განჩინება - შპს „ჯიქიას“ კრედიტორთა კრების მოწვევის შესახებ
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10
ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.
დოკუმენტის ტექსტი
საქმე № 2/395-11
განჩინება
საქართველოს სახელით
კრედიტორთა კრების მოწვევის შესახებ
2014 წლი ს 11 ნოემბერი
ქ. თბილისი
თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგია
მოსამართლე თამარ ჭუნიაშვილი
განმცხადებელი - შპს ,,ჯიქიას’’ რეაბილიტაციის მმართველი ლევან აფციაური
მოთხოვნა - კრედიტორთა რიგგარეშე კრების მოწვევა
სასამართლომ ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილა კრედიტორთა კრების მოწვევის საკითხი და
გამოარკვია
თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის წარმოებაშია შპს ,,ჯიქიას’’ გადახდისუუნარობის საქმე, მის მიმართ დაწყებულია რეაბილიტაციის პროცესი.
2011 წლის 21 სექტემბერს კრედიტორთა კრებაზე რეაბილიტაციის მმართველად დაინიშნა ლევან აფციაური.
თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიას განცხადებით მომართა შპს ,,ჯიქიას’’ რეაბილიტაციის მმართველმა ლევან აფციაურმა, რომელმაც მოითხოვა კრედიტორთა რიგგარეშე კრების მოწვევა შემდეგი დღის წესრიგით: შპს „ჯიქიას“ საკუთრებაში არსებული კომერციული ფართების განაწილება კრედიტორებზე; შპს „ჯიქიას“ საკუთრებაში არსებული შპს "წყნეთი ჰაუსის" 100%-იანი წილის გაყიდვის ხელახლა განხილვა; შპს „ჯიქიას“ საკუთრებაში არსებული მიწის გაყიდვის საკითხის განხილვა; რეაბილიტაციის პროცესთან დაკავშირებული სხვა საკითხების განხილვა.
თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2014 წლის 3 ნოემბრის განჩინებით შპს ,,ჯიქიას’’ კრედიტორთა რიგგარეშე კრება მოწვეული იქნა 2014 წლის 7 ნოემბერს.
კრედიტორთა რიგგარეშე კრებაზე არ გამოცხადდა კრედიტორთა საკმარისი რაოდენობა, რის გამოც კრებამ დღის წესრიგით გათვალისწინებულ საკითხებზე ვერ მიიღო გადაწყვეტილება.
,,გადახდისუუნარობის საქმის წარმოების შესახებ’’ საქართველოს კანონის 27-ე მუხლის მეათე ნაწილის თანახმად, თუ კრედიტორთა კრება არ შედგა, ან კრება გადაწყვეტილებაუუნაროა, ან მან ვერ მიიღო გადაწყვეტილება, 7 დღის ვადაში იმავე დღის წესრიგით მოიწვევა მეორე კრება, რომელიც გადაწყვეტილებაუნარიანი იქნება მასზე წარმოდგენილ ხმათა რაოდენობის მიუხედავად. მოცემულ შემთხვევაში სასამართლომ მიიჩნია, რომ მოწვეულ იქნეს მეორე კრება იმავე დღის წესრიგით.
სასამართლომ იხელმძღვანელა ,,გადახდისუუნარობის საქმის წარმოების შესახებ” საქართველოს კანონის მე-5, მე-7, მე-8, მე-9, 25-ე, 27 -ე მუხლებით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 284-285-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. კრედიტორთა კრება მოწვეულ იქნეს 2014 წლის 18 ნოემბერს, 17:00 საათზე, თბილისის საქალაქო სასამართლოში (მდებარე ქ. თბილისში, დ. აღმაშენებლის ხეივანი, მე-12 კმ №6, სხდომის დარბაზი №1) შემდეგი დღის წესრიგით:
1.1. შპს „ჯიქიას“ საკუთრებაში არსებული კომერციული ფართების განაწილება კრედიტორებზე;
1.2. შპს „ჯიქიას“ საკუთრებაში არსებული შპს "წყნეთი ჰაუსის" 100%-იანი წილის გაყიდვის ხელახლა განხილვა;
1.3. შპს „ჯიქიას“ საკუთრებაში არსებული მიწის გაყიდვის საკითხის განხილვა;
1.4. რეაბილიტაციის პროცესთან დაკავშირებული სხვა საკითხების განხილვა.
2. განჩინება გამოქვეყნდეს ,,საკანონმდებლო მაცნეში’’, სასამართლოს დაფაზე და ვებგვერდზე www.tcc.gov.ge.
3. განჩინება შეიძლება გასაჩივრდეს გამოცემიდან 5 დღის ვადაში კერძო საჩივრით, თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიაში.
მოსამართლე თამარ ჭუნიაშვილი