტი;  ზ) საჩხერის მუნიციპალიტეტის საკრებულოს აპარატის დებულება.  თ) „საქმისწარმოების ერთიანი წესების დამტკიცებისა და ამოქმედების შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 1999 წლის 1 ივლისის №414 ბრძანებულება; მუხლი 2🔗. დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნები. დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნები მოიცავს შემდეგ კომპენტენციებს: ა) პროფესიული ცოდნის მოთხოვნები; ბ) ზოგადი უნარების მოთხოვნები; გ) პროფესიული უნარების მოთხოვნები. მუხლი 3🔗. მინიმალური და სპეციალური საკვალიფიკაციო მოთხოვნები. 1. მინიმალური საკვალიფიკაციო მოთხოვნები საერთოა საკრებულოს აპარატის ყველა საჯარო მოსამსახურისათვის. 2. სპეციალური საკვალიფიკაციო მოთხოვნები წესდება საკრებულოს აპარატის საჯარო მოხელეთა თანამდებობრივი რანგებისა და სამუშაოთა აღწერილობის შესაბამისად. მუხლი 4🔗. მინიმალური საკვალიფიკაციო მოთხოვნები. საკრებულოს აპარატის საჯარო მოხელის თანამდებობის დასაკავებლად (თანამდებობის შესაბამისად) სავალდებულოა დანართი №1-ის პირველი მუხლის მე-2 პუნქტით განსაზღვრული საკანონმდებლო და ნორმატიული აქტების ცოდნა. მუხლი 5🔗. სპეციალური საკვალიფიკაციო მოთხოვნები. 1. საკრებულოს აპარატის უფროსს მოეთხოვება: ა) უმაღლესი განათლება, მაგისტრის (ან მაგისტრთან გათანაბრებული) აკადემიური ხარისხი; ბ) მუშაობის 3 წლიანი გამოცდილება; გ) მოლაპარაკების წარმოების უნარი; ეფექტური კომუნიკაციის უნარი; გადაწყვეტილების სწრაფად მიღების უნარი; ანალიტიკური და პრობლემების გადაჭრის უნარი, საკუთარი პოზიციის დასაბუთების უნარი; სტრესულ სიტუაციაში მუშაობის უნარი;  ურთიერთთანამშრომლობისა და ჯგუფური მუშაობის უნარი. პასუხისმგებლობის გრძნობა და თვითგანვითარებაზე ორიენტირებულობა. ე) ელექტრონული საინფორმაციო-საკომუნიკაციო სისტემის მეშვეობით  საქმისწარმოების (დოკუმენტის მიღება, შედგენა, გადაგზავნა) ცოდნა. 2. საკრებულოს აპარატის მთავარ სპეციალისტს იურისტს მოეთხოვება: ა) უმაღლესი იურიდიული განათლება, სასურველია მაგისტრის ან მაგისტრთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხი; ბ) მუშაობის არანაკლებ ერთ წლიანი გამოცდილება იურიდიულ სფეროში; გ) სამართლებრივ აქტებზე მუშაობის, აგრეთვე სასამართლოში წარმომადგენლობის და ადმინისტრაციული საჩივრების განხილვის მიზნით ადმინისტრაციული წარმოების ჩატარების გამოცდილება; დ) საოფისე კომპიუტერული პროგრამების Microsoft Office Word, Internet Explorer–ის მომხმარებლის  დონეზე ცოდნა; ე) ელექტრონული საინფორმაციო-საკომუნიკაციო სისტემის მეშვეობით  საქმისწარმოების (დოკუმენტის მიღება, შედგენა, გადაგზავნა) ცოდნა; ვ) მოლაპარაკების წარმოების უნარი, ეფექტური კომუნიკაციის უნარი, საკუთარი პოზიციის დასაბუთების უნარი, სტრესულ სიტუაციაში მუშაობის უნარი,  ურთიერთთანამშრომლობისა და ჯგუფური მუშაობის უნარი,პასუხისმგებლობის გრძნობა და თვითგანვითარებაზე ორიენტირებულობა. 3. საკრებულოს აპარატის წამყვან სპეციალისტს იურისტს მოეთხოვება: ა) უმაღლესი იურიდიული განათლება; ბ) საოფისე კომპიუტერული პროგრამების Microsoft Office Word, Internet Explorer–ის მომხმარებლის  დონეზე ცოდნა. გ) ელექტრონული საინფორმაციო-საკომუნიკაციო სისტემის მეშვეობით  საქმისწარმოების (დოკუმენტის მიღება, შედგენა, გადაგზავნა) ცოდნა; დ) მოლაპარაკების წარმოების უნარი, ეფექტური კომუნიკაციის უნარი, საკუთარი პოზიციის დასაბუთების უნარი, სტრესულ სიტუაციაში მუშაობის უნარი,  ურთიერთთანამშრომლობისა და ჯგუფური მუშაობის უნარი, პასუხისმგებლობის გრძნობა და თვითგანვითარებაზე ორიენტირებულობა. 4. საკრებულოს აპარატის მთავარ სპეციალისტს სამართლებრივ აქტებზე მუშაობის საკითხებში მოეთხოვება: ა) უმაღლესი განათლება, ბაკალავრის ხარისხი; ბ) მუშაობის  არანაკლებ ერთ წლიანი გამოცდილება; გ) სამართლებრივ აქტებზე მუშაობის გამოცდილება; დ) საოფისე კომპიუტერული პროგრამების Microsoft Office Word, Internet Explorer–ის მომხმარებლის დონეზე ცოდნა; ე) ელექტრონული საინფორმაციო-საკომუნიკაციო სისტემის მეშვეობით  საქმისწარმოების (დოკუმენტის მიღება, შედგენა, გადაგზავნა) ცოდნა; ვ)ეფექტური კომუნიკაციის უნარი, საკუთარი პოზიციის დასაბუთების უნარი, ურთიერთთანამშრომლობისა და ჯგუფური მუშაობის უნარი, პასუხისმგებლობის გრძნობა და თვითგანვითარებაზე ორიენტირებულობა. 5. საკრებულოს აპარატის მთავარ სპეციალისტს კორესპონდენციებზე მუშაობის საკითხებში მოეთხოვება: ა) უმაღლესი განათლება, ბაკალავრის ხარისხი; ბ) მუშაობის  არანაკლებ ერთ წლიანი გამოცდილება; გ) სააღრიცხვო და სარეგისტრაციო დოკუმენტაციის წარმოების გამოცდილება; დ) საოფისე კომპიუტერული პროგრამების Microsoft Office Word, Internet Explorer–ის მომხმარებლის დონეზე ცოდნა; ე) ელექტრონული საინფორმაციო-საკომუნიკაციო სისტემის მეშვეობით  საქმისწარმოების (დოკუმენტის მიღება, შედგენა, გადაგზავნა) ცოდნა; ვ)ეფექტური კომუნიკაციის უნარი; საკუთარი პოზიციის დასაბუთების უნარი;  ურთიერთთანამშრომლობისა და ჯგუფური მუშაობის უნარი. პასუხისმგებლობის გრძნობა და თვითგანვითარებაზე ორიენტირებულობა. 6. საკრებულოს აპარატის მთავარ სპეციალისტს ორგანიზაციულ-ტექნიკური უზრუნველყოფის საკითხებში მოეთხოვება: ა) უმაღლესი განათლება, ბაკალავრის ხარისხი; ბ) მუშაობის არანაკლებ 1 წლიანი გამოცდილება; გ) საოფისე კომპიუტერული პროგრამების Microsoft Office Word, Internet Explorer–ის მომხმარებლის  დონეზე ცოდნა; დ) ელექტრონული საინფორმაციო-საკომუნიკაციო სისტემის მეშვეობით  საქმისწარმოების (დოკუმენტის მიღება, შედგენა, გადაგზავნა) ცოდნა; ე) ეფექტური კომუნიკაციის უნარი, საკუთარი პოზიციის დასაბუთების უნარი,  ურთიერთთანამშრომლობისა და ჯგუფური მუშაობის უნარი, პასუხისმგებლობის გრძნობა და თვითგანვითარებაზე ორიენტირებულობა. 7. საკრებულოს აპარატის მთავარ სპეციალისტს  გენდერული თანასწორობის საკითხებში მოეთხოვება: ა) უმაღლესი განათლება, ბაკალავრის ხარისხი; ბ) მუშაობის  არანაკლებ  1  წლიანი გამოცდილება; გ) საოფისე კომპიუტერული პროგრამების Microsoft Office Word, Internet Explorer–ის მომხმარებლის დონეზე ცოდნა; დ) ეფექტური კომუნიკაციის უნარი, საკუთარი პოზიციის დასაბუთების უნარი, ურთიერთთანამშრომლობისა და ჯგუფური მუშაობის უნარი, პასუხისმგებლობის გრძნობა და თვითგანვითარებაზე ორიენტირებულობა. 8. საკრებულოს აპარატის მთავარ სპეციალისტს საინფორმაციო, ანალიტიკური და კომუნიკაციებით უზრუნველყოფის საკითხებში მოეთხოვება: ა) უმაღლესი განათლება, ბაკალავრის ხარისხი; ბ) მუშაობის არანაკლებ 1  წლიანი გამოცდილება; გ) საოფისე კომპიუტერული პროგრამების Microsoft Office Word, Microsoft Office Excel,  Internet Explorer–ის კარგ დონეზე ცოდნა; დ) ოპერაციული სისტემების საფუძვლიანი ცოდნა; ე) ელექტრონული საქმისწარმოების ცოდნა; ვ) ეფექტური კომუნიკაციის უნარი, საკუთარი პოზიციის დასაბუთების უნარი, ურთიერთთანამშრომლობისა და ჯგუფური მუშაობის უნარი, პასუხისმგებლობის გრძნობა და თვითგანვითარებაზე ორიენტირებულობა. 9. საკრებულოს აპარატის მთავარ სპეციალისტს  მდივან–რეფერენტს მოეთხოვება: ა) უმაღლესი განათლება, ბაკალავრის ხარისხი; ბ) მუშაობის არანაკლებ 1  წლიანი გამოცდილება; გ) საოფისე კომპიუტერული პროგრამების Microsoft Office Word, Internet Explorer–ის მომხმარებლის დონეზე ცოდნა; დ) ეფექტური კომუნიკაციის უნარი ურთიერთთანამშრომლობისა და ჯგუფური მუშაობის უნარი, პასუხისმგებლობის გრძნობა და თვითგანვითარებაზე ორიენტირებულობა. 10. საკრებულოს აპარატის მთავარ სპეციალისტს მატერიალურ-ტექნიკური უზრუნველყოფისა და აღრიცხვის საკითხებში მოეთხოვება: ა)  უმაღლესი განათლება, ბაკალავრის ხარისხი; ბ) მუშაობის არანაკლებ 1  წლიანი გამოცდილება; გ) საოფისე კომპიუტერული პროგრამების Microsoft Office Word, Internet Explorer–ის მომხმარებლის  დონეზე ცოდნა; დ) ელექტრონული საინფორმაციო-საკომუნიკაციო სისტემის მეშვეობით  საქმისწარმოების (დოკუმენტის მიღება, შედგენა, გადაგზავნა) ცოდნა; ე)ეფექტური კომუნიკაციის უნარი, საკუთარი პოზიციის დასაბუთების უნარი, ურთიერთთანამშრომლობისა და ჯგუფური მუშაობის უნარი, პასუხისმგებლობის გრძნობა და თვითგანვითარებაზე ორიენტირებულობა. დანართი №2 საჩხერის მუნიციპალიტეტის გამგეობის საჯარო მოხელეთა დამატებითი საკვალიფიკაციო  მოთხოვნები მუხლი 1🔗. საერთო მოთხოვნები. 1. საჩხერის მუნიციპალიტეტის გამგეობის ნებისმიერ თანამდებობაზე დასანიშნ საჯარო მოხელეს მოეთხოვება შემდეგი სამართლებრივი აქტების ცოდნა: ა) საქართველოს კონსტიტუცია; ბ) ევროპული ქარტია „ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ“; გ) საქართველოს ორგანული კანონი „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“; დ) საქართველოს კანონი „ საჯარო სამსახურის შესახებ“; ე) საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსი. 2. გამგეობის ყველა საჯარო მოხელეს მოეთხოვება: ა) ქართულ ენაზე გამართულად წერისა და მეტყველების უნარი; ბ) საჩხერის მუნიციპალიტეტის გამგეობის დებულების ცოდნა; გ) იმ სამსახურის დებულებისა და ფუნქიონირებისათვის საჭირო სხვა სამართლებრივი აქტების ცოდნა, რომლის საშტატო ნუსხით გათვალისწინებულ ვაკანტურ თანამდებობაზეც აკეთებს განაცხადს; დ) საოფისე კომპიუტერული პროგრამების Microsoft Office Word, Internet Explorer–ის კარგ დონეზე ცოდნა;  ე) საოფისე კომპიუტერული პროგრამის Microsoft Office Excel-ის კარგ დონეზე ცოდნა მოეთხოვება  დანართი №2-ის მე-6, მე-9 და მე-10 მუხლებით გათვალისწინებულ თანამდებობებზე დასანიშნ მოხელეებს. 3. სასურველია გამგეობის ყველა საჯარო მოხელე აკმაყოფილებდეს შემდეგ მოთხოვნებს: ა) გადაწყვეტილების სწრაფად მიღების უნარი; ბ) ანალიტიკური და პრობლემების დამოუკიდებლად გადაჭრის უნარი; გ) საკუთარი პოზიციის დასაბუთების უნარი; დ) სტრესულ სიტუაციებში მუშაობის უნარი; ე) გუნდური მუშაობის უნარი; ვ) ორგანიზებულობა და შედეგებზე ორიენტირებულობა. მუხლი 2🔗. მუნიციპალიტეტის გამგებლის თანაშემწე. გამგებლის თანაშემწეს ამ დადგენილების დანართი №2–ის პირველი მუხლით გათვალისწინებულ საკვალიფიკაციო მოთხოვნებთან ერთად მოეთხოვება: ა) უმაღლესი განათლება – ბაკალავრის ხარისხი; ბ) საჯარო ან კერძო სექტორში მუშაობის 2 წლიანი გამოცდილება; გ) მუნიციპალიტეტის გამგეობის დებულების ცოდნა; დ) საოფისე კომპიუტერული პროგრამების Microsoft Office Word, Internet Explorer–ის კარგ დონეზე ცოდნა. მუხლი 3🔗. გამგეობის სტრუქტურული ერთეულის განყოფილების უფროსი. გამგეობის ყველა სტრუქტურული ერთეულის განყოფილების უფროსს ამ დადგენილების დანართი №2–ის პირველი მუხლით გათვალიწინებულ საკვალიფიკაციო მოთხოვნებთან ერთად მოეთხოვება: ა) უმაღლესი განათლება–ბაკალავრის ხარისხი; ბ) საჯარო ან კერძო სექტორში შესაბამისი სპეციალობით მუშაობის 2 წლიანი გამოცდილება; გ) შესაბამისი სამსახურის დებულების ცოდნა: დ) საოფისე კომპიუტერული პროგრამების Microsoft Office Word, Internet Explorer–ის კარგ დონეზე ცოდნა. მუხლი 4🔗. გამგებლის წარმომადგენელი ადმინისტრაციულ ერთეულში. გამგებლის წარმომადგენელს ადმინისტრაციულ ერთეულში ამ დადგენილების დანართი №2–ის პირველი მუხლით გათვალისწინებულ საკვალიფიკაციო მოთხოვნებთან ერთად მოეთხოვება: ა) უმაღლესი ან ტექნიკური განათლება; ბ) სასურველია საჯარო ან კერძო სექტორში მუშაობის 1 წლიანი გამოცდილება; გ) მუნიციპალიტეტის გამგეობის დებულების ცოდნა; დ) საოფისე კომპიუტერული პროგრამების Microsoft Office Word, Internet Explorer–ის კარგ დონეზე ცოდნა. მუხლი 5🔗. გამგეობის ადმინისტრაციული სამსახურის საორგანიზაციო, მატერიალურ–ტექნიკური უზრუნველყოფის, საზოგადოებასთან ურთიერთობისა და საინფორმაციო განყოფილების მთავარი სპეციალისტი საზოგადოებასთან ურთიერთობის საკითხებში და მთავარი სპეციალისტი საინფორმაციო უზრუნველყოფის საკითხებში. ადმინისტრაციული სამსახურის საორგანიზაციო, მატერიალურ–ტექნიკური უზრუნველყოფის, საზოგადოებასთან ურთიერთობისა და საინფორმაციო განყოფილების მთავარ სპეციალისტს საზოგადოებასთან ურთიერთობის საკითხებში და მთავარ სპეციალისტს საინფორმაციო უზრუნველყოფის საკითხებში ამ დადგენილების დანართი №2–ის პირველი მუხლით გათავალისწინებულ საკვალიფიკაციო მოთხოვნებთან ერთად მოეთხოვება: ა) უმაღლესი განათლება; ბ) სპეციალობით მუშაობის 1 წლიანი გამოცდილება საზოგადოებასთან ურთიერთობის, ბეჭვდითი მედიის, რადიოს ან ტელევიზიის სფეროში; გ) გამგეობის ადმინისტრაციული სამსახურის დებულების ცოდნა; დ) საოფისე კომპიუტერული პროგრამების Microsoft Office Word, Internet Explorer–ის კარგ დონეზე ცოდნა. მუხლი 6🔗. გამგეობის ადმინისტრაციული სამსახურის საორგანიზაციო, მატერიალურ–ტექნიკური უზრუნველყოფის, საზოგადოებასთან ურთიერთობისა და საინფორმაციო განყოფილების მთავარი სპეციალისტი ინფორმაციული ტექნოლოგიების საკითხებში გამგეობის ადმინისტრაციული სამსახურის საორგანიზაციო, მატერიალურ–ტექნიკური უზრუნველყოფის, საზოგადოებასთან ურთიერთობისა და საინფორმაციო განყოფილების მთავარ სპეციალისტს ინფორმაციული ტექნოლოგიების საკითხებში ამ დადგენილების დანართი №2–ის პირველი მუხლით გათავალისწინებულ საკვალიფიკაციო მოთხოვნებთან ერთად  მოეთხოვება: ა) უმაღლესი ან ტექნიკური განათლება; ბ) სასურველია ინფორმაციული ტექნოლოგიების სფეროში მუშაობის გამოცდილება; გ)  საოფისე კომპიუტერული პროგრამების Microsoft Office Word, Microsoft Office Excel, Internet Explorer–ის კარგ დონეზე ცოდნა; დ) ოპერაციული სისტემების საფუძვლიანი ცოდნა; ე) კომპიუტერული ნაწილების საფუძვლიანი ცოდნა; ვ) სასურველია CISCO-ს აპარატურასთან მუშაობის გამოცდილება; ზ) ელექტრონული საქმისწარმოების ცოდნა; თ)ეფექტური კომუნიკაციის უნარი; საკუთარი პოზიციის დასაბუთების უნარი; ურთიერთთანამშრომლობისა და ჯგუფური მუშაობის უნარი, პასუხისმგებლობის გრძნობა და თვითგანვითარებაზე ორიენტირებულობა.  მუხლი 7🔗. გამგეობის ადმინისტრაციული სამსახურის იურიდიული განყოფილების უფროსი. ადმინისტრაციული სამსახურის იურიდიული განყოფილების უფროსს ამ დადგენილების დანართი №2–ის პირველი მუხლით გათვალისწინებულ საკვალიფიკაციო მოთხოვნებთან ერთად მოეთხოვება: ა) უმაღლესი იურიდიული განათლება; ბ) იურისტად მუშაობის 2 წლიანი გამოცდილება; გ) საქართველოს სამოქალაქო და სამოქალაქო საპროცესო კოდექსების ცოდნა; დ) საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის ცოდნა; ე) საქართველოს ორგანული კანონის „საქართველოს შრომის კოდექსი“ ცოდნა; ვ) ადმინისტრაციული სამსახურის დებულების ცოდნა; ზ) საოფისე კომპიუტერული პროგრამების Microsoft Office Word, Internet Explorer–ის კარგ დონეზე ცოდნა. მუხლი 8🔗. გამგეობის ადმინისტრაციული სამსახურის იურიდიული განყოფილების მთავარი სპეციალისტი.  ადმინისტრაციული სამსახურის იურიდიული განყოფილების მთავარ სპეციალისტს ამ დადგენილების დანართი №2–ის პირველი მუხლით გათვალისწინებულ საკვალიფიკაციო მოთხოვნებთან ერთად მოეთხოვება: ა) უმაღლესი იურიდიული განათლება; ბ) იურისტად მუშაობის 1 წლიანი გამოცდილება; გ) საქართველოს სამოქალაქო და სამოქალაქო საპროცესო კოდექსების ცოდნა; დ) საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის ცოდნა; ე) საქართველოს ორგანული კანონის „საქართველოს შრომის კოდექსი“ ცოდნა; ვ) ადმინისტრაციული სამსახურის დებულების ცოდნა; ზ) საოფისე კომპიუტერული პროგრამების Microsoft Office Word, Internet Explorer–ის კარგ დონეზე ცოდნა. მუხლი 9🔗. გამგეობის საფინანსო–საბიუჯეტო სამსახურის მოხელე. გამგეობის საფინანსო–საბიუჯეტო სამსახურის ყველა მოხელეს (გარდა მთავარი სპეციალისტისა საქმისწარმოების საკითხებში და მთავარი სპეციალისტისა ხელფასებისა და სალარო ოპერაციების აღრიცხვის საკითხებში) ამ დადგენილების დანართი №2–ის პირველი მუხლით გათვალისწინებულ საკვალიფიკაციო მოთხოვნებთან ერთად მოეთხოვება: ა) უმაღლესი განათლება (ეკონომისტი ან სხვა მონათესავე სფერო); ბ) საჯარო ან კერძო სექტორის შესაბამის სფეროში მუშაობის 2 წლიანი გამოცდილება; გ) საფინანსო–საბიუჯეტო სამსახურის დებულების ცოდნა; დ) სასურველია პროგრამაში ,,საბიუჯეტო ორგანიზაციის ფინანსური აღრიცხვა-ანგარიშგების ელექტრონული სისტემა“  მოდულების:  -EG1TQ;  -EG1R;  -PRO   საფუძვლიანი ცოდნა (გარდა შესყიდვების განყოფილების მოხელეებისა); ე) საოფისე კომპიუტერული პროგრამების Microsoft Office Word, Microsoft Office Excel, Internet Explorer–ის კარგ დონეზე ცოდნა. მუხლი 10🔗.  გამგეობის სივრცითი მოწყობის, არქიტექტურის, მშენებლობისა და ზედამხედველობის სამსახურის მთავარი სპეციალისტი და ამავე სამსახურის ზედამხედველობის განყოფილების მთავარი სპეციალისტი–არქმშენინსპექტორი. სივრცითი მოწყობის, არქიტექტურის, მშენებლობისა და ზედამხედველობის სამსახურის მთავარ სპეციალისტს და ამავე სამსახურის ზედამხედველობის განყოფილების მთავარ სპეციალისტ–არქმშენინსპექტორს ამ დადგენილების დანართი №2-ის პირველი მუხლით გავალისწინებულ საკვალიფიკაციო მოთხოვნებთან ერთად მოეთხოვება: ა) უმაღლესი განათლება არქიტექტურის, სამშენებლო ან საინჟინრო მიმართულებით; ბ) მუშაობის 1 წლიანი გამოცდილება შესაბამის სფეროში; გ) სივრცითი მოწყობის, არქიტექტურის, მშენებლობისა და ზედამხედველობის სამსახურის დებულების ცოდნა; დ) საქართველოს მთავრობის 2009 წლის 24 მარტის №57 დადგენილების „მშენებლობის ნებართვის გაცემის წესისა და სანებართვო პირობების შესახებ“ ცოდნა; ე) საოფისე კომპიუტერული პროგრამების Microsoft Office Word, Microsoft Office Excel, Internet Explorer და Autocad, Archicad, 3d max, Photoshop პროგრამების კარგ დონეზე ცოდნა. მუხლი 11🔗. გამგეობის სტრუქტურული ერთეულის მთავარი ან წამყვანი სპეციალისტი საქმისწარმოების მიმართულებით. გამგეობის ყველა სტრუქტურული ერთეულის მთავარ ან წამყვან სპეციალისტს საქმისწარმოების მიმართულებით ამ დადგენილების დანართი #2–ის პირველი მუხლით გავალისწინებულ საკვალიფიკაციო მოთხოვნებთან ერთად მოეთხოვება: ა) უმაღლესი ან ტექნიკური განათლება; ბ) სასურველია საქმისწარმოების მიმართულებით მუშაობის 1 წლიანი გამოცდილება; გ) საქართველოს პრეზიდენტის 1999 წლის 1 ივლისის №414 ბრძანებულების „საქმისწარმოების ერთიანი წესების დამტკიცებისა და ამოქმედების შესახებ“ ცოდნა; დ) საოფისე კომპიუტერული პროგრამების Microsoft Office Word, Internet Explorer–ის კარგ დონეზე ცოდნა. მუხლი 12🔗. გამგეობის სტრუქტურული ერთეულის მთავარი სპეციალისტი. გამგეობის სტრუქტურული ერთეულის მთავარ სპეციალისტს ამ დადგენილების დანართი №2–ის პირველი მუხლით გავალისწინებულ საკვალიფიკაციო მოთხოვნებთან ერთად მოეთხოვება: ა) უმაღლესი ან ტექნიკური განათლება; ბ) სასურველია შესაბამისი სპეციალობით მუშაობის 1 წლიანი გამოცდილება; გ) შესაბამისი სამსახურის დებულების ცოდნა; დ) საოფისე კომპიუტერული პროგრამების Microsoft Office Word, , Internet Explorer–ის კარგ დონეზე ცოდნა. მუხლი 13🔗. გამგეობის სტრუქტურული ერთეულის წამყვანი სპეციალისტი. გამგეობის სტრუქტურული ერთეულის წამყვან სპეციალისტს ამ დადგენილების დანართი №2–ის პირველი მუხლით გავალისწინებულ საკვალიფიკაციო მოთხოვნებთან ერთად მოეთხოვება: ა) უმაღლესი ან ტექნიკური განათლება; ბ) სასურველია შესაბამისი სპეციალობით მუშაობის 1 წლიანი გამოცდილება; გ) შესაბამისი სამსახურის დებულების ცოდნა; დ) საოფისე კომპიუტერული პროგრამების Microsoft Office Word, Internet Explorer–ის კარგ დონეზე ცოდნა. მუხლი 14🔗. გამგეობის სტრუქტურული ერთეულის სპეციალისტი. გამგეობის სტრუქტურული ერთეულის სპეციალისტს ამ დადგენილების დანართი №2–ის პირველი მუხლით გავალისწინებულ საკვალიფიკაციო მოთხოვნებთან ერთად მოეთხოვება: ა) უმაღლესი ან ტექნიკური განათლება; ბ) სასურველია შესაბამისი სპეციალობით მუშაობის 1 წლიანი გამოცდილება; გ) შესაბამისი სამსახურის დებულების ცოდნა; დ) საოფისე კომპიუტერული პროგრამების Microsoft Office Word, Internet Explorer–ის კარგ დონეზე ცოდნა. მუხლი 15🔗. გამგეობის აუდიტისა და შიდა კონტროლის სამსახურის მთავარი სპეციალისტი.  გამგეობის აუდიტისა და შიდა კონტროლის სამსახურის მთავარ სპეციალისტს ამ დადგენილების დანართი №2–ის პირველი მუხლით გავალისწინებულ საკვალიფიკაციო მოთხოვნებთან ერთად მოეთხოვება: ა) უმაღლესი განათლება (ეკონომისტი ან მონათესავე სფერო); ბ) საჯარო ან კერძო სექტორში სპეციალობით მუშაობის 1 წლიანი გამოცდილება; გ) შესაბამისი სამსახურის დებულების ცოდნა; დ) საოფისე კომპიუტერული პროგრამების Microsoft Office Word, Internet Explorer–ის კარგ დონეზე ცოდნა.