ქობულეთის მუნიციპალიტეტის გამგეობის სამხედრო აღრიცხვის, გაწვევისა და მობილიზაციის სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ
მიღების თარიღი 17.11.2014
ძალის დაკარგვა 16.04.2018
გამომცემი ორგანო ქობულეთის მუნიციპალიტეტი
ნომერი №28
სარეგისტრაციო კოდი 010260020.35.131.016140
გამოქვეყნების წყარო ვებგვერდი, 19/11/2014
კონსოლიდირებული ვერსიები
დამატებითი მეტამონაცემები (1)
| ქობულეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე სულხან ოქროპირიძე | ქობულეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე |
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
დოკუმენტის ტექსტი
ქობულეთის მუნიციპალიტეტის გამგეობის სამხედრო აღრიცხვის, გაწვევისა
და მობილიზაციის სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ
ქობულეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს
დადგენილება №28
2014 წლის 17 ნოემბერი
ქ. ქობულეთი
ქობულეთის მუნიციპალიტეტის გამგეობის სამხედრო აღრიცხვის, გაწვევისა
და მობილიზაციის სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ
საქართველოს ორგანული კანონის ,,ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსის” 24-ე მუხლის პირველი პუნქტის „გ.ბ” ქვეპუნქტისა და „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის 25-ე მუხლის საფუძველზე ქობულეთის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:
მუხლი 1🔗
დამტკიცდეს ქობულეთის მუნიციპალიტეტის გამგეობის სამხედრო აღრიცხვისა, გაწვევისა და მობილიზაციის სამსახურის დებულება თანახმად დანართისა.
მუხლი 2🔗
ამ დადგენილების ძალაში შესვლისთანავე ძალადაკარგულად გამოცხადდეს ,,ქობულეთის მუნიციპალიტეტის გამგეობის სამხედრო აღრიცხვისა, გაწვევისა და მობილიზაციის სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“ ქობულეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2007 წლის 11 იანვრის №19 დადგენილება.
მუხლი 3🔗
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.ქობულეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარესულხან ოქროპირიძე
დანართი
ქობულეთის მუნიციპალიტეტის გამგეობის სამხედრო აღრიცხვის, გაწვევისა
და მობილიზაციის სამსახურის
დებულება
თავი I. ზოგადი დებულებანი
მუხლი 1🔗
1. ქობულეთის მუნიციპალიტეტის გამგეობის სამხედრო აღრიცხვისა, გაწვევისა და მობილიზაციის სამსახური (შემდგომ - „სამხედრო აღრიცხვისა, გაწვევისა და მობილიზაციის სამსახური“) არის ქობულეთის მუნიციპალიტეტის გამგეობის სტრუქტურული ერთეული, რომელიც თავის საქმიანობაში ხელმძღვანელობს საქართველოს კონსტიტუციით,საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსის“ ქობულეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 4 სექტემბრის №10 დადგენილებით დამტკიცებული ქობულეთის მუნიციპალიტეტის გამგეობის დებულებით, საქართველოს კანონმდებლობით და ამ დებულებით.
2. სამხედრო აღრიცხვისა, გაწვევისა და მობილიზაციის სამსახური შექმნილია საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“-ს და „ქობულეთის მუნიციპალიტეტის გამგეობის დებულების დამტკიცების შესახებ“ ქობულეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 4 სექტემბრის №10 დადგენილების შესაბამისად.
3. სამხედრო აღრიცხვისა, გაწვევისა და მობილიზაციის სამსახური არ წარმოადგენს დამოუკიდებელ საბიუჯეტო დაწესებულებას, არ აქვს დასრულებული ბალანსი და ანგარიში.
4. სამხედრო აღრიცხვისა, გაწვევისა და მობილიზაციის სამსახურის იურიდიული მისამართია: ქ. ქობულეთი, თავისუფლების ქუჩა №13.
5. სამსახური იყენებს კანონმდებლობით დადგენილი წესით დამტკიცებულ ტიტულიან ბლანკს საკუთარი დასახელების აღნიშვნით.
6. სამხედრო აღრიცხვისა, გაწვევისა და მობილიზაციის სამსახურს აქვს ბეჭედი ქობულეთის მუნიციპალიტეტის გამგეობისა და საკუთარი დასახელების დამატების აღნიშვნით.
თავი II. სამხედრო სამსახურის ძირითადი ამოცანები და უფლება-მოვალეობანი
მუხლი 2🔗. სამსახურის ძირითადი ამოცანებია:
1. უზრუნველყოს მოქალაქეთა პირველად სამხედრო აღრიცხვაზე აყვანა, სამხედრო სამსახურისათვის მომზადება და სავალდებულო სამხედრო სამსახურში გაწვევის ორგანიზება;
2. უზრუნველყოს ახალგაზრდებთან პატრიოტულ-აღმზრდელობითი მუშაობა;
ა) გააკონტროლოს მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მოქალაქეთა მიერ ,,სამხედრო ვალდებულებისა და სამხედრო სამსახურის შესახებ” საქართველოს კანონით დადგენილ მოთხოვნათა შესრულება;
ბ) სამობილიზაციო რესურსების (რეზერვის ოფიცერთა, რიგითთა, კაპრალთა, სერჟანტთა და ტექნიკის) აღრიცხვის ორგანიზება;
გ) აქტიურ, ინდივიდუალურ და ეროვნული გვარდიის რეზერვისტთა შერჩევა, მოზიდვა და გაწვეულთა შეიარაღებული ძალების ქვედანაყოფებში გაგზავნა;
დ) რეზერვისტთა სპეციალური აღრიცხვის (დაჯაშვნის) ორგანიზება;
ე) განახორციელოს საქართველოს კანონმდებლობით და ამ დებულებით განსაზღვრული სხვა უფლება-მოვალეობანი.
მუხლი 3🔗. სამსახურის ძირითადი ფუნქციებია:
ა) ჭაბუკებისა და წვევამდელი ასაკის მოქალაქეთა ზუსტი აღრიცხვა;
ბ) 17 წლის ასაკის ჭაბუკთა პირველადი სამხედრო აღრიცხვა;
გ) ზოგადსაგანმანათლებლო სასწავლო დაწესებულებებში დაწყებითი სამხედრო მომზადების მიმდინარეობის კონტროლი;
დ) მოქალაქეთა სამხედრო სამსახურში გასაწვევად მოსამზადებელ სამუშაოთა შესრულება;
ე) სავალდებულო სამხედრო სამსახურში გამწვევი კომისიების მუშაობის ორგანიზება და გაწვეულთა შემკრებ-გამანაწილებელ პუნქტებში წარდგენა;
ვ) სასწავლო დაწესებულებებისა და ორგანიზაციების ხელმძღვანელთა მიერ ,,სამხედრო ვალდებულებისა და სამხედრო სამსახურის შესახებ” საქართველოს კანონისა და ,,მოქალაქეთა სამხედრო აღრიცხვის შესახებ” დებულების მოთხოვნათა დაცვის კონტროლი;
ზ) ხალხისა და სატრანსპორტო რესურსია მობილიზაცია, სამობილიზაციო მოთხოვნათა დაკმაყოფილება ადგილობრივი რესურსის ხარჯზე, საჯარისო-სამობილიზაციო გაშლისათვის შესაბამისი ბაზის მომზადება;
თ) თეორიული მეცადინეობების მოწყობა გაძლიერების აპარატთან და თანამშრომლებთან, რომლებიც მიმაგრებული არიან სამხედრო განყოფილებაზე მობილიზაციის დროს;
ი) ომისა და სამხედრო ძალების ვეტერანებისა და მათთან გათანაბრებული პირების აღრიცხვა და მათთან მუშაობის ორგანიზება;
კ) მოქალაქეთა საჩივრებისა და განცხადებების განხილვა, შესაბამისი ზომების მიღება, მათში დასმული საკითხების დროულად და კანონის ფარგლებში გადაწყვეტა;
ლ) სამართალდაცვის ორგანოებისათვის მასალების გადაცემა იმ მოქალაქეების შესახებ, რომლებიც არღვევენ სამხედრო აღრიცხვიანობისა და სამხედრო სამსახურში გაწვევის წესებს;
მუხლი 4🔗. სამხედრო სამსახურის ძირითადი უფლებები და მოვალეობები:
ა) ,,სამხედრო ვალდებულებისა და სამხედრო სამსახურის შესახებ” საქართველოს კანონისა და ,,სამხედრო სარეზერვო სამსახურის შესახებ” საქართველოს კანონის საფუძველზე აწარმოოს მოქალაქეთა სამხედრო სავალდებულო და სამხედრო სარეზერვო სამსახურში გაწვევა;
ბ) სამხედრო აღრიცხვიანობისა და სამხედრო სამსახურში გაწვევის საკითხებზე წესების დარღვევის ფაქტებზე, სათანადო საფუძვლის არსებობის შემთხვევაში, კანონმდებლობით დადგენილი კომპეტენციის ფარგლებში მასალები გადასცეს სამართალდაცვის ორგანოებს;
გ) სამსახურის კომპეტენციას მიკუთვნებულ საკითხებზე გამართოს თათბირები და განახორციელოს სხვა ორგანიზაციული ღონისძიებები;
დ) განახორციელოს საქართველოს კანონმდებლობით და სამსახურის დებულებით განსაზღვრული სხვა უფლებამოსილებანი.
თავი III. სამსახურის ხელმძღვანელობა
მუხლი 5🔗
1. სამხედრო აღრიცხვის, გაწვევისა და მობილიზაციის სამსახურს ხელმძღვანელობს სამხედრო აღრიცხვის, გაწვევისა და მობილიზაციის სამსახურის უფროსი (შემდგომ - სამსახურის უფროსი), რომელსაც კანონის შესაბამისად თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ანთავისუფლებს ქობულეთის მუნიციპალიტეტის გამგებელი.
2. სამსახურის უფროსი:
ა) უზრუნველყოფს სამსახურის საქმიანობას საქართველოს კონსტიტუციის, საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“-ს და საქართველოს სხვა კანონმდებლობის შესაბამისად;
ბ) წარმართავს სამსახურის საქმიანობას და პასუხისმგებელია ამ ერთეულის მიერ დაკისრებული უფლებებისა და მოვალეობების შესრულებაზე;
გ) ითანხმებს სამსახურში მომზადებული საკითხების მოქმედ კანონმდებლობასთან შესაბამისობას და გამგეობის საქმიანობიდან გამომდინარე გამგეობისათვის მისი მიზანშეწონილობის საკითხს;
დ) საკუთარი კომპეტენციის ფარგლებში გამოსცემს ადმინისტრაციულ სამართლებრივ აქტებს;
ე) შეიმუშავებს და მუნიციპალიტეტის გამგებელს განსახილველად წარუდგენს წინადადებებს სამსახურის თანამშრომელთა შორის ფუნქციათა განაწილების შესახებ;
ვ) ანაწილებს სამსახურში შემოსულ საკითხებს თანამშრომელთა შორის;
ზ) შეიმუშავებს და მუნიციპალიტეტის გამგებელს განსახილველად წარუდგენს წინადადებებს თანამშრომელთა წახალისებისა და დისციპლინარული პასუხისმგებლობის დაკისრების შესახებ;
თ) იხილავს მის დაქვემდებარებაში მყოფ საჯარო მოსამსახურეთა სამსახურებრივი საქმიანობიდან გამომდინარე შეტანილ საჩივრებს და მუნიციპალიტეტის გამგებელს წარუდგენს შესაბამის დასკვნას რეაგირებისთვის;
ი) უზრუნველყოფს წინადადებების, დასკვნებისა და რეკომენდაციების მომზადებას და მუნიციპალიტეტის გამგებლისათვის წარდგენას.
3. სამხედრო აღრიცხვის, გაწვევისა და მობილიზაციის სამსახურს ხელმძღვანელობს სამხედრო აღრიცხვის, გაწვევისა და მობილიზაციის სამსახურის უფროსი, რომელიც ორგანიზებას უწევს და ხელმძღვანელობს:
ა) სამობილიზაციო რესურსის სრულყოფილ და ხარისხიან აღრიცხვას;
ბ) მოქალაქეთა სამხედრო სამსახურში გაწვევას;
გ) დადგენილი ფორმის ანგარიშების და მოხსენებების ხარისხიან და დროულ წარდგენას შესაბამის ორგანოებში;
დ) სამხედრო სამსახურის სამობილიზაციო მზადყოფნას;
ე) აპარატის მომზადებასა და სამობილიზაციო გაშლის ბაზის სრულყოფას;
ვ) სახელმწიფო (კერძო) სექტორის საწარმოების, დაწესებულებების მუშაკთა დაჯაშვნის საკითხთა გადაწყვეტის შემოწმებას;
ზ) მუნიციპალიტეტის გამგებელს წარუდგენს სამსახურის მიერ გაწეული საქმიანობის ანგარიშს;
თ) უზრუნველყოფს სამსახურის კომპეტენციაში შემავალ საკითხებზე ადმინისტრაციული წარმოების წარმართვას;
ი) თავის კომპეტენციაში შემავალ საკითხებზე კონსულტაციებს უწევს მუნიციპალიტეტის გამგებელს, გამგებლის მოადგილეებს და სხვა სტრუქტურულ ერთეულებს.
კ) ხელმძღვანელობს და წარმოადგენს სამსახურს მესამე პირებთან სამართლებრივ ურთიერთობებში;
ლ) მონაწილეობს გამგეობის საქმიანობიდან გამომდინარე შექმნილ კომისიებში;
მ) ესწრება გამგებლის თათბირებს;
ნ) დადგენილი წესით მართავს სამსახურისთვის გადაცემულ ქონებას;
ო) თავისი კომპეტენციის ფარგლებში ასრულებს მუნიციპალიტეტის გამგებელის და გამგებლის მოადგილეების ცალკეულ დავალებებს;
პ) სამსახურის საქმიანობიდან გამომდინარე ახორციელებს სხვა უფლებამოსილებებს.
4. სამსახურის უფროსის არყოფნისას, უფროსის მიერ უფლებამოსილების განხორციელების შეუძლებლობის შემთხვევაში ან თანამდებობიდან მისი გადადგომისას ან/და განთავისუფლებისას უფროსის მოვალეობის შესრულება გამგებლის სამართლებრივი აქტის საფუძველზე ეკისრება სამსახურის ერთ-ერთ სპეციალისტს.
თავი IV. სამსახურის სტრუქტურა
მუხლი 6🔗
1. სამხედრო აღრიცხვის, გაწვევისა და მობილიზაციის სამსახური შედგება:
ა) სამსახურის უფროსი;
ბ) მთავარი სპეციალისტი;
ბ) წამყვანი სპეციალისტი;
დ) დარაჯი;
ე) დამლაგებელი.
2. სამსახურის მოხელეთა თანამდებობაზე დანიშვნა-გათავისუფლება ხორციელდება გამგეობის დებულებით, “საჯარო სამსახურის შესახებ” საქართველოს კანონით.
თავი V. სხვა დებულებები
მუხლი 7🔗
1. წინამდებარე დებულებაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანა შეიძლება საქართველოს ორგანული კანონის ,,ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი”-ს შესაბამისად ქობულეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილებით.
2. სამსახურის რეორგანიზაცია ან/და ლიკვიდაცია ხორციელდება საქართველოს ორგანული კანონის “ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი”-ს შესაბამისად ქობულეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილებით.
.