⚠️ ეს დოკუმენტი ძალადაკარგულია (08.11.2016)
გაუქმებულია:

ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის საჯარო ინფორმაციის პროაქტიული გამოქვეყნების წესისა და საჯარო ინფორმაციის ელექტრონული ფორმით მოთხოვნის სტანდარტის დამტკიცების შესახებ

მიღების თარიღი 14.11.2014
ძალის დაკარგვა 08.11.2016
გამომცემი ორგანო ლაგოდეხის მუნიციპალიტეტი
ნომერი №64
სარეგისტრაციო კოდი 010250020.35.167.016176
გამოქვეყნების წყარო ვებგვერდი, 19/11/2014
კონსოლიდირებული ვერსიები
matsne.gov.ge 1,218 სიტყვა · ~6 წთ
📄 ტექსტზე გადასვლა ↓
14.11.2014 მიღება
08.11.2016 ძალის დაკარგვა
დამატებითი მეტამონაცემები (1)
ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე გოდერძი ბარბაქაძე ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
⛔ გაუქმებულია — 1 აქტით

დოკუმენტის ტექსტი

ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის საჯარო ინფორმაციის პროაქტიული გამოქვეყნების წესისა და საჯარო ინფორმაციის ელექტრონული ფორმით მოთხოვნის სტანდარტის დამტკიცების შესახებ ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება №64 2014 წლის 14 ნოემბერი ქ. ლაგოდეხი ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის საჯარო ინფორმაციის პროაქტიული გამოქვეყნების წესისა და საჯარო ინფორმაციის ელექტრონული ფორმით მოთხოვნის სტანდარტის დამტკიცების შესახებ საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ 61-ე მუხლის მე-2 პუნქტის, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 28-ე მუხლის მე-2 ნაწილის და  37-ე მუხლის მე-4 ნაწილის შესაბამისად, ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:  მუხლი 1🔗 დამტკიცდეს საჯარო ინფორმაციის პროაქტიული გამოქვეყნების წესი დანართი №1-ის, საჯარო ინფორმაციის ელექტრონული ფორმით მოთხოვნის სტანდარტი დანართი №2-ის და საჯარო ინფორმაციის მოთხოვნის თაობაზე განცხადების ფორმა, დანართი №3-ის  შესაბამისად. მუხლი 2🔗 დადგენილების ამოქმედებისთანავე ძალადაკარგულად გამოცხადდეს ,,საჯარო ინფორმაციის პროაქტიული გამოქვეყნების წესისა და საჯარო ინფორმაციის ელექტრონული ფორმით მოთხოვნის სტანდარტის დამტკიცების  შესახებ“ ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2013 წლის 14 ნოემბრის  №24 დადგენილება. მუხლი 3🔗 დადგენილება ძალაშია გამოქვეყნებისთანავე.ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარეგოდერძი ბარბაქაძე დანართი №1 საჯარო ინფორმაციის პროაქტიული გამოქვეყნების წ ე ს ი მუხლი 1🔗. ზოგადი დებულებები 1. საჯარო ინფორმაციის პროაქტიული გამოქვეყნების წესი (შემდგომში – წესი) განსაზღვრავს საზოგადოებრივი ინტერესის მატარებელი საჯარო ინფორმაციის ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის ელექტრონულ რესურსზე განთავსების სამართლებრივ საფუძვლებს. 2. წინამდებარე წესი არეგულირებს ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის ვებგვერდის ადმინისტრირებაზე პასუხისმგებელი პირისათვის ინფორმაციის ზუსტ და დროულ მიწოდებას ვებგვერდზე პროაქტიულად განთავსების მიზნით. მუხლი 2🔗. ვებგვერდის ადმინისტრირება 1. ვებგვერდის ადმინისტრირებასთან დაკავშირებით ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის ვებგვერდის ადმინისტრირებაზე პასუხისმგებელი პირი ახორციელებს: ა) ვებგვერდის დიზაინის მომზადებას და მასში ცვლილებების შეტანას; ბ) ამ წესის მე–5 მუხლით გათვალისწინებული ინფორმაციის განთავსებას. 2. ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის ვებგვერდის მისამართია: www.lagodekhi.org. ge. მუხლი 3🔗. ინფორმაციის კატეგორიები 1. ვებგვერდზე განთავსებული პროაქტიული ინფორმაცია საჯარო და უსასყიდლოა. 2. ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის ვებგვერდზე განთავსებული პროაქტიული ინფორმაციის გამოყენება  თავისუფალია. დაინტერესებულ პირს უფლება აქვს გამოიყენოს ვებგვერდზე განთავსებული ინფორმაცია ვებგვერდის მისამართის სავალდებულო მითითებით. 3. ვებგვერდზე განთავსებული ინფორმაციის საავტორო უფლებები დაცულია „საავტორო და მომიჯნავე უფლებების შესახებ“ საქართველოს კანონით. 4. ამ მუხლით განსაზღვრული ინფორმაციის კატეგორიების მითითება ლაგოდეხის  მუნიციპალიტეტის ვებგვერდზე სავალდებულოა. მუხლი 4🔗. ვებგვერდზე ინფორმაციის პროაქტიული გამოქვეყნება 1. ინფორმაციის მიწოდების დროულობასა და უტყუარობაზე პასუხისმგებელია ინფორმაციის მიმწოდებელი, ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის  გამგეობისა და  საკრებულოში ამისათვის განსაზღვრული პასუხისმგებელი პირები, ხოლო ვებგვერდზე დროულ განთავსებასა და მიწოდებული ინფორმაციის რედაქტირებაზე – ვებგვერდის ადმინისტრირებაზე პასუხისმგებელი პირი. შენიშვნა: მუნიციპალიტეტის შესაბამისი სამახურები ვალდებულნი არიან თავიანთი კომპეტენციის ფარგლებში, ამ წესის მე-5 მუხლით  განსაზღვრული ინფორმაცია დამუშავებული სახით, ელექტრონულ ფორმატში მიაწოდონ საჯარო ინფორმაციის ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფასა და ინფორმაციის პროაქტიულ გამოქვეყნებაზე პასუხისმგებელ პირს/პირებს. 2. პროაქტიულ გამოქვეყნებასთან დაკავშირებით, ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის ვებგვერდზე იქმნება შესაბამისი გვერდი ,,პროაქტიული გამოქვეყნება“, რომელშიც განთავსდება წინამდებარე წესის მე–5 მუხლით განსაზღვრული ინფორმაცია. 3. პროაქტიული ინფორმაციის ვებგვერდზე განთავსებაზე კონტროლს ახორციელებს ლაგოდეხის  მუნიციპალიტეტის საკრებულოს აპარატის უფროსი. 4. პროაქტიული ინფორმაცია ვებგვერდზე განთავსდება PDF ფორმატში. მუხლი 5🔗. ვებგვერდზე გამოსაქვეყნებელი ინფორმაცია ვებგვერდზე გამოსაქვეყნებლად ვებგვერდის ადმინისტრირებაზე პასუხისმგებელ პირს აწვდიან შემდეგი სახის ინფორმაციას: ა) ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ფრაქციების, კომისიების დროებითი სამუშაო ჯგუფების ფუნქციების აღწერა; ბ) ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს აპარატისა და მისი სტრუქტურული ერთეულების საქმიანობის მარეგულირებელი სამართლებრივი აქტები (დებულება, შინაგანაწესი); გ) ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს საქმიანობის შესახებ ანგარიში; დ) ლაგოდეხის  მუნიციპალიტეტის საკრებულოს მიერ შემუშავებული სტრატეგიები, კონცეფციები და სამოქმედო გეგმები; ე) ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის გამგებლის, გამგებლის მოადგილეების, სტრუქტურული ერთეულების ხელმძღვანელების, გამგებლის წარმომადგენლების შესახებ ინფორმაცია: სახელი, გვარი, საკონტაქტო ინფორმაცია; ვ) ლაგოდეხის  მუნიციპალიტეტის  და მისი სტრუქტურული ერთეულების, ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციული ერთეულების მისამართი, ელექტრონული ფოსტის მისამართი და ტელეფონის ნომერი; ზ) საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 37-ე და მე-40 მუხლების შესაბამისად საჯარო ინფორმაციის მოთხოვნით შემოსული განცხადებების შესახებ ზოგადი წლიური სტატისტიკა; თ) ლაგოდეხის  მუნიციპალიტეტის საკრებულოს მიერ დამტკიცებული ბიუჯეტი; ი) სახელმწიფო შესყიდვების წლიური გეგმა; კ) ინდივიდუალური სამართლებრივი აქტები, რომლებიც ადმინისტრაციული ორგანოს შეფასებით, საზოგადოებრივი ინტერესის შემცველია; ლ) ინფორმაცია იმ მოსაკრებლების, ტარიფებისა და საფასურების შესახებ, რომლებიც დადგენილია ან/და რომელთა გადახდევინებაც ხდება ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილებით. დანართი № 2 საჯარო ინფორმაციის ელექტრონული ფორმით მოთხოვნის სტანდარტი მუხლი 1🔗. ზოგადი დებულება საჯარო ინფორმაციის ელექტრონული ფორმით მოთხოვნის სტანდარტი განსაზღვრავს არსებული საჯარო ინფორმაციის ელექტრონული ფორმით მოთხოვნის წესსა და ფორმას. მუხლი 2🔗. საჯარო ინფორმაციის გაცემა 1. საჯარო ინფორმაცია შეუძლია მოითხოვოს ნებისმიერმა დაინტერესებულმა მხარემ (ნებისმიერი ფიზიკური ან იურიდიული პირი, ადმინისტრაციული ორგანო) და საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსით დადგენილი წესითა და ვადებით მიიღოს მოთხოვნილი ინფორმაცია. 2. მოთხოვნილი საჯარო ინფორმაცია გაიცემა დაინტერესებული მხარის მიერ, განცხადებაში მითითებულ ელფოსტაზე გაგზავნით ან მისივე მოთხოვნით კომპაქტურ დისკზე ჩაწერით. 3. თუ დაინტერესებული მხარის მიერ მოთხოვნილი ინფორმაციის გაგზავნა მისი მოცულობიდან გამომდინარე შეუძლებელია გაგზავნილ იქნეს ელექტრონულად, მაშინ საჯარო ინფორმაციის გაცემაზე პასუხისმგებელი პირი იტოვებს უფლებას მხარის თანხმობის შემთხვევაში, განახორციელოს მისი კომპაქტურ დისკზე ჩაწერა და მხარეს გადაახდევინოს ,,საჯარო ინფორმაციის ასლის გადაღების მოსაკრებლის შესახებ“ საქართველოს კანონის თანახმად განსაზღვრული ოდენობა. მუხლი 3🔗. საჯარო ინფორმაციის მოთხოვნა 1. საჯარო ინფორმაციის ელექტრონულად ან წერილობითი ფორმით მიღებით დაინტერესებულმა მხარემ,ინფორმაციის მოთხოვნის თაობაზე, უნდა წარადგინოს წერილობითი განცხადება პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლის თანხლებით ფიზიკური პირების შემთხვევაში, ხოლო იურიდიული პირების შემთხვევაში, იურიდიული პირის რეგისტრაციის დამადასტურებელი დოკუმენტისა და წარმომადგენლობითი უფლებამოსილების ქონის დამადასტურებელი დოკუმენტების ასლები. აღნიშნული განცხადება უნდა დარეგისტრირდეს შესაბამისად, ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ან გამგეობის კანცელარიაში ან/და გაიგზავნოს მოთხოვნა ოფიციალურ ელექტრონულ მისამართზე lag_gamgeoba@yahoo.com (გამგეობის ელექტრონული მისამართი), lagodekhis.mun@gmail.com (საკრებულოს ელექტრონული მისამართი) ზემოთ ჩამოთვლილი თანდართული დასკანერებული დოკუმენტების თანხლებით, თანდართული ფორმის შესაბამისად (დანართი №3). 2. ამ მუხლის პირველი პუნქტით წესების დარღვევით წარდგენილი განცხადება არ განიხილება. მუხლი 4🔗. საჯარო ინფორმაციისათვის მოსაკრებლის გადახდისაგან გათავისუფლება 1. საჯარო ინფორმაციის ასლის გადაღების მოსაკრებელი არ გადაიხდევნება: ა) ინფორმაციის მომთხოვნის მისივე დისკეტაზე ან კომპაქტურ დისკზე ინფორმაციის ჩაწერისას; ასევე მეხსიერების ბარათზე ჩაწერისას; ბ) საჯარო ინფორმაციის ელექტრონული ფოსტით გაგზავნისას; გ) ფიზიკური პირებისათვის საჯარო დაწესებულებაში მათზე არსებული პერსონალური მონაცემების ასლის გადაღებისას. 2. საჯარო ინფორმაციის ასლის გადაღების მოსაკრებლის ოდენობა განსაზღურულია ,,საჯარო ინფორმაციის ასლის გადაღების მოსაკრებლის შესახებ“ საქართველოს კანონით. მუხლი 5🔗. ელექტრონული ფორმით მოთხოვნილი საჯარო ინფორმაციის გაცემის პროცედურები და ვადები 1. ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის ვებგვერდზე (ელექტრონულ ფოსტაზე) შემოსული ელ.განცხადება,მიღებისთანავე გადაეგზავნება, შესაბამისად, ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს   ან/და გამგეობის კანცელარიას  რეგისტრაციისათვის და შესრულება დაევალება საჯარო ინფორმაციის ხელმისაწვდომობაზე და პროაქტიულ გამოქვეყნებაზე პასუხისმგებელ პირებს, რომელთა კომპეტენციასაც წარმოადგენს მოთხოვნილი ინფორმაციის მომზადება. 2. ელექტრონულად მოთხოვნილი ინფორმაციის დამუშავება – მომზადების შემდგომ, ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის საკრებულოსა და გამგეობის შესაბამისი პასუხისმგებელი პირი ხელმოწერით ადასტურებს ინფორმაციის გაცემას ან უარს აცხადებს ინფორმაციის გაცემაზე,რაც საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსით დადგენილი ვადების დაცვით ელექტრონულად ეცნობება განმცხადებელს. 3. ელექტრონული ფორმით მოთხოვნილი საჯარო ინფორმაცია უნდა გაიცეს ,,საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსით“ დადგენილი ვადების დაცვით.  4. მოთხოვნილი ელექტრონული საჯარო ინფორმაციის გაცემისათვის საჭირო ვადები აითვლება შესაბამისად,ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის საკრებულოსა გამგეობის კანცელარიაში ოფიციალურად რეგისტრაციის მომენტიდან. დანართი №3 მოქალაქე – – – – – – – – – – – – – – – – – – – – – – – – მცხოვრები – – – – – – – – – – – – – – – – – – – – – – – – ტელ/მობ: – – – – – – – – – – – – – – – ორგანიზაციის დასახელება: – – – – – – – – – – – – – – – – – – – – – – – – – – – გ ა ნ ც ხ ა დ ე ბ ა    გთხოვთ, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-40 მუხლის საფუძველზე, მოგვაწოდოთ – – – – – – – – – – – – – – – – – – – – – – – – – – – – – – – – – – – – – – – /მოთხოვნილი ინფორმაციის დასახელება/ ინფორმაცია ელექტრონული სახით. ასევე გთხოვთ: 1. მოთხოვნილი ინფორმაცია გადმოგვცეთ ქვემოთ მითითებული ელ.ფოსტის მისამართზე გადმოგზავნით – – – – – – – – – – – – – – – – – – – – – – – – – – – – – – – – – – –; 2. მოთხოვნილი ინფორმაცია ჩაგვიწეროთ კომპაქტურ დისკზე და თანხმობას ვაცხადებთ შესაბამისი თანხის მითითების შესაბამისად, გადავიხადოთ „საჯარო ინფორმაციის ასლის გადაღების მოსაკრებლის შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრული ოდენობა; 3. მოთხოვნილი ინფორმაცია ჩაგვიწეროთ ჩემ/ჩვენ მიერ წარმოდგენილი მეხსიერების ბარათზე/ კომპაქტურ დისკზე. 4. მოთხოვნილი ინფორმაცია გამოგვიგზავნოთ წერილობითი ფორმით, ქსეროასლების სახით ან ამოგვიბეჭდოთ ლაზერულ პრინტერზე. თანხმობას ვაცხადებთ, შესაბამისი თანხის მითითების შესაბამისად,გადავიხადოთ ,,საჯარო ინფორმაციის ასლის გადაღების მოსაკრებლის შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრული ოდენობა; /მონიშნეთ თქვენთვის მისაღები ფორმა/ დაინტერესებული პირი /განმცხადებელი/ –––––––––––––––––––––– თარიღი: ––––––––––––