ქობულეთის მუნიციპალიტეტის გამგეობის შიდა აუდიტის სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ
მიღების თარიღი 17.11.2014
ძალის დაკარგვა 16.04.2018
გამომცემი ორგანო ქობულეთის მუნიციპალიტეტი
ნომერი №33
სარეგისტრაციო კოდი 010260020.35.131.016145
გამოქვეყნების წყარო ვებგვერდი, 19/11/2014
კონსოლიდირებული ვერსიები
დამატებითი მეტამონაცემები (1)
| ქობულეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე სულხან ოქროპირიძე | ქობულეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე |
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
დოკუმენტის ტექსტი
ქობულეთის მუნიციპალიტეტის გამგეობის შიდა აუდიტის
სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ
ქობულეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს
დადგენილება №33
2014 წლის 17 ნოემბერი
ქ. ქობულეთი
ქობულეთის მუნიციპალიტეტის გამგეობის შიდა აუდიტის
სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ
საქართველოს ორგანული კანონის ,,ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი” 24-ე მუხლის პირველი პუნქტის „გ.ბ” ქვეპუნქტისა და „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის 25-ე მუხლის საფუძველზე, ქობულეთის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:
მუხლი 1🔗
დამტკიცდეს ქობულეთის მუნიციპალიტეტის გამგეობის შიდა აუდიტის სამსახურის დებულება, თანახმად დანართისა.
მუხლი 2🔗
ამ დადგენილების ძალაში შესვლისთანავე ძალადაკარგულად გამოცხადდეს ,,ქობულეთის მუნიციპალიტეტის გამგეობის შიდა აუდიტის სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“ ქობულეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2011 წლის 17 მარტის №22 დადგენილება.
მუხლი 3🔗
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.ქობულეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარესულხან ოქროპირიძე
დანართი
ქობულეთის მუნიციპალიტეტის გამგეობის შიდა აუდიტის სამსახურის
დ ე ბ უ ლ ე ბ ა
მუხლი 1🔗. ზოგადი დებულებანი
1. ქობულეთის მუნიციპალიტეტის გამგეობის შიდა აუდიტის სამსახური (შემდგომ – სამსახური) წარმოადგენს გამგეობაში შემავალ „სახელმწიფო შიდა ფინანსური კონტროლის შესახებ” საქართველოს კანონით განსაზღვრულ შიდა აუდიტის განმახორციელებელ სტრუქტურულ ერთეულს, რომელიც თავის საქმიანობაში დამოუკიდებელია, ემორჩილება მხოლოდ კანონს და ანგარიშვალდებულია გამგებლის წინაშე.
2. სამსახური თავის საქმიანობაში ხელმძღვანელობს წინამდებარე დებულებით, გამგეობის დებულებით, „სახელმწიფო შიდა ფინანსური კონტროლის შესახებ” საქართველოს კანონითა და მუნიციპალიტეტის სხვა სამართლებრივი აქტებით. იცავს საქართველოს კონსტიტუციით, საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებებით და შეთანხმებებით აღიარებულ ძირითად პრინციპებს და საქმიანობას წარმართავს დამოუკიდებლობის, კეთილსინდისიერების, ობიექტურობის, პროფესიონალიზმის, კონფიდენციალურობის, კანონიერების, გამჭვირვალობის, საჯაროობის და სამართლიანობის პრინციპებით.
3.სამსახური ფუნქციურად დამოუკიდებელია თავის საქმიანობაში, ანგარიშვალდებულია გამგებლის წინაშე და „სახელმწიფო შიდა ფინანსური კონტროლის შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრულ შემთხვევებში მოქმედებს აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის სათათბირო ორგანოს შიდა ფინანსურ კონტროლთან დაკავშირებული საკითხების განმხილველ კომისიასთან კოორდინირებულად.
4. სამსახურის კომპეტენციის ფარგლებში შესწავლისა და ანალიზის საგანი შესაძლებელია იყოს გამგეობის სისტემაში მიმდინარე ყველა პროცესი და საქმიანობის სფერო.
5. სამსახური მოქმედებს ჰარმონიზაციის ცენტრის მიერ შემუშავებული მეთოდოლოგიური დოკუმენტების, მეთოდური მითითებების, სტანდარტების და სხვა სამართლებრივი აქტების საფუძველზე.
6. სამსახურის იურიდიული მისამართია: ქ. ქობულეთი, დავით აღმაშენებლის გამზირი №141.
7. შიდა აუდიტის სამსახური იყენებს კანონმდებლობით დადგენილი წესით დამტკიცებულ ტიტულიან ბლანკს საკუთარი დასახელების აღნიშვნით.
8. შიდა აუდიტის სამსახურს აქვს ბეჭედი ქობულეთის მუნიციპალიტეტის გამგეობისა და საკუთარი დასახელების დამატების აღნიშვნით.
მუხლი 2🔗. სამსახურის ძირითადი მიზნები და ამოცანები
სამსახურის ძირითადი მიზნები და ამოცანებია:
ა) დამოუკიდებელი და ობიექტური საქმიანობა, რომლის შედეგადაც განსაზღვრავს და აანალიზებს გამგეობაში არსებული პოლიტიკის და პროცედურების შესრულებას, საკანონმდებლო მოთხოვნებისა და არსებული სტანდარტების დაცვას, რესურსების ეფექტურად და ეკონომიურად გამოყენებას, ამოცანების ეფექტურ შესრულებას და შედეგად გამგეობის დასახული მიზნების მიღწევას;
ბ) გამგებლის უზრუნველყოფა გამგეობის სისტემაში ფინანსური მართვისა და კონტროლის მექანიზმების ადეკვატურობის, ეკონომიურობის, ეფექტიანობის, მოქმედ სტანდარტებთან და საქართველოს კანონმდებლობასთან შესაბამისობის შესახებ არსებული ინფორმაციით;
გ) სამსახურებრივი გადაცდომის ჩადენის ფაქტებთან დაკავშირებით, კანონშესაბამისი რეაგირება და ასეთი გადაცდომების პრევენცია.
მუხლი 3🔗. სამსახურის ფუნქციები
სამსახურის ფუნქციას წარმოადგენს:
ა) გამგეობის წინაშე არსებული რისკების დადგენა და მათი მართვის ხარისხის შეფასება, გამგეობის სისტემის საქმიანობის გაუმჯობესება და მისი მიზნების მიღწევის ხელშეწყობა შემდეგი საქმიანობის განხორციელებით:
ა.ა) ფინანსური მართვისა და კონტროლის სისტემის შეფასება;
ა.ბ) გამგეობის საქმიანობის საქართველოს კანონმდებლობასთან შესაბამისობის შეფასება/ მონიტორინგი;
ა.გ) გამგეობის საქმიანობის გაუმჯობესების მიზნით რეკომენდაციების შემუშავება;
ა.დ) ფინანსური და სხვა ინფორმაციის სანდოობის, სიზუსტისა და სისრულის შეფასება;
ა.ე)გამგეობის აქტივების, სხვა რესურსებისა და ინფორმაციის ადეკვატურად დაცულობის შეფასება;
ა.ვ) სხვა საქმიანობა, რომელიც გამომდინარეობს გამგეობის ინტერესებიდან და არ ეწინააღმდეგება საქართველოს კანონმდებლობას, „სახელწიფო შიდა ფინანსური კონტროლის შესახებ“ საქართველოს კანონის მიზნებსა და აუდიტორის დამოუკიდებლობის პრინციპებს;
ბ) სამსახურებრივი გადაცდომის ან/და გამგეობის მიზნებთან შეუსაბამო ქმედების არსებობის შემოწმება და მისი აღმოჩენის მიზნით განხორციელებული სამსახურებრივი შემოწმების შემდგომი ღონისძიებები:
ბ.ა) გამგეობის ყველა სტრუქტურულ ქვედანაყოფში (ერთეულში) და გამგეობისადმი დაქვემდებარებულ ყველა ერთეულში კანონმდებლობის მოთხოვნათა დაცვასა და შესრულებაზე კონტროლის განხორციელება, მოსალოდნელი დარღვევების ან/და ხარვეზების ანალიზი და მათი პრევენცია;
ბ.ბ) ყველა სტრუქტურულ ქვედანაყოფში (ერთეულში) და გამგეობისადმი დაქვემდებარებულ ყველა ერთეულში თანამშრომელთა მიერ სამსახურებრივი გადაცდომის ფაქტებზე სამსახურებრივი შემოწმების ჩატარება, შემოწმების შესახებ დასკვნის შედგენა და ხელმძღვანელობისთვის წარდგენა;
ბ.გ) გამგეობის სისტემის თანამშრომელთა მიერ კანონმდებლობის დარღვევის ფაქტების ხელშემწყობი მიზეზების დადგენისა და პრევენციის, გამგეობის სისტემაში აღმოჩენილი ხარვეზებისა და მათი გამომწვევი მიზეზების აღმოფხვრის მიზნით გამგებლისათვის შესაბამისი რეკომენდაციების მიწოდება;
ბ.დ) გამგეობის სისტემის თანამშრომელთა მიერ სამსახურებრივი ეთიკის ნორმათა შესრულების კონტროლი;
ბ.ე) სამსახურებრივი შემოწმების შედეგად დანაშაულის ნიშნების აღმოჩენის შემთხვევაში, გამგებელთან შეთანხმებით, მასალების შესაბამის ორგანოში გადაგზავნა.
მუხლი 4🔗. სამსახურის უფლება - მოვალეობები
1. სამსახური უფლებამოსილია:
ა) გამგეობის სისტემაში განახორციელოს შიდა აუდიტორული შემოწმება აუდიტის შემდეგი სახეების გამოყენებით:
სისტემური აუდიტი;
შესაბამისობის აუდიტი;
ფინანსური აუდიტი;
ბ) გამგეობის სისტემიდან შეუზღუდავად მოითხოვოს მისთვის საჭირო ყველა ინფორმაცია, დოკუმენტი და ხელი მიუწვდებოდეს მონაცემთა ბაზებზე, მიუხედავად მათი ფორმისა (ელექტრონული ვერსია და სხვა), მიიღოს გამგეობის სისტემის ნებისმიერი თანამშრომლისგან შესაბამისი ინფორმაცია ან განმარტება. აგრეთვე მოითხოვოს დოკუმენტის სახელმწიფო ენაზე წარდგენა, გადაიღოს დოკუმენტის ასლები და სხვა, გარდა საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი შეზღუდვებისა;
გ) საჭიროების შემთხვევაში, მოიწვიოს სპეციალისტი ან ექსპერტი;
დ)განახორციელოს გამგეობის სისტემაში დისციპლინისა და კანონიერების დაცვის სამსახურებრივი კონტროლი. სამსახურებრივი შემოწმების მეშვეობით გამოავლინოს გამგეობის თანამშრომელთა მიერ სამსახურებრივი გადაცდომის, გამგეობის მიზნებთან შეუსაბამო ქმედების, მოქალაქეთა კონსტიტუციური უფლებების და კანონიერი ინტერესების შელახვის და სხვა მართლსაწინააღმდეგო ფაქტები. განიხილოს, შეისწავლოს შემოსული წერილები, შეტყობინებები, განცხადებები და სხვა სახის ინფორმაცია და მოახდინოს შემდგომი კანონშესაბამისი რეაგირება;
ე) განხორციელებული სამსახურებრივი შემოწმების შესახებ შედგენილი დასკვნა წარუდგინოს ხელმძღვანელობას, ხოლო გამგეობის სისტემის თანამშრომლის მხრიდან ჩადენილი დარღვევის გამოვლენის შემთხვევაში, გამგებლის წინაშე დააყენოს საკითხი ასეთი თანამშრომლის მიმართ დისციპლინური სახის ღონისძიებების გამოყენების შესახებ და გასცეს რეკომენდაცია მომავალში მსგავსი დარღვევების თავიდან აცილების უზრუნველყოფის მიზნით.
2. სამსახური ვალდებულია:
ა) დაიცვას წინამდებარე დებულება, შიდა აუდიტის სტანდარტები, შიდა აუდიტორთა ეთიკის კოდექსი, შიდა აუდიტის მეთოდოლოგია და შიდა აუდიტის მარეგულირებელი სხვა სამართლებრივი აქტები;
ბ) შიდა აუდიტორული შემოწმების დაწყებამდე შიდა აუდიტის ობიექტს წარუდგინოს აუდიტორული შემოწმების ინდივიდუალური გეგმა;
გ) შიდა აუდიტორული ანგარიშის პროექტი გაუგზავნოს შიდა აუდიტის ობიექტს იმ მიზნით, რომ მან წარმოადგინოს საკუთარი მოსაზრება და არგუმენტირებული პასუხი ანგარიშში დასმულ საკითხებთან დაკავშირებით, რაც აისახება საბოლოო ანგარიშში;
დ) საბოლოო შიდა აუდიტორული ანგარიში და გაცემული რეკომენდაციების შესრულების გეგმა გაუგზავნოს გამგებელს;
ე) შიდა აუდიტის წლიური ანგარიში წარუდგინოს გამგებელს მომდევნო წლის იანვრის ბოლომდე;
ვ) უზრუნველყოს შიდა აუდიტის ობიექტის სახელმწიფო, სამსახურებრივი, კომერციული და პირადი საიდუმლოების დაცვა საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით და არ გაამჟღავნოს ის ინფორმაცია, რომელიც ცნობილი გახდა თავისი საქმიანობის განხორციელებისას ან მასთან დაკავშირებით, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც იგი გამომდინარეობს შიდა აუდიტორული შემოწმების მიზნიდან ან/და გათვალისწინებულია შესაბამისი კანონმდებლობით;
ზ) გამგებლის თანხმობის გარეშე არ გახადოს საჯარო შიდა აუდიტორული შემოწმების შედეგები, გარდა საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული შემთხვევებისა;
თ) შედგენილი სამსახურებრივი შემოწმების დასკვნა რეაგირებისათვის გადაუგზავნოს გამგებელს ან/და შემოწმებული ობიექტის ხელმძღვანელს.
ი) სამსახურის წარმომადგენელთა მოთხოვნის შემთხვევაში, გამგეობის სისტემის ნებისმიერი თანამშრომელი ვალდებულია დაუყონებლივ გამოცხადდეს და თავისი კომპეტენციის ფარგლებში მისცეს სათანადო განმარტება ან წარუდგინოს შესაბამისი ინფორმაცია,უზრუნველყოს არსებული მონაცემთა ბაზებისა და დოკუმენტების ხელმისაწვდომობა და დახმარება გაუწიოს სამსახურის წარმომადგენლებს სხვა ქმედების განხორცილების მიზნით.
4. სამსახურის უფროსი თავისი კომპეტენციის ფარგლებში:
ა) ხელმძღვანელობს და წარმართავს სამსახურის საქმიანობას;
ბ) დადგენილი წესის მიხედვით იხილავს შემოსულ კორესპონდენციას და იღებს შესაბამის გადაწყვეტილებას;
გ) ხელს აწერს ან ვიზას ადებს სამსახურში მომზადებულ დოკუმენტებს;
დ) შეიმუშავებს და გამგებელს დასამტკიცებლად წარუდგენს შიდა აუდიტის სტრატეგიულ და წლიურ გეგმებს;
ე) პერიოდულად აცნობებს გამგებელს დამტკიცებული შიდა აუდიტის წლიური გეგმის შესრულების მიმდინარეობის შესახებ;
ვ) კოორდინაციას უწევს შიდა აუდიტორთა საქმიანობას და უნაწილებს მათ ფუნქციებს ცოდნისა და კვალიფიკაციის შესაბამისად;
ზ) ახორციელებს მონიტორინგს შიდა აუდიტის წლიური გეგმის შესრულებაზე და შიდა აუდიტის სუბიექტის მიერ შიდა აუდიტის მეთოდოლოგიის გამოყენებაზე;
თ) უზრუნველყოფს კვალიფიციური შიდა აუდიტორების შერჩევას და გამგებელს წარუდგენს მათ დასანიშნად;
ი) თანამშრომლობს აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის სათათბირო ორგანოს შიდა ფინანსურ კონტროლთან დაკავშირებული საკითხების განმხილველ კომისიასთან და მოთხოვნის შემთხვევაში აწვდის მას შესაბამის დოკუმენტაციასა და ინფორმაციას;
კ) ითვალისწინებს აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის სათათბირო ორგანოს შიდა ფინანსურ კონტროლთან დაკავშირებული საკითხების განმხილველი კომისიის მიერ საქართველოს კანონმდებლობის ფარგლებში გაცემულ შესაბამის რეკომენდაციებსა და მითითებებს;
ლ) ახორციელებს მონიტორინგს შიდა აუდიტის ობიექტისთვის მიცემული რეკომენდაციების შესრულებაზე;
მ) შეიმუშავებს და ახორციელებს შიდა აუდიტის ხარისხის უზრუნველყოფისა და გაუმჯობესების პროგრამას, ასევე საკუთარი კომპეტენციის ფარგლებში გამოსცემს ადმინისტრაციულ სამართლებრივ აქტებს.
ნ) გამგებელს წარუდგენს წინადადებებს ცალკეული საკითხების მოწესრიგებისა და გადაწყვეტის მიზნით;
ო) გამგებელს წარუდგენს წინადადებებს სამსახურის საჯარო მოსამსახურეების წახალისების და დისციპლინური პასუხისმგებლობის დაკისრების შესახებ;
პ) შუამდგომლობს იმ სახსრების, მოწყობილობებისა და ინვენტარის გამოყოფაზე, რაც აუცილებელია სამსახურის წინაშე მდგარი ფუნქციებისა და ამოცანების შესასრულებლად;
ჟ) ასრულებს გამგებლის ცალკეულ მითითებებსა და დავალებებს;
რ) ახორციელებს ამ დებულებითა და კანონმდებლობით განსაზღვრულ სხვა ფუნქციებს.
მუხლი 5🔗
1. შიდა აუდიტის სამსახური შედგება:
ა) სამსახურის უფროსი;
ბ) მთავარი სპეციალისტები, რომლის რაოდენობა განისაზღვრება შიდა აუდიტის სამსახურის საშტატო განრიგით.
მუხლი 6🔗
1. წინამდებარე დებულებაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანა შეიძლება საკრებულოს დადგენილებით.
2. სამსახურის რეორგანიზაცია ან/და ლიკვიდაცია ხორციელდება საქართველოს ორგანული კანონის ,,ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი” შესაბამისად, ქობულეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილებით.
.