დიპლომისშემდგომი სამედიცინო განათლების პროგრამის დამტკიცების შესახებ

მიღების თარიღი 11.11.2014
გამომცემი ორგანო საქართველოს მთავრობა
ნომერი №624
სარეგისტრაციო კოდი 470230000.10.003.018244
გამოქვეყნების წყარო ვებგვერდი, 13/11/2014
კონსოლიდირებული ვერსიები
matsne.gov.ge 902 სიტყვა · ~5 წთ
დამატებითი მეტამონაცემები (1)
პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი პრემიერ-მინისტრი
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია

🧠 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები

საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებთან გამყოფი ხაზის მიმდებარე სოფლებში მცხოვრები საექიმო სპეციალობების მაძიებლების, რომლებიც ჩარიცხულნი არიან დიპლომისშემდგომი განათლების (პროფესიული მზადების)/სარეზიდენტო პროგრამებზე/საექიმო სპეციალობებში გადამზადების პროგრამებზე, 2023 წლის მზადების საფასურის დაფინანსების პირობების განსაზღვრის შესახებ საქართველოს მთავრობის დადგენილება 87% 20.03.2023 საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებთან გამყოფი ხაზის მიმდებარე სოფლებში მცხოვრები საექიმო სპეციალობების მაძიებლების, რომლებიც ჩარიცხულნი არიან დიპლომისშემდგომი განათლების (პროფესიული მზადების)/სარეზიდენტო პროგრამებზე/საექიმო სპეციალობებში გადამზადების პროგრამებზე, 2025 წლის მზადების საფასურის დაფინანსების პირობების განსაზღვრის შესახებ საქართველოს მთავრობის დადგენილება 86% 07.07.2025 საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებთან გამყოფი ხაზის მიმდებარე სოფლებში მცხოვრები საექიმო სპეციალობების მაძიებლების, რომლებიც ჩარიცხულნი არიან დიპლომისშემდგომი განათლების (პროფესიული მზადების)/სარეზიდენტო პროგრამებზე/საექიმო სპეციალობებში გადამზადების პროგრამებზე, 2024 წლის მზადების საფასურის დაფინანსების პირობების განსაზღვრის შესახებ საქართველოს მთავრობის დადგენილება 86% 24.05.2024 საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებთან გამყოფი ხაზის მიმდებარე სოფლებში დაზარალებული საექიმო სპეციალობების მაძიებლების, რომლებიც ჩარიცხულნი არიან დიპლომისშემდგომი განათლების (პროფესიული მზადების) სარეზიდენტო პროგრამებში, 2015-2016 წლების მზადების საფასურის დაფინანსების პირობების განსაზღვრის შესახებ საქართველოს მთავრობის დადგენილება 84% 01.05.2015 საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებთან გამყოფი ხაზის მიმდებარე სოფლებში მცხოვრები საექიმო სპეციალობების მაძიებლების, რომლებიც ჩარიცხულნი არიან დიპლომისშემდგომი განათლების (პროფესიული მზადების)/სარეზიდენტო პროგრამებზე, 2020 წლის მზადების საფასურის დაფინანსების პირობების განსაზღვრის შესახებ საქართველოს მთავრობის დადგენილება 84% 22.01.2020

დოკუმენტის ტექსტი

დიპლომისშემდგომი სამედიცინო განათლების პროგრამის დამტკიცების შესახებ საქართველოს მთავრობის დადგენილება №624 2014 წლის 11 ნოემბერი ქ.თბილისი დიპლომისშემდგომი სამედიცინო განათლების პროგრამის დამტკიცების შესახებ მუხლი 1🔗 „საქართველოს 2014 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ“ საქართველოს კანონის 31-ე მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად, დამტკიცდეს თანდართული „დიპლომისშემდგომი სამედიცინო განათლების პროგრამა“. მუხლი 2🔗 დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე. პრემიერ-მინისტრიირაკლი ღარიბაშვილი დიპლომისშემდგომი სამედიცინო განათლების პროგრამა მუხლი 1🔗. დიპლომისშემდგომი სამედიცინო განათლების პროგრამის მიზანი დიპლომისშემდგომი სამედიცინო განათლების პროგრამის (შემდგომში - პროგრამა) მიზანია, მაღალმთიან და საზღვრისპირა მუნიციპალიტეტებში მცხოვრები მოსახლეობისათვის სამედიცინო სერვისების მიწოდების უწყვეტობისა და გეოგრაფიული ხელმისაწვდომობის გაუმჯობესება, ამ მუნიციპალიტეტებისათვის დეფიციტურ და პრიორიტეტულ საექიმო სპეციალობებში ადამიანური რესურსის მომზადების საშუალებით. მუხლი 2🔗. პროგრამის ამოცანა პროგრამის ამოცანაა, მაღალმთიანი და საზღვრისპირა მუნიციპალიტეტებისათვის დეფიციტურ და პრიორიტეტულ საექიმო სპეციალობებში საექიმო სპეციალობების მაძიებელთა (შემდგომში - მაძიებელთა) დიპლომისშემდგომი განათლების (პროფესიული მზადების) მიზნობრივი დაფინანსება. მუხლი 3🔗. პროგრამით განსახორციელებელი ღონისძიებები პროგრამის ფარგლებში განხორციელდება: ა) იმ მაძიებელთა შერჩევა, რომელთა დიპლომისშემდგომი განათლების (პროფესიული მზადების) დაფინანსება განხორციელდება პროგრამის ფარგლებში; ბ) შერჩეული მაძიებლების დიპლომისშემდგომი განათლების (პროფესიული მზადების) დაფინანსება. მუხლი 4🔗. პროგრამის განხორციელების მეთოდოლოგია 1. საექიმო სპეციალობებისა და შესაბამისი ადგილების (კვოტების) რაოდენობა, რომლებშიც მზადება დაფინანსდება პროგრამის ფარგლებში, განისაზღვრება №1 დანართით (დეფიციტური და პრიორიტეტული საექიმო სპეციალობები, რომლებშიც მზადება დაფინანსდება პროგრამის ფარგლებში და აღნიშნულ სპეციალობებში გათვალისწინებული ადგილების (კვოტების) რაოდენობა). 2. იმ მუნიციპალიტეტების ჩამონათვალი, რომლებისთვისაც განხორციელდება მაძიებლების დაფინანსება პროგრამის ფარგლებში, განისაზღვრება საქართველოს შრომის, ჯან­მრ­თე­ლობისა და სოციალური დაცვის მინისტრის (შემდგომში - მინისტრი) ინდივიდუა­ლუ­რი ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით. 3. პროგრამაში მონაწილეობის მიღება შეუძლიათ მაძიებლებს, რომელთაც ჩაბარებული აქვთ ერთიანი დიპლომისშემდგომი საკვალიფიკაციო გამოცდა და მოპოვებული აქვთ საექიმო სპეციალობის მაძიებლის მოწმობა (მ.შ. იმ მაძიებლებს, რომლებსაც დაწყებული აქვთ დიპლომისშემდგომი განათლება (პროფესიული მზადება) აკრედიტებულ სამედიცინო დაწესებულებებში/სასწავლებლებში), აქვთ მზაობა, გაიარონ დიპლომისშემდგომი განათლება (პროფესიული მზადება) №1 დანართით განსაზღვრულ საექიმო სპეციალობებში და სარეზიდენტო პროგრამის დასრულების შემდეგ დამოუკიდებელი საექიმო საქმიანობა განახორციელონ იმ მუნიციპალიტეტების სამედიცინო დაწესებულებებში, რომელთა ჩამონათვალი განისაზღვრება მინისტრის ინდივიდუა­ლუ­რი ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით. 4. მაძიებელთა შერჩევას უზრუნველყოფს საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს (შემდგომში - სამინისტრო) სახელმწიფო კონტროლს დაქვემდებარებული საჯარო სამართლის იურიდიული პირი - სამედიცინო საქმიანობის სახელმწიფო რეგულირების სააგენტო (შემდგომში - სააგენტო) №2 დანართით განსაზღვრული „საექიმო სპეციალობის მაძიებელთა  შერჩევის წესის“ მიხედვით. 5. პროგრამის ფარგლებში შერჩეული მაძიებლების დიპლომისშემდგომი განათლების (პროფესიული მზადების) უზრუნველყოფისათვის სამინისტროსა და აკრედიტებულ სამედიცინო დაწესებულებებს/სასწავლებლებს შორის ფორმდება მემორანდუმი. 6. პროგრამის ფარგლებში შერჩეულ მაძიებლებთან ფორმდება ხელშეკრულება, რომლის ფორმატი განისაზღვრება მინისტრის ინდივიდუა­ლუ­რი ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით. 7. პროგრამის ფარგლებში შერჩეული მაძიებლები დაფინანსდებიან ამ პროგრამის მე-5 მუხლით განსაზღვრული წესით. მუხლი 5🔗. პროგრამის ფარგლებში შერჩეული მაძიებლების დაფინანსების წესი და ოდენობა 1. პროგრამის ფარგლებში შერჩეული მაძიებლების დაფინანსება განხორციელდება განათლების ვაუჩერის მეშვეობით. 2.  განათლების ვაუჩერი წარმოადგენს პროგრამის ფარგლებში შერჩეული მაძიებლებისათვის  განკუთვნილ, არამატერიალიზებული ფორმის ფინანსურ ინსტრუმენტს, რომელიც განკუთვნილია დიპლომისშემდგომი განათლების (პროფესიული მზადების) დასაფინანსებლად. 3. მაძიებლები ამ პროგრამით გათვალისწინებულ დაფინანსებას იღებენ სახელმწიფო დახმარების სახით. 4. პროგრამის ფარგლებში დიპლომისშემდგომი განათლების (პროფესიული მზადების) 1 წლის (11 თვე) სწავლის   დაფინანსება განხორციელდება პროგრამისთვის შესაბამისი წლის სახელმწიფო ბიუჯეტიდან გამოყოფილი ასიგნებების ფარგლებში. 5. განათლების ვაუჩერის განაღდება მოხდება პროგრამის ფარგლებში დიპლომისშემდგომი განათლების (პროფესიული მზადების) განმახორციელებელი დაწესებულებებიდან/სასწავლებლებიდან წარდგენილი დოკუმენტაციის საფუძველზე, ყოველკვარტალურად. ერთ მაძიებელზე ასანაზღაურებელი თანხის მაქსიმალური ოდენობა განისაზღვრება 1 წლის (11 თვე) სწავლების ღირებულებით, არა უმეტეს 2 200 ლარით. 6. შერჩეული მაძიებლების ნუსხა მტკიცდება მინისტრის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით, რომლის საფუძველზეც სამინისტრო უზრუნველყოფს განათლების  ვაუჩერის განაღდებას (სწავლების საფასურის ანაზღაურებას) შესაბამის დაწესებულებასთან/სასწავლებელთან. 7. პროგრამის ფარგლებში მაძიებლების დიპლომისშემდგომი განათლების (პროფესიული მზადების) უწყვეტობის უზრუნველსაყოფად, 2015 წლის 1 იანვრიდან აღნიშნული მომსახურება ფინანსდება სრულად, პროგრამის ფარგლებში. მუხლი 6🔗. პროგრამის შედეგები პროგრამის მოსალოდნელი შედეგებია: ა) მაღალმთიან და საზღვრისპირა მუნიციპალიტეტებში მცხოვრები მოსახლეობის ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუმჯობესება; ბ) მაღალმთიან და საზღვრისპირა მუნიციპალიტეტებში სამედიცინო სერვისების შენარჩუნება და მათი უწყვეტობის უზრუნველყოფა; გ) დიპლომისშემდგომ განათლებაზე (პროფესიულ მზადებაზე) ფინანსური ხელმისაწვდომობის გაზრდა. დანართი №1 დეფიციტური და პრიორიტეტული საექიმო სპეციალობები, რომლებშიც მზადება დაფინანსდება პროგრამის ფარგლებში და აღნიშნულ სპეციალობებში გათვალისწინებული ადგილების (კვოტების) რაოდენობა 1. ანესთეზიოლოგია და რეანიმატოლოგია (5 ადგილი (კვოტა). 2. შინაგანი მედიცინა (5 ადგილი (კვოტა). 3. პედიატრია (5 ადგილი (კვოტა). 4. ზოგადი ქირურგია (5 ადგილი (კვოტა).                                         5. მეანობა-გინეკოლოგია (5 ადგილი (კვოტა).                                   6. გადაუდებელი მედიცინა (5 ადგილი (კვოტა). 7. ნეონატოლოგია (5 ადგილი (კვოტა). 8. საოჯახო მედიცინა (5 ადგილი (კვოტა).                      დანართი №2 საექიმო სპეციალობის მაძიებელთა  შერჩევის წესი 1. პროგრამაში ჩასარიცხ კანდიდატთა შერჩევა ხორციელდება კონკურსის საფუძველზე, რომელსაც აცხადებს სამინისტროს პროფესიული განვითარების საბჭო (შემდგომში - საბჭო). 2. კონკურსის ორგანიზაციულ უზრუნველყოფას ახორციელებს სააგენტო. 3. პროექტის ფარგლებში, საექიმო სპეციალობის მაძიებელთა შერჩევის მიზნით, სააგენტოს მიერ იქმნება კომისია. 4. შერჩევის პროცესში მონაწილეობის უფლება აქვს კანდიდატს, რომელსაც: ა) წარმატებით აქვს ჩაბარებული ერთიანი დიპლომისშემდგომი საკვალიფიკაციო გამოცდა და მინიჭებული აქვს საექიმო სპეციალობის მაძიებლის მოწმობა, მ.შ. იმ მაძიებელს, რომელიც გადის მზადებას აკრედიტებულ სამედიცინო დაწესებულებაში/სასწავლებელში დიპლომისშემდგომი განათლების (პროფესიული მზადების)/სარეზიდენტო პროგრამაში ამ პროგრამის №1 დანართით განსაზღვრულ საექიმო სპეციალობაში და აქვს მზაობა, სარეზიდენტო პროგრამის დასრულების შემდეგ განახორციელოს დამოუკიდებელი საექიმო საქმიანობა იმ მუნიციპალიტეტში, რომელიც განსაზღვრულია წინასწარ, მინისტრის ინდივიდუა­ლუ­რი ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით; ბ) საკონკურსო კომისიისათვის წარდგენილი აქვს შესაბამისი განაცხადი (განცხადება, საკვალიფიკაციო გამოცდის ჩაბარების დამადასტურებელი დოკუმენტი, ცნობა სარეზიდენტო პროგრამაში ჩარიცხვის შესახებ (არსებობის შემთხვევაში), პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი, სახელმწიფო რწმუნებულის - გუბერნატორის ადმინისტრაციის/მუნიციპალიტეტის შესაბამისი ორგანოს რეკომენდაცია (ასეთის არსებობის შემთხვევაში). 5. თუ კონკრეტული საექიმო სპეციალობის ფარგლებში, შემოსულია იმდენი განაცხადი, რამდენი ადგილიც (კვოტაც) გათვალისწინებულია აღნიშნული სპეციალობის ფარგლებში, ყველა კანდიდატი, რომელიც დააკმაყოფილებს ამ წესის მე-4 პუნქტით განსაზღვრულ  პირობებს,  ჩაითვლება კონკურსში  გამარჯვებულად. 6. იმ შემთხვევაში, თუ განაცხადების რაოდენობა კონკრეტული საექიმო სპეციალობის ფარგლებში აღემატება აღნიშნული სპეციალობის ფარგლებში გათვალისწინებული ადგილების (კვოტების) რაოდენობას, ტარდება კონკურსი. 7. კონკურსი  მოიცავს შემდეგ ეტაპებს: ა) კანდიდატების შეფასება/შერჩევა ერთიანი დიპლომისშემდგომი საკვალიფიკაციო გამოცდის შეფასების გათვალისწინებით; უპირატესობა ენიჭება უფრო მაღალი შეფასების მქონე მაძიებელს; ბ)   თანაბარქულიანი კანდიდატების შემთხვევაში, უპირატესობა მიენიჭება იმ მუნიციპალიტეტების მაცხოვრებელს, რომელთათვისაც განხორციელდება მაძიებლების შერჩევა (ასევე, გათვალისწინებული იქნება სახელმწიფო რწმუნებულის - გუბერნატორის ადმინისტრაციის/მუნიციპალიტეტის შესაბამისი ორგანოს რეკომენდაცია); გ) ამ პუნქტის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული პირობების თანხვედრის შემთხვევაში, თითოეულ კანდიდატთან ჩატარდება გასაუბრება. გასაუბრებისას შეფასდება კანდიდატის პროექტში ჩართულობის მოტივაცია და მუნიციპალიტეტში დასაქმების მზაობა; დ) იმ თანაბარქულიანი კანდიდატების შემთხვევაში, რომელთაც დაწყებული აქვთ მზადება დიპლომისშემდგომი განათლების (პროფესიული მზადების)/სარეზიდენტო პროგრამის ფარგლებში, უპირატესობა ენიჭება მაძიებელს, რომელსაც გავლილი აქვს სარეზიდენტო პროგრამა მეტი მოცულობით. 8.  კონკურსის შედეგებს  ამტკიცებს საბჭო და წარუდგენს სამინისტროს.