ამბროლაურის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე რეგისტრირებული მუდმივად მცხოვრები მოსახლეობის სამედიცინო მომსახურების სოციალური პროგრამის დამტკიცების შესახებ

მიღების თარიღი 17.11.2014
ძალის დაკარგვა 01.01.2015
გამომცემი ორგანო ამბროლაურის მუნიციპალიტეტი
ნომერი №52
სარეგისტრაციო კოდი 010250050.35.117.016230
გამოქვეყნების წყარო ვებგვერდი, 20/11/2014
კონსოლიდირებული ვერსიები
matsne.gov.ge 436 სიტყვა · ~2 წთ
📄 ტექსტზე გადასვლა ↓
17.11.2014 მიღება
01.01.2015 ძალის დაკარგვა
დამატებითი მეტამონაცემები (1)
ამბროლაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე ერასტი მეტრეველი ამბროლაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
⛔ გაუქმებულია — 1 აქტით

დოკუმენტის ტექსტი

ამბროლაურის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე რეგისტრირებული მუდმივად მცხოვრები მოსახლეობის სამედიცინო მომსახურების სოციალური პროგრამის დამტკიცების შესახებ ამბროლაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება №52 2014 წლის 17 ნოემბერი ქ. ამბროლაური ამბროლაურის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე რეგისტრირებული მუდმივად მცხოვრები მოსახლეობის სამედიცინო მომსახურების სოციალური პროგრამის დამტკიცების შესახებ „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსის“ საქართველოს ორგანული კანონის მე-16 მუხლის მე-3  და მე-4 პუნქტების, მე-19 მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტისა და 61-ე მუხლის პირველი და მე-2 პუნქტების საფუძველზე, ამბროლაურის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს: მუხლი 1🔗 დამტკიცდეს „ამბროლაურის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე რეგისტრირებული მუდმივად მცხოვრები მოსახლეობის სამედიცინო მომსახურების სოციალური პროგრამა“ დანართი №1-ის შესაბამისად. მუხლი 2🔗 დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.ამბროლაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარეერასტი მეტრეველი დანართი N1 ამბროლაურის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე რეგისტრირებული მუდმივად მცხოვრები მოსახლეობის სამედიცინო მომსახურების სოციალური პროგრამა მუხლი 1🔗. ზოგადი დებულებები 1. წინამდებარე პროგრამა წარმოადგენს ამბროლაურის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე რეგისტრირებული (არანაკლებ ექვსი თვისა)  მუდმივად მცხოვრები მოსახლეობის სამედიცინო მომსახურებისათვის საჭირო ღირებულების ადგილობრივი ბიუჯეტიდან თანადაფინანსების პროგრამას. 2. პროგრამის მიზანია დაეხმაროს და ხელი შეუწყოს მოსახლეობის ჯანმრთელობის მდგომარეობას, კვალიფიციური და სპეციალიზებული სამედიცინო მომსახურებით. მუხლი 2🔗. სამედიცინო მომსახურების სახეები მოქალაქისათვის სამედიცინო დახმარების საჭიროების შემთხვევაში მუნიციპალიტეტის ბიუჯეტიდან შეიძლება დაფინანსდეს შემდეგი სამედიცინო მომსახურების სახეები: ა) მწვავე გადაუდებელი და გეგმიური (ოპერაცია, ინტენსიული თერაპია, მედიკამენტური მკურნალობა); ბ)ონკოლოგიური/სიმსივნური (ოპერაცია; ქიმიოთერაპია; სხივური თერაპია; ჰორმონოთერაპია; მედიკამენტური მკურნალობა); გ) დიალიზი; დ) კორონაროგრაფია. მუხლი 3🔗. სამედიცინო მომსახურების დაფინანსება 1. სამედიცინო მომსახურებისათვის სახელმწიფო საყოველთაო და სხვა სახელმწიფო ჯანდაცვის პროგრამების, აგრეთვე სახელმწიფო სადაზღვევო პროგრამების მოსარგებლის გადასახდელი ნაწილი დაფინანსდება ამბროლაურის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტიდან - წლიური ლიმიტი არა უმეტეს 2000 (ორი ათასი)  ლარის ოდენობით (გარდა დიალიზისა). 2. სამედიცინო მომსახურების ხარჯში იანგარიშება აგრეთვე ოპერაციის შემდგომი პერიოდი, არაუმეტეს ექვსი დღისა, თუ ბენეფიციარის სამედიცინო დაწესებულებაში მოთავსება აუცილებელია. მუხლი 4🔗. ამბროლაურის მუნიციპალიტეტის გამგეობაში წარსადგენი დოკუმენტაცია 1. მოქალაქემ/წარმომადგენელმა პროგრამის მეორე მუხლის „ა“, „ბ“ და „დ“ ქვეპუნქტებით განსაღვრული სამედიცინო მომსახურების  დაფინანსების მიზნით ამბროლაურის მუნიციპალიტეტის გამგეობაში უნდა წარადგინოს: ა) განცხადება მუნიციპალიტეტის გამგებლის სახელზე; ბ) პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი; გ) ცნობა ჯანმრთელობის შესახებ (ფორმა №100); დ) სამედიცინო მომსახურების ხარჯების მოცულობის განმსაზღვრელი დოკუმენტი (ანგარიშ-ფაქტურა ან ინვოისი) სამედიცინო დაწესებულებიდან. 2. მეორე მუხლის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული სამედიცინო მომსახურების დასაფინანსებლად, ბენეფიციარის სამედიცინო დიაგნოზში უფლებამოსილი პირის მიერ მითითებული უნდა იყოს „მწვავე გადაუდებელი“. მუხლი 5🔗. დიალიზის კომპონენტის მოსარგებლეთა დახმარება 1. პროგრამის მოსარგებლედ შეიძლება დარეგისტრირდეს ამბროლაურის მუნიციპალიტეტში მცხოვრები პირი, რომელსაც ავადობის დიაგნოზით დაენიშნა დიალიზის კომპონენტის სამედიცინო მომსახურება და მის ოჯახს არ გააჩნია საცხოვრისი იმ ქალაქში, სადაც სარგებლობს სახელმწიფო დაფინანსების პროგრამით „დიალიზი და თირკმლის ტრანსპლანტაცია“. 2. მოსარგებლე ფინანსდება ყოველთვიურად და დახმარების მოცულობა განისაზღვრება თვეში 150 (ას ორმოცდაათი) ლარის ოდენობით, ბინის ქირის ან/და ტრანსპორტირების ხარჯებისათვის. 3. დაფინანსების მიღების მიზნით დაინტერესებულმა მხარემ მუნიციპალიტეტის გამგეობაში უნდა წარმოადგინოს: ა) განცხადება მუნიციპალიტეტის გამგებლის სახელზე; ბ) ბენეფიციარის პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი; გ)  ცნობა ჯანმრთელობის შესახებ (ფორმა №100); დ) საბანკო ანგარიში. მუხლი 6🔗. პროგრამის ადმინისტრირება ბრძანებას, ბენეფიციარისათვის ამბროლაურის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტიდან თანხის ანაზღაურების თაობაზე, გამოსცემს ამბროლაურის მუნიციპალიტეტის გამგებელი, პროგრამით განსაზღვრული კრიტერიუმებისა და ამბროლაურის მუნიციპალიტეტის გამგეობის  სოციალური  სამსახურის უფროსის მოხსენებითი ბარათის შესაბამისად.