ქობულეთის მუნიციპალიტეტის გამგეობის არქიტექტურული და სივრცითი მოწყობის სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ
მიღების თარიღი 17.11.2014
ძალის დაკარგვა 16.04.2018
გამომცემი ორგანო ქობულეთის მუნიციპალიტეტი
ნომერი №24
სარეგისტრაციო კოდი 010260020.35.131.016136
გამოქვეყნების წყარო ვებგვერდი, 19/11/2014
კონსოლიდირებული ვერსიები
დამატებითი მეტამონაცემები (1)
| ქობულეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე სულხან ოქროპირიძე | ქობულეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე |
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
დოკუმენტის ტექსტი
ქობულეთის მუნიციპალიტეტის გამგეობის არქიტექტურული და სივრცითი მოწყობის
სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ
ქობულეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს
დადგენილება №24
2014 წლის 17 ნოემბერი
ქ. ქობულეთი
ქობულეთის მუნიციპალიტეტის გამგეობის არქიტექტურული და სივრცითი მოწყობის
სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ
საქართველოს ორგანული კანონის ,,ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსის” 24-ე მუხლის პირველი პუნქტის„გ.ბ” ქვეპუნქტისა და „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის 25-ე მუხლის საფუძველზე ქობულეთის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს,
მუხლი 1🔗
დამტკიცდეს ქობულეთის მუნიციპალიტეტის გამგეობის არქიტექტურული და სივრცითი მოწყობის სამსახურის დებულება თანახმად დანართისა.
მუხლი 2🔗
ამ დადგენილების ძალაში შესვლისთანავე ძალადაკარგულად გამოცხადდეს ,,ქობულეთის მუნიციპალიტეტის გამგეობის მშენებლობისა და სივრცითი მოწყობის სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“ ქობულეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2010 წლის 29 დეკემბრის №30 დადგენილება.
მუხლი 3🔗
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.ქობულეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარესულხან ოქროპირიძე
დანართი
ქობულეთის მუნიციპალიტეტის გამგეობის
არქიტექტურული და სივრცითი მოწყობის სამსახურის
დებულება
თავი I. ზოგადი დებულებანი
მუხლი 1🔗.
1. ქობულეთის მუნიციპალიტეტის გამგეობის არქიტექტურული და სივრცითი მოწყობის სამსახური სამსახური (შემდგომ - „არქიტექტურული და სივრცითი მოწყობის სამსახური“) არის ქობულეთის მუნიციპალიტეტის გამგეობის სტრუქტურული ერთეული, რომელიც თავის საქმიანობაში ხელმძღვანელობს საქართველოს კონსტიტუციით, საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსით“, ქობულეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 4 სექტემბრის №10 დადგენილებით დამტკიცებული ქობულეთის მუნიციპალიტეტის გამგეობის დებულებით, საქართველოს კანონმდებლობით და ამ დებულებით.
2. არქიტექტურული და სივრცითი მოწყობის სამსახური შექმნილია „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსის“ საქართველოს ორგანული კანონისა და „ქობულეთის მუნიციპალიტეტის გამგეობის დებულების დამტკიცების შესახებ“ ქობულეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 4 სექტემბრის №10 დადგენილების შესაბამისად.
3. არქიტექტურული და სივრცითი მოწყობის სამსახური არ წარმოადგენს დამოუკიდებელ საბიუჯეტო დაწესებულებას, არ აქვს დასრულებული ბალანსი და ანგარიში.
4. არქიტექტურული და სივრცითი მოწყობის სამსახურის იურიდიული მისამართია: ქ. ქობულეთი, დავით აღმაშენებლის გამზირი №141.
5. არქიტექტურული და სივრცითი მოწყობის სამსახური იყენებს კანონმდებლობით დადგენილი წესით დამტკიცებულ ტიტულიან ბლანკს საკუთარი და სახელების აღნიშვნით.
6. არქიტექტურული და სივრცითი მოწყობის სამსახური სამსახურს აქვს ბეჭედი ქობულეთის მუნიციპალიტეტის გამგეობისა და საკუთარი დასახელების დამატების აღნიშვნით.
თავი II. სამსახურის ამოცანები და ფუნქციები
მუხლი 2🔗.
არქიტექტურული და სივრცითი მოწყობის სამსახურის ძირითადი ფუნქციები და ამოცანებია:
ა) მუნიციპალიტეტის სივრცითი მოწყობისა და ურბანული განვითარების დაგეგმვა;
ბ) მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მიწათსარგებლობის დაგეგმვა, უფლებრივი ზონირება;
გ) დასახლებათა მიწათსარგებლობის გენერალური გეგმების შემუშავება;
დ) დასახლებათა განაშენიანების რეგულირების გეგმების შემუშავება;
ე) დასახლებათა ტერიტორიების გამოყენებისა და განაშენიანების რეგულირების წესების შემუშავება;
ვ) გეგმარებითი დავალებების მომზადება;
ზ) მშენებლობის ნებართვების გასაცემად საჭირო პირობების, საპროექტო და სხვა დოკუმენტაციების კანონმდებლობასთან და მუნიციპალიტეტის სამართლებრივი აქტებით განსაზღვრულ მოთხოვნებთან შესაბამისობის თაობაზე დასკვნების შემუშავება;
თ) მუნიციპალიტეტის სივრცითი მოწყობისა და ქალაქმშენებლობის საინფორმაციო-საკომუნიკაციო სისტემის შექმნა და განვითარება;
ი) მშენებლობის ნებართვების თაობაზე სამართლებრივი აქტების პროექტების შემუშავება, შეთანხმება;
კ) უნებართვოდ ან/და პროექტის დარღვევით აშენებული ობიექტების ან მათი ნაწილების ლეგალიზების შესახებ გადაწყვეტილების მიღების პროცედურების ორგანიზება;
ლ) მოქმედი კანონმდებლობით და მუნიციპალიტეტის სამართლებრივი აქტებით განსაზღვრული სხვა ფუნქციების განხორციელება.
მუხლი 3🔗.
1. საქართველოს კანონმდებლობით და ამ დებულებით განსაზღვრული ძირითადი ამოცანებისა და ფუნქციების განსახორციელებლად არქიტექტურული და სივრცითი მოწყობის სამსახური თავისი კომპეტენციის ფარგლებში:
ა) ორგანიზებას უწევს არქიტექტურულ-ქალაქმშენებლობითი პროცესების მართვას ქობულეთის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე;
ბ) უზრუნველყოფს ქობულეთის მუნიციპალიტეტის სივრცით-ტერიტორიულ დაგეგმვასთან და ქალაქმშენებლობასთან დაკავშირებული წინადადებების (პროექტების) მომზადებას, აგრეთვე ამ საკითხებთან დაკავშირებით საკრებულოს მიერ მიღებული სამართლებრივი აქტების აღსრულებას;
გ) უზრუნველყოფს ქობულეთის მუნიციპალიტეტის სივრცით-ტერიტორიულ დაგეგმვის განხორციელებას და მასთან დაკავშირებული დოკუმენტების შესრულებაზე ზედამხედველობას;
დ) უზრუნველყოფს სივრცით-ტერიტორიული დაგეგმვის პროცესის საჯაროობას და ხელმისაწვდომობას ყველა დაინტერესებულ პირთათვის;
ე) უზრუნველყოფს ქობულეთის მუნიციპალიტეტის სივრცითი მოწყობისა და ქალაქთმშენებლობის პროცესზე მონიტორინგს;
ვ) უზრუნველყოფს სივრცით-ტერიტორიული დაგეგმვასა და ქალაქმშენებლობასთან დაკავშირებულ დოკუმენტებში შესატანი ცვლილებების და დამატებების პროექტების მომზადებას;
ზ) უზრუნველყოფს ქობულეთის მუნიციპალიტეტის ზონებად დაყოფასთან, მათი საზღვრების დადგენასთან და შეცვლასთან დაკავშირებული წინადადებების (პროექტების) მომზადებას, აგრეთვე ამ საკითხებთან დაკავშირებით საკრებულოს მიერ მიღებული სამართლებრივი აქტების აღსრულებას;
თ) უზრუნველყოფს მშენებლობის ნებართვების გაცემასთან დაკავშირებული პროცედურების ორგანიზებას;
ი) უზრუნველყოფს მრავალსართულიანი საცხოვრებელი სახლების საზღვრების დადგენის თაობაზე საპროექტო დავალების გაცემასა და საპროექტო დოკუმენტაციის შეთანხმებასთან დაკავშირებული პროცედურების ორგანიზებას;
კ) უზრუნველყოფს უნებართვოდ ან/და პროექტის დარღვევით აშენებული ობიექტების ან მათი ნაწილების ლეგალიზების შესახებ გადაწყვეტილების მიღების პროცედურების ორგანიზებას;
ლ) უზრუნველყოფს მის კომპეტენციაში შემავალი სამართლებრივი დოკუმენტების პროექტების მომზადებას და ქობულეთის მუნიციპალიტეტის გამგებლისათვის წარდგენას;
მ) უზრუნველყოფს გარე რეკლამისა და შენობა-ნაგებობის ფასადებზე განთავსებული რეკლამების იერსახის შეთანხმებას;
ნ) თანამშრომლობს საზოგადოებრივ ორგანიზაციებთან;
ო) უზრუნველყოფს დაქვემდებარებულ სფეროებში გამოვლენილ ან შესაძლო დარღვევების თაობაზე სათანადო წინადადებების და დასკვნების მომზადებას და შესაბამის კომპეტენტურ ორგანოებში წარდგენას;
პ) უზრუნველყოფს ფიზიკური და იურიდიული პირების განცხადებების კანონით დადგენილ ვადებში განხილვას;
ჟ) უზრუნველყოფს გამგებლის, გამგებლის მოადგილეების ცალკეული დავალებების შესრულებას;
რ) ახორციელებს საქართველოს კანონმდებლობითა და მუნიციპალიტეტის სამართლებრივი აქტებით განსაზღვრულ სხვა ფუნქციებს.
თავი III. სამსახურის ხელმძღვანელობა
მუხლი 4🔗.
1. არქიტექტურული და სივრცითი მოწყობის სამსახურს ხელმძღვანელობს არქიტექტურული და სივრცითი მოწყობის სამსახურის უფროსი (შემდგომ - სამსახურის უფროსი), რომელსაც კანონის შესაბამისად თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს ქობულეთის მუნიციპალიტეტის გამგებელი.
2. არქიტექტურული და სივრცითი მოწყობის სამსახურის უფროსი:
ა) უზრუნველყოფს სამსახურის საქმიანობას საქართველოს კონსტიტუციის, საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსისა“ და საქართველოს სხვა კანონმდებლობის შესაბამისად;
ბ) წარმართავს სამსახურის საქმიანობას და პასუხისმგებელია ამ ერთეულის მიერ დაკისრებული უფლებებისა და მოვალეობების შესრულებაზე.
გ) ითანხმებს სამსახურში მომზადებული საკითხების მოქმედ კანონმდებლობასთან შესაბამისობას და გამგეობის საქმიანობიდან გამომდინარე გამგეობისათვის მისი მიზანშეწონილობის საკითხს.
დ) ქობულეთის მუნიციპალიტეტის გამგებელს გადაწყვეტილების მისაღებად წარუდგენს მშენებლობის ნებართვების გაცემასთან, მრავალსართულიანი საცხოვრებელი სახლები საზღვრების დადგენის თაობაზე საპროექტო დავალების გაცემასა და საპროექტო დოკუმენტაციის შეთანხმებასთან და უნებართვოდ ან/და პროექტის დარღვევით აშენებული ობიექტების ან მათი ნაწილების ლეგალიზებასთან დაკავშირებულ დოკუმენტაციას.
ე) შეიმუშავებს და მუნიციპალიტეტის გამგებელს განსახილველად წარუდგენს წინადადებებს სამსახურის თანამშრომელთა შორის ფუნქციათა განაწილების შესახებ;
ვ) ანაწილებს სამსახურში შემოსულ საკითხებს თანამშრომელთა შორის;
ზ) შეიმუშავებს და მუნიციპალიტეტის გამგებელს განსახილველად წარუდგენს წინადადებებს თანამშრომელთა წახალისებისა და დისციპლინური პასუხისმგებლობის დაკისრების შესახებ;
თ) იხილავს მის დაქვემდებარებაში მყოფ საჯარო მოსამსახურეთა სამსახურებრივი საქმიანობიდან გამომდინარე შეტანილ საჩივრებს და მუნიციპალიტეტის გამგებელს წარუდგენს შესაბამის დასკვნას რეაგირებისთვის;
ი) უზრუნველყოფს სამსახურის კომპეტენციაში შემავალ საკითხებზე ადმინისტრაციულ სამართლებრივი აქტის გამოცემას. წინადადებების, დასკვნებისა და რეკომენდაციების მომზადებას და მუნიციპალიტეტის გამგებლისათვის წარდგენას;
კ) მუნიციპალიტეტის გამგებელს წარუდგენს სამსახურის მიერ გაწეული საქმიანობის ანგარიშს;
ლ) უზრუნველყოფს სამსახურის კომპეტენციაში შემავალ საკითხებზე ადმინისტრაციული წარმოების წარმართვას;
მ) სამსახურის კომპეტენციის ფარგლებში ამზადებს შესაბამისი სამართლებრივი აქტების პროექტებს;
ნ) თავის კომპეტენციაში შემავალ საკითხებზე კონსულტაციებს უწევს მუნიციპალიტეტის გამგებელს, გამგებლის მოადგილეებს და სხვა სტრუქტურული ერთეულებს.
ო) ხელმძღვანელობს და წარმოადგენს სამსახურს მესამე პირებთან სამართლებრივ ურთიერთობებში;
პ) მონაწილეობს გამგეობის საქმიანობიდან გამომდინარე შექმნილ კომისიებში;
ჟ) ესწრება გამგებლის თათბირებს;
რ) დადგენილი წესით მართავს სამსახურისთვის გადაცემულ ქონებას;
ს) თავისი კომპეტენციის ფარგლებში ასრულებს მუნიციპალიტეტის გამგებლის და გამგებლის მოადგილეების ცალკეულ დავალებებს;
ტ) სამსახურის საქმიანობიდან გამომდინარე ახორციელებს სხვა უფლებამოსილებებს.
3. სამსახურის უფროსის არყოფნისას, უფროსის მიერ უფლებამოსილების განხორციელების შეუძლებლობის შემთხვევაში ან თანამდებობიდან მისი გადადგომისას ან/და განთავისუფლებისას უფროსის მოვალეობის შესრულება გამგებლის სამართლებრივი აქტის საფუძველზე ეკისრება სამსახურის ერთ-ერთ სპეციალისტს.
თავი IV. სამსახურის სტრუქტურა
მუხლი 5🔗.
1. არქიტექტურული და სივრცითი მოწყობის სამსახური შედგება:
ა) სამსახურის უფროსი;
ბ) წამყვანის პეციალისტები;
2. სამსახურის მოხელეთა თანამდებობაზე დანიშვნა-განთავისუფლება ხორციელდება გამგეობის დებულებით, “საჯარო სამსახურის შესახებ” საქართველოს კანონით.
თავი V. სხვა დებულებები
მუხლი 6🔗.
1. წინამდებარე დებულებაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანა შეიძლება საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“-ს შესაბამისად ქობულეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილებით.
2.სამსახურის რეორგანიზაცია ან/და ლიკვიდაცია ხორციელდება საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“-ს შესაბამისად ქობულეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილებით.