⚠️ ეს დოკუმენტი ძალადაკარგულია (03.02.2015)
გაუქმებულია:

ქობულეთის მუნიციპალიტეტის გამგეობის სახანძრო-სამაშველო სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ

მიღების თარიღი 17.11.2014
ძალის დაკარგვა 03.02.2015
გამომცემი ორგანო ქობულეთის მუნიციპალიტეტი
ნომერი №30
სარეგისტრაციო კოდი 010260020.35.131.016142
გამოქვეყნების წყარო ვებგვერდი, 19/11/2014
კონსოლიდირებული ვერსიები
matsne.gov.ge 1,430 სიტყვა · ~7 წთ
📄 ტექსტზე გადასვლა ↓
17.11.2014 მიღება
03.02.2015 ძალის დაკარგვა
დამატებითი მეტამონაცემები (1)
ქობულეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე სულხან ოქროპირიძე ქობულეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
⛔ გაუქმებულია — 1 აქტით

დოკუმენტის ტექსტი

ქობულეთის მუნიციპალიტეტის გამგეობის სახანძრო-სამაშველო სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ ქობულეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება №30 2014 წლის 17 ნოემბერი ქ. ქობულეთი ქობულეთისმუნიციპალიტეტის გამგეობის სახანძრო-სამაშველო სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ  საქართველოს ორგანული კანონის ,,ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი” 24-ე მუხლის პირველი  პუნქტის  „გ.ბ” ქვეპუნქტისა და  „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის 25-ე მუხლის  საფუძველზე  ქობულეთის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს: მუხლი 1🔗 დამტკიცებულ იქნეს ქობულეთის მუნიციპალიტეტის გამგეობის სახანძრო-სამაშველო სამსახურის  დებულება თანახმად დანართისა. მუხლი 2🔗 ამ დადგენილების ძალაში შესვლისთანავე  ძალადაკარგულად გამოცხადდეს ,,ქობულეთის მუნიციპალიტეტის გამგეობის ხანძარსაწინააღმდეგო სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“ ქობულეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2012 წლის 26 იანვრის  №08 დადგენილება. მუხლი 3🔗 დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.ქობულეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარესულხან ოქროპირიძე დანართი ქობულეთისმუნიციპალიტეტის  გამგეობის სახანძრო-სამაშველო სამსახურის დებულება თავი I. ზოგადი დებულებანი მუხლი1.   1. ქობულეთის მუნიციპალიტეტის გამგეობის სახანძრო-სამაშველო სამსახური(შემდგომ – სახანძრო-სამაშველო სამსახური) არის ქობულეთის მუნიციპალიტეტის გამგეობის სტრუქტურული ერთეული, რომელიც თავის საქმიანობაში ხელმძღვანელობს საქართველოს კონსტიტუციით, საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“  ქობულეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 4 სექტემბრის №10 დადგენილებით დამტკიცებული ქობულეთის მუნიციპალიტეტის გამგეობის დებულებით, საქართველოს კანონმდებლობით და ამ დებულებით. 2. სახანძრო-სამაშველო სამსახური შექმნილია საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ და „ქობულეთის მუნიციპალიტეტის გამგეობის დებულების დამტკიცების შესახებ“ ქობულეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 4 სექტემბრის №10 დადგენილების შესაბამისად. 3. სახანძრო-სამაშველო სამსახური არ წარმოადგენს დამოუკიდებელ საბიუჯეტო დაწესებულებას, არ აქვს დასრულებული ბალანსი და ანგარიში. 4. სახანძრო-სამაშველო სამსახურის იურიდიული მისამართია: ქ. ქობულეთი, რუსთაველის ქუჩა N26. 5. სახანძრო-სამაშველო სამსახური იყენებს კანონმდებლობით დადგენილი წესით დამტკიცებულ ტიტულიან ბლანკს საკუთარი დასახელების აღნიშვნით. 6. სახანძრო-სამაშველო სამსახურს აქვს ბეჭედი ქობულეთის მუნიციპალიტეტის გამგეობისა და საკუთარი დასახელების დამატების აღნიშვნით. თავი II. სამსახურის ამოცანები და ფუნქციები მუხლი 2🔗. 1. სამსახურის ძირითადი ამოცანაა – სახელმწიფო ხანძარსაწინააღმდეგო ზედამხედველობის, ხანძრის ჩაქრობისა და სამაშველო ოპერაციების ორგანიზება  დადგენილი სამოქმედო ტერიტორიის ფარგლებში. 2. დაკისრებული ამოცანების განხორციელების მიზნით სამსახური თავისი კონპეტენციის ფარგლებში: ა) უზრუნველყოფს სახელმწიფო ხანძარსაწინააღმდეგო ზედამხედველობის განხორციელებას აღმასრულებელი ხელისუფლების, ადგილობრივი თვითმართველობის ორგანოების, ფიზიკური და იურიდიული პირების მიერ (მიუხედავად მათი საკუთრებისა და ორგანიზაციულ-სამართლებრივი ფორმისა) სახანძრო უსაფრთხოების მოთხოვნათა შესრულებაზე; ბ) უზრუნველყოფს ხანძრის ჩაქრობისა და სამაშველო სამუშაოების ჩატარებას მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ-ტერიტორიულ საზღვრებში; გ) მონაწილეობას იღებს საქართველოს ტერიტორიაზე ხანძრის ლიკვიდაციასა და დაგენილ სახანძრო ტექნიკურ სწავლებაში; დ) უზრუნველყოფს მუნიციპალიტეტის სახანძრო უსაფრთხოების ღონისძიებების შემუშავებისათვის წინადადების მომზადებას და წარდგენას მუნიციპალიტეტის გამგებლის წინაშე; ე) სამსახური თავის საქმიანობაში ხელმძღვანელობს საქართველოს კონსტიტუციით,  საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“, „საჯარო სამსახურის შესახებ“, „სახანძრო უსაფრთხოების შესახებ“ და „ბუნებრივი ტექნოგენური ხასიათის საგანგებო სიტუაციებისაგან მოსახლეობისა და ტერიტორიის დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონმდებლობით, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით შინაგან საქმეთა სამინისტროს, ადგილობრივ მუნიციპალიტეტის ორგანოების მიერ გამოცემული სამართლებრივი აქტებით, სხვა საკანონმდებლო, კანონქვემდებარე ნორმატიული აქტებით და ამ დებულებით; ვ) ხელშეკრულების საფუძველზე უზრუნველყოფს ეროვნული მეურნეობის ობიექტზე ხანძრის თავიდან აცილების ორგანიზაციასა და ჩაქრობას, სამუშაოების შესრულებისა და მომსახურეობის სახანძრო უსაფრთხოების სფეროში; ზ) უზრუნველყოფს ხანძრებისა და მათი შედეგების ასევე პირველი რიგის საავარიო-სამაშველო (ტექნიკური) სამუშაოების აღრიცხვას; თ) სახელმწიფო ხანძარსაწინააღმდეგო ზედამხედველობის განხორციელების თავისი კომპეტენციის ფარგლებში ასრულებს საქართველოს კანონის ,,სახანძრო უსაფრთხოების შესახებ” მე-11 მუხლით განსაზღვრულ სხვა ფუნქციებს; ი) მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის შედგენასთან დაკავშირებით შეიმუშავებს და წარუდგენს მუნიციპალიტეტის გამგებელს ხანძარსაწინააღმდეგო სამსახურის დანაყოფის ხარჯთანუსხის პროექტს, ამზადებს წინადადებებს ხანძარსაწინააღმდეგო სამსახურის ორგანიზაციის საჭირო რიცხოვნობის და სტრუქტურული საკითხების გადასაწყვეტად,სახელმწიფო ხანძარსაწინააღმდეგო სამსახურთან შეთანხმებით; კ) უზრუნველყოფს დაქვემდებარებულ დანაყოფში სახანძრო ტექნიკისა და ტექნიკური შეიარაღების სწორ ექსპლოატაციას; ლ) სახანძრო უსაფრთხოების უზრუნველყოფის საკითხებში ურთიერთთანამშრომლობს ქობულეთის მუნიციპალიტეტის ადგილობრივ სამსახურებთან ორგანიზაცია-დაწესებულებებთან. თავი III. სამსახურის საქმიანობის ორგანიზაცია და სტრუქტურა მუხლი 3🔗 სამსახური  შედგება: ა) სამსახურის უფროსი; ბ) ჩაქვის  სახანძრო  ნაწილის  უფროსი; გ) მთავარი სპეციალისტი; დ) წამყვანი სპეციალისტი; ე) ცვლის უფროსი; ვ) მეხანძრე; ზ) მეხანძრე-მძღოლი. მუხლი 4🔗 1. სამსახურს ხელმძღვანელობს უფროსი,რომელსაც კანონის შესაბამისად, თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს გამგებელი. 2. სამსახურის საჯარო მოხელეებს ,,საჯარო სამსახურის შესახებ” საქართველოს კანონის შესაბამისად, თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს მუნიციპალიტეტის გამგებელი. მუხლი 5🔗 სამსახურის უფროსი: 1. სამსახურის უფროსი ხელმძღვანელობს სამსახურში შემავალი სტრუქტურული ქვედანაყოფის საქმიანობას. 2. ხელმძღვანელობს და წარმართავს სამსახურის საქმიანობას. 3. ანაწილებს ფუნქციონალურ მოვალეობებს რაზმის სტრუქტურული ქვედანაყოფის მუშაკთა შორის. 4. აკონტროლებს სტრუქტურული ქვედანაყოფების თანამშრომელთა მიერ სამსახურებრივი მოვალეობების შესრულებას, კომპეტენციის ფარგლებში კანონმდებლობის შესაბამისად. 5.ხელს აწერს სამსახურში მომზადებულ დოკუმენტებს. 6. წარუდგენს მუნიციპალიტეტის გამგებელს წინადადებებს სამსახურის სტრუქტურისა და საშტატო განრიგის შესახებ. 7. მუნიციპალიტეტის გამგებლის წინაშე შუამდგომლობს იმ სახსრების, მოწყობილობებისა და ინვენტარის გამოყოფაზე, რაც აუცილებელია სამსახურის წინაშე მდგომი ფუნქციებისა და ამოცანების შესასრულებლად. 8. ახორცილებს მოქმედი კანონმდებლობით განსაზღვრულ სხვა უფლებამოსილებებს. 9. თავის კომპეტენციის ფარგლებში გამოსცემს ინდივიდუალურ-სამართლებრივ აქტს და აკონტროლებს მის შესრულებას. 10. ორგანიზაციას უწევს სამსახურში მოქალაქეების წინადადებების, განცხადებების, საჩივრების განხილვას, აწარმოებს მათ პირად მიღებას. 11. აანალიზებს ხანძრებზე სამსახურის მუშაობას, ახორციელებს ღონისძებების პირადი შემადგენლობის საბრძოლო მომზადების ამაღლებისა და ხანძრის ჩაქრობის ორგანიზაციის გასაუმჯობესებლად. 12.სახანძრო-სამაშველო სამსახურის უფროსს უფლება აქვს: ა) დადგენილი წესით მიიღოს გადაწყვეტილებები,დაქვემდებარებული დანაყოფების გასვლის რაიონული საზღვრების დადგენისათვის გასვლის განრიგის შემუშავებისათვის (გადამუშავებისათვის),სამსახურის თანამშრომელთა დანიშვნის შესახებ და განახორციელოს კონტროლი მათ საქმიანობაზე; ბ) მოითხოვოს და მიიღოს სამსახურის ორგანიზებისათვის საჭირო მონაცემები, ოპერატიული ინფორმაცია; გ) შეამოწმოს დაქვემდებარებულ დანაყოფებში პირადი შემადგენლობის ხანძრის ჩასაქრობად და საავარიო-სამაშველო სამუშაოებისათვის ჩატარებისათვის მზადყოფნა; დ) დიდი ხანძრების, აგრეთვე ავარიების, კატასტროფების, სტიქიური უბედურებებისა და სხვა საგანგებო სიტუაციების დროს განახორციელოს სახანძრო დაცვის სამსახურის ძალებისა და საშულაებების გადაჯგუფება. ე) გასცეს განკარგულებები, რომლებიც სავალდებულოა შესასრულებლად სამსახურის თანამდებობის პირთა მიერ,აგრეთვე მოითხოვოს მათი შესრულება; ვ) დადგენილი წესით მოითხოვოს და მიიღოს სახანძრო დაცვის სამსახურის ამოცანების შესასრულებლად საჭირო ცნობები და ოპერატიული ინფორმაცია; ზ) ორგანიზება გაუწიოს სახანძრო ტექნიკური სწავლების დათვალიერების შეჯიბრების და სხვა ღონისძიებების ჩატარებას; თ) დადგენილი წესის შესაბამისად მოითხოვოს შესაბამისი თანამდებობის პირებისაგან წყალმომარაგების, კავშირგაბმულობის და სხვა სასიცოცხლო უზრუნველყოფის სისტემების დაზიანების აღმოფხვრა, აგრეთვე სახანძრო დაცვის სამსახურის გასვლის რაიონის ტერიტორიაზე სახანძრო და საავარიო -სამაშველო ტექნიკის შეუზღუდავი მოძრაობის უზრუნველყოფა; ი) დადგენილი წესით შეცვალოს დანაყოფის გათვლაში არსებული სახანძრო და საავარიო სამაშველო ტექნიკა, სახანძრო დაცვის სამსახურში არსებული სათადარიგო ტექნიკის ხარჯზე. მუხლი 6🔗.  ცვლის უფროსი ცვლის უფროსი: მორიგე ცვლის უფროსი არის მორიგე ცვლის პირადი შემადგენლობის უშუალო ხელმძღვანელი დაემორჩილება სახანძრო დაცვის იმ დანაყოფის ხელმძღვანელებს, რომლის შტატშიც ის ირიცხება. 1. მორიგე ცვლის უფროსი ვალდებულია: ა) ორგანიზება გაუწიოს და აკონტროლოს მორიგე ცვლის პირადი შემადგენლობის მიერ სამსახურებრივი მოვალეობის შესრულება; ბ) უზრუნველყოს მორიგეობის პერიოდში მორიგე ცვლის პირადი შემადგენლობის მომზადების გეგმით გათვალისწინებული მეცადინეობების ჩატარება,პირადად ჩაატაროს მეცადინეობები და გააკანტროლოს ათეულების მეთაურების მიერ მეცადინეობების დროული ჩატარება და ხარისხი; გ) შეამოწმოს გათვლაში მყოფი სახანძრო და საავარიო- სამაშველო ტექნიკის სახანძრო ტექნიკური შეიარაღებისა და საავარიო-სამაშველო აღჭურვილობის,კავშირგაბმულობის, ცეცხლმაქრი, რადიაციური და ქიმიური დაცვის საშუალებების მზადყოფნა, აგრეთვე გააკონტროლოს გასვლის რაიონში სახანძრო ჰიდრანტების, წყალსატევების, მისასვლელების და მისადგომების მდგომარეობა. დარღვევების ან გაუმართაობის შესახებ მოახსენოს სახანძრო დაცვის რაზმის უფროსს; დ) უზრუნველყოს მორიგე ცვლის პირადი შემადგენლობის მიერ შრომის დაცვის და უსაფრთხოების წესების, სახანძრო უსაფრთხოების წესების და სანიტარულ-ჰიგიენური ნორმების დაცვა; ე) იზრუნოს მორიგე ცვლის პირადი შემადგენლობის დისციპლინის განმტკიცებაზე; ვ) განახორციელოს კონტროლი მაიზოლირებელი აირწინაღების ტექნიკურ მომსახურებაზე, დოკუმენტების სწორ წარმოებაზე, აგრეთვე პირადი შემადგენლობის მიერ ყოველწლიური შემოწმების გავლაზე მათ  მაიზოლირებელ აირწინაღებში სამუშაოს  გასაშვებად; ზ) უზრუნველყოს დღის განაწესით გათვალისწინებულ ღონისძიებათა შესრულება; თ) გააკონტროლოს მონაცემების შეგროვება საბავშვო და სამკურნალო დაწესებულებაში ღამის საათებში მყოფ  ადამიანთა  რაოდენობის  შესახებ; ი) მორიგე ცვლის პირადი შემადგენლობის რომელიმე წევრის უეცარი ავადმყოფობის შემთხვევაში გამოიძახოს სასწრაფო და მოახსენოს ამის შესახებ სახანძრო დაცვის დანაყოფის უფროსს და ოპერატიულ მორიგეს; კ) სპეციალიზაციების მიხედვით შეასრულოს სამუშაო სახანძრო დაცვის ოპერატიულ სამსახურებრივი მოღვაწეობის ერთ-ერთი მიმართულებით; ლ) არ დაუშვას სამსახურებრივი სათავსებში უცხო პირები; მ) უზრუნველყოს მორიგე ცვლაში ახლად მიღებული თანამშრომლების ინდივიდუალური სწავლებისათვის ხელსაყრელი პირობების შექმნა და მათთან გეგმიური სწავლებების პირადად ჩატარება, მეცადინეობის განრიგის შესაბამისად; ნ) შეისწავლოს პირადი შემადგენლობის მომზადების დონე და საქმიანი თვისებები, საჭიროების შემთხვევაში მიაწოდოს სახანძრო დაცვის დანაყოფის ხელმძღვანელობას წინადებები მორიგე ცვლის პირადი შემადგენლობის საშტატო განაწილებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე; ო) გააკონტროლოს მძღოლების მიერ ცვლაში საწვავ- საპოხი მასალების ხარჯის აღრიცხვა; პ) იცოდეს გასვლის რაიონი, ხანძარსაშიში ობიექტების განლაგება, მათი ხანძარსაშიშროება, ხანძარსაწინააღმდეგო წყალმომარაგება და გასასვლელები. სამსახურის შეიარაღებაში არსებული სახანძრო საავარიო -სამაშველო ტექნიკის ტექნიკური  მახასიათებლები. 2. ცვლის  უფროსს უფლება აქვს: ა) დადგენილი წესის შესაბამისად შეამოწმოს მორიგე ცვლის პირადი შემადგენლობის მიერ სამსახურებრივი მოვალეობის შესრულება; ბ) მოითხოვოს მორიგე ცვლის პირადი შემადგენლობისაგან თანამდებობრივი მოვალეობის შესრულება; გ) მისი კომპეტენციის ფარგლებში მისცეს განკარგულებები მორიგე ცვლის პირად შემადგენლობას და მოითხოვოს  მათი შესრულება; დ) ჩამოაშოროს მორიგე სამსახურს შრომის დაცვის და უსაფრთხოების ტექნიკის წესების, აგრეთვე დისციპილინის დამრღვევი პირები; ე) დადგენილი წესის შესაბამისად მიაწოდოს წინადადებები სახანძრო დაცვის დანაყოფის უფროსს მორიგე ცვლის პირადი შემადგენლობის წახალისების ან დისციპლინური პასუხისმგებლობის შესახებ; ვ) მოითხოვოს სახანძრო დაცვის დანაყოფის ხელმძღვანელებისაგან მორიგე ცვლის პირადი შემადგენლობის სამსახურისთვის საჭირო პირობების შექმნა; ზ) მოითხოვოს და მიიღოს საჭირო ინფორმაცია გასვლის რაიონში არსებული ოპერატიული ვითარების შესახებ გაეცნოს სამსახურის ორგანიზების განმკარგულებელ და სხვა დოკუმენტაციას; თ) მორიგე ცვლის უფროსი შეიძლება შეცვალოს საშუალო უფროს მეთაურთა შემადგენლობის პირმა,რომელსაც გააჩნია სათანადო მომზადება. იმ თანამშრომელს, რომელსაც დაევალა მორიგე ცვლის უფროსის შეცვლა უნდა გააჩნდეს ხანძრის ჩაქრობის და საავარიო- სამაშველო სამსახურის ჩატარების პრაქტიკული გამოცდილება და მორიგე ცვლის უფროსის მოვალეობის დამოუკიდებლად შესრულების უფლება; ი) მორიგე ცვლის უფროსის უეცარი ავადმოყოფისას (ან სხვა საჭირო შემთხვევაში) სახანძრო დაცვის დანაყოფი იღებს გადაწყვეტილებას მისი მოვალეობის შესრულება დაეკისროს დანაყოფის ერთ-ერთ თანამდებობის უფლებამოსილ პირს. მუხლი 7🔗. მეხანძრე 1.მეხანძრე უშუალოდ ემორჩილება ცვლის უფროსს და იგი ვალდებულია: ა) მორიგე ცვლების შეცვლისას მიიღოს მიმაგრებული სახანძრო-ტექნიკური შეიარაღება, საავარიო-სამაშველო ტექნიკური აღჭურვილობა; ბ) დაიცვას შრომის დაცვის და უსაფრთხოების ტექნიკის წესები, სახანძრო უსაფრთხოების წესები და სანიტარულ-ჰიგიენური ნორმები; გ) გაუფრთხილდეს დანაყოფის ქონებას,სუფთად და მუდმივ მზადყოფნაში იქონიოს სახანძრო-ტექნიკური (საავარიო-სამაშველო) შეიარაღება მოწყობილობა ინდივიდუალური აღჭურვილობა; დ) უზრუნველყოს სამსახურებრივი მოვალეობის პატიოსნად შესრულება;  ე) სრულყოს თავისი პროფესიული მომზადების დონე და შრომითი ჩვევები სახანძრო-ტექნიკურ, სავარიო-სამაშველო შეიარაღებასთან და აღჭურვილობასთან; ვ) მას უფლება აქვს გაეცნოს გასვლის რაიონში არსებულ ოპერატიულ ვითარებას და შეიტანოს წინადადებები სამსახურის ხელმძღვანელობასთან სამსახურის გაუმჯობესების შესახებ. თავი IV. დასკვნითი დებულება მუხლი 8🔗 სამსახურის დებულებასა და სტრუქტურაში ცვლილებების შეტანა ხორციელდება კანონმდებლობით დადგენილი წესის შესაბამისად მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილებით. სამსახურის რეორგანიზაცია-ლიკვიდაცია ხორცილედება მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად ქობულეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილებით. .