ქობულეთის მუნიციპალიტეტის გამგეობის საფინანსო სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ
მიღების თარიღი 17.11.2014
ძალის დაკარგვა 16.04.2018
გამომცემი ორგანო ქობულეთის მუნიციპალიტეტი
ნომერი №29
სარეგისტრაციო კოდი 010260020.35.131.016141
გამოქვეყნების წყარო ვებგვერდი, 19/11/2014
კონსოლიდირებული ვერსიები
დამატებითი მეტამონაცემები (1)
| ქობულეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე სულხან ოქროპირიძე | ქობულეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე |
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
დოკუმენტის ტექსტი
ქობულეთის მუნიციპალიტეტის გამგეობის საფინანსო
სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ
ქობულეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს
დადგენილება №29
2014 წლის 17 ნოემბერი
ქ. ქობულეთი
ქობულეთის მუნიციპალიტეტის გამგეობის საფინანსო
სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ
საქართველოს ორგანული კანონის ,,ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსის” 24-ე მუხლის პირველი პუნქტის „გ.ბ” ქვეპუნქტისა და „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის 25-ე მუხლის საფუძველზე ქობულეთის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს,
მუხლი 1🔗
დამტკიცდეს ქობულეთის მუნიციპალიტეტის გამგეობის საფინანსო სამსახურის დებულება თანახმად დანართისა.
მუხლი 2🔗
ამ დადგენილების ძალაში შესვლისთანავე ძალადაკარგულად გამოცხადდეს ,,ქობულეთის მუნიციპალიტეტის გამგეობის საფინანსო სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“ ქობულეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2008 წლის 7 აპრილის №6-5 დადგენილება.
მუხლი 3🔗
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.ქობულეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარესულხან ოქროპირიძე
დანართი
ქობულეთის მუნიციპალიტეტის გამგეობის საფინანსო სამსახურის
დ ე ბ უ ლ ე ბ ა
თავი I. ზოგადი დებულებანი
მუხლი 1🔗
1. ქობულეთის მუნიციპალიტეტის გამგეობის საფინანსო სამსახური (შემდგომ - „საფინანსო სამსახური“) არის ქობულეთის მუნიციპალიტეტის გამგეობის სტრუქტურული ერთეული, რომელიც თავის საქმიანობაში ხელმძღვანელობს საქართველოს კონსტიტუციით, საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსის“ ქობულეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 4 სექტემბრის №10 დადგენილებით დამტკიცებული ქობულეთის მუნიციპალიტეტის გამგეობის დებულებით, საქართველოს კანონმდებლობით და ამ დებულებით.
2. საფინანსო სამსახური შექმნილია საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“-ს და „ქობულეთის მუნიციპალიტეტის გამგეობის დებულების დამტკიცების შესახებ“ ქობულეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 4 სექტემბრის №10 დადგენილების შესაბამისად.
3. საფინანსო სამსახური არ წარმოადგენს დამოუკიდებელ საბიუჯეტო დაწესებულებას, არ აქვს დასრულებული ბალანსი და ანგარიში.
4. საფინანსო სამსახურის იურიდიული მისამართია: ქ.ქობულეთი, დავით აღმაშენებლის გამზირი №141.
5. საფინანსო სამსახური იყენებს კანონმდებლობით დადგენილი წესით დამტკიცებულ ტიტულიან ბლანკს საკუთარი დასახელების აღნიშვნით.
6. საფინანსო სამსახურს აქვს ბეჭედი ქობულეთის მუნიციპალიტეტის გამგეობისა და საკუთარი დასახელების დამატების აღნიშვნით.
თავი II. სამსახურის ამოცანები და ფუნქციები
მუხლი 2🔗
სამსახური დადგენილი წესით უზრუნველყოფს:
ა) ბიუჯეტის პროექტის შესადგენად საჭირო სამუშაოების ორგანიზებასა და პროექტის შედგენას;
ბ) საკრებულოს მიერ გამოთქმული შენიშვნების გათვალისწინებით ბიუჯეტის პროექტის რედაქტირებას;
გ) მუნიციპალური პროგრამების პროექტების საფინანსო გაანგარიშებაში მონაწილეობის მიღებას.
დ) გამგეობის სამსახურებთან ერთად მუნიციპალიტეტის მიერ დაფუძნებული იურიდიული პირების საქმიანობის და ფინანსური მდგომარეობის შესახებ წინადადებების შემუშავებას.
ე) ადგილობრივი ბიუჯეტის შემოსულობებისა და გადასახდელების განწერას თვეებისა და კვარტალების მიხედვით;
ვ) ბიუჯეტის შემოსულობების შესახებ ინფორმაციის შეგროვებასა და გაანალიზებას;
ზ) მიმდინარე და ყოველწლიური ანგარიშების მომზადებას ბიუჯეტის შესრულების შესახებ;
თ) საფინანსო საბუღალტრო, არაფინანსური აქტივებისა და მატერიალური მარაგების აღრიცხვას;
ი) მოქმედი კანონმდებლობით, გამგეობის დებულებითა და მუნიციპალიტეტის სამართლებრივი აქტებით განსაზღვრულ უფლებამოსილებებს.
თავი III. სამსახურის ხელმძღვანელობა
მუხლი 3🔗
1. საფინანსო სამსახურს ხელმძღვანელობს საფინანსო სამსახურის უფროსი (შემდგომ - სამსახურის უფროსი), რომელსაც კანონის შესაბამისად თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს ქობულეთის მუნიციპალიტეტის გამგებელი.
2. საფინანსო სამსახურის უფროსი:
ა) უზრუნველყოფს სამსახურის საქმიანობას საქართველოს კონსტიტუციის, საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“-ს და საქართველოს სხვა კანონმდებლობის შესაბამისად;
ბ) წარმართავს სამსახურის საქმიანობას და პასუხისმგებელია ამ ერთეულის მიერ დაკისრებული უფლებებისა და მოვალეობების შესრულებაზე;
გ) ითანხმებს სამსახურში მომზადებული საკითხების მოქმედ კანონმდებლობასთან შესაბამისობას და გამგეობის საქმიანობიდან გამომდინარე გამგეობისათვის მისი მიზანშეწონილობის საკითხს;
დ) თავისი კომპეტენციის ფარგლებში გამოსცემს ადმინისტრაციულ სამართლებრივი აქტებს;
ე) შეიმუშავებს და მუნიციპალიტეტის გამგებელს განსახილველად წარუდგენს წინადადებებს სამსახურის თანამშრომელთა შორის ფუნქციათა განაწილების შესახებ;
ვ) ანაწილებს სამსახურში შემოსულ საკითხებს თანამშრომელთა შორის;
ზ) შეიმუშავებს და მუნიციპალიტეტის გამგებელს განსახილველად წარუდგენს წინადადებებს თანამშრომელთა წახალისებისა და დისციპლინარული პასუხისმგებლობის დაკისრების შესახებ;
თ) იხილავს მის დაქვემდებარებაში მყოფ საჯარო მოსამსახურეთა სამსახურებრივი საქმიანობიდან გამომდინარე შეტანილ საჩივრებს და მუნიციპალიტეტის გამგებელს წარუდგენს შესაბამის დასკვნას რეაგირებისათვის;
ი) უზრუნველყოფს სამსახურის კომპეტენციაში შემავალ საკითხებზე წინადადებების, დასკვნებისა და რეკომენდაციების მომზადებას და მუნიციპალიტეტის გამგებლის წინაშე წარდგენას;
კ) მუნიციპალიტეტის გამგებელს წარუდგენს სამსახურის მიერ გაწეული საქმიანობის
ანგარიშს;
ლ) უზრუნველყოფს სამსახურის კომპეტენციაში შემავალ საკითხებზე ადმინისტრაციული წარმოების წარმართვას;
მ) სამსახურის კომპეტენციის ფარგლებში ამზადებს შესაბამისი სამართლებრივი აქტების პროექტებს;
ნ) თავის კომპეტენციაში შემავალ საკითხებზე კონსულტაციებს უწევს მუნიციპალიტეტის გამგებელს, გამგებლის მოადგილეებს და სხვა სტრუქტურულ ერთეულებს;
ო) ხელმძღვანელობს და წარმოადგენს სამსახურს მესამე პირებთან სამართლებრივ ურთიერთობებში;
პ) მონაწილეობს გამგეობის საქმიანობიდან გამომდინარე შექმნილ კომისიებში;
ჟ) ესწრება გამგებლის თათბირებს;
რ) დადგენილი წესით მართავს სამსახურისთვის გადაცემულ ქონებას;
ს) თავისი კომპეტენციის ფარგლებში ასრულებს მუნიციპალიტეტის გამგებელის და გამგებლის მოადგილეების ცალკეულ დავალებებს;
ტ) სამსახურის საქმიანობიდან გამომდინარე ახორციელებს სხვა უფლებამოსილებებს.
3. სამსახურის უფროსის არყოფნისას, უფროსის მიერ უფლებამოსილების განხორციელების შეუძლებლობის შემთხვევაში ან თანამდებობიდან მისი გადადგომისას ან/და გათავისუფლებისას უფროსის მოვალეობის შესრულება გამგებლის სამართლებრივი აქტის საფუძველზე ეკისრება სამსახურის ერთ-ერთ სპეციალისტს.
თავი IV. სამსახურის სტრუქტურა
მუხლი 4🔗
1. სამსახური შედგება სამსახურის უფროსისა და სტრუქტურული ქვედანაყოფების-განყოფილებებისაგან.
2. სამსახურის სტრუქტურული ქვედანაყოფებია:
ა) ბიუჯეტის აღრიცხვის, დაგეგმარებისა და ფორმირების განყოფილება;
ბ) სახაზინო განყოფილება;
გ) ბუღალტრული აღრიცხვის განყოფილება;
მუხლი 5🔗. სამსახურის ბიუჯეტის აღრიცხვის, დაგეგმარებისა და ფორმირების განყოფილების ფუნქციები
ბიუჯეტის აღრიცხვის, დაგეგმარებისა და ფორმირების განყოფილება დადგენილი წესით უზრუნველყოფს:
ა) წლის ბიუჯეტის პროექტის შემუშავებას;
ბ) ბიუჯეტის პროექტის თაობაზე გამოთქმული შენიშვნებისა და წინადადებების სისტემატიზაციას, ანალიზს, შესაბამისი დასკვნებისა და რეკომენდაციების შემუშავებას;
გ) წლის ბიუჯეტის პროექტის რედაქტირებას საკრებულოს საფინანსო-საბიუჯეტო კომისიის მიერ გამოთქმული შენიშვნების გათვალისწინებით;
დ) მუნიციპალური პროგრამების საფინანსო გაანგარიშებაში მონაწილეობის მიღებას;
ე) ბიუჯეტის შემოსულობებისა და გადასახდელების განწერას თვეებისა და კვარტალების მიხედვით;
ვ) ბიუჯეტის შესრულების ანგარიშგების შედგენაში მონაწილეობის მიღებას;
ზ) მოქმედი კანონმდებლობით და მუნიციპალიტეტის სამართლებრივი აქტებით განსაზღვრული სხვა ფუნქციების განხორციელებას;
მუხლი 6🔗
1. ამ დებულების შესაბამისად ქობულეთის მუნიციპალიტეტის გამგეობის საფინანსო სამსახურის საშტატო ნუსხით განყოფილების შემადგენლობაში დგინდება შემდეგი თანამდებობები:
ა) განყოფილების უფროსი;
ბ) მთავარი სპეციალისტი;
მუხლი 7🔗. ხაზინის განყოფილების ფუნქციები
ხაზინის განყოფილება დადგენილი წესით უზრუნველყოფს:
ა) მუნიციპალიტეტის ადგილობრივი ბიუჯეტით გათვალისწინებული ხარჯვითი ნაწილის აღსრულებას და მისი შესრულების ანგარიშების შედგენას;
ბ) ორგანიზაციული, ეკონომიკური და ფუნქციონალური კლასიფიკაციის მიხედვით ადგილობრივი ბიუჯეტის გადასახდელების აღრიცხვას;
გ) საბიუჯეტო ორგანიზაციების ბიუჯეტგარეშე შემოსავლების და ხარჯების აღრიცხვას;
დ) ადგილობრივი ბიუჯეტის დაფინანსებაზე მყოფი ორგანიზაციების ყოველდღიური ხარჯების ოპერატიულ აღრიცხვას;
ე) ბიუჯეტის შესრულების ანგარიშგების შედგენაში მონაწილეობის მიღებას და ადგილობრივი ბიუჯეტის შემოსულობებზე ზედამხედველობას;
ვ) მოქმედი კანონმდებლობით და მუნიციპალიტეტის სამართლებრივი აქტებით განსაზღვრული სხვა ფუნქციების განხორციელებას;
მუხლი 8🔗
1. ამ დებულების შესაბამისად ქობულეთის მუნიციპალიტეტის გამგეობის საფინანსო სამსახურის საშტატო ნუსხით განყოფილების შემადგენლობაში დგინდება შემდეგი თანამდებობები:
ა) განყოფილების უფროსი;
ბ) მთავარი სპეციალისტები.
მუხლი 9🔗. ბუღალტრული აღრიცხვის განყოფილება
ბუღალტრული აღრიცხვის განყოფილება დადგენილი წესით უზრუნველყოფს
ა) საფინანსო-საბუღალტრულო აღრიცხვის სწორ ორგანიზაციას;
ბ) ფულადი სახსრებისა და მატერიალურ ფასეულობათა მიზნობრივი დანიშნულებით გამოყენებაზე კონტროლს;
გ) საკასო და ფაქტიური ხარჯების თავისუფალი ოპერაციების გატარებას, აღებულ ვალდებულებათა მიხედვით;
დ) საგადახდო მოთხოვნის და დავალების მომზადებას;
ე) საბანკო ოპერაციების დამუშავებას;
ვ) მუნიციპალიტეტის საკრებულოს, გამგეობისა და მისი სამსახურების მომუშავეთა შრომის ანაზღაურების და სხვა გასაცემლების დროულ აღრიცხვას და შესაბამის ანგარიშებზე ჩარიცხვის ორგანიზებას;
ზ) არაფინანსური აქტივებისა და მატერიალური მარაგების სინთეზურ და ანალიზურ აღრიცხვას;
თ) აღრიცხვა-ანგარიშგების შედგენას და შესრულებას;
ი) წლიური ბალანსის შედგენას;
კ) მოქმედი კანონმდებლობით და მუნიციპალიტეტის სამართლებრივი აქტებით განსაზღვრული სხვა ფუნქციების განხორციელებას;
მუხლი 10🔗
1. ამ დებულების შესაბამისად ქობულეთის მუნიციპალიტეტის გამგეობის ადმინისტრაციული სამსახურის საშტატო ნუსხით განყოფილების შემადგენლობაში დგინდება შემდეგი თანამდებობები:
ა) განყოფილების უფროსი;
ბ) წამყვანი სპეციალისტები.
მუხლი 11🔗. სამსახურის დებულების დამტკიცება და მასში ცვლილებების შეტანა
1. სამსახურის დებულებას მუნიციპალიტეტის გამგებლის წარდგინებით ამტკიცებს მუნიციპალიტეტის საკრებულო.
2. დებულებაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანა ხორციელდება მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად, გამგებლის წარდგინებით მუნიციპალიტეტის საკრებულოს მიერ.
.