ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის გამგეობის სოციალურ საკითხთა და კულტურის სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ
მიღების თარიღი 19.11.2014
ძალის დაკარგვა 27.12.2017
გამომცემი ორგანო ჩოხატაურის მუნიციპალიტეტი
ნომერი №48
სარეგისტრაციო კოდი 010260020.35.114.016229
გამოქვეყნების წყარო ვებგვერდი, 21/11/2014
კონსოლიდირებული ვერსიები
დამატებითი მეტამონაცემები (1)
| ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე ზაალ მამალაძე | ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე |
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
⛔ გაუქმებულია — 1 აქტით
- ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის მერიის სოციალური და ჯანდაცვის სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება 21.12.2017
დოკუმენტის ტექსტი
ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის გამგეობის სოციალურ საკითხთა და კულტურის სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ
ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს
დადგენილება №48
2014 წლის 19 ნოემბერი
დ. ჩოხატაური
ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის გამგეობის სოციალურ საკითხთა და კულტურის სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ
,,ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსის“ – საქართველოს ორგანული კანონის 24-ე მუხლის 1-ლი პუნქტის ,,გ.ბ“ ქვეპუნქტის და ,,ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის 25-ე მუხლის 1-ლი პუნქტის ,,ბ“ ქვეპუნქტის საფუძველზე ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:
მუხლი 1🔗
დამტკიცდეს ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის გამგეობის სოციალურ საკითხთა და კულტურის სამსახურის დებულება. (თან ერთვის).
მუხლი 2🔗
ძალადაკარგულად გამოცხადდეს ,,ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის გამგეობის კულტურის, განათლების, სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ’’ – ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2011 წლის 11 იანვრის №8 დადგენილება.
მუხლი 3🔗
ძალადაკარგულად გამოცხადდეს ,,ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის გამგეობის სოციალურ საკითხთა სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ’’ – ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2011 წლის 11 იანვრის №7 დადგენილება.
მუხლი 4🔗
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარეზაალ მამალაძე
დანართი
ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის გამგეობის სოციალურ საკითხთა და კულტურის სამსახურის დებულება
.
მუხლი 1🔗.
ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის გამგეობის სოციალურ საკითხთა და კულტურის სამსახური
1. ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის გამგეობის სოციალურ საკითხთა და კულტურის სამსახური (შემდგომ ტექსტში – სამსახური) არის მუნიციპალიტეტის გამგეობის სტრუქტურული ერთეული.
2. სამსახური თავის საქმიანობას წარმართავს საქართველოს მოქმედი კანონმდებლობის, გამგეობის დებულების, ამ დებულებისა და მუნიციპალიტეტის სხვა სამართლებრივი აქტების შესაბამისად.
3. სამსახური თავისი საქმიანობით ანგარიშვალდებულია მუნიციპალიტეტის საკრებულოსა და გამგებლის წინაშე.
მუხლი 2🔗.
სამსახურის ფუნქციები და ამოცანები
1. მუნიციპალიტეტის მოსახლეობის სოციალური მდგომარეობის მონიტორინგი.
2. მოსახლეობის შრომის, ჯანმრთელობის, სოციალური დაცვის სფეროში კანონმდებლობით განსაზღვრული წესების, სტანდარტების დანერგვის, სახელმწიფო პროგრამების განხორციელების, ადამიანის ჯანმრთელობისათვის უსაფრთხო გარემოს შექმნის, ცხოვრების ჯანსაღი წესის დამკვიდრების ღონისძიებებისადმი ხელშეწყობა.
3. მუნიციპალიტეტის სოციალური პოლიტიკის ძირითად მიმართულებათა შემუშავებისა და მათი რეალიზაციისათვის ზომების მიღება.
4. ჰუმანიტარული დახმარებების ობიექტურად განაწილების უზრუნველყოფა.
5. შრომის ბაზრის ანალიზზე დაყრდნობით მოსახლეობისათვის შესაბამისი ინფორმაციის მიწოდება, დასაქმების სახელმწიფო და ადგილობრივი პროგრამების განხორციელებისადმი ხელშეწყობა.
6. მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ორგანიზაციებსა და სხვა დაწესებულებებში დადგენილი წესით შრომის დაცვის, უსაფრთხოების, სამედიცინო დახმარების სტანდარტებისა და წესების დაცვისადმი მეთვალყურეობა, სახელმწიფო და ადგილობრივი პროგრამების განხორციელების კოორდინაცია, უმუშევართა დასაქმებისადმი ხელშეწყობა.
7. მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე არსებული მატერიალური და არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის, კულტურის უძრავი და მოძრავი ძეგლების, კულტურული და შემოქმედებითი მოღვაწეობის ნიმუშების, ფოლკლორის, ისტორიული, არქეოლოგიური, ეთნოგრაფიული, მემორიალური, რელიგიური, ესთეტიკური, მხატვრული, მეცნიერული თუ სხვა კულტურულ ღირებულებათა აღრიცხვა, დაცვა, შენარჩუნება, პოპულარიზაცია შესაბამის არასათანადო და თვითნებური ქმედებების აღკვეთა შესაბამის სამსახურთან ერთად;
8. თეატრის, კინოს, მუსიკის, ქორეოგრაფიის, სახვითი, გამოყენებითი პროფესიული ხელოვნებისა და ხალხური ხელოვნების დარგების, ჭიდაობის, ჭადრაკის, ფეხბურთის, მძლეოსნობის, ჩოგბურთის, ბაზიერთა ხელსაყრელი პირობების შექმნა, ასევე თანამედროვე ხელოვნებისა და სპორტის სხვა სახეობების განვითარების ხელშეწყობა, კონკურენტუნარიანი გარემოს განმტკიცება;
9. მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე არსებული სკოლის გარეშე და სკოლამდელი დაწესებულებების, სახელოვნებო და სპორტული განათლების დაწესებულებათა მუშაობის კოორდინაცია;
10. განათლების სისტემის წინაშე მდგრადი ამოცანების განხორციელების მხარდაჭერა;
11. მუნიციპალიტეტში ფიზიკური აღზრდისა და სპორტული განვითარებისათვის, ერთიანი სახელმწიფო პოლიტიკის გატარებისათვის საჭირო ღონისძიებების განხორცილება;
12. ზოგადად სპორტისა და კონკრეტული სახეობების ტრადიციების შენარჩუნების, დაცვის, არსებული პრობლემების დაძლევისა და სპორტის ძირითადი მიმართულებების განვითარების პროექტის შემუშავება, მათი განხორციელების ხელშეწყობა და კოორდინაცია;
13. მასობრივ გამაჯანსაღებელ და სპორტულ ღონისძიებათა ერთიანი კალენდარული გეგმის შემუშავება;
14. მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მცხოვრებ სოციალურად დაუცველი, ინვალიდ და მზრუნველობა მოკლებული ბავშვებისა და ახალგაზრდების საზოგადოებრივ ცხოვრებაში ჩაბმის ხელშემწყობი პროექტების განხორცილება.
15. სათანადო პროექტებისა და საქმიანობების განხორციელება, რომელიც ხელს უწყობს მოზარდებისა და ახალგაზრდების თავისუფალი დროის ორგანიზებისა და ცხოვრების ჯანსაღი წესის დანერგვას;
16. ნიჭიერი მოზარდებისა და ახალგაზრდების შესაძლებლობების რეალიზებისათვის ხელსაყრელი პირობების შექმნა;
17. ადგილობრივი, ეროვნული თუ საერთაშორისო კულტურული, სპორტული ღონისძიებების, სხვადასხვა ფესტივალის, გაცვლითი პროგრამების, გამოფენების, ბიენალეების, კონკურსების, სპორტული ტურნირებისა თუ შეჯიბრებების, სხვადასხვა ბანაკებისა თუ სხვა ღონისძიებებში მონაწილე ჯგუფთა თუ ინდივიდუალურ შემსრულებელთა ხელშემწყობი ღონისძიებების განხორციელება;
18. სამსახურის სამოღვაწეო არეალში არსებული კულტურის, კულტურული მემკვიდრეობის, სპორტის, ტურიზმისა და კურორტების შესახებ ყველა საჭირო ინფორმაციის შეგროვება, დამუშავება და საინფორმაციო ბაზის შექმნა;
19. კულტურის, განათლების, სპორტის, კულტურული მემკვიდრეობისა და ახალგაზრდულ საქმეთა სფეროში საინფორმაციო და საქველმოქმედო საქმიანობების განხორციელების ხელშეწყობა.
20.მუნიციპალიტეტის გამგებელთან შეთანხმებით სამსახური თანამშრომლობს საზღვარგარეთის ანალოგიური ტიპის ორგანიზაციებთან, საქმიანობისა და გამოცდილების ურთიერთგაზიარების მიზნით.
მუხლი 3🔗.
სამსახურის სტრუქტურა
1. სამსახურის უფროსი.
2. სოციალურ საკითხთა განყოფილების უფროსი.
3. წამყვანი სპეციალისტი ჯანდაცვისა და ვეტერანთა მომსახურების საკითხებში.
4. წამყვანი სპეციალისტი შრომის, სოციალურ, დევნილთა და იძულებით გადაადგილებულ პირთა მომსახურების საკითხებში.
5. კულტურის განყოფილების უფროსი
6. წამყვანი სპეციალისტი ძეგლთა დაცვის, ტურიზმისა და კურორტების საკითხებში
7. წამყვანი სპეციალისტი სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა საკითხებში
მუხლი 4🔗.
სამსახურის უფროსი
1) სამსახურის უფროსი წარმართავს სამსახურის საქმიანობას;
2) უზრუნველყოფს სამსახურის პრეროგატივით განსაზღვრული საკითხების მოწესრიგებას, უშუალო ხელმძღვანელობას უწევს თანამშრომლებს დაკირებულ მოვალეობათა შესრულების საქმეში;
3) სამსახურის უფროსის არყოფნის შემთხვევაში მის მოვალეობას ასრულებს სამსახურის განყოფილების უფროსი.
მუხლი 5🔗.
სოციალურ საკითხთა განყოფილება
სოციალურ საკითხთა განყოფილება უზრუნველყოფს:
1. მუნიციპალური სოციალური დახმარების პროგრამების შემუშავებას;
2. სოციალური დახმარებისა და მუნიციპალურ პროგრამათა განხორციელების კოორდინაციას;
3. ლტოლვილთა საყოფაცხოვრებო პირობების და მომსახურების გაუმჯობესებას;
4. დევნილთა და იძულებით გადაადგილებულ პირთა დემოგრაფიული სიტუაციის ანალიზს;
5. ჰუმანიტარული დახმარებების განაწილებას;
6. სოციალურად დაუცველი ფენებისათვის სოციალური დახმარებების ღონისძიებების განხორციელებას.
7. ჯანმრთელობის დაცვის მუნიციპალური პროგრამების შემუშავებას;
8. ჯანმრთელობის დაცვის მუნიციპალურ პროგრამათა განხორციელების კოორდინაციას;
9. საზოგადოებრივი ჯანდაცვის სფეროში მუნიციპალიტეტისათვის დელეგირებული უფლებამოსილებების განხორციელების კოორდინაციას;
10. ჯანმრთელობის დაცვის მუნიციპალური პროგრამების მონიტორინგს;
11. ვეტერანთა აღრიცხვიანობის მოწესრიგებას და მათი სოციალური პირობების გაუმჯობესებისათვის ზომების მიღებას;
12. სამედიცინო დაზღვევის ახალი ფორმების დანერგვის ხელშეწყობას.
მუხლი 6🔗.
კულტურის განყოფილება
განყოფილების ფუნქციებია:
ა) განათლების სფეროში:
ა.ა) ბავშვთა და ახალგაზრდობის საქმეთა სფეროში სახელმწიფო პოლიტიკის განხორციელების კოორდინაცია;
ა.ბ) ბავშვთა, ახალგაზრდებისა და ახალგაზრდა ოჯახების უფლებათა დაცვის კოორდინაცია, მათი კონსულტაცია და დახმარება;
ა.გ) კონტროლი ბავშვთა შრომით საქმიანობაზე, სხვა ორგანიზაციებთან ერთად მუნიციპალიტეტის ბავშვებისა და ახალგაზრდების სოციალური და სხვა პრობლემების გადაწყვეტის საკითხებში მონაწილეობა;
ა.დ) საინიციატივო ჯგუფების მიერ მოწყობილი მასობრივი ახალგაზრდული დღეების, თამაშობების ორგანიზებაში მონაწილეობა და დახმარება;
ა.დ) ახალგაზრდობაში შექმნილი სოციალურ-ეკონომიკური ვითარების ანალიზი, ბავშვთა და ახალგაზრდობის პრობლემების გადაჭრისათვის გამიზნული სახელმწიფო მიზნობრივი პროგრამების რეალიზაციაში მონაწილეობის მიღება;
ბ) კულტურის სფეროში:
ბ.ა) კულტურის სფეროში მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე სახელმწიფო პოლიტიკის გატარება;
ბ.ბ) ადგილობრივი ბიუჯეტიდან სახელმწიფო კულტურული პროგრამების შესასრულებლად გამოყოფილი იმ თანხების რაოდენობის დადგენაში მონაწილეობის მიღება, რომელიც ნაწილდება კულტურული პროგრამების მიხედვით, სახელოვნებო-საგანმანათლებლო პროგრამების პრიორიტეტულობის გათვალისწინებით;
ბ.გ) კულტურული მემკვიდრეობის მქონე ძეგლებზე, ნაგებობებსა და სხვა ისტორიული მემკვიდრეობის ფასეულობებზე კანონსაწინააღმდეგო ქმედებების აღმოფხვრა. კულტურული მემკვიდრეობის დაცვა, შენარჩუნება, პოპულარიზაცია;
გ) სამუზეუმო საქმიანობის სფეროში:
გ.ა) სახელმწიფო სამუზეუმო პოლიტიკის გატარება;
გ.ბ) მუზეუმის პროგრამული დაფინანსების მიმართულებათა განსაზღვრაში მონაწილეობის მიღება;
გ.გ) მუზეუმის ფონდის აღრიცხვაში მონაწილეობის მიღება;
გ.დ) სამუზეუმო საქმის სპეციალისტების კვალიფიკაციის ამაღლებისადმი ხელის შეწყობა;
დ) საბიბლიოთეკო საქმიანობის სფერო:
დ.ა) ბიბლიოთეკის პროგრამული დაფინანსების მიმართულებათა განსაზღვრაში მონაწილეობის მიღება;
დ.ბ.) ბიბილიოთეკის წიგნადი ფონდის აღწერაში მონაწილეობის მიღება;
დ.გ) საბიბლიოთეკო საქმის განვითარების ხელშეწყობა;
ე) სპორტის სფეროში:
ე.ა) მუნიციპალიტეტში სპორტის განვითარების ძირითადი მიმართულებების განსაზღვრა და პრიორიტეტულ სახეობათა შერჩევა შესაბამის სამსახურებთან ერთად;
ე.ბ) სპორტის განვითარების მიზნით დახმარების გაწევა სამსახურის სფეროში შემავალი დაწესებულებებისათვის მატერიალურ-ტექნიკური ბაზის სრულყოფის მიზნით;
ე.გ) სხვა სპორტულ საზოგადოებასთან ერთად მუნიციპალიტეტის მასშტაბით მასობრივი გამაჯანსაღებელი, სპორტული ღონისძიებების, სპორტული მოძრაობების, სპორტული შეჯიბრებების და სასწავლო-საწვრთნელი შეჯიბრებების მოწყობის კოორდინაცია. პერსპექტიული სპორტსმენების გამოვლენის მიზნით სპორტის სახეობების მიხედვით პირველობების ჩატარების ხელმძღვანელობა და ნაკრები გუნდების მივლინება რესპუბლიკურ პირველობაზე;
ე.დ) ფიზიკური აღზრდისა და სპორტის სპეციალისტთა კვალიფიკაციის ამაღლების, გადამზადების, მათი ატესტაციისა და პროფესიული დონის განსაზღვრის ხელშეწყობა;
ე.ე) ფიზიკური აღზრდისა და სპორტის განვითარებისათვის საჭირო ნაგებობების ტექნიკური ნორმებისა და ნორმატივების დაცვაზე და ნაგებობების მიზნობრივი გამოყენების ეფექტურობაზე კონტროლი;
გ) ტურიზმისა და კურორტების განვითარების სფეროში:
გ.ა) საკურორტო ინფრასტრუქტურების შესწავლა, პრიორიტეტების სწორად გამოყოფა;
გ.ბ) კურორტის განვითარებისათვის საბიუჯეტო და არასაბიუჯეტო სახსრების მაქსიმალურ მოზიდვაზე ზრუნვა;
გ.გ) საკურორტო სეზონის მზადებისათვის პრიორიტეტული საქმიანობების გამოყოფა, მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე არსებულ კურორტებზე დამსვენებელთათვის სხვადასხვა სახის კულტურული ღონისძიებების განხორციელება;
გ.დ) მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე არსებული ღირსშესანიშნაობების გათვალისწინებით ტურისტული პროდუქციის მომზადება და შეთავაზება ადგილობრივი და უცხოელი ტურისტებისათვის;
გ.ე) ადგილობრივი კულტურული ძეგლების დაცვასა და შენარჩუნებაზე ზრუნვა;
გ.ვ) ტურიზმის სფეროში დამტკიცებული მიზნობრივი პროგრამის ხელშეწყობა;
გ.ზ) ტურიზმის სფეროში დამეგობრებული სხვა ქალაქების შესაბამის სამსახურებთან ერთად თანამშრომლობა, არსებული ურთიერთობების განვითარების ხელშეწყობა და ახალი ურთიერთობების დამყარება.
მუხლი 7🔗.
სამსახურის რეორგანიზაცია და ლიკვიდაცია
სამსახურის რეორგანიზაცია და ლიკვიდაცია ხორციელდება კანონმდებლობით დადგენილი წესით.