,,ბიუჯეტის შემოსულობების აღრიცხვა-ანგარიშგებისა და ანგარიშსწორების განხორციელებისა და ბიუჯეტში ზედმეტად ან შეცდომით გადახდილი შემოსულობის თანხის დაბრუნების, აღრიცხვისა და ანგარიშგების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2005 წლის 14 მარტის №45 დადგენილებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე“

ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
გამომცემი ორგანო
ნომერი
№70
სარეგისტრაციო კოდი
190.040.000.10.003.000.711
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , სსმ, 56, 23/04/2007
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი

დოკუმენტის ტექსტი

საქართველოს მთავრობის

დადგენილება №70

2007 წლის 3 აპრილი

ქ. თბილისი

,,ბიუჯეტის შემოსულობების აღრიცხვა-ანგარიშგებისა და ანგარიშსწორების განხორციელებისა და ბიუჯეტში ზედმეტად ან შეცდომით გადახდილი შემოსულობის თანხის დაბრუნების, აღრიცხვისა და ანგარიშგების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2005 წლის 14 მარტის №45 დადგენილებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე

1. ,,ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის 36-ე მუხლის შესაბამისად ,,ბიუჯეტის შემოსულობების აღრიცხვა-ანგარიშგებისა და ანგარიშსწორების განხორციელებისა და ბიუჯეტში ზედმეტად ან შეცდომით გადახდილი შემოსულობის თანხის დაბრუნების, აღრიცხვისა და ანგარიშგების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2005 წლის 14 მარტის №45 დადგენილებით დამტკიცებულ ინსტრუქციაში (სსმ III, 2005 წ., №29, მუხ. 275) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები:

ა) მე-7 მუხლის მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს ახალი რედაქციით:

,,3. სახელმწიფო ხაზინა დაგვიანებით ჩარიცხულ ბიუჯეტის შემოსულობათა შესახებ ინფორმაციას გადასცემს შემოსავლების სამსახურს შემდგომი რეაგირებისათვის ყოველი თვის 10 რიცხვამდე“;

ბ) მე-12 მუხლის მე-4 პუნქტის ,,ბ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

,,ბ) საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის უფროსის წერილობითი მიმართვა, რომელიც დადასტურებულია ბეჭდით;“;

გ) მე-12 მუხლის მე-5 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

,,5. საბაჟო კუთხით ზედმეტად გადახდილი საგადასახადო შემოსავლის გადამხდელისათვის დაბრუნების თაობაზე რეგიონალური საბაჟო ორგანოს მიერ სახელმწიფო ხაზინაში წარდგენილი მოთხოვნების შესახებ ინფორმაციას გადამხდელის საბანკო რეკვიზიტების მითითებით შესაბამისი საგადასახადო ინსპექციების ინფორმირების მიზნით სახაზინო სამსახური უგზავნის საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურს, რომელიც დასტურს ინფორმაციის მიღების თაობაზე სახელმწიფო ხაზინას აცნობებს სამ სამუშაო დღეში.“;

დ) მე-16 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

     „მუხლი 16.

კალენდარული წლის განმავლობაში გადასახადის გადამხდელის ან სხვა განმთავსებლის ან მომსახურე ბანკის შეცდომით საგადასახადო შემოსავლის ამკრეფის ან ადმინისტრაციული ერთეულის არასწორი სიმბოლოებით ბიუჯეტის შემოსულობათა ერთიან ანგარიშზე მიმართვის შემთხვევაში, რომელიც დასტურდება საქართვლოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის დასკვნის საფუძველზე, სახელმწიფო ხაზინა უფლებამოსილია განახორციელოს შეცდომის გასწორება ბიუჯეტის შემოსულობათა ერთიან ანგარიშზე სახსრების მფლობელების რიცხული ნაშთების ფარგლებში.“;

ე) მე-19 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

     „მუხლი 19.

ინსტრუქციის მე-17 და მე-18 მუხლებით გათვალისწინებული შემთხვევებით მიმართული თანხების გადამხდელისათვის ან მომსახურე კომერციული ბანკისათვის უკან დაბრუნებას სახელმწიფო ხაზინა აცნობებს შემოსავლების სამსახურს გადამხდელის პირადი აღრიცხვის ბარათზე სათანადო ცვლილებების განხორციელების მიზნით.“.

2. დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

პრემიერ-მინისტრი                                                                                   ზ. ნოღაიდელი