⚠️ ეს დოკუმენტი ძალადაკარგულია (16.04.2018)
გაუქმებულია:

ქობულეთის მუნიციპალიტეტის გამგეობის ზედამხედველობის სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ

მიღების თარიღი 17.11.2014
ძალის დაკარგვა 16.04.2018
გამომცემი ორგანო ქობულეთის მუნიციპალიტეტი
ნომერი №25
სარეგისტრაციო კოდი 010260020.35.131.016137
გამოქვეყნების წყარო ვებგვერდი, 19/11/2014
კონსოლიდირებული ვერსიები
matsne.gov.ge 1,748 სიტყვა · ~9 წთ
📄 ტექსტზე გადასვლა ↓
17.11.2014 მიღება
16.04.2018 ძალის დაკარგვა
დამატებითი მეტამონაცემები (1)
ქობულეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე სულხან ოქროპირიძე ქობულეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
⛔ გაუქმებულია — 1 აქტით

დოკუმენტის ტექსტი

ქობულეთის მუნიციპალიტეტის გამგეობის ზედამხედველობის სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ ქობულეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება №25 2014 წლის 17 ნოემბერი ქ. ქობულეთი ქობულეთის მუნიციპალიტეტის გამგეობის ზედამხედველობის სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ საქართველოს ორგანული კანონის ,,ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსის” 24-ე მუხლის პირველი  პუნქტის  „გ.ბ” ქვეპუნქტისა და  „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის 25-ე მუხლის  საფუძველზე  ქობულეთის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს, მუხლი 1🔗 დამტკიცდეს ქობულეთის მუნიციპალიტეტის გამგეობის ზედამხედველობის სამსახურის  დებულება თანახმად დანართისა. მუხლი 2🔗 ამ დადგენილების ძალაში შესვლისთანავე ძალადაკარგულად იქნას გამოცხადებული ,,ქობულეთის მუნიციპალიტეტის გამგეობის ზედამხედველობის სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“ ქობულეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2010 წლის 29  დეკემბრის №-29 დადგენილება. მუხლი 3🔗 დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.ქობულეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარესულხან ოქროპირიძე დანართი ქობულეთის მუნიციპალიტეტის გამგეობის ზედამხედველობის სამსახურის დ ე ბ უ ლ ე ბ ა თავი I. ზოგადი დებულებანი  მუხლი 1🔗 1. ქობულეთის მუნიციპალიტეტის გამგეობის ზედამხედველობის  სამსახური (შემდგომ - ,,ზედამხედველობის სამსახური“) არის ქობულეთის მუნიციპალიტეტის გამგეობის სტრუქტურული ერთეული, რომელიც თავის საქმიანობაში ხელმძღვანელობს საქართველოს კონსტიტუციით, „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსის“ საქართველოს ორგანული კანონით, ქობულეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 4 სექტემბრის  №10 დადგენილებით დამტკიცებული ქობულეთის მუნიციპალიტეტის გამგეობის დებულებით, საქართველოს კანონმდებლობით და ამ დებულებით. 2. ზედამხედველობის სამსახური შექმნილია „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსის“ საქართველოს ორგანული კანონისა და „ქობულეთის მუნიციპალიტეტის გამგეობის დებულების დამტკიცების შესახებ“ ქობულეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 4 სექტემბრის  №10 დადგენილების შესაბამისად. 3. ზედამხედველობის სამსახური არ წარმოადგენს დამოუკიდებელ საბიუჯეტო დაწესებულებას, არ აქვს დასრულებული ბალანსი და ანგარიში. 4. ზედამხედველობის სამსახურის იურიდიული მისამართია: ქ. ქობულეთი, დავით აღმაშენებლის გამზირი №141. 5. ზედამხედველობის სამსახური იყენებს კანონმდებლობით დადგენილი წესით დამტკიცებულ ტიტულიან ბლანკს საკუთარი დასახელების აღნიშვნით. 6. ზედამხედველობის სამსახურს აქვს ბეჭედი ქობულეთის მუნიციპალიტეტის გამგეობისა და საკუთარი დასახელების დამატების აღნიშვნით. თავი II. სამსახურის ამოცანები, ფუნქციები, უფლებები და ვალდებულებები მუხლი 2🔗 სამსახურის ძირითადი ამოცანაა მუნიციპალიტეტის გარე იერსახეზე, გარე ვაჭრობაზე, გარე რეკლამის განთავსებაზე, საზოგადოებრივი ადგილებით სარგებლობის შეზღუდვის წესების, სამშენებლო, გარემოსდაცვითი, სანიტარიული და სხვა შესაბამისი ნორმების მოთხოვნათა დაცვაზე ზედამხედველობის განხორციელება კანონმდებლობის დადგენილი კომპეტენციის ფარგლებში. მუხლი 3🔗  სამსახურის ფუნქციებია: ა) გარე რეკლამის განთავსების, სამშენებლო საქმიანობის დადგენილი წესების დარღვევების ფაქტების გამოვლენა და მათ შესრულებაზე კონტროლი; ბ) ქობულეთის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე განლაგებული წარმოება-დაწესებულების,  ორგანიზაციების, იურიდიული და ფიზიკური პირების მიერ კეთილმოწყობის წესების დაცვაზე (შენობა-ნაგებობების ფასადების, გზის საფარის, გარე განათების, გამწვანებული ტერიტორიების, მარკიზების, ვიტრინების, ღობეების ტექნიკურ-ესტეთიკური მდგომარეობის) კონტროლი და დარღვევის ფაქტების გამოვლენის შემთხვევაში სათანადო რეაგირება: გ) სამშენებლო, სარემონტო და საავარიო სამუშაოების წარმოების წესების დაცვაზე (სამშენებლო და სარემონტო ტერიტორიების შემოღობვა, მიწის გრუნტისა და სამშენებლო ნარჩენების სპეციალურად გამოყოფილ ადგილებში გატანა, მიწისქვეშა კომუნიკაციათა ჩაწყობა-გადაკეთებისა და მიწის გათხრასთან დაკავშირებული სხვა სამუშაოების ჩატარება, სამუშაოების დამთავრების შემდეგ ობიექტის კეთილმოწყობა-მოწესრიგება და სხვა), ქობულეთის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე  დაზიანებული ქუჩებისა და მაგისტრალების მოწესრიგების ღონისძიებათა დროულ შესრულებაზე კონტროლის დაწესება. დ) სამოქმედო ტერიტორიაზე უზრუნველყოს კანონმდებლობით დადგენილი სამართლებრივი წესრიგი მშენებლობის დაწყებიდან მის დასრულებამდე; ე) უზრუნველყოს გარე ვაჭრობის დადგენილი წესების დაცვის კონტროლი და ამ სფეროში დაშვებული დარღვევის ფაქტების გამოვლენა; ვ) უკანონო, უსახური და ამორტიზირებული ჯიხურების, მანქანა-დანადგარების, ავტოფარეხების (რკინის-კონსტრუქციები), დახლების, სტელაჟების, სარეკლამო და საინფორმაციო სტენდების, დაფების, ფირნიშების, აბრების, აფიშების, პლაკატების, ლოზუნგების და სხვა სარეკლამო ატრიბუტიკის არასწორად განთავსების ფაქტების გამოვლენა, მათი აღკვეთის ღონისძიებების განხორციელება. ზ) ქობულეთის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე კანონმდებლობით დადგენილი წესით სამშენებლო-სამონტაჟო სამუშაოების, სამშენებლო მასალების, ნაკეთობებისა და კონსტრუქციების სიმტკიცის, სამშენებლო ნორმებისა და წესების დაცვაზე კონტროლი, თ) ქობულეთის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე სამშენებლო საქმიანობაზე და მასში მონაწილე ყველა სუბიექტზე, სამშენებლო სამუშაოების განხორციელებისას სამშენებლო ნორმების, წესების, სახელმწიფო სტანდარტებისა და ნორმატიული აქტების მოთხოვნათა დაცვაზე, სამშენებლო საქმიანობის წარმოებისას შესაბამის სამსახურთან შეთანხმებულ და დამტკიცებულ პროექტთან შესაბამისობაზე, მშენებარე ხაზობრივი ნაგებობების, შენობა-ნაგებობების საპროექტო დოკუმენტაციასთან შესაბამისობაზე კონტროლი. ი) მშენებარე, რეკონსტრუქციაში მყოფი და ლანდშაფტური, მცირე არქიტექტურული ფორმების ინსპექტირება. კ) ქობულეთის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე სანიტარიული და გარემოს დაცვითი კანონმდებლობის შესრულებაზე კონტროლი. ლ) მოსახლეობის ჯანმრთელობისათვის უსაფრთხო გარემოს უზრუნველსაყოფად შრომის, ყოფა-ცხოვრების და დასვენების უსაფრთხოებაზე განმსაზღვრელი წესებისა და ნორმების დაცვაზე ზედამხედველობის განხორციელება. მ) სამოქმედო სფეროში  საქართველოს ადმინისტრაციულ-სამართალდარღვევათა კოდექსის დამრღვევი ფიზიკური ან/და იურიდიული პირის მიმართ საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი პასუხისმგებლობის ზომების გამოყენება. ნ) საგანმანათლებლო,სააღმზრდელო და საგანმანათლებლო-სააღმზრდელო დაწესებულებებში სანიტარიული სახის პრევენციული ღონისძიებების განხორციელების ხელშეწყობა. ო) საგანმანათლებლო, სააღმზრდელო და საგანმანათლებლო-სააღმზრდელო დაწესებულებებში სანიტარიული და ჰიგიენური ნორმების დაცვის ზედამხედველობა; პ) ქობულეთის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე განთავსებულ საზოგადოებრივი მნიშვნელობის დაწესებულებებში (საპარიკმახეროები, კოსმეტიკური კაბინეტები სასტუმროები, კემპინგები, მოტელები, ავტოსადგომები, აბანოები, საუნები, საშხაპეები, სამრეცხაოები, საზოგადოებრივი პლაჟები, კინოთეატრები, სპორტული მოედნები, ნაგავსაყრელები, ტურისტული ბაზები, სანატორიუმები, სათამაშო სახლები, კლუბები, ატრაქციონები და საზოგადოებრივი მნიშვნელობის სხვა დაწესებულებები) სანიტარიული ნორმების დაცვის ზედამხედველობა; ჟ) მშენებლობა დასრულებული შენობა-ნაგებობების ვარგისად აღიარება; რ) დასუფთავების მოსაკრებელის ადმინისტრირება; ს) დადგენილი წესით დაწესებულებების მოწყობის სანიტარიულ-ჰიგიენურ ნორმებთან შესაბამისობის დასკვნის გაცემა. ტ) უზრუნველყოს ფიზიკური და იურიდიული პირების განცხადებების კანონით დადგენილ ვადებში განხილვა; უ) უზრუნველყოს გამგებლის, გამგებლის მოადგილეების ცალკეული დავალებების შესრულება; ფ) ახორციელებს საქართველოს კანონმდებლობითა და საკრებულოს სამართლებრივი აქტებით განსაზღვრულ სხვა ფუნქციებს. მუხლი 4🔗 თავისი ფუნქციების შეუფერხებელი განხორციელების მიზნით, სამსახურს კანონმდებლობით მინიჭებული კომპეტენციის ფარგლებში უფლება აქვს: ა) შენობა-ნაგებობების მშენებლობის, გაფართოებასა და რეკონსტრუქციაზე, სამშენებლო ნორმების, წესების, სახელმწიფო სტანდარტებისა და სხვა ნორმატიული აქტების მოთხოვნათა დაცვაზე შემოწმების პროცესში მოითხოვოს საჭირო ინფორმაცია სამოქმედო ტერიტორიაზე განლაგებული ყველა ფიზიკური ან/და იურიდიული პირისაგან, განურჩევლად საკუთრების ფორმისა და უწყებრივი დაქვემდებარებისა; ბ) განსაზღვროს დარღვევის აღმოფხვრის ღონისძიებები და ვადები, დააწესოს კონტროლი მათ ხარისხიან შესრულებაზე; გ) განახორციელოს კონტროლი საქალაქო მეურნეობის, კეთილმოწყობის, გარე რეკლამის, საზოგადოებრივი ადგილებით სარგებლობის შეზღუდვის, გარე ვაჭრობის და სანიტარული დასუფთავების ღონისძიებათა შესრულებაზე; დ) მოსთხოვოს სამშენებლო საქმიანობაში მონაწილე სუბიექტებს ყველა აუცილებელი საპროექტო, ნორმატიული და საშემსრულებლო დოკუმენტაცია; ე) სამსახური სამშენებლო სამართალდარღვევის საკითხებს განიხილავს მათი ხასიათისა და სახეობის, ფაქტობრივი ან მოსალოდნელი შედეგების გათვალისწინებით და არსებული კანონმდებლობის საფუძველზე იღებს გადაწყვეტილებას დამრღვევის მიმართ საჯარიმო ან/და სხვა ზომებისა და ღონისძიებების გატარების თაობაზე; ვ) დარღვევის გამოვლენის შემთხვევაში მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად დამრღვევი ფიზიკური ან/და იურიდიული პირის, აგრეთვე თანამდებობის პირის მიმართ გამოიყენოს საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი პასუხისმგებლობის ზომები; ზ) დარღვევის გამოვლენის შემთხვევაში მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად შეადგინოს ოქმი ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა ფაქტზე. მოახდინოს უდაო საჯარიმო თანხის ამოღება და დადგენილი წესის შესაბამისად მათი ბიუჯეტში მიმართვა; თ) გასცეს მშენებლობაში მონაწილეთათვის აუცილებლად შესასრულებელი მითითება პროექტის, სამშენებლო ნორმების, სტანდარტებისა და სხვა სათანადო დოკუმენტაციის მოთხოვნების დარღვევათა გამოსწორების შესახებ; ი) დამრღვევის მიმართ მიიღოს შესაბამისი დადგენილება: ი.ა) დამრღვევის დაჯარიმების შესახებ; ი.ბ) დამრღვევის დაჯარიმებისა და კანონმდებლობის დარღვევით მიმდინარე მშენებლობისა და უნებართვო დემონტაჟის შეჩერების შესახებ; ი.გ) დამრღვევის დაჯარიმებისა და კანონმდებლობის დარღვევით აშენებული შენობა-ნაგებობების მთლიანად ან ნაწილობრივ დემონტაჟის, მშენებარე შენობა-ნაგებობების მშენებლობის მთლიანად ან ნაწილობრივ შეჩერებისა და დემონტაჟის შესახებ; კ) დამრღვევის მიერ დაკისრებული ჯარიმის გადაუხდელობის შემთხვევაში მიიღოს დადგენილება საურავის დაკისრების შესახებ,  დადგენილების აღსრულების მიზნით საქმე გადააგზავნოს სააღსრულებო ბიუროში.   ლ) მის მმართველობას მიკუთვნებული სფეროების ფარგლებში მოამზადოს წინადადებები გამგეობის სამსახურებისა და კერძო სამართლის სუბიექტების არამართლზომიერი გადაწყვეტილებებისა და ქმედებების შესახებ და წარუდგინოს შემდგომი გადაწყვეტილებების მისაღებად გამგებელს; მ) დადგენილი წესის მიხედვით სათანადო ვადებში უზრუნველყოს ინფორმაციის წარდგენა გამგებელთან; ნ) ფიზიკურ ან/და იურიდიულ პირთა განცხადებები და შუამდგომლობები, განიხილოს დადგენილ ვადებში და პასუხი გასცეს იმ კანონმდებლობისა და ნორმატიული აქტების ფარგლებში, რომელთა აღსრულებაც შედის სამსახურის კომპეტენციაში; ო) განახორციელოს სანიტარიული და გარემოს დაცვითი კანონმდებლობის შესრულებაზე კონტროლი; პ) განახორციელოს კანონმდებლობით მინიჭებული სხვა უფლებამოსილებანი. მუხლი 5🔗 სამსახური ვალდებულია: ა) აწარმოოს ქობულეთის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე საზოგადოებრივი სარგებლობის შეზღუდვაზე, ქუჩებზე, მაგისტრალებზე, მოედნებზე, პარკებში, სკვერებში, დასასვენებელ ზონებში, საერთო სარგებლობის ეზოებში მიწის გათხრითი სამუშაოების წარმოებაზე, მიწისქვეშა საინჟინრო ქსელების ჩაწყობა-გადაკეთებაზე, სამშენებლო და სარემონტო ტერიტორიების შემოღობვების მოწყობაზე, ქუჩის დროებით გადაკეტვაზე ან ნაწილობრივ შეზღუდვაზე, შენობათა საძირკვლის გამაგრებითი სამუშაოების ჩატარებაზე, სამშენებლო პოლიგონების ქვაბულებიდან მიწის გრუნტისა და სამშენებლო ნაგვის სპეციალურად გამოყოფილ საყრელებზე გატანაზე და აღნიშნული სამუშაოების დადგენილი წესებით და განსაზღვრულ ვადებში შესრულებაზე კონტროლი; ბ) განახორციელოს ზედამხედველობა და კონტროლი ქობულეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოსა და გამგებლის მიერ საქალაქო მეურნეობის, კეთილმოწყობის, გარე იერსახის, გარე რეკლამის, საზოგადოებრივი ადგილებით სარგებლობის შეზღუდვის, გარე ვაჭრობის და სხვა საკითხებზე მიღებული სამართლებრივი აქტების შესრულებაზე; გ)  აწარმოოს საშიში ქიმიური ნივთიერებების წარმოების, ტრანსპორტირების, შენახვა-დასაწყობების, მოხმარების, გადამუშავების, გაუვნებლობისა და განთავსების, აგრეთვე რადიაქტიული ნივთიერებებისა და მავნებელი გამოსხივების სხვა წყაროების მოპოვების, მიღების, დამზადების, წარმოების, გამოყენებისა და ჩამარხვის დროს შესაბამისი კანონმდებლობით დადგენილი ნორმების დაცვაზე კონტროლი; დ) აწარმოოს პესტიციდებისა და აგროქიმიკატების გამოყენების, შენახვისა და ტრანსპორტირების დროს შესაბამისი კანონმდებლობით დადგენილი ნორმების დაცვაზე კონტროლი; ე) აწარმოოს მწვანე ნარგავების გეგმაზომიერ განთავსებაზე, მათ მოჭრაზე ან/და ამოძირკვაზე კონტროლი; ვ) აწარმოოს ახალი და სარეკონსტრუქციო, გარემოსდაცვითი და სხვა სამეურნეო ობიექტების (რომლებიც თავიანთი საწარმოო საქმიანობით ზემოქმედებენ გარემოზე) მშენებლობის და ექსპლოატაციაში შეყვანის დადგენილი ვადების შესრულებაზე, აგრეთვე მათი მშენებლობის პროექტებით და სახელმწიფო ექსპერტიზის დასკვნებით გათვალისწინებული გარემოსდაცვითი კანონმდებლობის მოთხოვნებიდან გამომდინარე ღონისძიებების შესრულებაზე კონტროლი. თავი III. სამსახურის ხელმძღვანელობა მუხლი 6🔗 1. ზედამხედველობის სამსახურს ხელმძღვანელობს ზედამხედველობის სამსახურის უფროსი (შემდგომ სამსახურის უფროსი), რომელსაც კანონის შესაბამისად თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ანთავისუფლებს  გამგებელი. 2. სამსახურის უფროსი; ა) უზრუნველყოფს სამსახურის საქმიანობას საქართველოს კონსტიტუციის, საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსის“ და საქართველოში მოქმედი სხვა კანონმდებლობის შესაბამისად და პასუხისმგებელია ამ ერთეულის მიერ დაკისრებული უფლებებისა და მოვალეობების შესრულებაზე; ბ) კანონმდებლობით დადგენილი წესით უზრუნველყოფს სამსახურის თანამშრომელთა საქმიანობის სამსახურეობრივი ზედამხედველობის განხორციელებას; გ) შეიმუშავებს წინადადებებს თანამშრომელთა შორის ფუნქციური განაწილების შესახებ და შესაბამისი გადაწყვეტილების მისაღებად წარუდგენს გამგებელს; დ) სამსახურში შემოსულ საკითხებს ანაწილებს განსახილველად სამსახურის თანამშრომელთა შორის. ე) გამგებელს წარუდგენს წინადადებებს სამსახურის თანამშრომელთა წახალისებისა და დისციპლინური პასუხისმგებლობის დაკისრების შესახებ; ვ) წარუდგენს გამგებელს სამსახურის მიერ მომზადებულ საკითხებს, წინადადებებს, დასკვნებსა და რეკომენდაციებს, ასევე საკუთარი კომპეტენციის ფარგლებში გამოსცემს ადმინისტრაციულ - სამართლებრივ აქტებს. ზ) გამგებელს პერიოდულად წარუდგენს ანგარიშს შესრულებულ სამუშაოთა შესახებ; თ) წარმოადგენს სამსახურს გამგეობის სტრუქტურულ ერთეულებთან და ადმინისტრაციულ ერთეულებთან  ურთიერთობისას; ი) მონაწილეობს გამგეობის საქმიანობიდან გამომდინარე შექმნილ კომისიებში; კ) ესწრება გამგებლის თათბირებს; ლ) თავისი კომპეტენციის ფარგლებში ასრულებს გამგებლის, გამგებლის მოადგილების ცალკეულ დავალებებს; მ) ახორციელებს კანონმდებლობით გათვალისწინებულ სხვა ამოცანებსა და უფლება-მოვალეობებს; 3. სამსახურის უფროსი პასუხისმგებელია სამსახურის საქმიანობისათვის გამგებლის წინაშე. 4. სამსახურის უფროსი ანგარიშვალდებულია გამგებლის წინაშე; 5. ზედამხედველობის სამსახურის  უფროსის უფლებამოსილების შეწყვეტისა და თანამდებობიდან გადადგომის საკითხი განისაზღვრება კანონით. 6. სამსახურის უფროსის არყოფნისას, უფროსის მიერ უფლებამოსილების განხორციელების შეუძლებლობის შემთხვევაში ან თანამდებობიდან მისი გადადგომისას ან/და გათავისუფლებისას უფროსის მოვალეობის შესრულება  გამგებლის სამართლებრივი აქტის საფუძველზე ეკისრება სამსახურის ერთ-ერთ სპეციალისტს. თავი IV. სამსახურის სტრუქტურა მუხლი 7🔗 1. ზედამხედველობის სამსახური  შედგება სამსახურის უფროსისა და  სპეციალისტებისაგან. 2. სამსახურის მოხელეთა თანამდებობაზე დანიშვნა-განთავისუფლება ხორციელდება გამგეობის  დებულებით, “საჯარო სამსახურის შესახებ” საქართველოს კანონით. მუხლი 8🔗 1. ქობულეთის მუნიციპალიტეტის გამგეობის ზედამხედველობის  სამსახურის შემადგენლობაში შედის: ა) სამსახურის უფროსი; ბ) წამყვანი სპეციალისტები, რომელთა რაოდენობა განისაზღვრება გამგეობის საშტატო ნუსხით. 2. წამყვანი სპეციალისტი თავისი კომპეტენციის ფარგლებში ახორციელებს: ა) სამშენებლო საქმიანობაში დადგენილი წესების დარღვევის გამოვლენას და მათ შესრულებაზე კონტროლს; ბ) სამოქმედო ტერიტორიაზე კანონმდებლობით დადგენილი სამართლებრივი წესრიგის უზრუნველყოფას მშენებლობის დაწყებიდან მის დასრულებამდე; გ) სამოქმედო ტერიტორიაზე სამშენებლო საქმიანობაზე და მასში მონაწილე ყველა სუბიექტზე, სამშენებლო სამუშაოების განხორციელებისას სამშენებლო ნორმების, წესების, სახელმწიფო სტანდარტებისა და ნორმატიული აქტების მოთხოვნათა დაცვაზე, სამშენებლო სამუშაოების წარმოებისას შესაბამის სამსახურთან შეთანხმებულ და დამტკიცებულ პროექტთან შესაბამისობაზე, მშენებარე ხაზობრივი ნაგებობების, შენობა-ნაგებობების საპროექტო დოკუმენტაციასთან შესაბამისობაზე კონტროლს; დ) მშენებარე, რეკონსტრუქციაში მყოფი და ლანდშაფტური, მცირე არქიტექტურული ფორმების ინსპექტირებას; ე) უკანონო, უსახური და ამორტიზირებული ობიექტების გამოვლენა, მათი აღკვეთის ღონისძიებების უზრუნველყოფას. ვ) სამოქმედო ტერიტორიაზე გარე ვაჭრობის დადგენილი წესების დაცვის კონტროლს; ზ) გარე რეკლამის განთავსების დადგენილი წესების დაცვის კონტროლს. თ) სამოქმედო ტერიტორიაზე მოსახლეობის ჯანმრთელობისათვის უსაფრთხო გარემოს უზრუნველსაყოფად შრომის, ყოფა-ცხოვრების და დასვენების უსაფრთხოებაზე განმსაზღვრელი წესებისა და ნორმების დაცვაზე ზედამხედველობის განხორციელებას; ი) საზოგადოებრივი მნიშვნელობის დაწესებულებებში,  საგანმანათლებლო, სააღმზრდელო და საგანმანათლებლო-სააღმზრდელო დაწესებულებებში სანიტარიულ-ჰიგიენური ნორმების დაცვის ზედამხედველობას; კ) მოსაკრებლის ადმინისტრირების მიზნით ფიზიკურ და იურიდიულ პირებთან შესაბამისი ხელშეკრულებების მომზადებას; ლ) შესრულებული საქმის წარმოების შესაბამისობა საქართველოს კანონმდებლობასთან; მ) შესრულებული სამუშაოს შესახებ ყოველთვიური ანგარიშის მომზადება და წარდგენა უშუალო ხელმძღვანელისათვის; ნ) უშუალო ხელმძღვანელის დავალებების ოპერატიული შესრულება; ო) დაკისრებული მოვალეობების კვალიფიციური შესრულება. პ) სამოქმედო ტერიტორიაზე განლაგებული წარმოება-დაწესებულებების, ორგანიზაციების, იურიდიული და ფიზიკური პირების მიერ კეთილმოწყობის წესების დაცვაზე კონტროლს; ჟ) სამოქმედო ტერიტორიაზე სანიტარიული და გარემოს დაცვითი კანონმდებლობის შესრულებაზე კონტროლი; რ) უზრუნველყოფს ფიზიკური და იურიდიული პირების განცხადებების კანონით დადგენილ ვადებში განხილვას; თავი V. სხვა დებულებები მუხლი 9🔗 1. წინამდებარე დებულებაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანა შეიძლება საქართველოს ორგანული კანონის ,,ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი”-s შესაბამისად ქობულეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილებით. 2. სამსახურის რეორგანიზაცია ან/და ლიკვიდაცია ხორციელდება საქართველოს ორგანული კანონის ,,ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი”-ს შესაბამისად ქობულეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილებით. .