აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის დევნილთა საქმეების დეპარტამენტისათვის უფლებამოსილების დაკისრების თაობაზე

მიღების თარიღი 07.11.2014
ძალის დაკარგვა 23.04.2020
გამომცემი ორგანო აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობა
ნომერი №50
სარეგისტრაციო კოდი 010340000.32.061.016115
გამოქვეყნების წყარო ვებგვერდი, 13/11/2014
კონსოლიდირებული ვერსიები
matsne.gov.ge 138 სიტყვა · ~1 წთ
📄 ტექსტზე გადასვლა ↓
07.11.2014 მიღება
23.04.2020 ძალის დაკარგვა
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
⛔ გაუქმებულია — 1 აქტით

დოკუმენტის ტექსტი

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის დევნილთა საქმეების დეპარტამენტისათვის უფლებამოსილების დაკისრების თაობაზე აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის დადგენილება №50 2014 წლის 7 ნოემბერი ქ. თბილისი აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის დევნილთა საქმეების დეპარტამენტისათვის უფლებამოსილების დაკისრების თაობაზე მუხლი 1🔗. „საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის“ 61-ე მუხლისა და „აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ“ აფხაზეთის კანონის 14​2 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის წარმომადგენლობის (შემდგომში-წარმომადგენლობა) მართვის, წარმომადგენლობის მიერ განხორციელებული საქმიანობის კანონიერების, მიზანშეწონილობისა და საფინანსო-ეკონომიკური საქმიანობის ზედამხედველობის მიზნით: 1. აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის დევნილთა საქმეების დეპარტამენტმა განახორციელოს წარმომადგენლობის მართვის, წარმომადგენლობის მიერ განხორციელებული საქმიანობის კანონიერების, მიზანშეწონილობისა და საფინანსო-ეკონომიკური საქმიანობის ზედამხედველობა. 2. ძალადაკარგულად გამოცხადდეს  „რეგიონული მართვის საკითხებში აფხაზეთის მინისტრის აპარატისათვის უფლებამოსილების დაკისრების თაობაზე“ აფხაზეთის მთავრობის 2009 წლის 18 დეკემბრის №27 დადგენილება.  3. დადგენილების შესრულებაზე კონტროლი დაევალოს აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის აპარატს. მუხლი 2🔗. დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე. აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელი                                              ვახტანგ ყოლბაია