⚠️ ეს დოკუმენტი ძალადაკარგულია (05.12.2014)
გაუქმებულია:

ქალაქ მცხეთის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული ქონების სარგებლობის ქირის საწყისი წლიური ოდენობის განსაზღვრის შესახებ

მიღების თარიღი 18.11.2014
ძალის დაკარგვა 05.12.2014
გამომცემი ორგანო ქალაქ მცხეთის მუნიციპალიტეტი
ნომერი №41
სარეგისტრაციო კოდი 010250000.35.175.016041
გამოქვეყნების წყარო ვებგვერდი, 20/11/2014
კონსოლიდირებული ვერსიები
matsne.gov.ge 233 სიტყვა · ~1 წთ
📄 ტექსტზე გადასვლა ↓
18.11.2014 მიღება
05.12.2014 ძალის დაკარგვა
დამატებითი მეტამონაცემები (1)
ქალაქ მცხეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე ილია ჯიშკარიანი ქალაქ მცხეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
⛔ გაუქმებულია — 1 აქტით

დოკუმენტის ტექსტი

ქალაქ მცხეთის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული ქონების სარგებლობის ქირის საწყისი წლიური ოდენობის განსაზღვრის შესახებ ქალაქ მცხეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება №41 2014 წლის 18 ნოემბერი ქ. მცხეთა ქალაქ მცხეთის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული ქონების სარგებლობის ქირის საწყისი წლიური ოდენობის განსაზღვრის შესახებ „ადგილობრივი თვითმმართელობის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 24-ე მუხლის  პირველი პუნქტის „ე.გ“ ქვეპუნქტის, „სახელმწიფო ქონების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-19 მუხლის, „ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულის ქონების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-19​5 მუხლის მე-3 პუნქტის, საქართველოს მთავრობის 2013 წლის 10 დეკემბრის №328 დადგენილების მე-5 მუხლის შესაბამისად, ქალაქ მცხეთის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს: მუხლი 1🔗 დამტკიცდეს ქალაქ მცხეთის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული ქონების სარგებლობის ქირის საწყისი წლიური ოდენობის განსაზღვრის შესახებ დანართი #1-ის შესაბამისად. მუხლი 2🔗 დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე. მუხლი 3🔗 დადგენილება შეიძლება გასაჩივრდეს მცხეთის რაიონულ სასამართლოში ერთი თვის ვადაში. მცხეთა სამხედროს ქ №17. ქალაქ მცხეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარეილია ჯიშკარიანი დანართი №1        ქალაქ მცხეთის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული ქონების სარგებლობის                                   ქირის  საწყისი წლიური ოდენობის განსაზღვრის შესახებ მუხლი 1🔗 მცხეთის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულებისა და სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის სარგებლობის ქირის საწყისი წლიური ოდენობა განისაზღვროს 1 კვ. მეტრზე დამოუკიდებელი აუდიტორის (ექსპერტი) დასკვნის საფუძველზე დადგენილი ფასის 6 %-ის ოდენობით. მუხლი 2🔗 მცხეთის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული, არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწისა და სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის გარდა სხვა დანარჩენი ქონების, სარგებლობის ქირის საწყისი წლიური ოდენობა განისაზღვროს დამოუკიდებელი აუდიტორის (ექსპერტი) დასკვნის საფუძველზე დადგენილი ფასის 6 %-ის ოდენობით. მუხლი 3🔗 მცხეთის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული ქონების პირობებით სასყიდლით სარგებლობაში გადაცემისას საწყისი წლიური ქირის  ოდენობა განისაზღვროს  დამოუკიდებელი აუდიტორის (ექსპერტი) დასკვნის საფუძველზე დადგენილი ფასის 5%-ის ოდენობით.