ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მშენებლობის ნებართვისათვის ადგილობრივი მოსაკრებლის განაკვეთის განსაზღვრისა და შეღავათის დადგენის შესახებ
მიღების თარიღი 14.11.2014
ძალის დაკარგვა 11.02.2015
გამომცემი ორგანო ლაგოდეხის მუნიციპალიტეტი
ნომერი №65
სარეგისტრაციო კოდი 210020010.35.167.016177
გამოქვეყნების წყარო ვებგვერდი, 19/11/2014
კონსოლიდირებული ვერსიები
დამატებითი მეტამონაცემები (1)
| ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე გოდერძი ბარბაქაძე | ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე |
დოკუმენტის ტექსტი
ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მშენებლობის ნებართვისათვის ადგილობრივი მოსაკრებლის განაკვეთის განსაზღვრისა და შეღავათის დადგენის შესახებ
ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს
დადგენილება №65
2014 წლის 14 ნოემბერი
ქ. ლაგოდეხი
ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მშენებლობის ნებართვისათვის ადგილობრივი მოსაკრებლის განაკვეთის განსაზღვრისა და შეღავათის დადგენის შესახებ
საქართველოს ორგანული კანონის ,,ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ 24-ე მუხლის პირველი პუნქტის ,,დ.ბ“ ქვეპუნქტის, ,,ადგილობრივი მოსაკრებლის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-3, მე-4-მე-5 მუხლის პირველი პუნქტის ,,ა“ ქვეპუნქტის, ამავე კანონის მე-6 მუხლისა და ,,ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის 25-ე მუხლის შესაბამისად, ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ადგენს:
მუხლი 1🔗
განისაზღვროს, ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მშენებლობის ნებართვისათვის ადგილობრივი მოსაკრებლის (გარდა განსაკუთრებული მნიშვნელობის რადიაციული ან ბირთვული ობიექტებისა) ოდენობა 1კვ/მ -ზე 1 ლარის ოდენობით.
მუხლი 2🔗
1. სახელმწიფოს 100%-იანი წილობრივი მონაწილეობით შექმნილი ის კერძო სამართლის იურიდიული პირები, რომლებიც ლაგოდეხის მუნიციპალიტეტში ახორციელებენ წყალმომარაგების სისტემის სამშენებლო-სარეაბილიტაციო სამუშაოებს, განთავისუფლდნენ მშენებლობის ნებართვისათვის ადგილობრივი მოსაკრებლის გადახდის ვალდებულებისაგან.
2. ამ მუხლით გათვალისწინებული შეღავათი გავრცელდეს 2016 წლის 1 იანვრამდე.
მუხლი 3🔗
დადგენილების ამოქმედებისთანავე ძალადაკარგულად გამოცხადდეს ,,მშენებლობის დაწყების ნებართვისათვის ადგილობრივი მოსაკრებლის შემოღების თაობაზე“ ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2007 წლის 23 იანვრის №5 დადგენილება .
მუხლი 4🔗
დადგენილება ძალაშია გამოქვეყნებისთანავე.ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარეგოდერძი ბარბაქაძე