ვანის მუნიციპალიტეტის გამგეობის სამხედრო სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ

მიღების თარიღი 14.11.2014
ძალის დაკარგვა 30.01.2018
გამომცემი ორგანო ვანის მუნიციპალიტეტი
ნომერი №49
სარეგისტრაციო კოდი 010250050.35.121.016130
გამოქვეყნების წყარო ვებგვერდი, 19/11/2014
კონსოლიდირებული ვერსიები
matsne.gov.ge 710 სიტყვა · ~4 წთ
📄 ტექსტზე გადასვლა ↓
14.11.2014 მიღება
30.01.2018 ძალის დაკარგვა
დამატებითი მეტამონაცემები (1)
ვანის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე ალექსანდრე ლილუაშვილი ვანის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
⛔ გაუქმებულია — 1 აქტით

დოკუმენტის ტექსტი

ვანის მუნიციპალიტეტის გამგეობის სამხედრო სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ ვანის მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება №49 2014 წლის 14 ნოემბერი ქ. ვანი ვანის მუნიციპალიტეტის გამგეობის სამხედრო სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ ,,ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ საქართველოს ორგანული კანონის 24-ე მუხლის პირველი პუნქტის ,,გ.ბ’’ ქვეპუნქტის, საქართველოს  კანონის  ,,ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის, 61-ე მუხლისა და ,,ნორმატიული აქტების  შესახებ’’ საქართველოს კანონის 25-ე მუხლის პირველი პუნქტის ,,ბ’’ ქვეპუნქტის  შესაბამისად, ვანის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს: მუხლი 1🔗 დამტკიცდეს  ვანის  მუნიციპალიტეტის  სამხედრო  სამსახურის  დებულება (დანართი №1). მუხლი 2🔗 ძალადაკარგულად  გამოცხადდეს  ვანის  მუნიციპალიტეტის  საკრებულოს  2014  წლის  4  აგვისტოს  №24 დადგენილება  ,,ვანის  მუნიციპალიტეტის გამგეობის   სამხედრო  აღრიცხვისა და  გაწვევის  სამსახურის  დებულების  დამტკიცების  შესახებ.“ მუხლი 3🔗 დადგენილება ამოქმედდეს  გამოქვეყნებისთანავე.ვანის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარეალექსანდრე ლილუაშვილი დანართი №1 ვანის მუნიციპალიტეტის გამგეობის სამხედრო სამსახურის დებულება თავი I ზოგადი დებულებები მუხლი 1🔗. ზოგადი დებულება ვანის მუნიციპალიტეტის სამხედრო სამსახური (ტექსტში შემდეგ - სამსახური) წარმოადგენს ვანის მუნიციპალიტეტის გამგეობის სტრუქტურულ ერთეულს, რომელიც უზრუნველყოფს  საქართველოს მოქალაქეთა სამხედრო აღრიცხვაზე აყვანას,სამხედრო სამსახურისთვის მომზადებას, სამხედრო სავალდებულო სამსახურში გაწვევას, მობილიზაციისა და სამხედრო ძალების რეზერვთან დაკავშირებული საკითხების გადაწყვეტას. სამსახური თავის საქმიანობას ახორციელებს  „ადგილობრივი თვითმართველობის კოდექსის“  საქართველოს კანონმდებლობისა და კანონქვემდებარე ნორმატიული აქტებით. სამსახურის დებულებას მუნიციპალიტეტის გამგებლის წარდგინებით ამტკიცებს მუნიციპალიტეტის საკრებულო. სამხედრო სამსახურს აქვს შესაბამისი  ბლანკი, შტამპი, ბეჭედი  თავისი დასახელების აღნიშვნით. თავი II სამსახურის ამოცანები და უფლება-მოვალეობები მუხლი 2🔗. სამსახურის ამოცანები სამსახურის ძირითადი ამოცანებია: ა)  უზრუნველყოს მოქალაქეთა  პირველადი სამხედრო აღრიცხვაზე აყვანა, სამხედრო სამსახურისთვის  მომზადება და სავალდებულო სამხედრო სამსახურში გაწვევის ორგანიზება; ბ) უზრუნველყოს ახალგაზრდებთან  პატრიოტულ – აღმზრდელობითი მუშაობა; გ) გააკონტროლოს  მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მოქალაქეთა მიერ  „სამხედრო ვალდებულებისა და „სამხედრო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონით დადგენილ მოთხოვნათა შესრულება; დ) სამობილიზაციო რესურსების  (რეზერვის ოფიცერთა, რიგითთა, კაპრალთა, სერჟანტთა  და ტექნიკის ) აღრიცხვის ორგანიზება; ე) აქტიურ, ინდივიდუალურ  და ეროვნული გვარდიის  რეზერვისტთა შერჩევა, მოზიდვა და გაწვეულთა  შეიარაღებული ძალების ქვედანაყოფებში გაგზავნა; ვ) რეზერვისტთა სპეციალური აღრიცხვის (დაჯავშნის) ორგანიზება; ზ) საქართველოს კანონმდებლობით, სამსახურის დებულებით  და გამგებლის დავალებით  სხვა უფლებამოსილებათა განხორციელება. მუხლი 3🔗. სამსახურის ფუნქციები სამსახურის ძირითადი ფუნქციებია: ა)  ჭაბუკებისა და წვევამდელთა ასაკის მოქალაქეთა  ზუსტი აღრიცხვა; ბ) 17 წლის ასაკის ჭაბუკთა პირველადი აღრიცხვა; გ) სავალდებულო სამხედრო სამსახურში  გამწვევი კომისიის მუშაობის ორგანიზება  და გაწვეულთა  შემკრებ– გამანაწილებელ პუნქტში წარდგენა; დ) მოქალაქეთა საჩივრების და განცხადებების განხილვა, შესაბამისი ზომების მიღება, მასში დასმული საკითხების  დროულად და კანონის ფარგლებში გადაწყვეტა; ე) სამართალდამცავი ორგანოებისთვის  მასალების გადაცემა იმ მოქალაქეების შესახებ, რომლებიც არღვევენ სამხედრო აღრიცხვიანობისა და სამხედრო სამსახურში გაწვევის წესებს. მუხლი 4🔗. სამსახურის მოვალეობანი:                                                                           სამსახურის მოვალეობებია :  ა) აწარმოოს მოქალაქეთა სამხედრო სავალდებულო და სამხედრო სარეზერვო სამსახურში გაწვევა;                       ბ) კანონით დადგენილი წესით სამხედრო აღრიცხვიანობისა და სამხედრო სამსახურში  გაწვევის საკითხებზე, მასლები გადასცეს სამართალდამცავ ორგანოებს, წესების დარღვევის ფაქტებზე, სათანადო საფუძველის არსებობის  შემთხვევაში; გ) სამსახურის  კომპენტენციას მიკუთვნილ საკითხებზე   ჩაატაროს თათბირები  და სხვა ორგანიზაციული ღონისძიებები; დ) განახორციელოს საქართველოს კანონმდებლობით, სამსახურის დებულებით და გამგებლის დავალებით  განსაზღვრული სხვა უფლებამოსილებანი. თავი III სამსახურის საქმიანობის ორგანიზება და მართვა მუხლი 5🔗. სამსახურის მუშაობის ორგანიზაცია სამსახურს  ხელმძღვანელობს უფროსი, (ტექსტში შემდგომ - „უფროსი“) რომელსაც თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ანთავისუფლებს  მუნიციპალიტეტის გამგებელი. სამსახურის უფროსი ვალდებულია გამგებლის წინაშე. სამსახურის სამსახურებრივ მოვალეობათა ჩამონათვალი განისაზღვრება მომსახურეთა  თანამდებობრივი ინსტრუქციებისა და დებულების შესაბამისად, აგრეთვე იმ ამოცანებიდან  რომლებიც  დაკისრებული აქვს სამსახურს. სამსახურის სტრუქტურას , მუშაკთა ზღვრულ რიცხოვნობას, მათი შენახვის ხარჯებსა და შრომის ანაზღაურების  წლიურ ფონდს კანონით დადგენილი განაკვეთის ფარგლებში გამგებლის წარდგინებით ამტკიცებს საკრებულო. სამსახურის საჯარო მომსახურეებს  თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს გამგებელი. სამსახურის უფროსი: ა) უზრუნველყოფს სამსახურის მუშაობის  ზუსტ ორგანიზაციას და მოქმედი კანონმდებლობის  შესაბამისად პასუხისმგებელია დაკისრებული ამოცანებისა  და ფუნქციების შესრულებაზე; ბ) ანაწილებს ფუნქციებს სამსახურის მუშაკებს  შორის და ახდენს მათი საქმიანობის კოორდინირებას; გ) განსაზღვრავს სამსახურის საქმიანობის ცალკეულ მიმართულებას; დ) დადგენილი წესით ამზადებს წინადადებებს საშტატო განრიგსა და  ხარჯთაღრიცხვაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის თაობაზე ადგილობრივი ბიუჯეტიდან გამოყოფილი ასიგნების ფარგლებში. მუხლი 6🔗. სამსახურის თანამშრომელთა უფლება-მოვალეობანი 1.სამსახურის თანამშრომლებს უფლება აქვთ: ა) წარმოუდგინონ ხელმძღვანელს წინადადებები მათი საქმიანობის სრულყოფის თაობაზე ; ბ) მიიღონ მათი მუშაობისთვის აუცილებელი კონსულტაციები; გ) ისარგებლონ მათი მუშაობისთვის საჭირო სამართლებრივი  აქტებით, საინფორმაციო და სხვა მასალებით; დ) დააყენონ ხელმძღვანელის წინაშე  საკითხი მოსამსახურეთა ფუნქციონალური მოვალეობის შესრულებისათვის  საჭირო პირობების უზრუნველყოფის შესახებ; ე) ისარგებლონ საქართველოს კანონმდებლობით  გათვალისწინებული საჯარო მოსამსახურის სხვა უფლებებითა და გარანტიებით. 2. სამსახურის თანამშრომლები ვალდებულნი არიან: ა) აწარმოონ დადგენილი წესით სამობილიზაციო რესურსების აღრიცხვა, გაწვევა და ტექნიკის მიწოდება შეიარაღებულ ძალებში  მშვიდობიანობისა და მობილიზაციის დროს იმ მოცულობითა და ვადებში, რომლებიც განსაზღვრულია დავალებით; ბ) დროულად და ხარისხიანად შეადგინონ დადგენილი ფორმის ანგარიშები და მოხსენებები შესაბამის ორგანოებში წარსადგენად; გ) მოაწყონ სამობილიზაციო შტაბები; დ) შეასრულონ სამსახურის უფროსის დავალებები სამსახურებრივ საკითხებთან დაკავშირებით . თავი IV დასკვნითი დებულება მუხლი 7🔗. სამსახურის დებულების მიღება. მასში ცვლილებებისა და დამატებების შეტანა სამსახურის დებულებას გამგებლის წარდგენით ამტკიცებს საკრებულო. „ადგილობრივი თვითმართველობის კოდექსით დადგენილი წესით. დებულებაში ცვლილებებისა  და დამატებების შეტანა ხორციელდება  დებულების დამტკიცებისათვის დადგენილი წესით. სამსახურის რეორგანიზაცია და ლიკვიდაცია ხდება მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად.