ქობულეთის მუნიციპალიტეტის გამგეობის კულტურის,განათლების, სპორტის, ტურიზმისა და ძეგლთა დაცვის სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ
მიღების თარიღი 17.11.2014
ძალის დაკარგვა 16.04.2018
გამომცემი ორგანო ქობულეთის მუნიციპალიტეტი
ნომერი №27
სარეგისტრაციო კოდი 010260020.35.131.016139
გამოქვეყნების წყარო ვებგვერდი, 19/11/2014
კონსოლიდირებული ვერსიები
დამატებითი მეტამონაცემები (1)
| ქობულეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე სულხან ოქროპირიძე | ქობულეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე |
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
დოკუმენტის ტექსტი
ქობულეთის მუნიციპალიტეტის გამგეობის კულტურის,განათლების, სპორტის,
ტურიზმისა და ძეგლთა დაცვის სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ
ქობულეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს
დადგენილება №27
2014 წლის 17 ნოემბერი
ქ. ქობულეთი
ქობულეთის მუნიციპალიტეტის გამგეობის კულტურის,განათლების, სპორტის,
ტურიზმისა და ძეგლთა დაცვის სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ
საქართველოს ორგანული კანონის ,,ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსის” 24-ე მუხლის პირველი პუნქტის „გ.ბ” ქვეპუნქტისა და „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის 25-ე მუხლის საფუძველზე ქობულეთის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:
მუხლი 1🔗
დამტკიცდეს ქობულეთის მუნიციპალიტეტის გამგეობის კულტურის, განათლების, სპორტის, ტურიზმისა და ძეგლთა დაცვის სამსახურის დებულება თანახმად დანართისა.
მუხლი 2🔗
ამ დადგენილების ძალაში შესვლისთანავე ძალადაკარგულად გამოცხადდეს ,,ქობულეთის მუნიციპალიტეტის გამგეობის კულტურის, განათლების, სპორტის, ტურიზმის, ახალგაზრდულ საქმეთა და ძეგლთა დაცვის სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“ ქობულეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2010 წლის 29 დეკემბრის №34 დადგენილება.
მუხლი 3🔗
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.ქობულეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარესულხან ოქროპირიძე
დანართი
ქობულეთის მუნიციპალიტეტის გამგეობის კულტურის, განათლების, სპორტის, ტურიზმისა და ძეგლთა დაცვის სამსახურის დებულება
თავი I. ზოგადი დებულებანი
მუხლი 1🔗
1. ქობულეთის მუნიციპალიტეტის გამგეობის კულტურის,განათლების, სპორტის, ტურიზმისა და ძეგლთა დაცვის სამსახური (შემდგომ - „კულტურის, განათლების, სპორტის, ტურიზმისა და ძეგლთა დაცვის სამსახური“) არის ქობულეთის მუნიციპალიტეტის გამგეობის სტრუქტურული ერთეული, რომელიც თავის საქმიანობაში ხელმძღვანელობს საქართველოს კონსტიტუციით, საქართველოს ორგანული კანონის ,,ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსის“ ქობულეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 4 სექტემბრის №10 დადგენილებით დამტკიცებული ქობულეთის მუნიციპალიტეტის გამგეობის დებულებით, საქართველოს კანონმდებლობით და ამ დებულებით.
2. ქობულეთის მუნიციპალიტეტის გამგეობის კულტურის, განათლების, სპორტის, ტურიზმისა და ძეგლთა დაცვის სამსახური შექმნილია საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“-ს და „ქობულეთის მუნიციპალიტეტის გამგეობის დებულების დამტკიცების შესახებ“ ქობულეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 4 სექტემბრის №10 დადგენილების შესაბამისად.
3. ქობულეთის მუნიციპალიტეტის გამგეობის კულტურის, განათლების, სპორტის, ტურიზმისა და ძეგლთა დაცვის სამსახური არ წარმოადგენს დამოუკიდებელ საბიუჯეტო დაწესებულებას, არ აქვს დასრულებული ბალანსი და ანგარიში.
4. ქობულეთის მუნიციპალიტეტის გამგეობის კულტურის, განათლების, სპორტის, ტურიზმისა და ძეგლთა დაცვის სამსახურის იურიდიული მისამართია: ქ. ქობულეთი, დავით აღმაშენებლის გამზირი №141.
5. ქობულეთის მუნიციპალიტეტის გამგეობის კულტურის,განათლების, სპორტის, ტურიზმისა და ძეგლთა დაცვის სამსახური იყენებს კანონმდებლობით დადგენილი წესით დამტკიცებულ ტიტული ან ბლანკს საკუთარი დასახელების აღნიშვნით.
6. ქობულეთის მუნიციპალიტეტის გამგეობის კულტურის, განათლების, სპორტის, ტურიზმისა და ძეგლთა დაცვის სამსახურს აქვს ბეჭედი ქობულეთის მუნიციპალიტეტის გამგეობისა და საკუთარი დასახელების დამატების აღნიშვნით.
თავი II. სამსახურის ძირითადი ფუნქციები, ამოცანები, უფლებები და მოვალეობები
მუხლი 2🔗
სამსახურის ძირითად ფუნქციებს განეკუთვნება:
ა) ქობულეთის მუნიციპალიტეტის გამგეობის კულტურის, განათლების, სპორტის, ტურიზმისა და ძეგლთა დაცვის სამსახურის სფეროში მუნიციპალური პროგრამების შემუშავება და განხორციელება;
ბ) მუნიციპალური სპორტული და სახელოვნებო, სკოლამდელი სააღმზრდელო და სკოლისგარეშე დაწესებულებების, მუზეუმების, თეატრების, ბიბლიოთეკების და კულტურის სხვა დაწესებულებების მართვა და/ან კოორდინაცია;
გ) წინადადებების შემუშავება კულტურის და ძეგლთა დაცვის, განათლების, სპორტის, ტურიზმის, ახალგაზრდობის და გენდერული თანასწორობის მომსახურების დარგში დაწესებულებების შექმნისა და რეორგანიზაციის საკითხებზე;
დ) ქობულეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს მიერ კულტურის,განათლების, სპორტის, ტურიზმისა და ძეგლთა დაცვის სამსახურის სფეროში დამტკიცებული ღონისძიებების ჩატარების ორგანიზება, კოორდინაცია, ხელშეწყობა. მიზნობრივი პროგრამების მართვის განხორციელება და კონტროლი მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად. კულტურის და ძეგლთა დაცვის, განათლების, სპორტის, ტურიზმის, ახალგაზრდობის და გენდერული თანასწორობის პროგრამების სფეროში ადმინისტრირებისა და ანალიტიკური სამუშაოების განხორციელება;
ე) კულტურის და ძეგლთა დაცვის, განათლების, სპორტის, ტურიზმის, ახალგაზრდობის და გენდერული თანასწორობის სფეროს პერსპექტივების განვითარების ძირითადი მიმართულების განსაზღვრასა და აგრეთვე ამ სფეროს მარეგულირებელი სამართლებრივი აქტების შემუშავებაში მონაწილეობის მიღება;
ვ) მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე განლაგებული სახელმწიფო სკოლამდელი აღზრდის, საგანმანათლებლო დაწესებულების, ადგილობრივი ბიუჯეტის დაფინანსებაზე მყოფი კულტურისა და განათლების ინფრასტრუქტურის სხვა ობიექტების, აგრეთვე განათლებისა და კულტურის ადგილობრივ სფეროს მიკუთვნებული სკოლების, სკოლის გარეშე აღზრდისა და დასვენებისათვის საჭირო ობიექტების მოვლა-პატრონობის ორგანიზება-ხელშეწყობა;
ზ) შესაბამის სტრუქტურებთან ერთად, დაქვემდებარებულ სფეროებში დასაქმებულთა და მომსახურე სხვა პერსონალის სოციალური მდგომარეობის გაუმჯობესებისათვის შესაბამისი ღონისძიებების გატარება;
თ) დარგის განვითარებისა და ეფექტური მართვის უზრუნველსაყოფად, კანონმდებლობით გათვალისწინებული სხვა ფუნქციების განხორციელება;
ი) სამსახურის დაქვემდებარებულ სფეროებში შემავალ დაწესებულებებში თავმოყრილი ეროვნული სიმდიდრის დაცვა და პოპულარიზაცია, გამოჩენილი პიროვნებების ხსოვნის უკვდავყოფა, განათლების, კულტურისა და სპორტის სფეროში დასაქმებულთა მოღვაწეობის თავისუფლების, წარმოჩინებისა და პოპულარიზაციისათვის ხელშეწყობა;
კ) განათლების, კულტურისა და სპორტის სფეროში დაძმობილებული, დამეგობრებული და სხვა ქალაქების შესაბამის სამსახურებთან ერთად თანამშრომლობის კოორდინაცია, არსებული ურთიერთობების განვითარების ხელშეწყობა და ახალი ურთიერთობების დამყარება;
ლ) ქობულეთის მუნიციპალიტეტის კულტურის და ძეგლთა დაცვის, განათლების, სპორტის, ტურიზმის, ახალგაზრდობის და გენდერული თანასწორობის სფეროების ერთიანი საინფორმაციო ბანკის შექმნა და განვითარება;
მ) კულტურული ურთიერთობების დამკვიდრების, ჯანსაღი კონკურენტუნარიანი გარემოს შექმნის და შესაბამისი პროფილის კერძო სექტორის განვითარების ხელშეწყობისათვის ზრუნვა;
ნ) ტურიზმის პერსპექტიული განვითარების, მისი კონკურენტუნარიანობისა და მიმზიდველობის გაზრდის რეკომენდაციათა მომზადება. ტურიზმის განვითარების დაგეგმვისა და რეალიზაციის ხელშეწყობა;
ო) ტურიზმის სფეროში სტატისტიკური მონაცემების, ტურისტული სერვისის ხარისხის კვლევებისა და ანალიზის წარმოება. ტურიზმის სფეროს წარმომადგენლებისათვის და ამ სფეროში დასაქმებულთა ინფორმაციული უზრუნველყოფა;
პ) კომპეტენციის ფარგლებში ტურიზმის სხვადასხვა სახეობათა განვითარების მიზნით საქართველოსა და უცხოეთის სამთავრობო, კერძო და არასამთავრობო ორგანიზაციებთან თანამშრომლობა. ტურისტული მომსახურების სფეროში არსებული გამოცდილების გაზიარება და განზოგადება;
ჟ) ტურისტული და საკურორტო საქმიანობის გაფართოება მოსახლეობის სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის გაუმჯობესების მიზნით. ტურისტულ-საკურორტო მომსახურების სფეროში არსებული გამოცდილების შესწავლა და პრაქტიკაში დანერგვა;
რ) მუნიციპალიტეტის საკურორტო პოტენციალის წარმოჩენისა და პოპულარიზების მიზნით სარეკლამო-საინფორმაციო მასალების შექმნა, ტირაჟირება და გავრცელება, მიზნობრივი პროგრამების შემუშავების გზით;
ს) ქობულეთის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე არსებული ისტორიული, კულტურული და ბუნების ძეგლების დაცვა-შენარჩუნების მიზნით შესაბამისი წინადადებების შემუშავება და წარდგენა;
ტ) ტურიზმის სახეების მიხედვით ტურისტული მარშრუტების შემუშავება და მათი პოპულარიზება. ტურიზმისა და კულტურული მემკვიდრეობის ღირსშესანიშნაობების წარმოჩენის მიზნით საერთაშორისო და ადგილობრივ გამოფენებში მონაწილეობა. საკურორტო სეზონის პოპულარიზების მიზნით ადგილობრივი ტრადიციული დღესასწაულების პოპულარიზება და ფესტივალების დამკვიდრება;
უ) ტურიზმის სფეროს ადმინისტრირებისა და მარეგულირებელი სამართლებრივი ნორმების დადგენის მიზნით სათანადო წინადადებებისა და პროექტების შემუშავება;
ფ) მუნიციპალიტეტის სხვა სამსახურებთან და ორგანიზაციებთან თანამშრომლობა;
ქ) მოქმედი კანონმდებლობითა და წინამდებარე დებულებით გათვალისწინებული სხვა ფუნქციების განხორციელება.
მუხლი 3🔗
თავისი ფუნქციების შეუფერხებელი განხორციელების მიზნით სამსახურის უფლება- მოვალეობებია:
ა) სამსახურის კომპეტენციას მიკუთვნებული საკითხების შესასრულებლად, დადგენილი წესით მოითხოვოს და შეუფერხებლად მიიღოს საჭირო ინფორმაცია მუნიციპალიტეტის გამგეობის სტრუქტურული ერთეულებისაგან, ტერიტორიული ორგანოებისაგან, ფიზიკური და იურიდიული პირებისაგან;
ბ) მიიღოს მონაწილეობა ადგილობრივი ბიუჯეტის პროექტის შემუშავებაში;
გ) ქობულეთის მუნიციპალიტეტის გამგეობის შესაბამის სამსახურებს წარუდგინოს სათანადო გაანგარიშებები დაქვემდებარებული სფეროების საჭირო დაფინანსების გამოყოფის თაობაზე და სხვა;
დ) განახორციელოს კანონმდებლობით მინიჭებული სხვა უფლებები;
ე) გაწეული საქმიანობის შესახებ წარადგინოს ანგარიში და სხვა სახის ინფორმაციები ქობულეთის მუნიციპალიტეტის გამგებელის წინაშე;
ვ) იზრუნოს დაქვემდებარებული სფეროების განვითარებაზე;
ზ) მიიღოს განცხადებები და შუამდგომლობები, განიხილოს ისინი დადგენილ ვადებში;
თ) გაუწიოს კოორდინირება დაქვემდებარებულ სფეროში მყოფ ობიექტებისათვის ბიუჯეტიდან გამოყოფილი მიზნობრივი სახსრების განაწილებას;
ი) განახორციელოს კანონმდებლობით მინიჭებული სხვა ვალდებულებანი.
თავი III. სამსახურის ხელმძღვანელობა
მუხლი 4🔗
1.ქობულეთის მუნიციპალიტეტის გამგეობის კულტურის, განათლების, სპორტის, ტურიზმისა და ძეგლთა დაცვის სამსახურის უფროსი (შემდგომ -სამსახურის უფროსი), რომელსაც თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ანთავისუფლებს ქობულეთის მუნიციპალიტეტის გამგებელი.
2. სამსახურის უფროსი:
ა) უზრუნველყოფს სამსახურის საქმიანობას საქართველოს კონსტიტუციის, საქართველოს ორგანული კანონის ,,ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსის“ და საქართველოში მოქმედი სხვა კანონმდებლობის შესაბამისად და პასუხისმგებელია ამ ერთეულის მიერ დაკისრებული უფლებებისა და მოვალეობების შესრულებაზე;
ბ) კანონმდებლობით დადგენილი წესით უზრუნველყოფს სამსახურის განყოფილებებისა და თანამშრომელთა საქმიანობის სამსახურეობრივი ზედამხედველობის განხორციელებას;
გ) შეიმუშავებს წინადადებებს განყოფილებებსა და თანამშრომელთა შორის ფუნქციური განაწილების შესახებ და შესაბამისი გადაწყვეტილების მისაღებად წარუდგენს გამგებელს;
დ) სამსახურში შემოსულ საკითხებს ანაწილებს განსახილველად სამსახურის განყოფილებებსა და თანამშრომელთაშორის;
ე) გამგებელს წარუდგენს წინადადებებს სამსახურის თანამშრომელთა წახალისებისა და დისციპლინარული პასუხისმგებლობის დაკისრების შესახებ;
ვ) წარუდგენს გამგებელს სამსახურის მიერ მომზადებულ საკითხებს, წინადადებებს, დასკვნებსა და რეკომენდაციებს;
ზ) გამგებელს პერიოდულად წარუდგენს ანგარიშს შესრულებულ სამუშაოთა შესახებ;
თ) წარმოადგენს სამსახურს გამგეობის სტრუქტურულ ერთეულებთან და ადმინისტრაციულ ორგანოებთან ურთიერთობისას;
ი) მონაწილეობს გამგეობის საქმიანობიდან გამომდინარე შექმნილ კომისიებში;
კ) ესწრება გამგებლის თათბირებს;
ლ) თავისი კომპეტენციის ფარგლებში ასრულებს გამგებლის ცალკეულ დავალებებს;
მ) სამსახურის კომპეტენციის ფარგლებში გამოსცემს ადმინისტრაციულ სამართლებრივ აქტებს ასევე ამზადებს და/ან ითანხმებს სხვა სამართლებრივი აქტების პროექტებს.
ნ) ახორციელებს კანონმდებლობით გათვალისწინებულ სხვა ამოცანებსა და უფლება-მოვალეობებს;
3. სამსახურის უფროსი პასუხისმგებელია სამსახურის საქმიანობისათვის გამგებლისა და გამგებლის მოადგილეების წინაშე.
4. სამსახურის უფროსი ანგარიშვალდებულია გამგებლის წინაშე;
5. სამსახურის უფროსის უფლებამოსილების შეწყვეტისა და თანამდებობიდან გადადგომის საკითხი განისაზღვრება კანონით.
6. სამსახურის უფროსის არყოფნისას, უფროსის მიერ უფლებამოსილების განხორციელების შეუძლებლობის შემთხვევაში ან თანამდებობიდან მისი გადადგომისას ან/და განთავისუფლებისას უფროსის მოვალეობის შესრულება გამგებლის სამართლებრივი აქტის საფუძველზე ეკისრება სამსახურის ერთ-ერთი განყოფილების უფროსს.
თავი IV. სამსახურის სტრუქტურა
მუხლი 5🔗
1. სამსახური შედგება სამსახურის უფროსისა და სტრუქტურული ქვედანაყოფების-განყოფილებებისაგან.
2. ქობულეთის მუნიციპალიტეტის გამგეობის კულტურის, განათლების, სპორტის, ტურიზმისა და ძეგლთა დაცვის სამსახურის სტრუქტურული ქვედანაყოფებია:
ა) კულტურის განყოფილება;
ბ) განათლების განყოფილება;
გ) სპორტის განყოფილება;
დ) ტურიზმის განყოფილება;
ე) ახალგაზრდობისა და გენდერული თანასწორობის განყოფილება.
3. სამსახურის მოხელეთა თანამდებობაზე დანიშვნა-გათავისუფლება ხორციელდება გამგეობის დებულებით, ,,საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონით.
თავი V. კულტურის განყოფილება
მუხლი 6🔗
ქობულეთის მუნიციპალიტეტის გამგეობის კულტურის,განათლების, სპორტის, ტურიზმისა და ძეგლთა დაცვის სამსახური კულტურის განყოფილება (შემდგომ - განყოფილება) არის გამგეობის კულტურის და ძეგლთა დაცვის, განათლების, სპორტის, ტურიზმის, ახალგაზრდობის და გენდერული თანასწორობის სამსახურის სტრუქტურული ქვედანაყოფი, რომელიც უზრუნველყოფს მუნიციპალური პროგრამების შემუშავებას, მათ განხორციელებას და მონიტორინგს.
მუხლი 7🔗
კულტურის განყოფილების ძირითადი ფუნქციები და ამოცანებია:
სამსახურის კულტურის განყოფილება დადგენილი წესით უზრუნველყოფს:
ა) კულტურის მუნიციპალური პროგრამების შემუშავებას;
ბ) კულტურის მუნიციპალურ პროგრამათა განხორციელების კოორდინაციას;
გ) მუნიციპალური მუზეუმების, კულტურის სახლების, თეატრების, სახელოვნებო სკოლების და კულტურის სხვა დაწესებულებების მართვას;
დ) მოქმედი კანონმდებლობითა და მუნიციპალიტეტის სამართლებრივი აქტებით განსაზღვრული სხვა ფუნქციების განხორციელებას.
მუხლი 8🔗
1. კულტურის განყოფილებას ხელმძღვანელობს განყოფილების უფროსი, რომელსაც თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ანთავისუფლებს გამგებელი.
2. განყოფილების უფროსი :
ა) ახორციელებს განყოფილებისა და განყოფილების მოსამსახურეთა საქმიანობის საერთო ხელმძღვანელობას;
ბ) პასუხს აგებს განყოფილებისათვის დაკისრებული ამოცანებისა და ფუნქციების შესრულებაზე. განყოფილების უფროსი ანგარიშვალდებულია კულტურის, განათლების, სპორტის, ტურიზმისა და ძეგლთა დაცვის სამსახურის უფროსის წინაშე.
გ) წინამდებარე დებულებით განსაზღვრული განყოფილების ძირითადი მიმართულების შესაბამისად, შეიმუშავებს და სამსახურის უფროსს წარუდგენს წინადადებას განყოფილების მოხელეთა შორის ფუნქციათა განაწილების შესახებ;
დ) ახორციელებს კანონმდებლობით და სამსახურის დებულებით განსაზღვრულ სხვა უფლებამოსილებებს.
3. განყოფილების უფროსის არყოფნისას, უფროსის მიერ უფლებამოსილების განხორციელების შეუძლებლობის შემთხვევაში ან თანამდებობიდან მისი გადადგომის ან/და განთავისუფლებისას უფროსის მოვალეობის შესრულება გამგებლის სამართლებრივი აქტის საფუძველზე ეკისრება განყოფილების ერთ-ერთ სპეციალისტს.
მუხლი 9🔗
ამ დებულების შესაბამისად ქობულეთის მუნიციპალიტეტის გამგეობის კულტურის,განათლების, სპორტის, ტურიზმისა და ძეგლთა დაცვის სამსახურის საშტატო ნუსხით კულტურის განყოფილებაში დგინდება შემდეგი თანამდებობები:
ა) განყოფილების უფროსი;
ბ) მთავარი სპეციალისტი.
თავი VI. ტურიზმის განყოფილება
მუხლი 10🔗
ქობულეთის მუნიციპალიტეტის გამგეობის კულტურის,განათლების, სპორტის, ტურიზმისა და ძეგლთა დაცვის სამსახურის ტურიზმის განყოფილება (შემდგომ - განყოფილება) არის გამგეობის კულტურის, განათლების, სპორტის, ტურიზმისა და ძეგლთა დაცვის სამსახურის სტრუქტურული ქვედანაყოფი, რომელიც უზრუნველყოფს ტურიზმის განვითარებისათვის საჭირო კონცეფციის, შესაბამისი კვლევების, სტრატეგიისა და ანალიზის მომზადებას, მუნიციპალური პროგრამების შემუშავებას, მათ განხორციელებას და მონიტორინგს.
მუხლი 11🔗
ტურიზმის განყოფილების ძირითადი ფუნქციები და ამოცანებია:
ა) ტურიზმის პერსპექტიული განვითარების, მისი კონკურენტუნარიანობისა და მიმზიდველობის გაზრდის რეკომენდაციათა მომზადება. ტურიზმის განვითარების დაგეგმვისა და რეალიზაციის ხელშეწყობისათვის საჭირო წინადადებების მომზადება და სამსახურის უფროსისადმი წარდგენა;
ბ) ტურიზმის სფეროში სტატისტიკური მონაცემების, ტურისტული სერვისის ხარისხის კვლევებისა და ანალიზის წარმოება. ტურიზმის სფეროს წარმომადგენლებისათვის და ამ სფეროში დასაქმებულთა ინფორმაციული უზრუნველყოფა;
გ) კომპეტენციის ფარგლებში ტურიზმის სხვადასხვა სახეობათა განვითარების მიზნით საქართველოსა და უცხოეთის სამთავრობო, კერძოდ არასამთავრობო ორგანიზაციებთან თანამშრომლობის გზით წინადადებების შემუშავება. ტურისტული მომსახურების სფეროში არსებული გამოცდილების გაზიარებისა და პრაქტიკაში დანერგვის მიზნით შესაბამისი პროექტების მომზადება;
დ) ტურისტული და საკურორტო საქმიანობის გაფართოება მოსახლეობის სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის გაუმჯობესების მიზნით. ტურისტულ-საკურორტო მომსახურების სფეროში არსებული გამოცდილების პრაქტიკაში დანერგვა;
ე) მუნიციპალიტეტის საკურორტო პოტენციალის წარმოჩენისა და პოპულარიზების მიზნით მიზნობრივი პროგრამების შემუშავება და მართვა. სარეკლამო-საინფორმაციო მასალების შექმნა, ტირაჟირება და გავრცელება;
ვ) ქობულეთის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე არსებული ისტორიული, კულტურული და ბუნების ძეგლების დაცვა-შენარჩუნების მიზნით შესაბამისი წინადადებების შემუშავება და სამსახურის უფროსისადმი წარდგენა.
ზ) ტურიზმის სახეების მიხედვით ტურისტული მარშრუტების მომზადება, შემუშავება და მათი პრაქტიკული რეალიზება;
თ) ტურიზმისა და კულტურული მემკვიდრეობის ღირსშესანიშნაობების წარმოჩენის მიზნით საერთაშორისო და ადგილობრივ გამოფენებში მონაწილეობა. საკურორტო სეზონის პოპულარიზების მიზნით ადგილობრივი ტრადიციული დღესასწაულების პოპულარიზება და ფესტივალების დამკვიდრება;
ი) კომპეტენციის ფარგლებში, ტურიზმის სფეროს ადმინისტრირებისა და მარეგულირებელი სამართლებრივი ნორმების დადგენის მიზნით სათანადო წინადადებების შემუშავება, შესაბამისი სამართლებრივი აქტების პროექტების მომზადება და წარდგენა სამსახურის უფროსისადმი;
კ) ტურიზმის ერთიანი საინფორმაციო ბაზის შემუშავება, ვებ-გვერდის მომზადება, მისი მართვა და სისტემატიზაცია.
მუხლი 12🔗
1. ტურიზმის განყოფილებას ხელმძღვანელობს განყოფილების უფროსი, რომელსაც „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ანთავისუფლებს გამგებელი.
2. განყოფილების უფროსი :
ა) ახორციელებს განყოფილებისა და განყოფილების მოსამსახურეთა საქმიანობის საერთო ხელმძღვანელობას;
ბ) პასუხს აგებს განყოფილებისათვის დაკისრებული ამოცანებისა და ფუნქციების შესრულებაზე. განყოფილების უფროსი ანგარიშვალდებულია კულტურის, განათლების, სპორტის, ტურიზმისა და ძეგლთა დაცვის სამსახურის უფროსის წინაშე;
გ) წინამდებარე დებულებით განსაზღვრული განყოფილების ძირითადი მიმართულების შესაბამისად, შეიმუშავებს და სამსახურის უფროსს წარუდგენს წინადადებას განყოფილების მოხელეთა შორის ფუნქციათა განაწილების შესახებ;
დ) ახორციელებს კანონმდებლობით და სამსახურის დებულებით განსაზღვრულ სხვა უფლებამოსილებებს.
3. განყოფილების უფროსის არყოფნისას, უფროსის მიერ უფლებამოსილების განხორციელების შეუძლებლობის შემთხვევაში ან თანამდებობიდან მისი გადადგომის ან/და გათავისუფლებისას უფროსის მოვალეობის შესრულება გამგებლის სამართლებრივი აქტის საფუძველზე ეკისრება განყოფილების ერთ-ერთ სპეციალისტს.
მუხლი 13🔗
ამ დებულების შესაბამისად ქობულეთის მუნიციპალიტეტის გამგეობის კულტურის, განათლების, სპორტის, ტურიზმისა და ძეგლთა დაცვის სამსახურის საშტატო ნუსხით ტურიზმის განყოფილებაში დგინდება შემდეგი თანამდებობები:
ა) განყოფილების უფროსი;
ბ) მთავარი სპეციალისტი.
თავი V II. განათლების განყოფილება
მუხლი 14🔗
1.ქობულეთის მუნიციპალიტეტის გამგეობის კულტურის, განათლების, სპორტის, ტურიზმისა და ძეგლთა დაცვის სამსახურის განათლების განყოფილება (შემდგომ - განყოფილება) არის ქობულეთის მუნიციპალიტეტის გამგეობის კულტურის,განათლების, სპორტის, ტურიზმისა და ძეგლთა დაცვის სამსახურის სტრუქტურული ქვედანაყოფი, რომელიც უზრუნველყოფს მუნიციპალური პროგრამების შემუშავებას, მათ განხორციელებას და მონიტორინგს.
განათლების განყოფილების ძირითადი ფუნქციები და ამოცანებია:
სამსახურის განათლების განყოფილება დადგენილი წესით უზრუნველყოფს:
ა) განათლების მუნიციპალური პროგრამების შემუშავებას;
ბ) განათლების მუნიციპალურ პროგრამათა განხორციელების კოორდინაციას;
გ) სააღმზრდელო დაწესებულებების მართვას;
დ) მოქმედი კანონმდებლობითა და მუნიციპალიტეტის სამართლებრივი აქტებით განსაზღვრული სხვა ფუნქციების განხორციელებას.
2. განათლების განყოფილებას ხელმძღვანელობს განყოფილების უფროსი, რომელსაც თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ანთავისუფლებს გამგებელი.
3. განყოფილების უფროსი :
ა) ახორციელებს განყოფილებისა და განყოფილების მოსამსახურეთა საქმიანობის საერთო ხელმძღვანელობას;
ბ) პასუხს აგებს განყოფილებისათვის დაკისრებული ამოცანებისა და ფუნქციების შესრულებაზე. განყოფილების უფროსი ანგარიშვალდებულია უფროსის წინაშე;
გ) წინამდებარე დებულებით განსაზღვრული განყოფილების ძირითადი მიმართულების შესაბამისად, შეიმუშავებს და სამსახურის უფროსს წარუდგენს წინადადებას განყოფილების მოხელეთა შორის ფუნქციათა განაწილების შესახებ;
დ) ახორციელებს კანონმდებლობით და სამსახურის დებულებით განსაზღვრულ სხვა უფლებამოსილებებს.
4.განყოფილების უფროსის არყოფნისას, უფროსის მიერ უფლებამოსილების განხორციელების შეუძლებლობის შემთხვევაში ან თანამდებობიდან მისი გადადგომის ან/და განთავისუფლებისას უფროსის მოვალეობის შესრულება გამგებლის სამართლებრივი აქტის საფუძველზე ეკისრება განყოფილების ერთ-ერთ სპეციალისტს.
მუხლი 15🔗
ამ დებულების შესაბამისად ქობულეთის მუნიციპალიტეტის გამგეობის კულტურის, განათლების, სპორტის, ტურიზმისა და ძეგლთა დაცვის სამსახურის საშტატო ნუსხით განათლების განყოფილებაში დგინდება შემდეგი თანამდებობები:
ა) განყოფილების უფროსი;
ბ) მთავარი სპეციალისტი.
თავი V III.სპორტის განყოფილება
მუხლი 16🔗
1. ქობულეთის მუნიციპალიტეტის გამგეობის კულტურის,განათლების, სპორტის, ტურიზმისა და ძეგლთა დაცვის სამსახურის (შემდგომ - განყოფილება) არის სტრუქტურული ქვედანაყოფი, რომელიც უზრუნველყოფს სპორტის განვითარებისათვის საჭირო კონცეფციის, შესაბამისი კვლევების, სტრატეგიისა და ანალიზის მომზადებას, მუნიციპალური პროგრამების შემუშავებას, მათ განხორციელებას და მონიტორინგს.
სპორტის განყოფილების ძირითადი ფუნქციები და ამოცანებია:
სამსახურის სპორტის განყოფილება დადგენილი წესით უზრუნველყოფს:
ა) სპორტის მუნიციპალური პროგრამების შემუშავებას;
ბ) სპორტის მუნიციპალურ პროგრამათა განხორციელების კოორდინაციას;
გ) მუნიციპალური სტადიონების, სპორტული მოედნების, საცურაო აუზების, სპორტული კომპლექსების მართვას;
2. სპორტის განყოფილებას ხელმძღვანელობს განყოფილების უფროსი, რომელსაც თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ანთავისუფლებს გამგებელი.
3. განყოფილების უფროსი :
ა) ახორციელებს განყოფილებისა და განყოფილების მოსამსახურეთა საქმიანობის საერთო ხელმძღვანელობას;
ბ) პასუხს აგებს განყოფილებისათვის დაკისრებული ამოცანებისა და ფუნქციების შესრულებაზე. განყოფილების უფროსი ანგარიშვალდებულია უფროსის წინაშე;
გ) წინამდებარე დებულებით განსაზღვრული განყოფილების ძირითადი მიმართულების შესაბამისად, შეიმუშავებს და სამსახურის უფროსს წარუდგენს წინადადებას განყოფილების მოხელეთა შორის ფუნქციათა განაწილების შესახებ ;
დ) ახორციელებს კანონმდებლობით და სამსახურის დებულებით განსაზღვრულ სხვა უფლებამოსილებებს.
4.განყოფილების უფროსის არყოფნისას, უფროსის მიერ უფლებამოსილების განხორციელების შეუძლებლობის შემთხვევაში ან თანამდებობიდან მისი გადადგომის ან/და განთავისუფლებისას უფროსის მოვალეობის შესრულება გამგებლის სამართლებრივი აქტის საფუძველზე ეკისრება განყოფილების ერთ-ერთ სპეციალისტს.
მუხლი 17🔗
ამ დებულების შესაბამისად ქობულეთის მუნიციპალიტეტის გამგეობის კულტურის, განათლების, სპორტის, ტურიზმისა და ძეგლთა დაცვის სამსახურის საშტატო ნუსხით სპორტის განყოფილებაში დგინდება შემდეგი თანამდებობები:
ა) განყოფილების უფროსი;
ბ) მთავარი სპეციალისტი.
თავი IX.ახალგაზრდობის და გენდერული თანასწორობის განყოფილება
მუხლი18
ქობულეთის მუნიციპალიტეტის გამგეობის კულტურის,განათლების, სპორტის, ტურიზმისა და ძეგლთა დაცვის სამსახურის ახალგაზრდობის და გენდერული თანასწორობის განყოფილება თავის საქმიანობაში ხელმძღვანელობს საქართველოს კონსტიტუციით, საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსით“ ქობულეთის მუნიციპალიტეტის გამგეობის დებულებით და სხვა საკანონმდებლო აქტებით.
მუხლი 19🔗
განყოფილების ძირითადი ფუნქციები და ამოცანებია:
ა) ახალგაზრდა თაობის განათლებისა და განვითარების ხელშეწყობა, ახალგაზრდებში არაფორმალური განათლების პოპულარიზაცია;
ბ) ახალგაზრდობისათვის ხელშეწყობა მათი ეროვნული და ზოგადსაკაცობრიო ღირებულების მატარებელი თავისუფალი პიროვნების ჩამოყალიბების საქმეში;
გ) სამოქალაქო საზოგადოების მშენებლობის საქმეში ახალგაზრდა თაობის მონაწილეობის ხელშეწყობა;
დ) ახალგაზრდების ინფორმირებულობა გარე სამყაროში მიმდინარე პროცესების შესახებ, მათთვის შესაბამისი ტექნიკური პირობების შექმნა, რათა მათ ისარგებლონ კომუნიკაციის თანამედროვე სისტემებით. ჩაუტარდეთ და ჩაატარონ სხვადასხვა სახის ტრენინგები, სემინარები, დისკუსიები, დებატები და სხვა;
ე) ახალგაზრდებისათვის თავისუფალი დროის მიზანმიმართულად დაგეგმვისა და გამოყენების ხელშეწყობა;
ვ) შესაბამისი საგრანტო პროგრამების შემუშავება და ურთიერთობის დამყარება სხვადასხვა საერთაშორისო თუ ადგილობრივ დონორ ორგანიზაციებთან;
ზ) ახალგაზრდების სამოქალაქო ცნობადობის ამაღლება;
თ) მუნიციპალიტეტში გენდერული თანასწორობის შენარჩუნების მიზნით მოქალაქეთა ინფორმირება;
ი) მოქალაქეთა, განურჩევლად სქესისა, თანაბარი მონაწილეობა მუნიციპალიტეტის პოლიტიკურ, ეკონომიკურ, სოციალურ და კულტურულ საქმიანობაში და ამ მიზნით მათი თვითშეგნების ამაღლების ხელშეწყობა;
კ) მუნიციპალიტეტში გენდერული თანასწორობის დამკვიდრების მიზნით სხვადასხვა სახის ტრენინგების, სემინარების მომზადება.
მუხლი 20🔗
1. საქართველოს კანონმდებლობითა და ამ დებულებით განსაზღვრული ძირითადი ამოცანებისა და ფუნქციების განსახორციელებლად განყოფილება თავისი კომპეტენციის ფარგლებში:
ა) ასრულებს გამგებლის, გამგებლის მოადგილეებისა და კულტურის, განათლების, სპორტის, ტურიზმისა, ძეგლთა დაცვის, ახალგაზრდობის და გენდერული თანასწორობის სამსახურის უფროსის ცალკეულ დავალებებს;
ბ) ახორციელებს კანონმდებლობით გათვალისწინებულ სხვა უფლებამოსილებებს;
2. განყოფილების კანონშემოქმედებითი საქმიანობის კოორდინაციას და უშუალო ზედამხედველობას ახორციელებს გამგეობის კულტურის,განათლების, სპორტის, ტურიზმისა და ძეგლთა დაცვის სამსახურის უფროსი.
მუხლი 21🔗
1. განყოფილებას ხელმძღვანელობს განყოფილების უფროსი, რომელსაც „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონით დადგენილი წესით თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ანთავისუფლებს გამგებელი.
2. განყოფილების უფროსი:
ა) უზრუნველყოფს განყოფილების საქმიანობას საქართველოს კონსტიტუციის, საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსის“ და საქართველოს სხვა კანონმდებლობის შესაბამისად;
ბ)კანონმდებლობით დადგენილი წესით უზრუნველყოფს განყოფილების თანამშრომელთა საქმიანობის სამსახურებრივი ზედამხედველობის განხორციელებას;
გ) შეიმუშავებს წინადადებებს განყოფილების თანამშრომელთა შორის ფუნქციათა განაწილების შესახებ და შესაბამისი გადაწყვეტილების მისაღებად გამგეობის კულტურის, განათლების, სპორტის, ტურიზმისა და ძეგლთა დაცვის სამსახურის უფროსთან შეთანხმებით წარუდგენს გამგებელს;
დ) განყოფილებაში შემოსულ საკითხებს ანაწილებს განსახილველად განყოფილების თანამშრომელთა შორის, რა დროსაც ძირითადად ხელმძღვანელობს ამ მუხლის მე-2 პუნქტის „გ“ ქვეპუნქტით;
ე) გამგებლისათვის წარსადგენად კულტურის, განათლების, სპორტის, ტურიზმისა და ძეგლთა დაცვის სამსახურის უფროსს წარუდგენს წინადადებებს განყოფილების თანამშრომელთა წახალისებისა და დისციპლინარული პასუხისმგებლობის დაკისრების შესახებ;
ვ) წარმოადგენს განყოფილებას გამგეობის სტრუქტურულ ერთეულებთან და ადმინისტრაციულ ერთეულებთან ურთიერთობისას;
ზ) მონაწილეობს გამგეობის საქმიანობიდან გამომდინარე შექმნილ კომისიებში;
თ) ესწრება გამგებლის თათბირებს;
ი) თავისი კომპეტენციის ფარგლებში ასრულებს გამგებლის, გამგებლის მოადგილეების და კულტურის, განათლების, სპორტის, ტურიზმისა და ძეგლთა დაცვის სამსახურის უფროსის ცალკეულ დავალებებს;
კ) ახორციელებს კანონმდებლობით გათვალისწინებულ სხვა ამოცანებსა და უფლება-მოვალეობებს.
3. განყოფილების უფროსის არყოფნისას, უფროსის მიერ უფლებამოსილების განხორციელების შეუძლებლობის შემთხვევაში ან თანამდებობიდან მისი გადადგომისას ან/და განთავისუფლებისას უფროსის მოვალეობის შესრულება გამგებლის სამართლებრივი აქტის საფუძველზე ეკისრება განყოფილების ერთ-ერთ სპეციალისტს.
მუხლი 22🔗
1. ამ დებულების შესაბამისად ქობულეთის მუნიციპალიტეტის გამგეობის კულტურის, განათლების, სპორტის, ტურიზმისა და ძეგლთა დაცვის სამსახურის საშტატო ნუსხით განყოფილების შემადგენლობაში დგინდება შემდეგი თანამდებობები:
ა) განყოფილების უფროსი;
ბ) მთავარი სპეციალისტი;
თავი X.სხვა დებულებები
1. წინამდებარე დებულებაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანა შეიძლება საქართველოს ორგანული კანონის ,,ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“-ს შესაბამისად ქობულეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილებით.
2. სამსახურის რეორგანიზაცია ან/დალიკვიდაცია ხორციელდება საქართველოს ორგანული კანონის ,,ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსის“ შესაბამისად ქობულეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილებით.
.