⚠️ ეს დოკუმენტი ძალადაკარგულია (26.04.2018)
გაუქმებულია:

თვითმმართველი თემი თელავის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე გარე რეკლამის განთავსების და ნებართვის მიღების წესის დამტკიცების შესახებ

მიღების თარიღი 13.11.2014
ძალის დაკარგვა 26.04.2018
გამომცემი ორგანო თელავის მუნიციპალიტეტი
ნომერი №53
სარეგისტრაციო კოდი 010250050.35.163.016234
გამოქვეყნების წყარო ვებგვერდი, 18/11/2014
კონსოლიდირებული ვერსიები
matsne.gov.ge 1,014 სიტყვა · ~5 წთ
📄 ტექსტზე გადასვლა ↓
13.11.2014 მიღება
26.04.2018 ძალის დაკარგვა
დამატებითი მეტამონაცემები (1)
თელავის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე პაატა გიორგობიანი თელავის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
⛔ გაუქმებულია — 1 აქტით

დოკუმენტის ტექსტი

თვითმმართველი თემი თელავის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე გარე რეკლამის განთავსების და ნებართვის მიღების წესის დამტკიცების შესახებ თელავის მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება №53 2014 წლის 13 ნოემბერი ქ. თელავი  თელავის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე გარე რეკლამის განთავსების და ნებართვის მიღების წესის დამტკიცების შესახებ    საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ მე-16 მუხლის მე-2 ნაწილის „ჟ“ ქვეპუნქტის და „რეკლამის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-6 მუხლის მე-3 პუნქტის შესაბამისად, თელავის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს: მუხლი 1🔗 დამტკიცდეს თელავის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე გარე რეკლამის განთავსების ნებართვის მიღების წესი დანართი №1-ის შესაბამისად. მუხლი 2🔗 დამტკიცდეს გარე რეკლამის განთავსების სანებართვო მოწმობის ფორმა დანართი №2-ის შესაბამისად. მუხლი 3🔗 დადგენილება ძალაში შევიდეს გამოქვეყნებისთანავე.თელავის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარეპაატა გიორგობიანი დანართი N1 თვითმმართველი თემი თელავის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე გარე რეკლამის განთავსების ნებართვის მიღების წესი მუხლი 1🔗. ზოგადი დებულებები 1. ეს წესი შემუშავებულია საქართველოს ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსის, „რეკლამის შესახებ“ საქართველოს კანონის, „ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ” საქართველოს კანონის შესაბამისად და განსაზღვრავს  თელავის მუნიციპალიტეტის (შემდგომ ტექსტში –  თელავის მუნიციპალიტეტი) ტერიტორიაზე არსებულ უძრავ ქონებაზე გარე რეკლამის განთავსების ნებართვის მიღების წესს. 2. გარე რეკლამის განთავსებაზე ნებართვა გაიცემა თელავის მუნიციპალიტეტის მთელ ტერიტორიაზე. 3. გარე რეკლამის განთავსების ნებართვა გაიცემა აუქციონის ფორმით და მისი მიზანია თელავის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში  არსებულ მიწაზე და სხვა ქონებაზე გარე რეკლამის განთავსების ნებართვა გაიცეს იმ ნებართვის მაძიებელზე, რომელიც აიღებს ვალდებულებას დააკმაყოფილოს გამოცხადებული პირობები და ვაჭრობის პროცესში ნებართვის გამცემს ყველაზე მაღალ ფასს შესთავაზებს.   4. ფიზიკური ან კერძო სამართლის იურიდიული პირის ან საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული სხვა ორგანიზებული წარმონაქმნის საკუთრებაში არსებულ მიწის ნაკვეთზე ან სხვა ქონებაზე გარე რეკლამის განთავსება არ საჭიროებს გარე რეკლამის განთავსების ნებართვას. 5. გარე რეკლამის განთავსების ნებართვის გამცემი უფლებამოსილია განსაზღვროს გარე რეკლამის საშუალებების განთავსების ადგილები.  6. აუქციონში მონაწილეობის მიღების უფლება აქვს საქართველოს ან უცხო ქვეყნის ფიზიკურ ან იურიდიულ პირს ან ამ პირთა გაერთიანებას.      7. აუქციონზე თელავის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე გარე რეკლამის განთავსების ნებართვის გამოტანა ხდება  ლოტების მიხედვით ცალ-ცალკე.     8. აუქციონზე ლოტის წლიური საწყისი ფასი კვადრატულ მეტრზე განისაზღვრება შემდეგი სახით: ა)   „საერთაშორისო და შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის საავტომობილო გზების ნუსხის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2014 წლის 18 ივნისის №407  დადგენილებით განსაზღვრული მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე არსებული შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის საავტომობილო გზის 50 მეტრის არეალში (გზის მარცხენა და მარჯვენა მხარეს) 50 ლარი; ბ) თელავის მუნიციპალიტეტის დანარჩენ ტერიტორიაზე  - 30 ლარი. 9. გარე რეკლამის განთავსების ნებართვის საფასურს ნებართვის მფლობელი იხდის სანებართვო პირობებით გათვალისწინებულ ვადაში და დადგენილი წესით. 10. აუქციონის ჩატარების შემდგომ ნებართვას გასცემს თელავის მუნიციპალიტეტის გამგებელი. 11. გარე რეკლამის განთავსების ნებართვა გაიცემა არაუმეტეს 3 (სამი) წლისა. მუხლი 2🔗. გარე რეკლამის განთავსების პირობები 1. სარეკლამო საშუალების განთავსება შეიძლება განხორციელდეს პლაკატების, სტენდების,    შუქფირნიშების, ბილბორდებისა და სტაბილური განთავსების სხვა ტექნიკური საშუალებების გამოყენებით. 2. სარეკლამო საშუალება (გარე რეკლამა) არ უნდა ჰგავდეს საგზაო ნიშნებსა და     მაჩვენებლებს, მან არ უნდა გააუარესოს ამ ნიშნების, მაჩვენებლებისა და გზის ხილვადობა, საფრთხე არ უნდა შეუქმნას ტრანსპორტისა და ქვეითად მოსიარულეთა მოძრაობას. 3. შენობა-ნაგებობებზე განთავსებული სარეკლამო საშუალება არ უნდა აუარესებდეს მათ არქიტექტურულ  იერსახეს და უნდა იყოს კონსტრუქციულად მდგრადი. 4. სარეკლამო საშუალებაზე ქვედა მარჯვენა კუთხეში მითითებული უნდა იყოს რეკლამის განთავსების შესახებ ნებართვის ნომერი. 5. დაუშვებელია არასათანადო ან/და ისეთი შინაარსის გარე რეკლამის განთავსება, რომელიც აკრძალულია „რეკლამის შესახებ“ საქართველოს კანონით და სხვა საკანონმდებლო აქტებით. 6. სარეკლამო საშუალებაზე (გარე რეკლამაზე) წარწერა უნდა იყოს ქართულ ენაზე. ამასთან ერთად წარწერა  შეიძლება შესრულდეს რომელიმე უცხო ენაზეც (ენებზეც). უცხო ენაზე შესრულებულ წარწერა ზომით (ფორმით) არ უნდა აღემატებოდეს საქართველოს სახელმწიფო ენაზე შესრულებულ წარწერას. ორენოვანი მანათობელი წარწერის გამოყენების შემთხვევაში აუცილებელია ობიექტზე გაკეთებული ყველა წარწერა (ქართულიც და უცხოურიც) იყოს ერთნაირად განათებული და კითხვადი. 7. სარეკლამო საშუალების მოვლა - პატრონობაზე  და სათანადო იერსახით შენარჩუნებაზე პასუხისმგებლობა ეკისრება მფლობელს, მისი შეუსრულებლობა არის ნებართვის ვადამდე გაუქმების ერთ - ერთი საფუძველი. 8. თელავის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე გარე რეკლამის გავრცელების გეგმას გამგეობის წინადადების საფუძველზე განკარგულებით ამტკიცებს  საკრებულო. გარე რეკლამის გავრცელების გეგმით განისაზღვრება ნუსხაში შეტანილი სარეკლამო საშუალებების ზომა და ფორმა, ასევე აუცილებელი სხვა საკითხები მათი მიზანშეწონილობის გათვალისწინებით. აღნიშნულ გეგმაში შესაძლებელია პერიოდულად განხორცილედეს ცვლილებები მუნიციპალიტეტის პერსპექტიული განვითარების, სარეკლამო საშუალებების განთავსების პოტენციალისა და შესაძლებლობის არსებობის შემთხვევაში. მუხლი 3🔗. გარე რეკლამის განთავსების ნებართვის მიღება 1.    გარე რეკლამის განთავსების ნებართვა მიიღება ელექტრონული აუქციონის წესით, რომლის ორგანიზებას ახორციელებს თელავის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული ქონების განკარგვის აუქციონის ორგანიზების მუდმივმოქმედი სააუქციონო კომისია. 2. აუქციონის ჩატარების წესი და პირობები განისაზღვრება  „თელავის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული ქონების განკარგვისას ელექტრონული აუქციონის ჩატარების წესის დამტკიცების შესახებ“ თვითმმართველი თემი თელავის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 25 სექტემბრის №39 დადგენილებით. 3. ელექტრონული აუქციონის ჩატარებისას გარე რეკლამის ნებართვის მისაღებად გამოსაქვეყნებლი პირობები უნდა შეიცავდეს შემდეგ მონაცემებს: ა)  ნებართვის გამცემის  დასახელებას; ბ) პირობებს და გამარჯვებულის გამოვლენის კრიტერიუმებს (აუქციონის პირობებით  გამოცხადების შემთხვევაში); გ) ნებართვის გასაცემი ადგილის დასახელებას; დ) „ბეს“ რაოდენობას, რომელიც არის თითოეულ ლოტზე საწყისი ფასის 10%-ის ოდენობით; ე) ბიჯის სიდიდეს თითოეულ ლოტზე საწყისი ფასის 10%-ის ოდენობით;      ვ) ყველა სხვა ინფორმაციას, რომელსაც ნებართვის გამცემი ჩათვლის მიზანშეწონილად. 4. აუქციონის შედეგები უქმდება თუ: ა) აუქციონში გამარჯვებულმა ოქმით დადგენილ ვადაში არ წარმოადგინა ნებართვის მიღების საბოლოო საფასურის გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტი; ბ) თუ აუქციონში გამარჯვებული პირი უარს განაცხადებს აუქციონის შედეგების ოქმის ხელმოწერაზე. 5. ამ მუხლის მე-4 პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევებში, ნებართვის გამცემი იღებს გადაწყვეტილებას აუქციონის შედეგების გაუქმების თაობაზე. 6. თუ აუქციონში მონაწილემ დაარღვია ნორმატიული აქტით განსაზღვრული აუქციონში მონაწილეობის წესი ან/და პირობები, მის მიერ  შეტანილი „ბე“ სრულად ირიცხება თელავის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტში. 7. თუ არ მოხდება თელავის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე გარე რეკლამის განთავსების აუქციონის ან პირობებით აუქციონის ფორმით ნებართვის გაცემა, ამ ნებართვაზე შეცვლილი საწყისი ფასით ან/და პირობებით აუქციონის ფორმით პრივატიზების შესახებ გადაწყვეტილება განიხილება როგორც განმეორებითი აუქციონი. განმეორებით აუქციონზე თელავის მუნიციპალიტეტის ტერიტოტრიაზე გარე რეკლამის განთავსების ნებართვის მიღების საწყისი საფასური შეიძლება 50%-მდე შემცირდეს, ხოლო თუ ნებართვა ამ საფასურად გამოტანის შემდეგაც არ გაიცა, საფასური შეიძლება კიდევ შემცირდეს.    მუხლი 4🔗. აუქციონში გამარჯვების დამადასტურებელი ოქმის გაფორმების წესი 1. აუქციონში გამარჯვების დამადასტურებელი ოქმში დაფიქსირებული უნდა იყოს აუქციონში გამარჯვებულის მონაცემები.   2. აუქციონში გამარჯვებულ პირს ბე ეთვლება ანგარიშსწორებისას.   3. გარე რეკლამის განთავსების ნებართვა დადგენილი სანებართვო მოწმობის ფორმის სახით ნებართვის გამცემის მიერ გადაეცემა აუქციონში გამარჯვებულს ხელმოწერის მომენტისთანავე, ხოლო სანებართვო ფორმის მეორე ეგზემპლარი რჩება ნებართვის გამცემს. მუხლი 5🔗. კონტროლი სანებართვო პირობების შესრულებაზე და ნებართვის მფლობელის პასუხისმგებლობა 1. კონტროლი სანებართვო პირობების შესრულებაზე ნებართვის გამცემის მიერ ხორციელდება საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით. 2. გარე    რეკლამის       განთავსების   სანებართვო   პირობების     დარღვევა გამოიწვევს პასუხისმგებლობას არსებული კანონმდებლობის შესაბამისად. დანართი N2 გარე რეკლამის განთავსების სანებართვო მოწმობა ნებართვა № ეძლევა: –––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––       ––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––– (ნებართვის მიმღების სახელი, გვარი და მისი მისამართი) საფუძველი: ––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––– ნებართვის მოქმედების ვადა: 20         წლის ––––––––––––––––––––––––– დან   20        წლის __________________ მდე.       ნებართვა შედგენილია ორ ეგზემპლარად, ერთი ეგზემპლარი გადაეცემა ნებართვის           მიმღებს, ხოლო მეორე ეგზემპლარი ინახება ნებართვის გამცემთან. შენიშვნა: სანებართვო პირობები წარმოადგენს ნებართვის განუყოფელ ნაწილს. სანებართვო პირობები: –––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––– ––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––        –––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––– –––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––– ________________________________________________________________________________ ნებართვის  მიმღების ხელმოწერა: _________________________                 ბ.ა. ნებართვის  გამცემის ხელმოწერა: ____________________                                                                                  ბ.ა. ნებართვა გაცემულია    20    წლის   ________________ .