„დიპლომატიური სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე
დოკუმენტის ტექსტი
საქართველოს კანონი
„დიპლომატიური სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე
მუხლი 1
„დიპლომატიური სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე, №30(37), 1999 წელი, მუხ. 161) მე-2 მუხლის „თ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„თ) დიპლომატიური თანამდებობის პირთან გათანაბრებული პირი – სახელმწიფო მოხელე, რომელიც საქართველოს პარლამენტის, საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის, საქართველოს მთავრობის კანცელარიის, საქართველოს ეროვნული უშიშროების საბჭოს, ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის აპარატის, აგრეთვე შესაბამისი საერთაშორისო ხელშეკრულების ან შეთანხმების საფუძველზე საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს, საქართველოს საგარეო დაზვერვის სპეციალური სამსახურის სახელით მონაწილეობს ქვეყნის საგარეო პოლიტიკური კურსისა და საერთაშორისო ურთიერთობების შესახებ წინადადებების შემუშავებასა და განხორციელებაში და საქართველოს პრეზიდენტის განკარგულების, საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის ბრძანების ან, შესაბამისად, საქართველოს პრემიერ-მინისტრის ბრძანების საფუძველზე გათანაბრებულია დიპლომატიური თანამდებობის პირთან. ეს სტატუსი მოქმედებს მხოლოდ ამ ქვეპუნქტში აღნიშნული საქმიანობის განხორციელების დროს;“.
მუხლი 2
ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
საქართველოს პრეზიდენტი მ. სააკაშვილი
თბილისი,
2006 წლის 17 მარტი.
№2786–Iს