„ბოლნისის მუნიციპალიტეტის 2014 წლის ადგილობრივი ბიუჯეტიდან სოციალური დახმარების გაცემისა და მიღების წესის დამტკიცების შესახებ“ ბოლნისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 8 აგვისტოს № 27 დადგენილებაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის თაობაზე
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი
მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება (1)
დოკუმენტის ტექსტი
|
ბოლნისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება №49 |
|
2014 წლის 17 ნოემბერი ქ . ბოლნისი |
„მუხლი 10. დახმარება კომუნალურ გადასახადებზე
1. მუნიციპალიტეტის ბიუჯეტიდან ანაზღაურდება მხოლოდ კომპაქტურად დასახლებული, 2008 წლის აგვისტოს საომარი მოქმედებების შედეგად იძულებით გადაადგილებული ოჯახების კომუნალური ხარჯები (წყალი, დენი, ბუნებრივი აირი)
2. მუნიციპალიტეტის ბიუჯეტიდან ანაზღაურდება ქ. ბოლნისში მდებარე სოციალურ საცხოვრისში მცხოვრები ბენეფიციარების კომუნალური ხარჯები (ელ. ენერგია თვეში 250 კვ-სთ, ბუნებრივი აირი თვეში გათბობის სეზონზე 200 მ3, ზაფხულის სეზონზე 50 მ3).
3.მუნიციპალიტეტის ბიუჯეტიდან ანაზღაურდება ერთჯერადად, სოციალურად დაუცველი ოჯახების მიერ (რომელთა სარეიტინგო ქულა არ აღემატება 57000-ს) გახარჯული ელექტროენერგიის საფასური თოთოეულს 50,0 (ორმოცდაათი) ლარის ოდენობით.
4. დახმარება გაიცემა უნაღდო ანგარიშსწორების ფორმით, შესაბამისი ორგანიზაციების საბანკო ანგარიშზე, მუნიციპალიტეტის გამგეობის ჯანმრთელობის და სოციალური დაცვის სამსახურის დასკვნის საფუძველზე.
„მუხლი 13. ერთჯერადი სოციალური (ფულადი) და სამედიცინო დახმარება
1. ბოლნისის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მცხოვრები ეკონომიკურ და სხვა გასაჭირში მყოფი მოქალაქეებისათვის ერთჯერადი სოციალური (ფულადი) დახმარება განისაზღვროს არაუმეტეს 200 (ორასი) ლარისა, ხოლო სამედიცინო დახმარების მაქსიმალური ოდენობა განისაზღვროს 1000 (ერთი ათასი) ლარამდე.
2. ერთჯერად (ფულად) დახმარებას მიიღებენ შემდეგი კატეგორიის სოციალურად დაუცველი ოჯახები, რომლებიც განიცდიან უკიდურეს ეკონომიკურ თუ სხვა გასაჭირს:
ა) სოციალურად დაუცველი მარტოხელა პენსიონერები, რომლებიც განიცდიან უკიდურეს ეკონომიკურ თუ სხვა გასაჭირს და მათი სარეიტინგო ქულა არ აღემატება 57000-ს;
ბ) სოციალურად დაუცველი მრავალშვილიანი (სამი ან მეტი არასრულწლოვანი შვილი) ოჯახები, რომლებიც განიცდიან უკიდურეს ეკონომიკურ თუ სხვა გასაჭირს და მათი სარეიტინგო ქულა არ აღემატება 57000-ს;
გ) სოციალურად დაუცველი მრავალშვილიანი ოჯახები, რომელთაც ყავთ სამი ან მეტი შვილი (მათ შორის ერთი ან მეტი შეზღუდული შესაძლებლობის მქონე), განიცდიან უკიდურეს ეკონომიკურ თუ სხვა გასაჭირს და ოჯახის სარეიტინგო ქულა არ აღემატება 57000-ს,
3. ამ მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული კატეგორიების ოჯახების დახმარების მაქსიმალური რაოდენობა განისაზღვროს 1000 (ერთი ათასი) ლარამდე.
4. ბენეფიციარმა მუნიციპალიტეტში უნდა წარადგინოს შემდეგი დოკუმენტაცია:
ა) განცხადება მუნიციპალიტეტის გამგებლის სახელზე;
ბ) მოქალაქის პირადობის მოწმობის ასლი;
გ) ამონაწერი სოციალურად დაუცველთა ერთიანი ბაზიდან;
დ) ბანკში გახსნილი პირადი ანგარიშის მონაცემები ან (მკურნალობის შემთხვევაში) ცნობა სამედიცინო დაწესებულებიდან პაციენტის ჯამრთელობის მდგომარეობის შესახებ, მისი მკურნალობის ღირებულებისა და საბანკო ანგარიშის შესახებ, რომელზედაც განხორციელდება გადარიცხვა.
5. დახმარება გაიცემა მუნიციპალიტეტის გამგებლის ბრძანებით, მუნიციპალიტეტის შესაბამის ადმინისტრაციულ ერთეულში გამგებლის წარმომადგენლის, მუნიციპალიტეტის გამგეობის ჯანმრთელობის და სოციალური დაცვის სამსახურის, სოციალური დაცვის განყოფილების ერთობლივი აქტისა და მუნიციპალიტეტის გამგეობის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამსახურის დასკვნის შესაბამისად.
6. ანაზღაურება მოხდება უნაღდო ანგარიშწორების ფორმით ბანკში გახსნილ პირად ანგარიშზე ან და შესაბამისი სამედიცინო დაწესებულების საბანკო ანგარიშზე.
„მუხლი 15. გარდამავალი დებულებები
1. მიმდინარე წელს, სტიქიის, ხანძრის, სხვა უბედური და ფორსმაჟორული შემთხვევების შედეგად საცხოვრებელი სახლის დაზიანებისას მიყენებული ზიანის აღდგენა მოხდება შესაბამისი საკითხების შემსწავლელი მუდმივმოქმედი კომისიის დასკვნის საფუძველზე. სარემონტო სამუშაოების ღირებულება არ უნდა აღემატებოდეს 5000 ( ხუთი ათასი) ლარს.
2. ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებულის გარდა სხვა შემთხვევებში დაზიანებული (ან დაუსრულებელი) საცხოვრებელი სახლების აღდგენა (დასრულება) მოხდება (მინიმალური საცხოვრებელი პირობების შექმნა) შემდეგი კატეგორიის ოჯახებისათვის:
ა) ბოლნისის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მცხოვრები იძულებით გადაადგილებულ პირთა -დევნილთა ოჯახები (რომელთა სარეიტინგო ქულა არ აღემატება 57000-ს);
ბ) სტიქიის შედეგად მაღალმთიანი რაიონებიდან ბოლნისის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე გადმოსახლებული, სოციალურად დაუცველი ოჯახები (სარეიტინგო ქულა არ აღემატება 57000-ს) რომელთა საცხოვრებელი სახლებიც არ არის საცხოვრებლად ვარგისი;
გ) სოციალურად დაუცველი მრავალშვილიანი ოჯახები, რომელთაც ყავთ სამი ან მეტი არასრულწლოვანი (თვრამეტ წლამდე) შვილი და (სარეიტინგო ქულა არ აღემატება 57000-ს) რომელთა საცხოვრებელი სახლებიც არ არის საცხოვრებლად ვარგისი;
დ) სოციალურად დაუცველი მარტოხელა პენსიონერები, (სარეიტინგო ქულა არ აღემატება 57000-ს), რომელთა საცხოვრებელი სახლებიც არ არის საცხოვრებლად ვარგისი.
3. ამ მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული კატეგორიების ოჯახების საცხოვრებელი სახლების შეკეთება მოხდება შესაბამისი საკითხების შემსწავლელი მუდმივმოქმედი კომისიის დასკვნის საფუძველზე. სარემონტო სამუშაოების განხორციელების უზრუნველყოფა მოხდება მუნიციპალიტეტის გამგეობის შესაბამისი სამსახურების მიერ, მოქმედი კანონმდებლობის მიხედვით (ჩატარებული სამუშაოების ღირებულება არ უნდა აღემატებოდეს 10000 (ათი ათასი) ლარს).
4. ბენეფიციარმა მუნიციპალიტეტში უნდა წარმოადგინოს შემდეგი დოკუმენტაცია:
ა) განცხადება მუნიციპალიტეტის გამგებლის სახელზე:
ბ) მოქალაქის პირადობის მოწმობის ასლი:
გ) შვილების დაბადების მოწმობების ასლები;
დ) ამონაწერი სოციალურად დაუცველთა ერთიანი ბაზიდან.“.
|