⚠️ ეს დოკუმენტი ძალადაკარგულია (16.04.2018)
გაუქმებულია:

ქობულეთის მუნიციპალიტეტის გამგეობის ქონების მართვისა და სოფლის განვითარების სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ

მიღების თარიღი 17.11.2014
ძალის დაკარგვა 16.04.2018
გამომცემი ორგანო ქობულეთის მუნიციპალიტეტი
ნომერი №32
სარეგისტრაციო კოდი 010260020.35.131.016144
გამოქვეყნების წყარო ვებგვერდი, 19/11/2014
კონსოლიდირებული ვერსიები
matsne.gov.ge 1,658 სიტყვა · ~8 წთ
📄 ტექსტზე გადასვლა ↓
17.11.2014 მიღება
16.04.2018 ძალის დაკარგვა
დამატებითი მეტამონაცემები (1)
ქობულეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე სულხან ოქროპირიძე ქობულეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
⛔ გაუქმებულია — 1 აქტით

დოკუმენტის ტექსტი

ქობულეთის მუნიციპალიტეტის გამგეობის ქონების მართვისა და სოფლის განვითარების სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ ქობულეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება №32 2014 წლის 17 ნოემბერი ქ. ქობულეთი ქობულეთის მუნიციპალიტეტის გამგეობის ქონების მართვისა და სოფლის განვითარების სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ საქართველოს ორგანული კანონის ,,ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი” 24-ე მუხლის პირველი  პუნქტის „გ.ბ” ქვეპუნქტისა და  „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის 25-ე მუხლის საფუძველზე,  ქობულეთის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს: მუხლი 1🔗 დამტკიცებულ იქნეს ქობულეთის მუნიციპალიტეტის გამგეობის ქონების მართვისა და სოფლის  განვითარების სამსახურის დებულება თანახმად დანართისა. მუხლი 2🔗 ამ დადგენილების ძალაში შესვლისთანავე  ძალადაკარგულად გამოცხადდეს ,,ქობულეთის მუნიციპალიტეტის გამგეობის ქონების მართვისა და აგრარულ საკითხთა სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“ ქობულეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2010 წლის 29 დეკემბრის   №32 დადგენილება. მუხლი 3🔗 დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.ქობულეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარესულხან ოქროპირიძე დანართი ქობულეთის მუნიციპალიტეტის გამგეობის ქონების მართვისა და სოფლის განვითარების სამსახურის დებულება თავი I. ზოგადი დებულებანი მუხლი 1🔗. 1. ქობულეთის მუნიციპალიტეტის გამგეობის ქონების მართვისა და სოფლის განვითარების სამსახური (შემდგომ  – „ქონების მართვისა და სოფლის განვითარების სამსახური“) არის ქობულეთის მუნიციპალიტეტის გამგეობის სტრუქტურული ერთეული, რომელიც თავის საქმიანობაში ხელმძღვანელობს საქართველოს კონსტიტუციით, საქართველოს ორგანული კანონით „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ ქობულეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 4 სექტემბრის №10 დადგენილებით დამტკიცებული ქობულეთის მუნიციპალიტეტის გამგეობის დებულებით, საქართველოს კანონმდებლობით და ამ დებულებით. 2. ქონების მართვისა და სოფლის განვითარების სამსახური შექმნილია საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ და „ქობულეთის მუნიციპალიტეტის გამგეობის დებულების დამტკიცების შესახებ“ ქობულეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს  2014 წლის 4  სექტემბრის №10 დადგენილების შესაბამისად. 3. ქონების მართვისა და სოფლის განვითარების სამსახური არ წარმოადგენს დამოუკიდებელ საბიუჯეტო დაწესებულებას, არ აქვს დასრულებული ბალანსი და ანგარიში. 4. ქონების მართვისა და სოფლის განვითარების სამსახურის იურიდიული მისამართია: ქ. ქობულეთი, დავით აღმაშენებლის გამზირი №141. 5. ქონების მართვისა და სოფლის განვითარების სამსახური იყენებს კანონმდებლობით დადგენილი წესით დამტკიცებულ ტიტულიან ბლანკს საკუთარი დასახელების აღნიშვნით. 6. სამსახურს აქვს ბეჭედი ქობულეთის მუნიციპალიტეტის გამგეობისა და საკუთარი დასახელების დამატების აღნიშვნით. თავი II. სამსახურის ფუნქციები, უფლებები და ვალდებულებები მუხლი 2🔗. სამსახურის  უფლებამოსილებები: სამსახურის უფლებამოსილებებია: ა)  მუნიციპალიტეტის საკუთრებაში უძრავი ქონების აღსარიცხავად მასალების საჯარო რეეტრის შესაბამის სარეგისტრაციო სამსახურში სარეგისტრაციოდ წარდგენა და მუნიციპალიტეტის საკუთრებაში  ან  სარგებლობაში არსებული უძრავი ქონების რეგისტრაცია; ბ) წინადადებების შემუშავება სახელმწიფო საკუთრებაში არსებული ქონების მუნიციპალიტეტზე გადმოცემის შესახებ; გ)  მუნიციპალური ქონების აღრიცხვა, მართვა და პრივატიზების უზრუნველყოფა; დ) წინადადებების შემუშავება ქონების ოპტიმალურ განკარგვაზე; ე)  მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული ქონების ფიზიკური ან/და იურიდიული პირების საკუთრებაში თუ სარგებლობაში გადაცემასთან დაკავშირებული საკითხების წინასწარი განხილვა, სამართლებრივი აქტის პროექტის მომზადება, ხელშეკრულების შესრულების მონიტორინგის განხორციელება, ქონების მიღება-ჩაბარების პროცესის უზრუნველყოფა;  ვ) ზედამხედველობა მუნიციპალური ქონების დაცვაზე, მოვლა-პატრონობაზე, მართლზომიერ სარგებლობასა და განკარგვაზე; ზ) მუნიციპალიტეტის ქონების სასყიდლიან სარგებლობაში გადაცემისას საწყისი წლიური ქირის განსაზღვრის შესახებ წინადადებების მომზადება; თ) საპრივატიზებო ობიექტთა ნუსხის დამკიცების შესახებ საკრებულოს შესაბამისი სამართლებრივი აქტების პროექტების შემუშავება; ი) სამსახურის კომპეტენციასთან მიკუთვნებულ საკითხებზე სამართლებრივი აქტების პროექტების მომზადება; კ) ხელშეკრულებაში შესატანი ცვლილებების განხილვა, შესაბამისი წინადადებების წარმოდგენა; ლ) მუნიციპალიტეტის საკუთრებაში ან სარგებლობაში არსებული უძრავი ქონების, მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებულ საწარმოთა წილების, აქციების, ეფექტურად მართვა; მ) მუნიციპალიტეტის საკუთრებაში ან სარგებლობაში არსებული უძრავი ქონების, მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული საწარმოთა წილების, აქციების, ფასიანი ქაღალდების აღრიცხვა ,ინვენტარიზაცია, მუნიციპალური ქონების მონაცემთა ბაზის შექმნა და განახლება; ნ) მუნიციპალიტეტის მონაწილეობით დაფუძნებულ საწარმოებში პარტნიორის, აქციონერის უფლება-მოვალეობათა განხორციელება; ო) მუნიციპალური ქონების გამოყენების მონიტორინგი და მათი ექსპლოატაციის ეფექტურობის შეფასება, ამორტიზირებული ქონების ჩამოწერასთან დაკავშირებით პროექტების მომზადება; პ) მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული მიწის რესურსების მართვა, კონტროლი მიწის გამოყენებისა და სარგებლობის წესების დაცვაზე; ჟ) სოფლის მეურნეობის განვითარებისა და ხელშეწყობის მიზნით საჭირო ღონისძიებების გატარება; რ) ქობულეთის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ ერთეულში შემავალი სოფლებისა და დასახლებებში სოფლის მეურნეობის განვითარების მიზნით   განსახორციელებელი  ღონისძიებების დაგეგმვა; ს) სოფლის მეურნეობის განვითარების ხელშეწყობის მიზნით მოსახლეობის ჩართულობის უზრუნველყოფა პრიორიტეტების განსაზღვრის მიზნით; ტ)  ადმინისტრაციული ერთეულების წარმომადგენლებთან ურთიერთობა მათ სამოქმედო ტერიტორიაზე სოფლის მეურნეობის განვითარების ხელშეწყობის მიზნით; უ) ქობულეთის მუნიციპალიტეტის ადმინისრტაციულ ერთეულებში შემავალ სოფლებში ინფრასტრუქტურის (ელ.ენერგიის, წყლის, გზის, გაზის) განვითარების ხელშეწყობის მიზნით განსახორციელებელი ღონისძიებების დაგეგმვა; ფ) სოფლად მცხოვრები მოსახლეობის სოციალური, კულტურული, ეკონომიკური, საგანმანათლებლო დონის ამაღლების მიზნით შესაბამისი პროექტების მომზადება; ქ) უზრუნველყოფს გამგებლის გამგებლის მოადგილეების ცალკეული დავალებების შესრულებას; ღ) მოქმედი კანონმდებლობითა და მუნიციპალიტეტის სამართლებრივი აქტებით განსაზღვრული სხვა ფუნქციების განხორციელება. მუხლი  3🔗. თავისი ფუნქციების შეუფერხებელი განხორციელების მიზნით სამსახურს უფლება აქვს: ა) თავის კომპენტენციას მიკუთვნებულ საკითხთან დაკავშირებით კანონმდებლობით დადგენილი წესით მიიღოს საჭირო ინფორმაცია სხვა და სხვა დაწესებულებიდან, აგრეთვე ფიზიკური და იურიდიული პირებისაგან; ბ) დაქვემდებარებულ სფეროში გამოვლენილი ან შესაძლო დარღვევების თაობაზე სათანადო წინადადებების და დასკვნების მომზადება და შესაბამისი კომპენტენციის მქონე ინსტანციაში წარდგენა; გ) თავისი მიზნებიდან გამომდინარე განახორციელოს სხვა ქმედებები, რაც პირდაპირ, ან არაპირდაპირ ემსახურება მის მიზნებსა და ინტერესებს. მიიღოს გადაწყვეტილებები, რომელიც არ ეწინააღმდეგება მოქმედ კანონმდებლობას. მუხლი  4🔗. სამსახური ვალდებულია: ა) პასუხი აგოს მასზე გადაცემული ქონების შენახვასა და დაცვაზე; ბ) მოცემული დებულებით განსაზღვრული უფლებების ფარგლებში შეასრულოს ქობულეთის მუნიციპალიტეტის გამგებლისა და ქობულეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს სამართლებრივი აქტები; გ) მიიღოს მოქალაქეთა და იურიდიულ პირთა განცხადებები და შუამდგომლობები, განიხილოს და პასუხი გასცეს კომპეტენციის ფარგლებში; დ) თავისი ფუნქციების განხორციელებისას შეასრულოს მოქმედი კანონმდებლობით, შესაბამისი სამართლებრივი აქტებითა და ამ დებულებით განსაზღვრული მოთხოვნები. თავი III. სამსახურის ხელმძღვანელობა მუხლი 5🔗. 1. ქობულეთის მუნიციპალიტეტის გამგეობის ქონების მართვისა და სოფლის განვითარების სამსახურს ხელმძღვანელობს ქონების მართვისა და სოფლის განვითარების სამსახურის უფროსი (შემდგომ – სამსახურის უფროსი), რომელსაც ,,საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ან თავისუფლებს ქობულეთის მუნიციპალიტეტის გამგებელი. 2.ქონების მართვისა და სოფლის განვითარების სამსახურის უფროსი: ა) უზრუნველყოფს სამსახურის საქმიანობას საქართველოს კონსტიტუციის, საქართველოს ორგანული კანონის ,,ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“  და საქართველოს სხვა კანონმდებლობის შესაბამისად; ბ) წარმართავს სამსახურის საქმიანობას და პასუხისმგებელია ამ ერთეულის მიერ დაკისრებული უფლებებისა და მოვალეობების შესრულებაზე; გ) ითანხმებს სამსახურში მომზადებული საკითხების მოქმედ კანონმდებლობასთან შესაბამისობას და გამგეობის საქმიანობიდან გამომდინარე გამგეობისათვის მისი მიზანშეწონილობის საკითხს; დ) შეიმუშავებს და მუნიციპალიტეტის გამგებელს განსახილველად წარუდგენს წინადადებებს სამსახურის თანამშრომელთა შორის ფუნქციათა განაწილების შესახებ; ე) ანაწილებს სამსახურში შემოსულ საკითხებს თანამშრომელთა შორის; ვ) შეიმუშავებს და მუნიციპალიტეტის გამგებელს განსახილველად წარუდგენს წინადადებებს თანამშრომელთა წახალისებისა და დისციპლინური პასუხისმგებლობის დაკისრების შესახებ; ზ) იხილავს მის დაქვემდებარებაში მყოფ საჯარო მოსამსახურეთა სამსახურებრივი საქმიანობიდან გამომდინარე შეტანილ საჩივრებს და მუნიციპალიტეტის გამგებელს წარუდგენს შესაბამის დასკვნას რეაგირებისთვის; თ) უზრუნველყოფს სამსახურის კომპეტენციაში შემავალ საკითხებზე წინადადებების, დასკვნებისა და რეკომენდაციების მომზადებას და მუნიციპალიტეტის გამგებლისათვის წარდგენას; ი) მუნიციპალიტეტის გამგებელს წარუდგენს სამსახურის მიერ გაწეული საქმიანობის ანგარიშს; კ) უზრუნველყოფს სამსახურის კომპეტენციაში შემავალ საკითხებზე ადმინისტრაციული წარმოების  წარმართვას; ლ) სამსახურის კომპეტენციის ფარგლებში ამზადებს და გამოსცემს შესაბამის სამართლებრივ აქტებს; მ) თავის კომპეტენციაში შემავალ საკითხებზე კონსულტაციებს უწევს  მუნიციპალიტეტის გამგებელს, გამგებლის მოადგილეებს და სხვა სტრუქტურულ ერთეულებს; ნ) თანამშრომლობს სხვა სახელმწიფო ორგანოებთან და საზოგადოებრივ ორგანიზაციებთან; ო) ხელმძღვანელობს  და წარმოადგენს სამსახურს მესამე პირებთან სამართლებრივ ურთიერთობებში; პ) მონაწილეობს გამგეობის საქმიანობიდან გამომდინარე შექმნილ კომისიებში; ჟ) ესწრება გამგებლის თათბირებს;             რ) დადგენილი წესით მართავს სამსახურისთვის გადაცემულ ქონებას; ს) სამსახურის კომპეტენციის ფარგლებში ამზადებს და/ან ითანხმებს სამართლებრივი აქტების პროექტებს; ტ) უზრუნველყოფს გამგებლის და გამგებლის მოადგილეების ცალკეული დავალებების შესრულებას; უ) სამსახურის საქმიანობიდან გამომდინარე ახორციელებს სხვა უფლებამოსილებებს. 4. ქობულეთის მუნიციპალიტეტის გამგეობის ქონების მართვისა და სოფლის განვითარების სამსახურის უფროსის არყოფნისას, უფროსის მიერ უფლებამოსილების განხორციელების შეუძლებლობის შემთხვევაში ან თანამდებობიდან მისი გადადგომისას ან/და გათავისუფლებისას უფროსის მოვალეობის შესრულება გამგებლის სამართლებრივი აქტის საფუძველზე ეკისრება სამსახურის განყოფილების ერთ-ერთ უფროსს. თავი IV. სამსახურის სტრუქტურა მუხლი 6🔗. 1.ქონების მართვისა და სოფლის განვითარების სამსახური შედგება სამსახურის უფროსისა და სტრუქტურული ქვედანაყოფებისგან. 2. სამსახურის სტრუქტურული ქვედანაყოფი იქმნება სამსახურის გამგებლობას მიკუთვნებული უფლება-მოვალეობების უზრუნველსაყოფად. 3.ქონების მართვისა და სოფლის განვითარების სამსახურის სტრუქტურული ქვედანაყოფებია: ა)  ქონების მართვისა და პრივატიზების განყოფილება. ბ)  სოფლის განვითარების განყოფილება. 4. სტრუქტურული ქვედანაყოფის გამგებლობას მიკუთვნებული უფლება-მოვალეობები განისაზღვრება წინამდებარე დებულებით. მუხლი 7🔗. ქონების მართვისა და პრივატიზების განყოფილების  უფლებამოსილებანი: ა)  მუნიციპალიტეტის საკუთრებაში უძრავი ქონების აღსარიცხავად მასალების საჯარო რეესტრის შესაბამის სარეგისტრაციო სამსახურში სარეგისტრაციოდ წარდგენა და მუნიციპალიტეტის საკუთრებაში  ან  სარგებლობაში არსებული უძრავი ქონების რეგისტრაცია; ბ) წინადადებების შემუშავება სახელმწიფო საკუთრებაში არსებული ქონების მუნიციპალიტეტზე გადმოცემის შესახებ; გ)  მუნიციპალური ქონების აღრიცხვა, მართვა და პრივატიზების უზრუნველყოფა; დ)  წინადადებების შემუშავება ქონების ოპტიმალურ განკარგვაზე; ე)   მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული ქონების ფიზიკური ან/და იურიდიული პირების საკუთრებაში თუ სარგებლობაში გადაცემასთან დაკავშირებული საკითხების წინასწარი განხილვა, სამართლებრივი აქტის პროექტის მომზადება, ხელშეკრულების შესრულების მონიტორინგის განხორციელება, ქონების მიღება-ჩაბარების პროცესის უზრუნველყოფა; ვ) ზედამხედველობა მუნიციპალური ქონების დაცვაზე, მოვლა-პატრონობაზე, მართლზომიერ სარგებლობასა და განკარგვაზე; ზ)  მუნიციპალიტეტის ქონების სასყიდლიან სარგებლობაში გადაცემისას საწყისი წლიური ქირის განსაზღვრის შესახებ  წინადადებების მომზადება; თ) საპრივატიზებო ობიექტთა ნუსხის დამტკიცების შესახებ საკრებულოს შესაბამისი სამართლებრივი აქტების პროექტების შემუშავება; ი) სამსახურის კომპეტენციასთან მიკუთვნებულ საკითხებზე სამართლებრივი აქტების პროექტების მომზადება; კ)  ხელშეკრულებაში შესატანი ცვლილებების განხილვა, შესაბამისი წინადადებების წარმოდგენა; ლ) მუნიციპალიტეტის საკუთრებაში ან სარგებლობაში არსებული უძრავი ქონების, მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული საწარმოთა წილების,ა ქციების, ეფექტურად მართვა; მ) მუნიციპალიტეტის საკუთრებაში ან სარგებლობაში არსებული უძრავი ქონების, მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული საწარმოთა წილების, აქციების, ფასიანი ქაღალდების აღრიცხვა, ინვენტარიზაცია, მუნიციპალური ქონების მონაცემთა ბაზის შექმნა და განახლება; ნ) მუნიციპალიტეტის მონაწილეობით დაფუძნებულ საწარმოებში პარტნიორის, აქციონერის უფლება-მოვალეობათა განხორციელება; ო) მუნიციპალური ქონების გამოყენების მონიტორინგი და მათი ექსპლოატაციის ეფექტურობის შეფასება, ამორტიზირებული ქონების ჩამოწერასთან დაკავშირებით პროექტების მომზადება; პ) მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული მიწის რესურსების მართვა, კონტროლი მიწის გამოყენებისა და სარგებლობის წესების დაცვაზე; ჟ) განყოფილება  მასზე  მიკუთვნებულ  უფლებამოსილებებს ახორციელებს მხოლოდ სამსახურის უფროსთან შეთანხმებით. მუხლი    8🔗.  1. ქონების მართვის განყოფილებას ხელმძღვანელობს განყოფილების უფროსი, რომელსაც ,,საჯარო სამსახურის შესახებ“’ საქართველოს კანონით დადგენილი წესით თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ან თავისუფლებს გამგებელი. ა) განყოფილების უფროსის არყოფნისას, უფროსის მიერ უფლებამოსილების განხორციელების შეუძლებლობის შემთხვევაში ან თანამდებობიდან მისი გადადგომის ან/და გათავისუფლებისას უფროსის მოვალეობის შესრულება გამგებლის სამართლებრივი აქტის საფუძველზე ეკისრება განყოფილების ერთ-ერთ სპეციალისტს; ბ)  განყოფილების უფროსი პასუხისმგებელი და ანგარიშვალდებულია სამსახურის უფროსის წინაშე; გ) განყოფილების უფროსის თანამდებობიდან გათავისუფლებისა და სამსახურებრივი ურთიერთობის შეწყვეტის, აგრეთვე სამსახურებრივი ურთიერთობის შეჩერების საფუძვლები განისაზღვრება საქართველოს კანონმდებლობით; 2. წინამდებარე დებულების შესაბამისად ქობულეთის მუნიციპალიტეტის გამგეობის ქონების მართვისა და სოფლის განვითარების სამსახურის საშტატო ნუსხით ქონების მართვისა და პრივატიზების განყოფილებაში დგინდება შემდეგი თანამდებობები: ა) განყოფილების  უფროსი; ბ) მთავარი სპეციალისტები. მუხლი 9🔗. სოფლის  განვითარების განყოფილების უფლებამოსილებანი 1)   სოფლის მეურნეობის განვითარების სფეროში:  ა) ქობულეთის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ ერთეულში შემავალი სოფლებსა და დასახლებებში სოფლის მეურნეობის განვითარების მიზნით   განსახორციელებელი  ღონისძიებების დაგეგმვა; ბ) სოფლის მეურნებობის განვითარების ხელშეწყობის მიზნით მოსახლეობის ჩართულობის უზრუნველყოფა პრიორიტეტების განსაზღვრის მიზნით; გ)  ადმინისტრაციული ერთეულების წარმომადგენლებთან ურთიერთობა მათ სამოქმედო ტერიტორიაზე სოფლის მეურნეობის განვითარების ხელშეწყობის მიზნით. 2)  სხვა სფეროში:  ა) ქობულეთის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ ერთეულებში შემავალ სოფლებში ინფრასტრუქტურის (ელ.ენერგიის, წყლის, გზის, გაზის) განვითარების ხელშეწყობის მიზნით განსახორციელებელი ღონისძიებების დაგეგმვა; ბ) სოფლად მცხოვრები მოსახლეობის სოციალური, კულტურული, ეკონომიკური, საგანმანათლებლო  დონის  ამაღლების მიზნით შესაბამისი პროექტების მომზადება; მუხლი 10🔗. 1.სოფლის განვითარების განყოფილებას ხელმძღვანელობს განყოფილების უფროსი, რომელსაც ,,საჯარო სამსახურის შესახებ“’ საქართველოს კანონით დადგენილი წესით თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან  ანთავისუფლებს გამგებელი. 2.განყოფილების უფროსის არყოფნისას, უფროსის მიერ უფლებამოსილების განხორციელების შეუძლებლობის შემთხვევაში ან თანამდებობიდან მისი გადადგომის ან/და განთავისუფლებისას უფროსის მოვალეობის შესრულება გამგებლის სამართლებრივი აქტის საფუძველზე  ეკისრება განყოფილების ერთ-ერთ სპეციალისტს. 3. განყოფილების უფროსი პასუხისმგებელი და ანგარიშვალდებულია სამსახურის უფროსის წინაშე;  4. განყოფილების უფროსის თანამდებობიდან განთავისუფლების და სამსახურებრივი ურთიერთობის შეწყვეტის, აგრეთვე სამსახურებრივი ურთიერთობის შეჩერების საფუძვლები განისაზღვრება საქართველოს კანონმდებლობით. 5. წინამდებარე დებულების შესაბამისად ქობულეთის მუნიციპალიტეტის გამგეობის ქონების მართვისა და სოფლის განვითარების სამსახურის საშტატო ნუსხით სოფლის განვითარების განყოფილებაში დგინდება შემდეგი თანამდებობები: ა) განყოფილების უფროსი; ბ) მთავარი სპეციალისტები. თავი V. სხვა დებულებები მუხლი 11🔗. 1.წინამდებარე დებულებაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანა შეიძლება საქართველოს ორგანული კანონის ,,ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“  შესაბამისად ქობულეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილებით. 2.სამსახურის რეორგანიზაცია ან/და ლიკვიდაცია ხორციელდება საქართველოს ორგანული კანონის ,,ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ შესაბამისად ქობულეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილებით. .