⚠️ ეს დოკუმენტი ძალადაკარგულია (08.04.2021)
გაუქმებულია:

საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსით გათვალისწინებული,თვითმმართველობის უფლებამოსილებას მიკუთვნებული ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა ოქმის ფორმის, მისი წარმოების, გამოყენების და აღრიცხვა - ანგარიშგების წესის დამტკიცების შესახებ

მიღების თარიღი 14.11.2014
ძალის დაკარგვა 08.04.2021
გამომცემი ორგანო ქალაქ ოზურგეთის მუნიციპალიტეტი
ნომერი №40
სარეგისტრაციო კოდი 010250000.35.171.016040
გამოქვეყნების წყარო ვებგვერდი, 20/11/2014
კონსოლიდირებული ვერსიები
matsne.gov.ge 1,865 სიტყვა · ~9 წთ
📄 ტექსტზე გადასვლა ↓
14.11.2014 მიღება
08.04.2021 ძალის დაკარგვა
დამატებითი მეტამონაცემები (7)
1 2
17 18
ქალაქ ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე გელა კობალაძე ქალაქ ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე
რაოდენობა
თანამ- დებობა სახელი
დაბრუნებული (გაუქმებული ან უვარგისი) ოქმები შენიშვნა
დაბრუნების თარიღი ჩამოწერის აქტის №
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
⛔ გაუქმებულია — 1 აქტით

დოკუმენტის ტექსტი

საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსით გათვალისწინებული,თვითმმართველობის უფლებამოსილებას მიკუთვნებული ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა ოქმის ფორმის, მისი წარმოების, გამოყენების და აღრიცხვა - ანგარიშგების წესის დამტკიცების შესახებ ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება №40 2014 წლის 14 ნოემბერი ქ. ოზურგეთი საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსით გათვალისწინებული,თვითმმართველობის უფლებამოსილებას მიკუთვნებული ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა ოქმის ფორმის, მისი წარმოების, გამოყენების და აღრიცხვა- ანგარიშგების წესის დამტკიცების შესახებ საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსის“ 61-ე მუხლის პირველი მე–2 პუნქტების, საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 239-ე მუხლის, „მკაცრი აღრიცხვის ფორმების შესახებ“ საქართველოს კანონის და „მკაცრი აღრიცხვის ფორმების ნუსხის,  მკაცრი აღრიცხვის ფორმების რეგისტრაციის წესისა და მკაცრი აღრიცხვის ფორმების რეგისტრაციის ჟურნალის ფორმის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2005 წლის 2 აგვისტოს №669 ბრძანების შესაბამისად, ქალაქ ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს: მუხლი 1🔗. დამტკიცდეს: ა) ქალაქ ოზურგეთის მუნიციპალიტეტში საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 239-ე მუხლით გათვალისწინებული თვითმმართველობის უფლებამოსილებას მიკუთვნებული „ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა ოქმის წარმოების, გამოყენების და აღრიცხვა-ანგარიშგების წესი“ (დანართი №1); ბ) ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა ოქმის ფორმა (დანართი №2); გ) დადგენილება ადმინისტრაციულ სამართალდარღვევის საქმეზე (დანართი №3); დ) ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა ოქმის აღრიცხვის ჟურნალი (დანართი №4); ე) ადმინისტრაციულ სამართალდარღვევის მითითების ფორმა (დანართი №5); ვ) ადმინისტრაციულ სამართალდარღვევის შემოწმების აქტი ფორმა (დანართი №6); ზ) გამოსაყენებლად უვარგისი ადმინისტრაციულ სამრთალდარღვევათა ოქმის ჩამოწერის აქტის ფორმა (დანართი №7). მუხლი 2🔗 საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსით გათვალისწინებული ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა ოქმის შედგენის უფლებამოსილება, მიენიჭოს ქალაქ ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერიის შესაბამის სამსახურს. მუხლი 3🔗 ქალაქ ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერიამ უზრუნველყოს ამ დადგენილებით დამტკიცებული ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა ოქმის დამზადებისათვის საჭირო ღონისძიების გატარება. მუხლი 4🔗 დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავექალაქ ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარეგელა კობალაძე დანართი №1 ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა ოქმის წარმოების, გამოყენების და აღრიცხვა-ანგარიშგების წესი მუხლი 1🔗. ზოგადი დებულებანი 1. ეს წესი შემუშავებულია საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის, „მკაცრი აღრიცხვის ფორმების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-8 მუხლისა და „მკაცრი აღრიცხვის ფორმების ნუსხის, მკაცრი აღრიცხვის ფორმების რეგისტრაციის წესისა და მკაცრი აღრიცხვის ფორმების რეგისტრაციის ჟურნალის ფორმის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2005 წლის 2 აგვისტოს №669 ბრძანების საფუძველზე. 2. ამ წესის მიზანია ქალაქ ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერიის შესაბამის სამსახურში მკაცრი აღრიცხვის ფორმის „ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმის“ გამოყენებისა და მისი აღრიცხვა - წარმოების დარეგულირება. 3. ოქმის წარმოება, გამოყენება და აღრიცხვა-ანგარიშგება ხორციელდება საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის, „მკაცრი აღრიცხვის ფორმების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-8 მუხლის პირველი პუნქტისა და ამ წესის საფუძველზე. ამ წესში მოცემული ცნებები გამოიყენება „მკაცრი აღრიცხვის ფორმების შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრული მნიშვნელობით. მუხლი 2🔗. ოქმის შედგენის საფუძველი 1. ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმის შედგენის საფუძველია სამართალდარღვევის ჩადენა და ოქმს ადგენს ქალაქ ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერიის შესაბამისი სამსახურის მიერ განსაზღვრული უფლებამოსილი პირი. 2. ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოები უფლებამოსილი არიან ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმი შეადგინონ საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 239-ე მუხლით გათვალისწინებულ შესაბამის სამართალდარღვევებზე. მუხლი 3🔗. ოქმის ფორმის დამზადება 1. ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმის დაბეჭდვა მოხდეს სტამბური წესით. ოქმის ფორმა მზადდება ქალაქ ოზურგეთის მუნიციპალიტეტის შეკვეთის საფუძველზე „მკაცრი აღრიცხვის ფორმების შესახებ“ საქართველოს კანონის თანახმად, კანონმდებლობის შესაბამისად შერჩეულ პოლიგრაფიულ საწარმოში. 2. ოქმის ფორმის პოლიგრაფიული საწარმოდან გამოტანის უფლება აქვს ქალაქ ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერიის სათანადო მინდობილობით უფლებამოსილ პირს. მუხლი 4🔗. ოქმის ფორმის შენახვა 1. ოქმის ფორმის შენახვა ხორციელდება „მკაცრი აღრიცხვის ფორმების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-8 მუხლის მე-5, მე-6 და მე-7 პუნქტების შესაბამისად. 2. სათავსო, სადაც ინახება ოქმის ფორმები, უნდა იყოს მიუწვდომელი გარეშე პირთათვის და სათანადოდ დაცული დაზიანებისაგან. 3. ოქმის ფორმები ინახება ამ ფორმების გამოყენებასა და აღრიცხვა-ანგარიშგებაზე პასუხისმგებელ პირთან. მუხლი 5🔗. ოქმის შინაარსი და დამცავი ნიშნები 1. ოქმში შესატანი მონაცემები განისაზღვრება საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 240-ე მუხლის შესაბამისად. 2. ოქმის ფორმა შეიცავს შემდეგ დამცავ ნიშნებს: ა) რელიეფურ დამცავ ბადეს; ბ) ექსკლუზიურ წყლის ნიშნებს, ხილული და უხილავი ფიბრებით; გ) ჭვირნიშანს, სტამბური წესით დამზადებულ პენეტრირებულ წყლის ნიშანს. ოქმის ბოლოს მარჯვენა დაბლა კუთხეში დაიტანება ოქმის დამამზადებელი პოლიგრაფიული საწარმო, დამკვეთის, საქართველოს ფინანსთა სამინისტროს სახელწოდება ინიციალებით, რეგისტრაციის ნომერი და ოქმის ფორმის ინდივიდუალური ნომერი (არანაკლებ ექვსი ციფრისა). მუხლი 6🔗. ოქმის შევსება და წარმოება 1. ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა ოქმს, უფლებამოსილი პირები ავსებენ სამართალდარღვევის ფაქტების გამოვლენისას. 2. ოქმი ივსება ლურჯი ან შავი ბურთულიანი კალმით. ოქმში ყველა ჩანაწერი კეთდება გარკვევით. დაუშვებელია დახაზვა, გადაფხეკვა, გადაშლა და ა. შ. ოქმის დაზიანების ან მასში არასწორი მონაცემების შეტანის შემთხვევაში ივსება ახალი ოქმი, ძველი გადაიხაზება ჯვარედინად, რომელსაც ოქმის შემვსები მოხსენებითი ბარათით, გაუქმების მიზეზების მითითებით აბარებს ოქმის გამცემს. 3. ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა ოქმში აღინიშნება: ა) ოქმის შედგენის თარიღი და ადგილი; ბ) ოქმის შემდგენი პირის თანამდებობა, სახელი, მამის სახელი და გვარი; გ) მონაცემები დამრღვევის შესახებ; დ) ადმინისტრაციულ სამართალდარღვევის ჩადენის ადგილი, დრო და არსი; ე) ნორმატიული აქტი, რომელიც ითვალისწინებს პასუხისმგებლობას ამ სამართალდარღვევისათვის; ვ) მოწმეთა ან/და დაზარალებულთა სახელები, გვარები და მისამართები, ასეთების არსებობის შემთხვევაში; ზ) დამრღვევის ახსნა-განმარტება; თ) საქმის გადასაწყვეტად საჭირო სხვა ცნობები. 4. ოქმს ხელს აწერს მისი შემდგენი და ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ჩამდენი, თუ არიან მოწმეები და დაზარალებულნი ოქმს შეიძლება ხელი მოაწერონ ამ პირებმაც. 5. იმ შემთხვევაში, თუ სამართალდარღვევის ჩამდენი უარს იტყვის ოქმის ხელმოწერაზე, ოქმში კეთდება სათანადო ჩანაწერი. სამართალდარღვევის ჩამდენ პირს უფლება აქვს წარადგინოს ოქმისათვის დასართავი ახსნა-განმარტებები და შენიშვნები ოქმის შინაარსის გამო, აგრეთვე ჩამოაყალიბოს მის ხელმოწერაზე უარის თქმის მოტივები. ოქმის შედგენისას, დამრღვევს უნდა განემარტოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 252-ე მუხლით გათვალისწინებული მისი უფლებები და მოვალეობანი, რაც ასევე აღინიშნება ოქმში. 6. ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა ოქმი დგება სამ ეგზემპლარად. შედგენილი ოქმის ერთი ეგზემპლარი ყველა დანართით გადაეცემა დამრღვევს, რაზედაც ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა ოქმში კეთდება სათანადო ჩანაწერი. ოქმის მეორე ეგზემპლარი რჩება უფლებამოსილ პირთან, ხოლო მესამე ეგზემპლარი იგზავნება სასამართლოში. 7. ოქმი, მისი შედგენიდან არაუგვიანეს მეორე სამუშაო დღისა, რეგისტრირებული უნდა იქნეს სპეციალურად ზონარგაყრილ და დანომრილ წიგნში და შემდგომი რეაგირებისათვის დაუყოვნებლივ უნდა გადაეგზავნოს იმ ორგანოს (თანამდებობის პირს), რომელიც უფლებამოსილია განიხილოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევის საქმე. მუხლი 7🔗. ოქმის სისტემატიზაცია 1. ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმის მიღება, აღრიცხვა, შენახვა და გაცემა ხორციელდება „მკაცრი აღრიცხვის ფორმების ნუსხის, მკაცრი აღრიცხვის ფორმების რეგისტრაციის წესისა და მკაცრი აღრიცხვის ფორმების რეგისტრაციის ჟურნალის ფორმის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2005 წლის 2 აგვისტოს N669 ბრძანებისა და ამ წესის შესაბამისად. ოქმის მიღებისა და გაცემის რაოდენობრივი აღრიცხვა წარმოებს მკაცრი აღრიცხვის დოკუმენტის შემოსავლისა და გასავლის ჟურნალში. 2. ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმის შემოსავლისა და გასავლის ჟურნალი უნდა იყოს სათანადო წესით დანომრილი, აკინძული, ზონარგაყრილი და ბეჭედდასმული. ჟურნალი უნდა შეესაბამებოდეს საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2005 წლის 2 აგვისტოს N669 ბრძანებით გათვალისწინებულ მოთხოვნებს. 3. ადმინისტრაციული სამართალდარღვევის გამოუყენებელი და გაფუჭებული ოქმები ბარდება მათ მიღება - გაცემაზე პასუხისმგებელ პირს, რის შესახებაც ჟურნალში კეთდება სათანადო ჩანაწერი. 4. ოქმის გაფუჭებისა ან/და დაზიანების შემთხვევაში მოსამსახურე ოქმს თან ურთავს ახსნა - განმარტებით ბარათს, რაზეც დგება სათანადო აქტი. 5. მოსამსახურის მიერ შედგენილი ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმი და სხვა თანდართული მასალები აუცილებლად რეგისტრირებულ უნდა იქნეს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა მასალების აღრიცხვის ჟურნალში. 6. ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა მასალების აღრიცხვის ჟურნალი უნდა იყოს სათანადო წესით დანომრილი, აკინძული,ზონარგაყრილი და ბეჭედდასმული. ჟურნალი უნდა შეიცავდეს შემდეგ რეკვიზიტებს (დანაყოფებს): ა) რიგითი ნომერი; ბ) ოქმის ნომერი; გ) დამრღვევის გვარი, სახელი, მისამართი; დ) დარღვევის მოკლე შინაარსი და თარიღი; ე) ოქმის შემდგენის თანამდებობა სახელი, გვარი; ვ) კანონის შესაბამისი მუხლი; ზ) საქმის განმხილველი თანამდებობის პირის სახელი, გვარი ან ქვემდებარეობით გადაგზავნის ნომერი და თარიღი; თ) საქმის განხილვის თარიღი; ი) მიღებული დადგენილების მოკლე შინაარსი და ნომერი; კ) ინფორმაცია დადგენილების აღსრულებასთან დაკავშირებით; ლ) მიღებული დადგენილების სასამართლოში ან/და სააღსრულებო ბიუროში გადაგზავნის ნომერი და თარიღი; მ) შენიშვნა. მუხლი 8🔗. გამოსაყენებლად უვარგისი ოქმის ფორმის ჩამოწერა 1. ოქმის ფორმები გამოსაყენებლად უვარგისად მიიჩნევა: ა) შევსების დროს დაშვებული შეცდომის გამო; ბ) ოქმის ფიზიკური დაზიანების გამო. 2. გამოსაყენებლად უვარგისი ოქმის ფორმები ჩამოიწერება ჩამოწერის აქტის შესაბამისად. ჩამოწერის აქტში უნდა მიეთითოს გამოსაყენებლად უვარგისი ფორმის ნომერი. გამოსაყენებლად უვარგისი ოქმის ფორმების უტილიზაცია ხორციელდება მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად. დანართი 2 ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმი                             სერია       ______________                                          N  0000000 1. __________________________________               2.   ________________________________ ოქმის შედგენის თარიღი (რიცხვი, თვე, წელი)             (ოქმის შედგენის ადგილი) 3. ________________________________________________________________________________ (ოქმის შემდგენლის თანამდებობა, სახელი, მამის სახელი,  გვარი) 4. დავადგინე, რომ  ________________________________________________________________ __________________________________________________________________________________ (ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ჩადენის ადგილი, დრო და არსი; __________________________________________________________________________________  ნორმატიული აქტის დასახელება, რომელიც იქნა დარღვეული) 5.  პასუხისმგებლობა  აღნიშნული დარღვევისათვის განსაზღვრულია საქართველოს    ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის _____________მუხლით/მუხლის ___________ ნაწილით. 6. მონაცემები დამრღვევის შესახებ:  _________________________________________________ (სახელი, გვარი, მისამართი,  პირადი N და სხვა პირადი მონაცემები (ასეთის არსებობის შემთხვევაში) __________________________________________________________________________________________ დამრღვევს განემარტა მისი უფლებები და მოვალეობები, რომლებიც გათვალისწინებულია საქ. ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 252-ე მუხლით 7. მოწმე ან/და დაზარალებული  ___________          _______________________________                                                       ხელმოწერა            (სახელი, გვარი, მისამართი)                                                                                           8. ოქმის შემდგენელი:             ____________         _______________________________                                                 ხელმოწერა                (სახელი, გვარი) 9. სამართალდამრღვევი პირი:    ____________         _______________________________                                                         ხელმოწერა          (სახელი, გვარი) 10. ჩავიბარე ოქმი:                     _______________________________________________                                                          სამართალდამრღვევის  ხელმოწერა 11. დამრღვევის ახსნა-განმარტება:       ________________________________________________ ­­­­­­­­­­­­­­­­­­­­­­­­­­­­­­­­___________________________________________________________________________________ ­­­­­­­­­­­­­­­­­­­­­_____________________________________________________________________________________ 12. საქმის გადასაწყვეტად საჭირო სხვა ცნობები:  _____________________________________ 13. შეფარდებულია ადმინისტრაციული სახდელი   ___________________________________ _________________________________________________________________________________ (ჯარიმის თანხა ციფრებით და სიტყვიერად) 14. შენიშვნა: ______________________________________________________________________ __________________________________________________________________________________ დამკვეთი: დამამზადებელი: სფს-ს რეგისტრაციის N დანართი №3 დადგენილება ადმინისტრაციულ სამართალდარღვევის საქმეზე N ------ 20 წ.---------------- ----------------------------- თარიღი საქმის განხილვის ადგილი მე, ქალაქ ოზურგეთის მუნიციპალიტეტის --------------------------------------------------------------- სამსახურის ---------------------------------------------------------------------------------------------------- სახელი, გვარი განვიხილე 20 წლის ---------------------------------------------- შედგენილი შემოწმების აქტი №------------ საქართველოს ---------------------------------------------------------------------------------- კოდექსის--------- მუხლის -------------- გათვალისწინებულ სამართალდარღვევაზე და ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმის სხვა მასალები ------------------------------------------------------------------------------------------------------------------- (სამართალდარღვევის სუბიექტის სრული დასახელება) ------------------------------------------------------------------------------------------------------------------- (სამართალდამრღვევის სუბიექტის იურიდიული მისამართი) მიმართ. გამოვარკვიე --------------------------------------------------------------------------------------------------- (საქმის განხილვისას დადგენილი გარემოებები) --------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------- ზემოთ აღნიშნულის საფუძველზე, ვიხელმძღვანელე რა საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის ---------------------------------------------------------- მუხლებით დავადგინე: 1. ----------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------- (სამართალდარღვევის სუბიექტის სრული დასახელება) დაედოს ადმინისტრაციული სახდელი ფულადი ჯარიმის სახით --------------------- ლარის ოდენობით                                                                                                             (თანხა სიტყვიერად) 2. ეს დადგენილება შეიძლება გასაჩივრდეს ზემდგომ თამდებობის პირთან ან სასამართლოში მისი გამოტანიდან 30 დღის ვადაში. 3. ჯარიმის თანხა უნდა იქნეს შეტანილი მუნიციპალიტეტის ანგარიშზე. ----------------------------------------------------------------------------------------------------------------------------- ----------------------------------------------------------------------------------------------------------------------------- (საბანკო დაწესებულების დასახელება, ა/ა ნომერი) 4. სამართალდამრღვევმა პირმა ჯარიმა უნდა გადაიხადოს მისთვის დაჯარიმების შესახებ დადგენილების ჩაბარებიდან არა უგვიანეს 30 დღისა. ოქმის შემდგენელი ----------------------------------------------------------------------------------------------------- ხელმოწერა დადგენილების ასლი მივიღე ----------------------------------------------------------------------------------------- სამართალდამრღვევი პირის სახელი, გვარი, ხელმოწერა ----------------------------------------------------------- დადგენილების ასლის მიღების თარიღი. დანართი №4 ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა ოქმის აღრიცხვის ჟურნალი № გაცემის თარიღი ოქმის № ოქმის გამცემი ოქმის გამცემი შედგენილი ოქმები თანამ- დებობა სახელი გვარი ხელმო- წერა თანამ- დებობა სახელი გვარი ხელმო- წერა ოქმის № თანამ- დებობა სახელი გვარი ხელმო- წერა 1 2 3 4 5 6 7 8 9 10 11 12 13 14 15 16 დაბრუნებული (გაუქმებული ან უვარგისი) ოქმები შენიშვნა დაბრუნების თარიღი ჩამოწერის აქტის № ოქმი № თანამდებობა სახელი გვარი 17 18 19 20 21 22 23 დანართი №5 მ ი თ ი თ ე ბ ა № შედგენის თარიღი -------------- 1. ------------------------------------ სამსახური დამრღვევის მიმართ საქმის წარმოებას იწყებს მითითების გაცემით; 2. მითითება არის ----------------- ----------- სამსახურის მოთხოვნა დამრღვევის მიმართ განსაზღვრულ გონივრულ ვადაში, ნებაყოფლობით მითითებული პირობები, დარღვევის გამოსასწორებლად. მითითების გამცემი (თანამდებობა, სახელი, გვარი, ხელმოწერა) ___________________________________________________________________________________________ ___________________________________________________________________________________________ დამრღვევის დასახელება და მისამართი _________________________________________________________ ობიექტის დასახელება და მისამართი ___________________________________________________________ მითითების გაცემის მომენტში მშენებლობის ეტაპი ______________________________________________ ______________________________________________________________________________________________ ______________________________________________________________________________________________ დარღვევის სახეობა, შინაარსი და გამოსწორების მიზნით მისაღები ზომები ______________________________________________________________________________________________ ______________________________________________________________________________________________ ______________________________________________________________________________________________ ______________________________________________________________________________________________ ______________________________________________________________________________________________ ______________________________________________________________________________________________ საჯარიმო სანქცია აღნიშნულ დარღვევაზე განისაზღვერება --------------------- ლარით. დარღვევის გამოსწორების ვადა ------------------------------------------ დღე. მითითება ჩაიბარა (სახელი, გვარი, მიღების თარიღი, ხელმოწერა) _______________________________________________________________ მითითება გაეცნო (ჩაბარდა) დამრღვევს თვალსაჩინო ადგილზე განთავსების გზით. (ზუსტად მიეთითოს თვალსაჩინო ადგილი) ______________________________________________________ ______________________________________________________________________________________________ განთავსების თარიღი _________________________ 3. თუ ვერ ხერხდება მხარისათვის მითითების, შემოწმების აქტის ან უწყების გაცნობა (პირდაპირი ჩაბარებით), გაცნობად (ჩაბარებად) ჩაითვალოს მათი განთავსება მითითებაში, შემოწმების აქტში ან უწყებაში მითითებული ობიექტის თვალსაჩინო ადგილზე. 4. დანართი N5–ის მე–3 პუნქტი გავრცელდეს მთელ დადგენილებაზე. დანართი № 6 შემოწმების აქტი № შედგენის თარიღი: ------------------- 1. მითითებით განსაზღვრული ვადის გასვლის შემდეგ, ---------------------------სამსახური ამოწმებს დამრღვევს, რაზეც დგება შემოწმების აქტი. შემოწმების აქტში აისახება მშენებარე ობიექტის ფაქტობრივი მდგომარეობა მითითების პირობებთან მიმართებაში. შემოწმების აქტი დგება --------------------------------------------------------------------------------------------გაცემული №--------------------- მითითებით გათვალისწინებული პირობების შესრულების მდგომარეობის დასადგენად. დარღვევის დასახელება და მისამართი: ---------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------- ობიექტის დასახელება და მისამართი: ------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------- შემოწმების მომენტში მშენებლობის ეტაპი: ------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------- შემოწმებით დადგინდა: --------------------------------------------------------------------------------------------------------------------------- ------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------- -------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------- რითაც დგინდება, რომ: ა) მითითება შესრულდა. ბ) მითითება არ შესრულდა. გ) მითითება სრულდება არადროულად. 2. შემოწმების აქტის საფუძველზე, თუკი აქტში დაფიქსირებულია დარღვევა -------------------------------------------------------–----------------------------------------------------------------------------------------------------- სამსახური იღებს დადგენილებას: ა) დამრღვევის დაჯარიმების შესახებ; ბ) დამრღვევის დაჯარიმებისა და კანონმდებლობის დარღვევით მიმდინარე მშენებლობის და უნებართვო დემონტაჟის შეჩერების შესახებ; გ) დამრღვევის დაჯარიმებისა და კანონმდებლობის დარღვევით აშენებული შენობა - ნაგებობების მთლიანად ან ნაწილობრივი დემონტაჟის, მშენებარე შენობა - ნაგებობების მშენებლობის მთლიანი ან ნაწილობრივი შეჩერების და დემონტაჟის შესახებ. 3. იმ შემთხვევაში, თუკი დარღვევა გამოსწორებულია და არ არსებობს პროდუქტის უსაფრთხოებისა და თავისუფალი მიმოქცევის კოდექსის 25-ე მუხლის მე-9-ნაწილით გათვალისწინებული გადაწყვეტილების მიღების საფუძველი, ------------------------------------------------------ სამსახური წყვეტს საქმის წარმოებას სამართალდარღვევაზე. დანართი №7 აქტი № ქალაქი ოზურგეთი ---- ----------------- 201 წ. გამოსაყენებლად უვარგისი ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა ოქმის ჩამოწერის შესახებ _____________________________________ (აქტის შედგენის ადგილი) № რაოდენობა ოქმის ექსკლუზიური № შენიშვნა 1 2 3 4 ხელმოწერით ვადასტურებ აქტის მიხედვით წარმოდგენილი უვარგისი ჩამოწერის სისწორეს: ოქმის შემდგენი პირი:                                                 /_________________________/ სამსახურის უფროსი:                                                   /_________________________/