ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოსთან არსებული საზოგადოებრივი დარბაზის დებულების დამტკიცების შესახებ
მიღების თარიღი 19.11.2014
ძალის დაკარგვა 30.04.2018
გამომცემი ორგანო ჩოხატაურის მუნიციპალიტეტი
ნომერი №52
სარეგისტრაციო კოდი 010260020.35.114.016233
გამოქვეყნების წყარო ვებგვერდი, 21/11/2014
კონსოლიდირებული ვერსიები
დამატებითი მეტამონაცემები (1)
| ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე ზაალ მამალაძე | ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე |
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
⛔ გაუქმებულია — 1 აქტით
- ,,ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოსთან არსებული საზოგადოებრივი დარბაზის დებულების დამტკიცების შესახებ“ 2014 წლის 19 ნოემბრის N52 დადგენილების ძალადაკარგულად გამოცხადების თაობაზე მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება 25.04.2018
დოკუმენტის ტექსტი
ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოსთან არსებული საზოგადოებრივი დარბაზის დებულების დამტკიცების შესახებ
ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს
დადგენილება
№52
2014 წლის 19 ნოემბერი
დაბა ჩოხატაური
ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოსთან არსებული საზოგადოებრივი დარბაზის დებულების დამტკიცების შესახებ
საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ 61-ე მუხლის მე-2 ნაწილის, ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს რეგლამენტის 119-ე მუხლისა და „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის შესაბამისად, ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:
მუხლი 1🔗
დამტკიცდეს „ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოსთან არსებული საზოგადოებრივი დარბაზის დებულება“, თანახმად დანართისა.
მუხლი 2🔗
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარეზაალ მამალაძე
დანართი
ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოსთან არსებული საზოგადოებრივი დარბაზის დებულება
ეს დებულება, „ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს რეგლამენტის“ (დამტკიცებულია ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 27 აგვისტოს №34 დადგენილებით) შესაბამისად, განსაზღვრავს ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოსთან (შემდეგში – „საკრებულო“) არსებული საზოგადოებრივი დარბაზის უფლებამოსილებას, მისი შექმნის, მუშაობის ორგანიზაციისა და საქმიანობის წესს.
თავი I
ზოგადი დებულებები
მუხლი 1🔗. საზოგადოებრივი დარბაზი
1. საზოგადოებრივი დარბაზი (შემდეგში – „დარბაზი“) არის ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოსთან არსებული, საზოგადოებრივი ინტერესების გამტარებელი, რომელიც იქმნება ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს განკარგულების საფუძველზე, ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის, როგორც თვითმმართველი ერთეულის, ტერიტორიაზე მოქმედი სამეწარმეო და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების, ასევე საზოგადოების წარმომადგენლებისაგან.
2. დარბაზში გაწევრიანება შეუძლია ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მოქმედი ნებისმიერი დაინტერესებული სამეწარმეო და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირის წარმომადგენელს, ასევე საზოგადოების ნებისმიერ წარმომადგენელს.
3. დაინტერესებულ სამეწარმეო თუ არასამეწარმეო (არაკომერციულ) იურიდიულ პირს საზოგადოებრივ დარბაზში შეიძლება ჰყავდეს არა უმეტეს 2 წარმომადგენელი.
4. დარბაზის წევრთა რეგისტრაციას ახდენს საკრებულოს აპარატი. დარბაზის წევრთა რეგისტრაცია იწყება საკრებულოს შესაბამისი განკარგულების გამოქვეყნების დღიდან. ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის, როგორც თვითმმართველი ერთეულის, ტერიტორიაზე მოქმედ სამეწარმეო თუ არასამეწარმეო (არაკომერციულ) იურიდიულ პირს ან საზოგადოების წარმომადგენელს საკრებულოს განკარგულების გამოქვეყნების შემდეგ ნებისმიერ დროს აქვს უფლება მიმართოს საკრებულოს აპარატს საზოგადოებრივი დარბაზის წევრად მისი და ასევე მისი წარმომადგენლის (წარმომადგენლების) რეგისტრაციის შესახებ. დარბაზის წევრთა რაოდენობა არ შეიძლება შეზღუდული იყოს.
მუხლი 2🔗. საზოგადოებრივი დარბაზის უფლებამოსილება
საზოგადოებრივი დარბაზი უფლებამოსილია:
ა) წინასწარ განიხილოს საკრებულოს სამუშაო გეგმის პროექტები და საკრებულოს ან/და საკრებულოს ბიუროს დღის წესრიგის პროექტები, გამოთქვას თავისი მოსაზრებები და წარადგინოს წერილობითი რეკომენდაციები განხილულ პროექტებთან დაკავშირებით;
ბ) შესთავაზოს საკრებულოს ან/და საკრებულოს ბიუროს დღის წესრიგში ცალკეული საკითხების შეტანა;
გ) წინასწარ განიხილოს საკრებულოს სხდომაზე განსახილველი ნორმატიული აქტების პროექტები და გამოთქვას (წარადგინოს) თავისი მოსაზრებები;
დ) მოითხოვოს საკრებულოს ბიუროსა და საზოგადოებრივი დარბაზის ერთობლივი სხდომის ჩატარება სპეციალური დღის წესრიგით;
ე) მოამზადოს, განიხილოს და წარუდგინოს საკრებულოს ან/და გამგებელს წინადადებები მუნიციპალიტეტში არსებული პრობლემების და მათი შესაძლო გადაწყვეტის გზების შესახებ;
ვ) საზოგადოებრივ დარბაზში რეგისტრირებული არანაკლებ 5 (ხუთი) წარმომადგენლის მოთხოვნის საფუძველზე, მოისმინოს ადგილობრივი თვითმმართველობის თანამდებობის პირებისა და საკრებულოს წევრების ანგარიშები;
ზ) მონაწილეობა მიიღოს მუნიციპალიტეტის მოსახლეობის გამოკითხვების და საზოგადოებრივი განხილვების ჩატარების ორგანიზებაში;
თ) დააყენოს საკრებულოს წინაშე საზოგადოებრივი დარბაზის დებულებაში ცვლილებების ან/და დამატებების შეტანის საკითხი;
ი) განახორციელოს ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს რეგლამენტითა და ამ დებულებით დადგენილი სხვა უფლებამოსილებები.
თავი II
საზოგადოებრივი დარბაზის წევრი
მუხლი 3🔗. დარბაზის წევრი პირის უფლება-მოვალეობები
1. დარბაზის წევრ პირს უფლება აქვს:
ა) თანაბარ საწყისებზე მონაწილეობდეს დარბაზის მუშაობაში;
ბ) საკუთარი ან იურიდიული პირის შემთხვევაში საკუთარი წარმომადგენლის (წარმომადგენლების) მეშვეობით განსახილველ საკითხზე გამოთქვას შენიშვნები, წინადადებები და მოსაზრებები, ჰქონდეს განსხვავებული პოზიცია;
გ) ნებისმიერ დროს გავიდეს დარბაზის შემადგენლობიდან, საკუთარი განცხადების საფუძველზე;
დ) განახორციელოს ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს რეგლამენტითა და ამ დებულებით მასზე დაკისრებული სხვა უფლებამოსილებანი.
2. დარბაზის წევრი იურიდიული პირი ვალდებულია უზრუნველყოს დარბაზის სხდომაზე საკუთარის წარმომადგენლის (წარმომადგენლების) დასწრება და მონაწილეობა მიიღოს დარბაზის მუშაობაში.
3. იმ შემთხვევაში, თუკი დარბაზის წევრად რეგისტრირებული პირი ზედიზედ სამი თვის განმავლობაში არ მიიღებს მონაწილეობას დარბაზის მუშაობაში, ასეთ პირს, დარბაზის გადაწყვეტილებით, შეუწყდება დარბაზის წევრობა.
თავი III
საზოგადოებრივი დარბაზის სხდომა და მუშაობის საერთო წესი
მუხლი 4🔗. საზოგადოებრივი დარბაზის სხდომა
1. დარბაზის სხდომას ბრძანებით იწვევს საკრებულოს თავმჯდომარე, თვეში ერთხელ მაინც.
2. დარბაზის რიგგარეშე სხდომა მოიწვევა საზოგადოებრივ დარბაზის წევრად რეგისტრირებული არანაკლებ 5 წევრის ინიციატივით, წინადადების საკრებულოს აპარატში შეტანიდან 10 დღის ვადაში.
3. საზოგადოებრივი დარბაზის სხდომას ხელმძღვანელობს და წარმართავს საკრებულოს თავმჯდომარე, ხოლო მისი არყოფნის შემთხვევაში – საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე.
4. დარბაზის სხდომის დღის წესრიგს ადგენს დარბაზის სხდომის თავმჯდომარე, გარდა იმ შემთხვევისა, როცა დარბაზი წინასწარ მიიღებს გადაწყვეტილებას დღის წესრიგის შესახებ. დარბაზის წევრთა წინადადებით, დღის წესრიგში შეიძლება შეტანილ იქნეს ცვლილებები. დღის წესრიგს და მასში ცვლილებების შეტანას ამტკიცებს დარბაზი საერთო წესით.
5. საკრებულოს თავმჯდომარის გადაწყვეტილებით, შეიძლება ჩატარდეს საკრებულოს ბიუროსა და საზოგადოებრივი დარბაზის ერთობლივი სხდომა სპეციალური დღის წესრიგით.
6. დარბაზის წევრებს სხდომის დაწყებამდე ორი დღით ადრე მაინც უნდა ეცნობოს დარბაზის სხდომის ჩატარების ადგილი, თარიღი, დრო და სავარაუდო დღის წესრიგი, ასევე დაურიგდეთ დარბაზის სხდომის მასალები. ინფორმაცია დარბაზის სხდომისა და მისი დღის წესრიგის შესახებ სხდომამდე 2 დღით ადრე ქვეყნდება ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს რეგლამენტის 135-ე მუხლით დადგენილი წესით.
მუხლი 5🔗. დარბაზის სხდომაზე გადაწყვეტილების მიღება
1. დარბაზის სხდომაზე გადაწყვეტილების მიღება ხდება სხდომაზე დამსწრე დარბაზის წევრი პირების ხმათა უმრავლესობით.
2. დარბაზის სხდომაზე გადაწყვეტილება მიიღება ღია კენჭისყრით.
3. დარბაზის წევრად რეგისტრირებულ პირს კენჭისყრისას აქვს ერთი ხმა.
4. დარბაზი განსახილველ საკითხებთან დაკავშირებით იღებს რეკომენდაციებს, დასკვნებს, წინადადებებს, ხოლო ორგანიზაციულ საკითხებთან დაკავშირებით – გადაწყვეტილებებს.
მუხლი 6🔗. საზოგადოებრივი დარბაზის მუშაობის საერთო წესი
1. საზოგადოებრივი დარბაზის სხდომა საჯაროა.
2. საზოგადოებრივი დარბაზი უფლებამოსილია შეუდგეს მუშაობას, თუ სხდომას ესწრება დარბაზის წევრად რეგისტრირებული პირების ნახევარი.
3. დარბაზის სხდომას, როგორც წესი, ესწრება საკრებულოს თავმჯდომარე და გამგებელი, ან მათი უფლებამოსილი წარმომადგენელი (საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე, გამგებლის მოადგილე).
4. დარბაზის სხდომაზე საკითხის განხილვისას წინადადებების შემოტანის უფლება აქვთ როგორც დარბაზის წევრებს, ასევე დარბაზის სხდომაზე მოწვეულ და დამსწრე პირებს, დარბაზის სხდომის თავმჯდომარის ნებართვით.
5. დარბაზის წევრს, რომელიც არ ეთანხმება დარბაზის გადაწყვეტილებას, უფლება აქვს თავისი მოსაზრება შეიტანოს დარბაზის სხდომის ოქმში და საკრებულოს ბიუროს ან/და საკრებულოს სხდომაზე მოითხოვოს მისი გაცნობა ან თანამომხსენებლად მისი წარმომადგენლის გამოსვლა. დარბაზის წევრის ეს მოთხოვნა უნდა დაკმაყოფილდეს.
6. საკრებულოს ბიუროს ან/და საკრებულოს სხდომაზე დარბაზის რეკომენდაციის, დასკვნის, წინადადების გამოსატანად, დარბაზის გადაწყვეტილებით, ინიშნება ერთი ან რამდენიმე მომხსენებელი.
7. დარბაზის მოხსენებები (რეკომენდაციები, წინადადებები, დასკვნები) საკრებულოს ან/და საკრებულოს ბიუროს წარედგინება წერილობითი სახით. მოხსენებაში უნდა იყოს აღნიშნული შესაბამის საკითხზე დარბაზის დასკვნა და ამ საკითხის გადაჭრის რეკომენდაცია. მოხსენებაში აღინიშნება ასევე ამ საკითხზე დარბაზის თვალსაზრისი.
8. საკრებულოს ბიუროს ან/და საკრებულოს სხდომა ვალდებულია მოისმინოს და განიხილოს საზოგადოებრივი დარბაზის მოხსენება და დასაბუთებული პასუხი გასცეს მას.
მუხლი 7🔗. საზოგადოებრივი დარბაზის საქმიანობის უზრუნველყოფა
საზოგადოებრივი დარბაზის ორგანიზაციულ-ტექნიკურ მომსახურებას და საქმისწარმოებას უზრუნველყოფს საკრებულოს აპარატი.
მუხლი 8🔗. საზოგადოებრივი დარბაზის სხდომის ოქმი
1. საზოგადოებრივი დარბაზის სხდომაზე დგება ოქმი. ოქმის შედგენას დარბაზის სხდომაზე უზრუნველყოფს საკრებულოს აპარატის შესაბამისი თანამშრომელი.
2. ოქმში უნდა აისახოს:
ა) დარბაზის სხდომის ჩატარების ადგილი, რიცხვი, თვე და წელი;
ბ) ოქმის რიგითი ნომერი;
გ) სხდომაზე დამსწრე დარბაზის წევრთა, მათი წარმომადგენლის (წარმომადგენლების) და სხდომაში მონაწილე სხვა პირთა ვინაობა;
დ) დარბაზის სხდომის დღის წესრიგის საკითხები;
ე) ყველა წამოყენებული წინადადება (საკითხი), რომლებიც დაისვა კენჭისყრაზე;
ვ) კენჭისყრის შედეგები;
ზ) მიღებული გადაწყვეტილებები.
3. დარბაზის სხდომის ოქმს ხელს აწერს საკრებულოს თავმჯდომარე ან საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე (საკრებულოს თავმჯდომარის არყოფნის შემთხვევაში).
4. საზოგადოებრივი დარბაზის სხდომათა ოქმები გადაეცემა და ინახება საკრებულოს აპარატში.
5. დარბაზის სხდომის ოქმს, ხელმოწერის შემდეგ, აქვეყნებს საკრებულოს აპარატი მუნიციპალიტეტის საკრებულოს რეგლამენტის 135-ე მუხლით დადგენილი წესით.
6. საკრებულოს აპარატი დარბაზის სხდომის ოქმის დამოწმებულ ასლს, მისი გაფორმებიდან 5 სამუშაო დღის განმავლობაში, უგზავნის დარბაზის წევრად რეგისტრირებულ ყველა იურიდიულ პირს.
თავი IV
დასკვნითი დებულებები
მუხლი 9🔗. საზოგადოებრივი დარბაზის დებულების დამტკიცება, მასში ცვლილებებისა და დამატებების შეტანა
საზოგადოებრივი დარბაზის დებულებას, ასევე მასში ცვლილებების ან/და დამატებების შეტანის შესახებ გადაწყვეტილებას (დადგენილებას), დარბაზთან შეთანხმებითა და საკრებულოს თავმჯდომარის წარდგინების საფუძველზე, ამტკიცებს საკრებულო
.