⚠️ ეს დოკუმენტი ძალადაკარგულია (19.02.2018)
გაუქმებულია:

ქალაქ მცხეთის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ადგილობრივი (ქონების) გადასახადის შემოღებისა და მისი განაკვეთების შესახებ

მიღების თარიღი 12.11.2014
ძალის დაკარგვა 19.02.2018
გამომცემი ორგანო ქალაქ მცხეთის მუნიციპალიტეტი
ნომერი №38
სარეგისტრაციო კოდი 010250000.35.175.016038
გამოქვეყნების წყარო ვებგვერდი, 14/11/2014
კონსოლიდირებული ვერსიები
matsne.gov.ge 520 სიტყვა · ~3 წთ
📄 ტექსტზე გადასვლა ↓
12.11.2014 მიღება
19.02.2018 ძალის დაკარგვა
დამატებითი მეტამონაცემები (1)
ქალაქ მცხეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე ილია ჯიშკარიანი ქალაქ მცხეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
⛔ გაუქმებულია — 1 აქტით

დოკუმენტის ტექსტი

ქალაქ მცხეთის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ადგილობრივი (ქონების) გადასახადის შემოღებისა და მისი განაკვეთების შესახებ ქალაქ მცხეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება №38 2014 წლის 12 ნოემბერი ქ. მცხეთა ქალაქ მცხეთის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ადგილობრივი (ქონების) გადასახადის შემოღებისა და მისი განაკვეთების შესახებ საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“-ს 24-ე მუხლის პირველი ნაწილის „დ.ბ“ ქვეპუნქტის, 54-ე მუხლის პირველი ნაწილის „გ.დ“ ქვეპუნქტის, საქართველოს საგადასახადო კოდექსის  მე-7  მუხლის პირველი ნაწილის, 200-206-ე მუხლების შესაბამისად, ქალაქ მცხეთის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს: მუხლი 1🔗 ქალაქ  მცხეთის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე შემოღებულ იქნეს ადგილობრივი (ქონების) გადასახადი და მისი განაკვეთები განისაზღვროს დანართი №1–ის შესაბამისად. მუხლი 2🔗 დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.ქალაქ მცხეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარეილია ჯიშკარიანი დანართი  №1   ქალაქ მცხეთის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ადგილობრივი (ქონების) გადასახადის განაკვეთები მუხლი 1🔗 ქონებაზე გადასახადის განაკვეთი განისაზღვროს შემდეგნაირად:  1. საწარმოსთვის/ორგანიზაციისთვის ქონების გადასახადის წლიური განაკვეთი განისაზღვროს დასაბეგრი ქონების ღირებულების 1%-ის ოდენოით. ამ ნაწილის მიზნებისათვის დასაბეგრი ქონების ღირებულება არის საშუალო წლიური საბალანსო ნარჩენი ღირებულება (გამოიანგარიშება კალენდარული წლის დასაწყისისა და ბოლოსთვის აქტივების საშუალო ღირებულების მიხედვით), რომელიც ქვემოთ ჩამოთვლილ შემთხვევებში მხოლოდ უძრავ ქონებასთან მიმართებით უნდა გაიზარდოს: ა) 2000 წლამდე მიღებულ აქტივებზე - 3-ჯერ; ბ) 2000 წლიდან 2004 წლამდე მიღებულ აქტივებზე - 2-ჯერ; გ) 2004 წელს მიღებულ აქტივებზე - 1,5-ჯერ; დ) იმ აქტივებზე, რომელთა მიღების შესახებ ინფორმაცია არ არსებობს, - ამ ნაწილის „ა“ პუნქტით განსაზღვრული ოდენობით. 2.  დასაბეგრი ქონების ამ მუხლის პირველი ნაწილის „ა“-„დ“ პუნქტებით გათვალისწინებული აფასება არ ვრცელდება: ა) საწარმოზე, თუ იგი მის ბალანსზე რიცხულ უძრავ ქონებას აღრიცხავს გადაფასების მეთოდის გამოყენებით და აქვს საქართველოს მთავრობის დადგენილებით განსაზღვრული პირების მიერ აუდიტირებული ფინანსური ანგარიშგება; ამასთანავე, აუდიტირებული ფინანსური ანგარიშგება შეიძლება გამოყენებული იქნეს მხოლოდ 4 წლის ვადით; ბ)  საქართველოს მთავრობის მიერ განსაზღვრულ სახელმწიფო საწარმოებზე. 3. საწარმოსთვის/ორგანიზაციისთვის, გარდა ამ მუხლის 4 ნაწილით გათვალისწინებული შემთხვევისა, ლიზინგით გაცემულ დასაბეგრ ქონებაზე გადასახადის წლიური განაკვეთი განისაზღვროს დასაბეგრი ქონების საშუალო წლიური საბალანსო ნარჩენი ღირებულების (გამოიანგარიშება კალენდარული წლის დასაწყისისა და ბოლოსთვის აქტივების საშუალო ღირებულების მიხედვით) 1%-ით; 4. სალიზინგო კომპანიისთვის ლიზინგით გაცემულ დასაბეგრ ქონებაზე წლიური გადასახადი ლიზინგის მთელი პერიოდის განმავლობაში განისაზღვროს მის მიერ დასაბეგრი ქონების ლიზინგით პირველად გაცემის მომენტისათვის არსებული საბალანსო საწყისი ღირებულების 0.6%-ით. მუხლი 2🔗 ფიზიკური პირის დასაბეგრ ქონებაზე გადასახადის წლიური განაკვეთი განისაზღვროს შემდეგი ოდენობით: ა) 100 000 ლარამდე შემოსავლის მქონე ოჯახებისათვის – საგადასახადო პერიოდის ბოლოსთვის დასაბეგრი ქონების საბაზრო ღირებულების 0.08%-ით; ბ) 100 000 ლარის ან მეტი შემოსავლის მქონე ოჯახებისათვის – საგადასახადო პერიოდის ბოლოსთვის დასაბეგრი ქონების საბაზრო ღირებულების 0.9%-ით. მუხლი 3🔗 სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწაზე ქონების გადასახადის წლიური განაკვეთები განისაზღვროს  ერთ ჰექტარზე გაანგარიშებით, მისი ხარისხისა და სახეობების მიხედვით: ა) სახნავისთვის (მათ შორის, მრავალწლიანი ნარგავებით დაკავებული მიწა, საბაღე, საბოსტნე) და საკარმიდამოსთვის – 82 ლარი; ბ) სათიბებისთვის (ბუნებრივი და გაკულტურებული) – 20 ლარით; გ) საძოვრებისთვის (ბუნებრივი და გაკულტურებული) – 16 ლარით. მუხლი 4🔗 სასოფლო-სამეურნეო საქმიანობაში გამოყენებული ტყის მიწებისათვის ქონების გადასახადი განისაზღვროს მე-3 მუხლის „ა“, „ბ“ და „გ“ ქვეპუნქტების შესაბამისი ოდენობით. მუხლი 5🔗 ბუნებრივი რესურსებით მოსარგებლე პირისათვის შესაბამისი ლიცენზიის გაცემის საფუძველზე გამოყოფილი მიწების ერთ ჰექტარზე ქონების გადასახადის წლიური განაკვეთია 3(სამი) ლარი. მუხლი 6🔗 არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწაზე ქონების ერთ კვადრატულ მეტრზე, წლიური გადასახადის განაკვეთი განისაზღვროს ქალაქ მცხეთის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე 0,288 ლარის ოდენობით (0,24 ლარი (საბაზისო განაკვეთი) X 1,2 (ტერიტორიულ კოეფიციენტზე). მუხლი 7🔗 ქალაქ მცხეთის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ქონების გადასახადისაგან გათავისუფლებულია: ა) ფიზიკური პირის დასაბეგრი ქონება (გარდა მიწისა), თუ ამ პირის ოჯახის მიერ მიმდინარე კალენდარული წლის წინა წლის განმავლობაში მიღებული შემოსავლები არ აღემატება 40 000 ლარს; ბ) საცხოვრებელ სახლებზე ან/და ავტოფარეხებზე მიმაგრებული მიწის ნაკვეთები 3000 კვ.მ.-მდე.