„სახელმწიფო ავტოპარკის გადანაწილების, კლასიფიკაციისა და სამსახურებრივი ავტომანქანის შესყიდვის ან ჩანაცვლების წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2014 წლის 6 თებერვლის №121 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი
საქართველოს მთავრობის დადგენილება (1)
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10
ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.
დოკუმენტის ტექსტი
|
საქართველოს მთავრობის დადგენილება №625 |
|
2014 წლის 19 ნოემბერი ქ. თბილისი |
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, „სახელმწიფო ავტოპარკის გადანაწილების, კლასიფიკაციისა და სამსახურებრივი ავტომანქანის შესყიდვის ან ჩანაცვლების წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2014 წლის 6 თებერვლის №121 დადგენილებაში (www.matsne.gov.ge, 06/02/2014, 040170020.10.003.017740) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:
1. მე-3 მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის „ვ“ ქვეპუნქტი: „ვ) „სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონის პირველი მუხლის მე-4 პუნქტით განსაზღვრულ შემთხვევებზე.“. 2. მე-7 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „მუხლი 7 1. დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე და მისი მოქმედება გავრცელდეს 2014 წლის 1 თებერვლიდან წარმოშობილ ურთიერთობებზე ავტოსატრანსპორტო საშუალებების კლასიფიკაციის ნაწილში ახალ შესასყიდ/ჩანაცვლებულ ავტომობილებზე, ხოლო არსებული ავტოპარკის ოპტიმიზაციის გეგმა აღმასრულებელი ხელისუფლების ყველა დაწესებულებამ წარუდგინოს საქართველოს მთავრობის 2013 წლის 21 ოქტომბრის №266 დადგენილებით შექმნილ სამთავრობო კომისიას 2014 წლის 1 აპრილამდე. 2. აღნიშნული დადგენილება, გარდა დადგენილებით დამტკიცებული წესის მე-6 მუხლის მესამე პუნქტისა და ავტომობილებისთვის დაწესებული საგარანტიო პირობებისა, ვრცელდება, აგრეთვე, მეორადი ავტომობილების შესყიდვაზე.“. 3. დადგენილებით დამტკიცებული წესის დანართის „ე.ა“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „ე.ა) გამოიყენება სპეციალური დანიშნულებით, კონკრეტული საქმიანობის შესასრულებლად. იმ შემთხვევაში, თუკი შემსყიდველი ორგანიზაციის საჭიროებიდან გამომდინარე ავტოსატრანსპორტო საშუალების სპეციფიკაცია განსხვავებულია ამ წესით დადგენილი სტანდარტებისგან, შემსყიდველი ორგანიზაცია ვალდებულია აღნიშნული სპეციფიკაციის ამსახველი პარამეტრები წარუდგინოს საქართველოს მთავრობის 2013 წლის 21 ოქტომბრის №266 დადგენილებით შექმნილ სამთავრობო კომისიას გადაწყვეტილების მისაღებად. კომისიის მიერ გადაწყვეტილების მიღების ვადაა შემსყიდველი ორგანიზაციის მიერ სპეციფიკაციის ამსახველი პარამეტრების წარდგენიდან 1 თვე. ავტოსატრანსპორტო საშუალება მიეკუთვნება სპეციალიზირებულ კლასს, თუკი კომისია მიიჩნევს მას ასეთად;". 4. დადგენილებით დამტკიცებული წესის დანართის ცხრილი №1 − №8 ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „ცხრილი №1
ცხრილი №2
ცხრილი №3
ცხრილი №4
ცხრილი №5
ცხრილი №6
ცხრილი №7
ცხრილი №8
|
|
ხშირად დასმული კითხვები
- მოქმედებს თუ არა „სახელმწიფო ავტოპარკის გადანაწილების, კლასიფიკაციისა და სამსახურებრივი ავტომანქანის შესყიდვის ან ჩანაცვლების წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2014 წლის 6 თებერვლის №121 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე?
- დიახ, საქართველოს მთავრობის დადგენილება „სახელმწიფო ავტოპარკის გადანაწილების, კლასიფიკაციისა და სამსახურებრივი ავტომანქანის შესყიდვის ან ჩანაცვლების წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2014 წლის 6 თებერვლის №121 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე ამჟამად ძალაშია. ბოლო კონსოლიდირებული რედაქცია — 19.11.2014.
- როდის იქნა მიღებული „სახელმწიფო ავტოპარკის გადანაწილების, კლასიფიკაციისა და სამსახურებრივი ავტომანქანის შესყიდვის ან ჩანაცვლების წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2014 წლის 6 თებერვლის №121 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე?
- „სახელმწიფო ავტოპარკის გადანაწილების, კლასიფიკაციისა და სამსახურებრივი ავტომანქანის შესყიდვის ან ჩანაცვლების წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2014 წლის 6 თებერვლის №121 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე მიღებულია 19.11.2014. მიმღები ორგანო — საქართველოს მთავრობა. დოკუმენტის ნომერი — №625. სარეგისტრაციო კოდი — 040170020.10.003.018245.
- რამდენი მუხლისგან შედგება „სახელმწიფო ავტოპარკის გადანაწილების, კლასიფიკაციისა და სამსახურებრივი ავტომანქანის შესყიდვის ან ჩანაცვლების წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2014 წლის 6 თებერვლის №121 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე?
- დოკუმენტი შედგება 2 მუხლისგან. თითოეული მუხლი ხელმისაწვდომია ცალკე ბმულით.
- რომელი დოკუმენტები უთითებენ „სახელმწიფო ავტოპარკის გადანაწილების, კლასიფიკაციისა და სამსახურებრივი ავტომანქანის შესყიდვის ან ჩანაცვლების წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2014 წლის 6 თებერვლის №121 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე-ზე?
- legali.ge-ის ბაზაში 1 დოკუმენტი უთითებს ამ აქტზე — ცვლილებები, კანონქვემდებარე აქტები და სასამართლო გადაწყვეტილებები.
- სად არის „სახელმწიფო ავტოპარკის გადანაწილების, კლასიფიკაციისა და სამსახურებრივი ავტომანქანის შესყიდვის ან ჩანაცვლების წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2014 წლის 6 თებერვლის №121 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე-ის ოფიციალური ტექსტი?
- ოფიციალური წყაროა საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge). legali.ge-ზე ტექსტი მოცემულია 19.11.2014 მდგომარეობით.
როგორ დავიმოწმოთ
საქართველოს მთავრობის დადგენილება „სახელმწიფო ავტოპარკის გადანაწილების, კლასიფიკაციისა და სამსახურებრივი ავტომანქანის შესყიდვის ან ჩანაცვლების წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2014 წლის 6 თებერვლის №121 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე, №625, 19.11.2014, სარეგისტრაციო კოდი 040170020.10.003.018245 (კონსოლიდირებული რედაქცია 19.11.2014). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/2582608/