ურთიერთგაგების მემორანდუმი საქართველოს სოფლის მეურნეობისა და ისრაელის სახელმწიფოს სოფლის მეურნეობისა და სოფლის განვითარების სამინისტროს შორის ვეტერინარული მომსახურების სფეროში თანამშრომლობის შესახებ
მიღების თარიღი 05.11.2014
ძალაში შესვლა 05.11.2014
გამომცემი ორგანო საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი
ნომერი №31/22
სარეგისტრაციო კოდი 480610000.03.030.016295
გამოქვეყნების წყარო ვებგვერდი, 19/11/2014
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
🧠 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები
ურთიერთგაგების მემორანდუმი ვეტერინარული ჯანმრთელობისა და მეცხოველეობის შესახებ და კატარის სახელმწიფოს მუნიციპალიტეტისა და გარემოს დაცვის სამინისტროსა და საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროს შორის ინფექციურ დაავადებებზე, მათ შორის, განსაკუთრებით საშიში პათოგენებით გამოწვეულ დაავადებებზე, ეპიდზედამხედველობის ინტეგრირებული ეროვნული სისტემის ფუნქციონირების წესის დამტკიცების შესახებ „საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროსა და ლატვიის რესპუბლიკის სოფლის მეურნეობის სამინისტროს შორის თანამშრომლობის შესახებ“ ურთიერთგაგების მემორანდუმი ურთიერთგაგების მემორანდუმი საქართველოს მთავრობასა და თურქეთის რესპუბლიკის მთავრობას შორის ცხოველთა ჯანმრთელობის სფეროში თანამშრომლობის შესახებ საქართველოსა და დიდი ბრიტანეთისა და ჩრდილოეთ ირლანდიის გაერთიანებულ სამეფოს შორის სტრატეგიული პარტნიორობისა და თანამშრომლობის შეთანხმება
დოკუმენტის ტექსტი
ურთიერთგაგების მემორანდუმი საქართველოს სოფლის მეურნეობისა და ისრაელის სახელმწიფოს სოფლის მეურნეობისა და სოფლის განვითარების სამინისტროს შორის ვეტერინარული მომსახურების სფეროში თანამშრომლობის შესახებ
ურთიერთგაგების მემორანდუმი საქართველოს სოფლის მეურნეობისა და ისრაელის სახელმწიფოს სოფლის მეურნეობისა და სოფლის განვითარების სამინისტროს შორის ვეტერინარული მომსახურების სფეროში თანამშრომლობის შესახებ
საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტრო და ისრაელის სახელმწიფოს სოფლის მეურნეობისა და სოფლის მეურნეობის განვითარების სამინისტრო (შემდგომში წოდებული, როგორც „მონაწილეები“),
გამოხატავენ რა თავის სურვილს, ვეტერინარული მედიცინისა და ცხოველთა ჯანმრთელობის დაცვის სფეროში ურთიერთობის განვითარებისა და თანამშრომლობის გაღრმავების თაობაზე;
აღიარებენ რა, თანამშრომლობის მნიშვნელობას ცხოველთა დაავადებების შეჭრისა და თავიდან აცილების მიზნით;
ითვალისწინებენ რა, რომ ცხოველთა ჯანმრთელობის დაცვის მსოფლიო ორგანიზაციის (OIE) მთავარ მიზანს წარმოადგენს ცხოველთა დაავადებებთან დაკავშირებული მდგომარეობის მაქსიმალურად გამჭვირვალედ წარმოჩენა;
ეყრდნობიან რა, 2014 წლის 23 ივნისს ქ. თბილისში ხელმოწერილ შეთანხმებას საქართველოს მთავრობასა და ისრაელის სახელმწიფოს მთავრობას შორის სოფლის მეურნეობის სფეროში თანამშრომლობის შესახებ;
მიაღწიეს შემდეგ ურთიერთგაგებას:
მუხლი I
ხელშემკვრელ მონაწილეთა მხრიდან წინამდებარე ურთიერთგაგების მემორანდუმის ეფექტურ იმპლემენტაციაზე პასუხისმგებელი კომპეტენტური უწყებები იქნებიან:
საქართველოს მხრიდან: საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროს მმართველობის სფეროში შემავალი საჯარო სამართლის იურიდიული პირი – საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროს სურსათის ეროვნული სააგენტო
ისრაელის სახელმწიფოს მხრიდან: სოფლის მეურნეობისა და სოფლის განვითარების სამინისტრო.
მუხლი II
1. წინამდებარე ურთიერთგაგების მემორანდუმის მიზანია, ცხოველთა ჯანმრთელობის დაცვის მსოფლიო ორგანიზაციის (OIE) ხმელეთისა და წყლის ცხოველთა ჯანმრთელობის კოდექსის თანახმად (შემდგომში OIE-ს კოდექსები) რეგულირებული საქონლის ორმხრივი ვაჭრობის ხელშეწყობა და მემორანდუმის მონაწილეთათვის მოწოდება, რომ თავიდან აიცილონ გაუმართლებელი სავაჭრო ბარიერები, მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაციის სანიტარული და ფიტოსანიტარული ზომების გამოყენების თაობაზე შეთანხმების (SPS შეთანხმება) შესაბამისად.
2. მონაწილეთა შორის თანამშრომლობა, მნიშვნელოვანია მათი ტერიტორიების ეპიზოოტიებისაგან დაცვისათვის, OIE კოდექსებით რეგულირებული იმ საქონლის იმპორტის, ექსპორტის და ტრანზიტის დროს, რომლებიც შეიძლება ადამიანებისა და ცხოველებისათვის აღმოჩნდეს გადამდები და ინფექციური დაავადებების მატარებელი.
ამ მიზნისათვის:
a. მონაწილეები შეატყობინებენ ერთმანეთს, OIE კოდექსებში ჩამოთვლილი დაავადებების წყაროს შესახებ, არასანდო ეპიდემიური ზონების შესახებ, დაავადებების მიმდინარეობის ფორმებზე, პათოგენების ტიპზე და ინფექციის შეყვანის სავარაუდო მიზეზებზე, ასევე ასეთი დაავადებების გავრცელების შეზღუდვისა და აღკვეთის მიზნით გატარებული ღონისძიებების თაობაზე.
b. მონაწილეები განახორციელებენ ერთობლივ მცდელობებს, SPS შეთანხმების შესაბამისად, ცოცხალი ცხოველებისა და ცხოველური წარმოშობის პროდუქციის იმპორტ/ექსპორტისა და ტრანზიტის ხელშეწყობის მიზნით.
c. საჭიროების შემთხვევაში, მონაწილეები ხელს შეუწყობენ ერთმანეთს ცხოველთა დაავადებების დიაგნოსტირებაში; იმ ერთობლივი და ორმხრივი საერთაშორისო შეთანხმებების საფუძველზე, რომის წევრებიც არიან მონაწილეები, გაცვლიან ბაქტერიულ და ვირუსულ შტამებს.
მუხლი III
1. მონაწილეთა კომპეტენტური უწყებები უზრუნველყოფენ რეგულირებული საქონლის იმპორტთან, ექსპორტთან და ტრანზიტთან დაკავშირებული შესაბამისი ინფორმაციის გაცემის თაობაზე მოთხოვნისას შესაბამისი საკონტაქტო პირებით უზრუნველყოფას, მათ შორის:
a. მის ტერიტორიაზე დამტკიცებული ვეტერინარულ-სანიტარული რეგულაციების შესახებ;
b. ვეტერინარულ-სანიტარული კონტროლისა და ინსპექტირების პროცედურების შესახებ;
c. ვეტერინალური რისკების ანალიზის პროცედურების შესახებ;
d. წინამდებარე ურთიერთგაგების მემორანდუმიდან გამომდინარე უფლებებისა და ვალდებულებების და მესამე მხარეებთან არსებული მორიგებების შესახებ.
2. საკონტაქტო პირები დაუკავშირდებიან ერთმანეთს შესაბამისი ინფორმაციის მოპოვებისა და ერთობლივი ზომების შემუშავებისათვის საკონსულტაციო შეხვედრების ორგანიზების მიზნით.
მუხლი IV
1. მონაწილეთა ტერიტორიაზე წინამდებარე მემორანდუმის შესაბამისად საქონლის იმპორტი, შესაბამისობაში უნდა იქნეს იმპორტის განმახორციელებელი მონაწილის კომპეტენტური უწყებების მოთხოვნებთან, SPS შეთანხმების დარღვევის გარეშე.
2. წინამდებარე მემორანდუმის შესაბამისად საქონლის ქვეყნის ტერიტორიიდან ექსპორტი უნდა განხორციელდეს ექსპორტიორი ქვეყნის კანონმდებლობით დადგენილი წესით გაცემული ვეტერინარული სერტიფიკატით, რომელიც შეესაბამება იმპორტიორი მონაწილის მოთხოვნებს;
3. წინამდებარე მემორანდუმით გათვალისწინებული საქონლის ტრანზიტი უნდა განხორციელდეს იმ ქვეყნის ვეტერინარული მოთხოვნების მიხედვით, რომლის ტერიტორიაზეც ხორციელდება ტრანზიტი, როგორც ეს ასახულია OIE-ს კოდექსებში.
4. ვეტერინარული სერტიფიკატები უნდა იყოს OIE-ს კოდექსებში ასახულ რეკომენდაციებთან შესაბამისობაში და მონაწილეთა შორის შეთანხმებული. სერტიფიკატები უნდა იყოს შედგენილი მხოლოდ ინგლისურ ენაზე ან ორ ენაზე, რომელთაგან ერთი იქნება ინგლისურ, ხოლო მეორე, მონაწილე მხარის ოფიციალურ ენაზე. შეუსაბამობის შემთხვევაში უპირატესობა მიენიჭება ინგლისურ ენას.
5. სერტიფიკატი ივსება ინგლისურ ენაზე.
მუხლი V
1. მონაწილეებმა შესაძლოა ითანამშრომლონ დაავადებათა კონტროლის კუთხით და აწარმოონ OIE-ს კოდექსებში ჩამოთვლილი დაავადებების კვლევები. რომელთა შედეგებიც გამოქვეყნდება ორმხრივი თანხმობის საფუძველზე.
2. მონაწილეებმა შესაძლებელია გაცვალონ ინფორმაცია OIE-ს კოდექსებში ჩამოთვლილ დაავადებათა კონტროლთან დაკავშირებული სამეცნიერო კვლევების შედეგებისა და სიახლეების შესახებ.
3. მონაწილეები შექმნიან შესაბამის პირობებს ცოდნისა და ინფორმაციის გაზიარებისთვის, აგრეთვე ვეტერინარებისა და სხვა მეცნიერთა პროფესიული განვითარებისათვის.
4. მეცნიერთა და ველში მომუშავე სპეციალისტთა გაცვლა განხორციელდება მონაწილეთა შორის შეთანხმების საფუძველზე.
5. ყველა ხარჯი გაღებულ იქნება გამგზავნი მხარის მიერ თუ წინასწარი შეთანხმებით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული.
მუხლი VI
1. რომელიმე მონაწილის ტერიტორიაზე OIE-ს კოდექსებში ჩამოთვლილ დაავადებათა აღმოჩენის შემთხვევაში მეორე მონაწილეს დაუყოვნებლივ შეუძლია მიმართოს ზომებს საქონლის იმპორტის შესაზღუდად და ამასთანავე დაუყოვნებლივ შეატყობინებს მეორე მონაწილის კომპეტენტურ სამსახურებს აღნიშნულის შესახებ.
2. იმ შემთხვევაში თუ სასაზღვრო ინსპექციის პუნქტი მოახდენს იმპორტირებული საქონლის მიმღები ქვეყნის მოთხოვნებთან შეუსაბამობის იდენტიფიცირებას, რომელიც საფრთხეს შეიცავს ცხოველთა და ადამიანთა ჯანმრთელობისათვის. ქვეყნის კომპეტენტური სამსახური ვალდებულია მიიღოს საქონლის განადგურების ან დაბრუნების ან სხვა გადაწყვეტილება იმპორტიორი ქვეყნის სანიტარიულ და ფიტოსანიტარიულ (SPS) კანონმდებლობაზე დაყრდნობით და დაუყოვნებლივ აცნობოს მეორე მონაწილეს მიღებული გადაწყვეტილების შესახებ.
3. ერთერთი მონაწილის კომპეტენტური სტრუქტურის მიერ მეორე მონაწილის ტერიტორიაზე განსახორციელებელი რეგულირებადი საქონლის ზედამხედველობის, ინსპექტირების და სხვა ღონისძიებების ხარჯებს იღებს მომთხოვნი მონაწილე.
მუხლი VII
მონაწილეები უფლებამოსილნი არიან შექმნან ორმხრივი სამუშაო ჯგუფი. სამუშაო ჯგუფი უფლებამოსილია:
a. წინამდებარე მემორანდუმის აღსრულების ზედამხედველობაზე;
b. პროფესიული გამოცდილებისა და ინფორმაციის გაზიარებაზე ვეტერინარიის კუთხით;
c. მოამზადონ რეკომენდაციები წინამდებარე მემორანდუმის განხორციელებისას წარმოშობილ ნებისმიერ დავებთან დაკავშირებით;
d. მოამზადონ წინამდებარე მემორანდუმის დამატებები.
მუხლი VIII
ნებისმიერი დავა, რომელიც შეიძლება წარმოიშვას წინამდებარე მემორანდუმის განმარტებასა და გამოყენებასთან დაკავშირებით, გადაწყდება მეგობრული მოლაპარაკებების გზით.
მუხლი IX
მონაწილეთა ორმხრივი მოლაპარაკების საფუძველზე, წინამდებარე მემორანდუმში შეიძლება შევიდეს ცვლილებები და დამატებები, რომლებიც გაფორმდება ცალკე ოქმების სახით და ძალაში შევა მე-XI მუხლში გათვალისწინებული პროცედურის შესაბამისად.
მუხლი X
წინამდებარე მემორანდუმი გავლენას არ ახდენს მონაწილეთას მიერ მესამე მხარესთან დადებული საერთაშორისო შეთანხმებებით ნაკისრ უფლებებსა და ვალდებულებებზე.
მუხლი XI
წინამდებარე ურთიერთგაგების მემორანდუმი ძალაში შედის მისი ხელმოწერის თარიღიდან.
წინამდებარე მემორანდუმი ძალაში დარჩება მისი ძალაში შესვლის თარიღიდან 5 წლის ვადით და ავტომატურად გრძელდება შემდგომი ხუთწლიანი პერიოდებით, თუ რომელიმე მონაწილე, პირველი ხუთწლიანი ვადის ამოწურვამდე ან შემდგომში ნებისმიერ დროს, სულ ცოტა 6 თვით ადრე წერილობით არ შეატყობინებს მეორე მონაწილეს თავის განზრახვის შესახებ შეწყვიტოს მისი მოქმედება.
შესრულებულია 2014 წლის 5 ნოემბერს ქ. იერუსალიმში, რომელიც შეესაბამება ებრაული კალენდარით 5774 წლის ჰეშვენი 12 ინგლისურ ენაზე.
საქართველოს სოფლის მეურნეობის ისრაელის სოფლის მეურნეობისა
სამინისტროს სახელით და სოფლის განვითარების
სამინისტროს სახელით