„საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ტერიტორიული ორგანოების ტიპური დებულების დამტკიცების შესახებ” საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2006 წლის 22 თებერვლის N240 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი
საქართველოს მინისტრის ბრძანება (1)
დოკუმენტის ტექსტი
|
საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის ბრძანება №905 |
|
2014 წლის 17 ნოემბერი ქ. თბილისი |
„ნორმატიული აქტების შესახებ” საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტისა და „საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2013 წლის 13 დეკემბრის №337 დადგენილებით დამტკიცებული დებულების „ა“ და „ნ“ ქვეპუნქტების საფუძველზე, ვბრძანებ: |
| მუხლი 1 |
„საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ტერიტორიული ორგანოების ტიპური დებულების დამტკიცების შესახებ” საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2006 წლის 22 თებერვლის №240 ბრძანებით (28.02.2006, №27, მუხ.335) დამტკიცებული დებულების მე-6 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„მუხლი 6. 1. საზოგადოებრივი წესრიგისა და უშიშროების დაცვის, სამართალდარღვევებზე რეაგირების, დანაშაულის გახსნის, მათი თავიდან აცილების და აღკვეთის, აგრეთვე გამოძიების მიზნით ტერიტორიული ორგანო კომპეტენციის ფარგლებში თანამშრომლობს სამინისტროს შესაბამის სტრუქტურულ ქვედანაყოფებთან, სხვა ტერიტორიულ ორგანოებთან, საჯარო სამართლის იურიდიულ პირებთან და საქვეუწყებო დაწესებულება საქართველოს სასაზღვრო პოლიციასთან, აგრეთვე სხვა სახელმწიფო ორგანოებთან, ადგილობრივი თვითმმართველობისა და მმართველობის ორგანოებთან, ფიზიკურ და იურიდიულ პირებთან; 2. სამართალდარღვევებთან ბრძოლის გააქტიურების, ქვეყანაში არსებული კრიმინოგენური ვითარების შეფასების, ანალიზის და მასზე ეფექტური რეაგირების სისტემის ჩამოყალიბების მიზნით ტერიტორიული ორგანოს საქმიანობის საერთო კოორდინაციას და კონტროლს ახორციელებს სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტი.“ |
| მუხლი 2 |
ბრძანება ამოქმედდეს 2014 წლის 20 ნოემბრიდან. |
|
ხშირად დასმული კითხვები
- მოქმედებს თუ არა „საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ტერიტორიული ორგანოების ტიპური დებულების დამტკიცების შესახებ” საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2006 წლის 22 თებერვლის N240 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე?
- არა, დოკუმენტი ძალადაკარგულია. ბოლო რედაქცია — 17.11.2014.
- როდის იქნა მიღებული „საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ტერიტორიული ორგანოების ტიპური დებულების დამტკიცების შესახებ” საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2006 წლის 22 თებერვლის N240 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე?
- „საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ტერიტორიული ორგანოების ტიპური დებულების დამტკიცების შესახებ” საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2006 წლის 22 თებერვლის N240 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე მიღებულია 17.11.2014. მიმღები ორგანო — საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრი. დოკუმენტის ნომერი — №905. სარეგისტრაციო კოდი — 140010000.22.034.016380.
- რამდენი მუხლისგან შედგება „საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ტერიტორიული ორგანოების ტიპური დებულების დამტკიცების შესახებ” საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2006 წლის 22 თებერვლის N240 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე?
- დოკუმენტი შედგება 2 მუხლისგან. თითოეული მუხლი ხელმისაწვდომია ცალკე ბმულით.
- რომელი დოკუმენტები უთითებენ „საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ტერიტორიული ორგანოების ტიპური დებულების დამტკიცების შესახებ” საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2006 წლის 22 თებერვლის N240 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე-ზე?
- legali.ge-ის ბაზაში 1 დოკუმენტი უთითებს ამ აქტზე — ცვლილებები, კანონქვემდებარე აქტები და სასამართლო გადაწყვეტილებები.
- სად არის „საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ტერიტორიული ორგანოების ტიპური დებულების დამტკიცების შესახებ” საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2006 წლის 22 თებერვლის N240 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე-ის ოფიციალური ტექსტი?
- ოფიციალური წყაროა საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge). legali.ge-ზე ტექსტი მოცემულია 17.11.2014 მდგომარეობით.
როგორ დავიმოწმოთ
საქართველოს მინისტრის ბრძანება „საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ტერიტორიული ორგანოების ტიპური დებულების დამტკიცების შესახებ” საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2006 წლის 22 თებერვლის N240 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე, №905, 17.11.2014, სარეგისტრაციო კოდი 140010000.22.034.016380 (კონსოლიდირებული რედაქცია 17.11.2014). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/2579750/