„სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონში აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის წარმომადგენლობის დებულების დამტკიცების შესახებ“ აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის 2012 წლის 25 იანვრის №4 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი
ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის დადგენილება (1)
დოკუმენტის ტექსტი
აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის
დადგენილება №53
2014 წლის 7 ნოემბერი
ქ. თბილისი
„სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონში აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის წარმომადგენლობის დებულების დამტკიცების შესახებ“ აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის 2012 წლის 25 იანვრის №4 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
1. დადგენილებით დამტკიცებული დებულების მე–2 მუხლის მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„3. წარმომადგენლობის მართვას, წარმომადგენლობის მიერ განხორციელებული საქმიანობის კანონიერების, მიზანშეწონილობის, ეფექტიანობისა და საფინანსო–ეკონომიკური საქმიანობის ზედამხედველობას აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობა ახორციელებს აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის დევნილთა საქმეების დეპარტამენტის (შემდგომში-დევნილთა საქმეების დეპარტამენტი) მეშვეობით.“.
2. დადგენილებით დამტკიცებული დებულების მე–2 მუხლის მე-5 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„5. წარმომადგენლობის საშტატო განრიგსა და სახელფასო ფონდს, დევნილთა საქმეების დეპარტამენტის თავმჯდომარესთან შეთანხმებით, განსაზღვრავს წარმომადგენლობის ხელმძღვანელი.“.
3. დადგენილებით დამტკიცებული დებულების მე-4 მუხლის „დ“ პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„დ) აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ოკუპირებული ტერიტორიიდან დევნილი მოსახლეობის სოციალური მდგომარეობისა და საყოფაცხოვრებო პირობების გაუმჯობესების ხელშეწყობა;“.
4. დადგენილებით დამტკიცებული დებულების მე-5 მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის ,,ე2“ პუნქტი:
„ე2) ფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ოკუპირებული ტერიტორიიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა-დევნილთა საკუთრებაში/სარგებლობაში გადაცემულ საცხოვრებელ ობიექტებში მცირე და გადაუდებელი სახის სარემონტო-აღდგენითი სამუშაოების ჩატარება;“.
5. დადგენილებით დამტკიცებული დებულების მე–6 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„მუხლი 6.
1. წარმომადგენლობის ხელმძღვანელს თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე დევნილთა საქმეების დეპარტამენტის თავმჯდომარის წარდგინებით.
2. წარმომადგენლობის ხელმძღვანელი თავისი საქმიანობით ანგარიშვალდებულია აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის, მთავრობის თავმჯდომარისა და დევნილთა საქმეების დეპარტამენტის თავმჯდომარის წინაშე.“.
6. დადგენილებით დამტკიცებული დებულების მე–7 მუხლის „ვ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„ვ) უფლებამოსილების ფარგლებში ხელმძღვანელობს წვევამდელთა სამხედრო აღრიცხვაზე აყვანის, სამხედრო სამსახურისათვის მომზადების, სამხედრო სავალდებულო სამსახურში გაწვევისა და სამხედრო ძალების რეზერვთან დაკავშირებული საკითხების გადაწყვეტის ორგანიზებას. დევნილთა საქმეების დეპარტამენტის თავმჯდომარესთან შეთანხმებით ქმნის გამწვევ კომისიას და ხელმძღვანელობს მას.“.
7. დადგენილებით დამტკიცებული დებულების მე–8 მუხლის მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„2. წარმომადგენლობის ხელმძღვანელის მოადგილეს, წარმომადგენლობის ხელმძღვანელის წარდგინებით, თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს დევნილთა საქმეების დეპარტამენტის თავმჯდომარე.“.
8. დადგენილებით დამტკიცებული დებულების მე–10 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„მუხლი 10.
1. წარმომადგენლობის სტრუქტურა და სტრუქტურული ერთეულების კომპეტენცია განისაზღვრება ამ დებულებით.
2. წარმომადგენლობის დებულებას, წარმომადგენლობის ხელმძღვანელი დასამტკიცებლად წარუდგენს მთავრობას დევნილთა საქმეების დეპარტამენტის თავმჯდომარესთან შეთანხმებით.“.
აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის
მთავრობის თავმჯდომარის
მოვალეობის შემსრულებელი ვახტანგ ყოლბაია
ხშირად დასმული კითხვები
- მოქმედებს თუ არა „სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონში აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის წარმომადგენლობის დებულების დამტკიცების შესახებ“ აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის 2012 წლის 25 იანვრის №4 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე?
- არა, დოკუმენტი ძალადაკარგულია. ბოლო რედაქცია — 07.11.2014.
- როდის იქნა მიღებული „სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონში აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის წარმომადგენლობის დებულების დამტკიცების შესახებ“ აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის 2012 წლის 25 იანვრის №4 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე?
- „სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონში აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის წარმომადგენლობის დებულების დამტკიცების შესახებ“ აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის 2012 წლის 25 იანვრის №4 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე მიღებულია 07.11.2014. მიმღები ორგანო — აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობა. დოკუმენტის ნომერი — №53. სარეგისტრაციო კოდი — 010240010.32.061.016118.
- რამდენი მუხლისგან შედგება „სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონში აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის წარმომადგენლობის დებულების დამტკიცების შესახებ“ აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის 2012 წლის 25 იანვრის №4 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე?
- დოკუმენტი შედგება 2 მუხლისგან. თითოეული მუხლი ხელმისაწვდომია ცალკე ბმულით.
- რომელი დოკუმენტები უთითებენ „სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონში აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის წარმომადგენლობის დებულების დამტკიცების შესახებ“ აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის 2012 წლის 25 იანვრის №4 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე-ზე?
- legali.ge-ის ბაზაში 1 დოკუმენტი უთითებს ამ აქტზე — ცვლილებები, კანონქვემდებარე აქტები და სასამართლო გადაწყვეტილებები.
- სად არის „სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონში აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის წარმომადგენლობის დებულების დამტკიცების შესახებ“ აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის 2012 წლის 25 იანვრის №4 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე-ის ოფიციალური ტექსტი?
- ოფიციალური წყაროა საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge). legali.ge-ზე ტექსტი მოცემულია 07.11.2014 მდგომარეობით.
როგორ დავიმოწმოთ
ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის დადგენილება „სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონში აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის წარმომადგენლობის დებულების დამტკიცების შესახებ“ აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის 2012 წლის 25 იანვრის №4 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე, №53, 07.11.2014, სარეგისტრაციო კოდი 010240010.32.061.016118 (კონსოლიდირებული რედაქცია 07.11.2014). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/2574795/