„საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მოსამსახურეთა დისციპლინური წესდების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2013 წლის 31 დეკემბრის N989 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
ნომერი
№7
სარეგისტრაციო კოდი
140130000.22.034.016404
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , 06/01/2015
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10

ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.

დოკუმენტის ტექსტი

„საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მოსამსახურეთა დისციპლინური წესდების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2013 წლის 31 დეკემბრის N989 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის

ბრძანება
№7

2015 წლის 6 იანვარი

ქ. თბილისი

„საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მოსამსახურეთა დისციპლინური წესდების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2013 წლის 31 დეკემბრის №989 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ

„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტისა და ,,საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ“  საქართველოს მთავრობის 2013 წლის 13 დეკემბრის №337 დადგენილებით დამტკიცებული დებულების მე-5 მუხლის მე-2 პუნქტის „ა“ და „ნ“ ქვეპუნქტების საფუძველზე, ვბრძანებ:
მუხლი 1

„საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მოსამსახურეთა დისციპლინური წესდების დამტკიცების თაობაზე“  საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2013 წლის 31 დეკემბრის №989 ბრძანებით (www.matsne.gov.ge, 31/12/2013, სარეგისტრაციო კოდი – 140130000.22,034.016240) დამტკიცებულ წესდებაში შეტანილ იქნეს  ცვლილება და მე-2 მუხლის მე-2 პუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-3 პუნქტი:

„3. შრომის დისციპლინის დარღვევების ნუსხა განისაზღვრება ამ წესდების დანართით.“.

მუხლი 2🔗

ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
შინაგან საქმეთა მინისტრიალექსანდრე ჭიკაიძე

„წესდების დანართი

შრომის დისციპლინის დარღვევები

I. ზოგადი ნორმები

სამსახურში ალკოჰოლური სასმელების მიღება ან ნასვამ მდგომარეობაში გამოცხადება (გარდა საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ხელმძღვანელობასთან შეთანხმებით დაგეგმილი ან კორპორატიული ღონისძიებებისა);

შრომის შინაგანაწესის დარღვევა;

სახელმწიფო ქონების არასამსახურებრივი მიზნით გამოყენება;

სამუშაო პერიოდში მოსამსახურის მიერ სამსახურში სამუშაო გარემოსთან შეუფერებელი ჩაცმულობით  ან/და  იერსახით გამოცხადება;

სხეულზე ტატუირების გაკეთება გამოსაჩენ ადგილას;

სამსახურში დაგვიანება 15 წუთზე მეტი დროით;

სამსახურში არასაპატიო მიზეზით ზედიზედ 5 დღეზე ნაკლები ვადით გაცდენა;

ხელმძღვანელთან შეთანხმების გარეშე სამსახურის, სამოქმედო ტერიტორიის ან საგუშაგოს თვითნებურად, დროზე ადრე მიტოვება;

არასაპატიო მიზეზით სამუშაო შეხვედრაზე (თათბირი, კონფერენცია და სხვ.) დაგვიანება ან არგამოცხადება;

თამბაქოს მოწევა აკრძალულ ადგილზე;

სამუშაო საათებში სამსახურებრივი მოვალეობის შესრულების დროს ძილი;

სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებისას სამსახურებრივი პირადობის მოწმობის ან ჟეტონის არქონა (თუ არსებობს ასეთი ვალდებულება);

სამოქალაქო ტანსაცმელში ცეცხლსასროლი იარაღის გამოსაჩენად ტარება;

არასწორად შედგენილი ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმი;

შემთხვევის ადგილზე დაგვიანებით მისვლა  ობიექტური მიზეზების გარდა;

აუცილებლობის გარეშე ხმოვანი სიგნალისა (სირენა) და ხმამაღლამოლაპარაკე ხელსაწყოს (მეგაფონი) გამოყენება;

სამსახურებრივი მოვალეობის შესრულების დროს საყოფაცხოვრებო ნარჩენებით გარემოსა და ზღვის დაბინძურება;

შს სამინისტროს მოსამსახურის მიერ მასზე მიმაგრებული სამსახურებრივი ავტომანქანის სხვა პირისთვის სამართავად გადაცემა (გარდა საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მოსამსახურისა), თუ ამავე ავტომანქანაში არ იმყოფება საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მოსამსახურე;

სამსახურებრივი მოვალეობის შესრულების დროს „ბეიჯის“ ტარების ვალდებულების დარღვევა იმ პირის მიერ, რომელსაც სამსახურებრივად  ევალება მისი ტარება.

II. საპატრულო პოლიციის დეპარტამენტი

საპატრულო მანქანიდან მოქალაქესთან საუბარი.

დადგენილი მარშრუტიდან თვითნებური გადახვევა, თუ ეს სამსახურებრივი აუცილებლობით არ არის გამოწვეული;

საგზაო მოძრაობის მონაწილისადმი მიმართვა მხედრული სალმის გარეშე მარეგულირებლის მიერ;

სამსახურებრივი მოვალეობის შესრულების დროს სამსახურებრივ ავტომანქანაში უცხო პირთა ჩასმა, გარდა სამსახურებრივი აუცილებლობისა.

III. ადამიანის უფლებათა დაცვისა და მონიტორინგის მთავარი სამ­მა­რ­თველო

(დროებითი მოთავსების იზოლატორები)

დროებითი მოთავსების იზოლატორის მოსამსახურის მიერ:

ა) სამსახურებრივი უფლებამოსილების განხორციელებისას სამკერდე ნიშნის გამოსაჩენ ადგილას ტარების ვალდებულების შეუსრულებლობა;

ბ) იზოლატორში პირის განთავსებისთანავე მისთვის იზოლატორის შინაგანაწესის განმარტების ვალდებულების შეუსრულებლობა;

გ) იზოლატორში მყოფი პირებისათვის ბეჭდური მასალებისა და საწერი საშუალებების გამოყენების ხელშეწყობის ვალდებულების შეუსრულებლობა;

დ) საგუშაგოზე ტელეფონის შეტანა.