ვანის მუნიციპალიტეტის გამგეობის ადმინისტრაციული სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ

მიღების თარიღი 14.11.2014
ძალის დაკარგვა 31.01.2018
გამომცემი ორგანო ვანის მუნიციპალიტეტი
ნომერი №50
სარეგისტრაციო კოდი 010250050.35.121.016131
გამოქვეყნების წყარო ვებგვერდი, 19/11/2014
კონსოლიდირებული ვერსიები
matsne.gov.ge 1,392 სიტყვა · ~7 წთ
📄 ტექსტზე გადასვლა ↓
14.11.2014 მიღება
31.01.2018 ძალის დაკარგვა
დამატებითი მეტამონაცემები (1)
ვანის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე ალექსანდრე ლილუაშვილი ვანის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
⛔ გაუქმებულია — 1 აქტით

დოკუმენტის ტექსტი

ვანის მუნიციპალიტეტის გამგეობის ადმინისტრაციული სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ ვანის მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება №50 2014 წლის 14 ნოემბერი ქ. ვანი ვანის მუნიციპალიტეტის გამგეობის ადმინისტრაციული სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ ,,ადგილობრივი თვითმმართველობის  კოდექსი“ საქართველოს ორგანული კანონის 24-ე მუხლის პირველი პუნქტის ,,გ.ბ’’ ქვეპუნქტის, საქართველოს კანონის ,,ზოგადი  ადმინისტრაციული  კოდექსის’’, 61-ე მუხლისა და ,,ნორმატიული  აქტების  შესახებ’’ საქართველოს კანონის 25-ე მუხლის პირველი პუნქტის ,,ბ’’ ქვეპუნქტის შესაბამისად,  ვანის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს: მუხლი 1🔗 დამტკიცდეს ,, ვანის  მუნიციპალიტეტის  ადმინისტრაციული სამსახურის  დებულება“. მუხლი 2🔗 ძალადაკარგულად  გამოცხადდეს  ვანის  მუნიციპალიტეტის  საკრებულოს  2010  წლის  13  აგვისტოს  №13  დადგენილება  ,,ვანის  მუნიციპალიტეტის გამგეობის   ადმინისტრაციული სამსახურის  დებულების  დამტკიცების  შესახებ.“ მუხლი 3🔗 დადგენილება ამოქმედდეს  გამოქვეყნებისთანავე.ვანის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარეალექსანდრე ლილუაშვილი                                  დანართი №1 ვანის  მუნიციპალიტეტისგამგეობის ადმინისტრაციული სამსახურის დებულება მუხლი 1🔗. გამგეობის ადმინისტრაციული სამსახური 1) გამგეობის ადმინისტრაციული სამსახური (ტექსტში შემდგომ - სამსახური) არის მუნიციპალიტეტის გამგეობის სტრუქტურული ერთეული, რომელიც უზრუნველყოფს ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებისა და გამგეობის სამსახურების საქმისწარმოებას, მათ კომუნიკაციას ერთმანეთთან; ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებისა და გამგეობის სამსახურების საქმიანობისსამართლებრივ უზრუნველყოფას, ადამიანური რესურსების მართვას და ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების ურთიერთობის ორგანიზებას მოქალაქეებთან, იურიდიულ პირებთან და სხვა გაერთიანებებთან, სახელმწიფო ორგანოებთან, სხვა თვითმმართველ ერთეულებთან და საერთაშორისო ორგანიზაციებთან; გამგეობის ოფიციალური ღონისძიებების დაგეგმვასა და ორგანიზებას.  ადმინისტრაციულ ერთეულებში  გამგებლის  წარმომადგენლების საქმიანობის კოორდინაციას და კონსულტაციების გაწევას. 2) სამსახური თავის საქმიანობას წარმართავს მოქმედი კანონმდებლობის, გამგეობის დებულების, ამ დებულებისა და მუნიციპალიტეტის სხვა სამართლებრივი აქტების შესაბამისად. მუხლი 2🔗. სამსახურის სტრუქტურა 1) სამსახური შედგება სამსახურის უფროსისა და სტრუქტურული ქვედანაყოფების - განყოფილებებისაგან. 2) სამსახურის სტრუქტურული ქვედანაყოფებია: ა) საქმისწარმოებისა  და საზოგადოებასთან  ურთიერთობის  განყოფილება; ბ) იურიდიული განყოფილება; მუხლი 3🔗. სამსახურის  მართვა 1) სამსახურის საქმიანობას წარმართავს სამსახურის უფროსი, რომელსაც საქართველოს  ორგანული კანონის  ,,ადგილობრივი  თვითმმართველობის  კოდექსი“  დადგენილი წესით თანამდებობაზე  ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს  მუნიციპალიტეტის  გამგებელი. რომლის უფლებამოსილებები განისაზღვრება გამგეობის დებულების მეცხრე მუხლით და ადმინისტრაციული სამსახურის უფროსის სამუშაოთა აღწერილობით. სამსახურის უფროსის არყოფნის შემთხვევაში, გამგებლის ბრძანებით სამსახურის უფროსის უფლება-მოვალეობებს ახორციელებს სამსახურის ერთ-ერთი განყოფილების უფროსი. 2) სამსახურის განყოფილება შედგება განყოფილების უფროსისა და განყოფილების მოხელეებისაგან. 3) განყოფილების საქმიანობას წარმართავს განყოფილების უფროსი, რომლის უფლებამოსილებები განისაზღვრება გამგეობის დებულების მეცამეტე მუხლით და შესაბამისი სამუშაოთა აღწერილობით. განყოფილების უფროსის არყოფნის შემთხვევაში, სამსახურის უფროსის ბრძანებით, განყოფილების უფროსის უფლება-მოვალეობებს ახორციელებს განყოფილების ერთ-ერთი მოხელე. 4) განყოფილების მოხელეების უფლება-მოვალეობები განისაზღვრება გამგეობის დებულების მეთექვსმეტე მუხლით. განყოფილების მოხელეების ფუნქციები განისაზღვრება, შესაბამისი სამუშაოთა აღწერილობებით. 5) სამსახურის მოხელეთა თანამდებობაზე დანიშვნა-გათავისუფლებისა და სამსახურებრივი კარიერის გავლის წესები განისაზღვრება გამგეობის დებულებით, ,,საჯარო სამსახურის შესახებ" კანონის შესაბამისად. მუხლი 4🔗. სამსახურის  ფუნქციები სამსახური დადგენილი წესით უზრუნველყოფს: 1) მუნიციპალიტეტის საკრებულოსა და გამგეობის კორესპონდენციის მიღებასა და ადრესატებისათვის გადაგზავნას; 2) ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოსა და თანამდებობის პირების სამართლებრივი აქტების და სხვა დოკუმენტების გამოქვეყნებას; 3) მიღებული კორესპონდენციის რეგისტრაციასა და მათ განაწილებას დანიშნულებისამებრ, საკრებულოს და მუნიციპალურ სამსახურებს შორის; 4) საკრებულოსა და გამგებლის დავალებების რეგისტრაციას, მათ შესრულების კონტროლს; 5) სამსახურის სამუშაოთა გეგმების მომზადებას;გამგეობის სამსახურების სამუშაოთა გეგმების საფუძველზე გამგეობის სამუშაო გეგმის პროექტის მომზადებას; 6) ადმინისტრაციული წარმოების დადგენილი წესებისა და პროცედურების დაცვას; 7) საქმისწარმოებაში დაშვებული დოკუმენტების სათანადოდ გაფორმებას და დოკუმენტბრუნვას; 8) საქმეთა ნომენკლატურის შედგენას და არქივირებას; 9) გამართულ კომუნიკაციას მუნიციპალიტეტის ორგანოებსა და სტრუქტურულ ერთეულებს შორის, საკრებულოს, ადგილობრივი თვითმმართველობის თანამდებობის პირთა კომუნიკაციას მოქალაქეებთან, სახელმწიფო ორგანოებთან, იურიდიულ პირებთან და სხვა გაერთიანებებთან; 10) მუნიციპალიტეტის ვებგვერდის ადმინისტრირებას; 11) მოქალაქეთა საინფორმაციო მომსახურებას ,,ერთი ფანჯრის" პრინციპის დაცვით; 12) საჯარო ინფორმაციის ხელმისაწვდომობას; 13) მუნიციპალიტეტის სხვა თვითმმართველ ერთეულებთან, ადგილობრივ თვითმმართველობათა ეროვნულ ასოციაციასთან, საერთაშორისო ორგანიზაციებთან თანამშრომლობის ორგანიზებას; 14) მუნიციპალიტეტის ოფიციალური ღონისძიებების დაგეგმვასა და ორგანიზებას; 15) ოფიციალური დელეგაციების მიღებას, საგარეო ვიზიტების დაგეგმვასა და ორგანიზებას; 16) მოქმედი კანონმდებლობით, გამგეობის დებულებით და მუნიციპალიტეტის სხვა სამართლებრივი აქტებით განსაზღვრული ფუნქციების განხორციელებას. 17) გამგებლის  წარმომადგენლებისაგან შესაბამისი ადმინისტრაციული  ერთეულის ტერიტორიაზე  საკრებულოსა და გამგებლის  მიერ  მიღებულ  გადაწყვეტილებათა  შესრულების  მიმდინარეობის  შესახებ  ინფორმაციების  მიღებას და  სათანადო  დამუშავების  შემდეგ  გამგებლისათვის  წარდგენას.  18) გამგეობის თანამდებობის პირთა და სამსახურების სარგებლობაში არსებული საინფორმაციო-საკომუნიკაციო სისტემების ტექნიკურ მომსახურებას, მათ სარგებლობაში არსებული კომპიუტერული ტექნიკის პროგრამული გამართულობის უზრუნველყოფას. 19) კომპიუტერული ტექნიკისა და საინფორმაციო-საკომუნიკაციო ქსელის ექსპლოატაციის წესების დაცვას და ზედამხედველობას. 20) კანონმდებლობით, გამგეობის დებულებით და სხვა სამართლებრივი აქტებით განსაზღვრული ფუნქციების განხორციელებას. 21) ანგარიშვალდებულია სამსახურის უფროსისა და გამგებლის წინაშე  22)  გამგეობის თანამდებობის პირთა და სამსახურების სარგებლობაში არსებული საინფორმაციო-საკომუნიკაციო სისტემების ტექნიკურ მომსახურებას, მათ სარგებლობაში არსებული კომპიუტერული ტექნიკის პროგრამული გამართულობის უზრუნველყოფას. 23) კომპიუტერული ტექნიკისა და საინფორმაციო-საკომუნიკაციო ქსელის ექსპლოატაციის წესების დაცვას და ზედამხედველობას. 24) კანონმდებლობით, გამგეობის დებულებით და სხვა სამართლებრივი აქტებით განსაზღვრული ფუნქციების განხორციელებას. მუხლი 5🔗. საქმისწარმოებისა და საზოგადოებასთან ურთიერთობის განყოფილების  ფუნქციები: განყოფილება დადგენილი წესით უზრუნველყოფს 1) შემოსული და ადგილზე შექმნილი დოკუმენტების აღრიცხვას; 2) შემოსული კორესპონდენციის რეგისტრაციასა და ინდექსაციას; 3) დოკუმენტების გადაცემას შემსრულებლისათვის; 4) დავალებების სათანადოდ გაფორმებას; 5) დოკუმენტების შესრულების კონტროლს და შესრულების მიმდინარეობის შესახებ ინფორმაციის მომზადებას; 6) გასული დოკუმენტების გაგზავნას; 7) საქმეთა მომზადებასარქივისათვისჩასაბარებლად; 8) საქმეთა ნომენკლატურისშედგენას; 9) ადმინისტრაციული წარმოების წესებისა და პროცედურების დაცვას; 10) საქმისწარმოებაში ბეჭდების, შტამპების, ბლანკების სათანადო გამოყენებას; 11) თვითმმართველობის მოხელეთათვის საქმისწარმოების წესის გაცნობას და კონტროლს მათ დაცვაზე; 12) მოქმედი კანონმდებლობით, გამგეობის დებულებითდა მუნიციპალიტეტის სხვა სამართლებრივი აქტებით განსაზღვრული ფუნქციების განხორციელებას. 13) შემოსული და ადგილზე შექმნილი დოკუმენტების ელექტრონულ  საქმისწარმოებას. 14) მუნიციპალიტეტის ვებგვერდის ადმინისტრირებას; 15) ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებისა და თანამდებობის პირების საქმიანობის საჯაროობას; საჯარო ინფორმაციის რეესტრის წარმოებას, საჯარო ინფორმაციის პროაქტიული წესით გამოქვეყნებას, საჯარო ინფორმაციის გაცემას; 16) მოქალაქეთა მისაღების მეშვეობით ,,ერთი ფანჯრის" პრინციპის დაცვით მოქალაქეთა საინფორმაციო მომსახურეობას; 17) ადგილობრივი თვითმმართველობის თანამდებობის პირების პრესკონფერენციების ჩატარების ორგანიზებას, ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების საქმიანობის შესახებ ყოველთვიური პრეს-დაიჯესტის მომზადებასა და გამოქვეყნებას; მათ ურთიერთობას მასობრივ საინფორმაციო საშუალებებთან;  18) მუნიციპალიტეტის საინფორმაციო-საკომუნიკაციო სისტემის ფუნქციონირებას; 19) საკრებულოსა და გამგეობის სამსახურებისათვის საჭირო ინფორმაციის მოძიებასა და სელექციას; 20) მოქმედი კანონმდებლობით, გამგეობის დებულებით და მუნიციპალიტეტის სხვა სამართლებრივი აქტებით განსაზღვრული ფუნქციების განხორციელებას. 21) მუნიციპალიტეტის საჯარო მოსამსახურეთა საკადრო პოლიტიკის შემუშავებასა და მის განხორციელებას; 22) მუნიციპალურ მოსამსახურეთა მიერ ,,საჯარო სამსახურის შესახებ" საქართველოს კანონის მოთხოვნათა შესრულების უზრუნველყოფას და კონტროლს, საკადრო საკითხებთან დაკავშირებით სამართლებრივი აქტების პროექტების მომზადებას; მუნიციპალურ მოსამსახურეთა პირადი საქმეების წარმოებას; მუნიციპალურ მოსამსახურეთა მიერ ,,საჯარო სამსახურის შესახებ" საქართველოს კანონით დადგენილი დოკუმენტაციის წარმოდგენის სისრულის და შესაბამისობის შემოწმებას;  მუნიციპალიტეტის შტატგარეშე და დამხმარე მოსამსახურეებთან შრომითი ხელშეკრულებების გაფორმებას; აღრიცხვასა და კონტროლს ხელშეკრულებით გათვალისწინებულ პირობების დაცვაზე; 23) მუნიციპალურ მოსამსახურეთა შვებულებაში გასვლის გრაფიკის შედგენას  კონტროლს მუნიციპალურ მოსამსახურეთა მიერ კანონით დადგენილი დეკლარაციების წარდგენაზე; მუნიციპალურ მოსამსახურეთა სამსახურეობრივი მოწმობების გაფორმებას და აღრიცხვას; 24) გამგეობის  სტრუქტურული ერთეულების ფუნქციურ და მართვის პროცედურების ანალიზს და შესაბამისი რეკომენდაციების შემუშავებას; 25) კონტროლს საკადრო პოლიტიკის განხორციელებისა და ადამიანური რესურსების მართვის სფეროში; 26) გამგეობის   სტრუქტურული ერთეულების ორგანოების მართვის სისტემის ოპტიმიზაციას; 27) გამგეობის მოსამსახურეთა სამუშაო გეგმების და სამუშაოთა აღწერილობების მომზადებაში მეთოდურ დახმარებას, მოსამსახურეთა სამსახურებრივი მოვალეობებისა და სამუშაოს შესრულების შეფასების და ანგარიშგების კრიტერიუმებისა და ფორმების დადგენას; 28) საჯარო მოსამსახურეთა მიერ სამსახურის გავლის პირობების, წახალისების და დისციპლინური ზომების გამოყენების წესების განსაზღვრის შესახებ წინადადებების მომზადებას; 29) ადგილობრივი თვითმმართველობის საჯარო მოსამსახურეთათვის საკლასო ჩინების მინიჭების საკითხების მომზადებას; 30) ადგილობრივი თვითმმართველობის საჯარო მოსამსახურეთა სტაბილურობის, სამსახურებრივი გადაადგილების და დენადობის თაობაზე სტატისტიკური მონაცემების დამუშავებას, მათ პერიოდულ ანალიზსა და შეფასებას; 31) მუნიციპალიტეტის მოსამსახურეთა ატესტაციების და ვაკანტურ თანამდებობაზე კონკურსის ჩატარების ორგანიზებას; 32) მუნიციპალიტეტის მოსამსახურეთა პროფესიული დონის ანალიზს, კადრების საჭიროებათა შესწავლას და საკადრო რესურსების გამოყენების პროცესის ოპტიმიზაციის მიზნით შესაბამისი წინადადებების მომზადებას; მათი მომზადების, გადამზადებისა და კვალიფიკაციის ამაღლების ორგანიზებას; სტაჟირებასთან და პრაქტიკის გავლასთან დაკავშირებული საკითხების გადაწყვეტას; კვალიფიკაციის ასამაღლებელ მოსამსახურეთა სიის შედგენას; გადამზადების პროგრამათა განსაზღვრას; კონტროლს მუნიციპალურ მოსამსახურეთა მიერ სწავლების (კვალიფიკაციის) ამაღლების კურსების გავლაზე,სწავლების ეფექტურობის შემოწმებას; 33) თვითმმართველობის საჯარო მოსამსახურეთათვის კონსულტაციების გაწევას მათი სამართლებრივი მდგომარეობის, შეზღუდვების და სამსახურის გავლასთან დაკავშირებულ სხვა საკითხებზე; 34) მოქმედი კანონმდებლობით, გამგეობის დებულებით და მუნიციპალიტეტის სხვა სამართლებრივი აქტებით განსაზღვრული ფუნქციების განხორციელებას. მუხლი 6🔗. სამსახურის იურიდიული განყოფილების ფუნქციები სამსახურის იურიდიული განყოფილება უზრუნველყოფს: 1) საკრებულოს, გამგებლის,გამგეობის  სამსახურებისა და თანამდებობის პირების იურიდიულ კონსულტირებას, სამართლებრივი დასკვნების მომზადებას; 2) საკრებულოსა და გამგეობაში შემუშავებული სამართლებრივი აქტების პროექტების, ადმინისტრაციული გარიგებების, ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმების და სხვა დოკუმენტების სამართლებრივ გამართულობას, მათ შესაბამისობას მოქმედ კანონმდებლობასთან და მუნიციპალიტეტის ნორმატიულ აქტებთან; 3) საკრებულოს დადგენილებების  სისტემატიზაცია და კოდიფიცირება; 4) მუნიციპალიტეტის კანონიერი ინტერესების დაცვას სასამართლოში; 5) მუნიციპალიტეტის კანონიერი ინტერესების დაცვას სამართლებრივ ურთიერთობებში სახელმწიფო ორგანოებთან, ფიზიკურ და იურიდიულ პირებთან; 6) მოქმედი კანონმდებლობით, გამგეობის დებულებით და მუნიციპალიტეტის სხვა სამართლებრივი აქტებით განსაზღვრული ფუნქციების განხორციელებას. 7) გამგებლის ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების პროექტების მომზადება. მუხლი 7🔗. სამსახურის წარმომადგენელთა კოორდინაციის მთავარი სპეციალისტის ფუნქციები სამსახურის წარმომადგენელთა კოორდინაციის მთავარი სპეციალისტი უზრუნველყოფს: 1) ადმინისტრაციულ  ერთეულში წარმომადგენლებსა და მუნიციპალიტეტის გამგებელს შორის  კომუნიკაციას, საკრებულოს სამართლებრივი აქტების, გამგეობის თანამდებობის პირთა გადაწყვეტილებების და გამგებლის დავალებების ოპერატიულად გაცნობას მუნიციპალიტეტის  ადმინისტრაციულ ერთეულში გამგებლის  წარმომადგენლებისათვის. 2) სხვადასხვა ადმინისტრაციულ ერთეულში გამგებლის წარმომადგენელთა კოორდინირებულ მოქმედებას. 3) აგროვებს ინფორმაციას სხვადასხვა  ადმინისტრაციულ ერთეულში ადგილობრივი  თვითმმართველობის  ორგანოების მიერ  მიღებულ გადაწყვეტილებათა შესრულების შესახებ, აანალიზებს აღნიშნულ ინფორმაციას და წარუდგენს გამგებელს. 4) შეიმუშავებს  წინადადებებს სხვადასხვა ადმინისტრაციულ ერთეულში ადგილობრივი  თვითმმართველობის  ორგანოების მიერ  მიღებულ გადაწყვეტილებათა განხორციელებისას გამოვლენილი შეფერხებებისა და ხარვეზების აღმოფხვრის თაობაზე და წარუდგენს გამგებელს. 5) აგროვებს და აანალიზებს გამგებლის  წარმომადგელთა მიერ  მიწოდებულ ინფორმაციას მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ ერთეულში არსებული პრობლემების შესახებ და  გამგებელს წარუდგენს სისტემატიზებული სახით  ინფორმაციას აღნიშნული პრობლემების შესახებ, აგრეთვე შეიმუშავებს წინადადებებს  ამ პრობლემების  შესაძლო გადაწყვეტის  თაობაზე. 6) მეთოდურ დახმარებას უწევს გამგებლის წარმომადგენლებს, აძლევს მათ სარეკომენდაციო ხასიათის მითითებებს. 7) კოორდინაციას უწევს  გამგებლის  წარმომადგენლებისათვის საკრებულოს ნორმატიული  აქტების პროექტების,  მუნიციპალური  პროგრამების პროექტების, მუნიციპალიტეტის  პრიორიტეტების  დოკუმენტის პროექტების  გაცნობას.  ახდენს გამგებლის წარმომადგენელთა მიერ აღნიშნულ პროექტებთან დაკავშირებით  გამოთქმულ მოსაზრებების და შენიშვნების  შეგროვებას, აანალიზებს და წარუდგენს გამგებ 8) ახორციელებს  სხვადასხვა უფლებამოსილებებს  გამგებლის  დავალებით. მუხლი 8🔗. სამსახურის  დებულებაში  ცვლილების  და  დამატების  შეტანა სამსახურის  დებულებაში ცვლილების და დამატების  შეტანა ხდება  საქართველოს  ორგანული კანონის ,,ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი’’ შესაბამისად.