ხარაგაულის მუნიციპალიტეტის მუდმივმოქმედი საკონკურსო-საატესტაციო კომისიის დებულებისა და მუნიციპალიტეტის საჯარო მოხელეთა კონკურსისა და ატესტაციის ჩატარების წესის დამტკიცების შესახებ
მიღების თარიღი 19.11.2014
ძალის დაკარგვა 06.09.2017
გამომცემი ორგანო ხარაგაულის მუნიციპალიტეტი
ნომერი №N
სარეგისტრაციო კოდი 010250020.35.128.016194
გამოქვეყნების წყარო ვებგვერდი, 21/11/2014
კონსოლიდირებული ვერსიები
დამატებითი მეტამონაცემები (6)
| 1 | ამ თანამდებობის სამუშაოთა აღწერილობიდან გამომდინარე თქვენი გამოცდილება რომელ სფეროებში იქნება განსაკუთრებით სასრგებლო და რატომ? |
| 2 | რაში მდგომარეობს თქვენი უპირატესობა სხვა კონკურსანტებთან მიმართებაში? |
| 3 | რითი დაიწყებთ თქვენ პირველ სამუშაო დღეს? |
| 4 | რითი არის თქვენთვის ეს სამუშაო საინტერესო და რატომ? |
| ხარაგაულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე ინგა მაღრაძე | ხარაგაულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე |
| N | კითხვები |
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
დოკუმენტის ტექსტი
ხარაგაულის მუნიციპალიტეტის მუდმივმოქმედი საკონკურსო-საატესტაციო კომისიის დებულებისა და მუნიციპალიტეტის საჯარო მოხელეთა კონკურსისა და ატესტაციის ჩატარების წესის დამტკიცების შესახებ
ხარაგაულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს
დადგენილება №49
2014 წლის 19 ნოემბერი
დ. ხარაგაული
ხარაგაულის მუნიციპალიტეტის მუდმივმოქმედი საკონკურსო-საატესტაციო კომისიის დებულებისა და მუნიციპალიტეტის საჯარო მოხელეთა კონკურსისა და ატესტაციის ჩატარების წესის დამტკიცების შესახებ
„საჯარო მოხელეთა ატესტაციის ჩატარების წესის დამტკიცების შესახებ“საქართველოს მთავრობის 2014 წლის 18 ივნისის №411დადგენილებისა და„საჯარო სამსახურის შესახებ საქართველოს კანონით გათვალისწინებული კონკურსის ჩატარების წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2014 წლის 18 ივნისის №412 დადგენილების შესაბამისად ხარაგაულის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:
მუხლი 1🔗
დამტკიცდეს:
ა) ხარაგაულის მუნიციპალიტეტის მუდმივმოქმედი საკონკურსო-საატესტაციო კომისიის დებულება თანდართული ფორმით (დანართი№1);
ბ) უნიციპალიტეტის საჯარო მოხელეთა კონკურსისა და ატესტაციის ჩატარების წესი თანდართული ფორმით(დანართი№2);
გ) საკონკურსო-საატესტაციო კომისიის გადაწყვეტილების ფორმა კანდიდატის ვაკანტურ თანამდებობაზე გამოცხადებულ კონკურსში ტესტირების ეტაპზე დაშვებაზე უარის თქმის შესახებ (დანართი№3);
დ) საკონკურსო-საატესტაციო კომისიის გადაწყვეტილების ფორმა მოქალაქის ვაკანტურ თანამდებობაზე დასანიშნად წარდგენის შესახებ (დანართი№4);
ე) საკონკურსო-საატესტაციო კომისიის გადაწყვეტილების ფორმა მოქალაქის ვაკანტურ თანამდებობაზე დასანიშნად წარდგენაზე უარის თქმის შესახებ (დანართი№5);
ვ) საკონკურსო-საატესტაციო კომისიის გადაწყვეტილები სფორმა ვაკანტურ თანამდებობაზე გამოცხადებული კონკურსის ჩაშლილად ცნობის შესახებ(დანართი№6);
ზ) მოხელის დახასიათების ფორმა (დანართი№7);
თ) საატესტაციო ფურცლის ფორმა (დანართი№8);
ი) გასაუბრების ეტაპში მონაწილეთა რეგისტრაციის ჟურნალი (დანართი№9);
კ) გასაუბრების შეფასების ფორმა (დანართი№10);
ლ) კანდიდატთა პროფესიული უნარ-ჩვევების შეფასების ფორმა(დანართი№11).
მუხლი 2🔗
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.ხარაგაულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარეინგა მაღრაძე
დანართი №1
ხარაგაულის მუნიციპალიტეტის ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების საჯარო მოსამსახურეთა საკონკურსო-საადესტაციო კომისიის დებულება
მუხლი 1🔗.
კომისიის შექმნის წესი და შემადგენლობა
1. ხარაგაულის მუნიციპალიტეტში ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების საჯარო მოსამსახურეთა საკონკურსო-საადესტაციოკომისია იქმნება საჯარო მოსამსახურეთა კონკურსის ჩატარების უზრუნველსაყოფად.
2.კომისიის თავმჯდომარეს ნიშნავს ხარაგაულის მუნიციპალიტეტის საკრებულო.
3.კომისიის წევრთა რაოდენობასა და შემადგენლობას განსაზღვრავს კომისიის თავმჯდომარე აუცილებელი საჭიროების გათვალისწინებით. კომისიის შემადგენლობაში მონაწილეობენ მოხელეთა პროფესიული კავშირების წევრები, დამოუკიდებელი სპეციალისტები (პირები,რომლებიც სამსახურებრივად არ არიან დაკავშირებულნი ხარაგაულის მუნიციპალიტეტთან) .
4.კომისიის თავმჯდომარე კომისიის წევრთაგან ნიშნავს თავმჯდომარის მოადგილეს, რომელიც ცვლის მას არყოფნის შემთხვევაში.
5.კომისიის წევრი არ შეიძლება იყოს პირი, რომელიც ექვემდებარება კონკურსს ან ატესტაციას.
მუხლი 2🔗.
კომისიის საქმიანობა
1.კომისია უფლებამოსილია, მიიღოს გადაწყვეტილება, თუ სხდომას ესწრება წევრთა ნახევარზე მეტი, მაგრამ არანაკლებ 3 წევრისა. გადაწყვეტილება მიღებულად ითვლება, თუ მას მხარს დაუჭერს სხდომაზე დამსწრე წევრთა ნახევარზე მეტი, მაგრამ საერთო რაოდენობის არანაკლებ 1/3-ისა. ხმების თანაბრად გაყოფის შემთხვევაში, გადამწყვეტად ითვლება სხდომის თავმჯდომარის ხმა.
2. კომისია, ასევე, უფლებამოსილია, მიიღოს გადაწყვეტილება ქულათა სისტემით ამ მუხლის პირველ პუნქტში მითითებული შემადგენლობით.
3. კომისია აფასებს კანდიდატის შესაბამისობას ვაკანტური თანამდებობის დასაკავებლად დადგენილ მოთხოვნებთან, აუცილებლობის შემთხვევაში, ისმენს აღნიშნულ თანამდებობაზე დანიშვნის უფლების მქონე პირის აზრს და გამოაქვს შესაბამისი გადაწყვეტილება დადგენილი წესით.
4. კომისიის გადაწყვეტილება ფორმდება ოქმით, რომელსაც ხელს აწერენ სხდომის თავმჯდომარე და კომისიის დამსწრე წევრები. კომისიის წევრს უფლება აქვს თავისი განსხვავებული აზრი დაურთოს ოქმს, რის შესახებაც ოქმში კეთდება შესაბამისი ჩანაწერი.
5. კონკურსის შედეგების მიხედვით, კომისია თითოეულ ვაკანტურ თანამდებობაზე დასანიშნად წარადგენს ერთ კანდიდატს ან უარს აცხადებს კანდიდატის წარდგენაზე.
6. კონკურსი ჩაშლილად ითვლება, თუ მასში მონაწილეობის მისაღებად არ იქნა წარდგენილი არცერთი განცხადება, აგრეთვე, იმ შემთხვევაში, თუ კომისია უარს განაცხადებს თანამდებობაზე დასანიშნად კანდიდატის წარდგენაზე.
7. კომისია ვალდებულია, საბოლოო გადაწყვეტილება მიიღოს განცხადების წარდგენის ვადის დასრულებიდან არაუგვიანეს 3 თვის ვადაში. იმ შემთხვევაში, თუ კომისიის მიერ წინასწარ განსაზღვრულია უფრო მცირე ვადა, კომისია უფლებამოსილია, გაზარდოს იგი ვადის ამოწურვამდე. ასეთ შემთხვევაში, თავდაპირველად განსაზღვრული და გაზრდილი ვადის ჯამი არ უნდა აღემატებოდეს 3 თვეს.
8. კომისიის თავმჯდომარე ან კომისიის სხვა უფლებამოსილი პირი, საბოლოო გადაწყვეტილების მიღებიდან არაუგვიანეს 5 სამუშაო დღისა, წერილობით ან ელექტრონული ფოსტის მეშვეობით, აცნობებს ყოველ კანდიდატს მის მიმართ გამოტანილ გადაწყვეტილებას, ხოლო თანამდებობაზე დამნიშვნელ პირს –კომისიის მიერ წარდგენილი კანდიდატის ან კანდიდატის წარდგენაზე უარის შესახებ.
9. კომისია კონკურსის დასრულებიდან (გადაწყვეტილების მიღებიდან) ერთ კვირაში, ბიუროში წარადგენს ინფორმაციას ჩატარებული კონკურსის შესახებ: ვაკანტური თანამდებობების დასახელების, შესული განცხადებების რაოდენობის, კონკურსის ეტაპების, პროცედურების და კონკურსის შედეგების მითითებით.
10. კომისიის მოწვეულ წევრთა შრომა შესაძლებელია, ანაზღაურდეს საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით.
მუხლი 3🔗.
კომისიის თავმჯდომარე და თავმჯდომარის მოადგილე
1. საკონკურსო-საატესტაციო კომისიის თავმჯდომარე:
ა) იწვევს და თავმჯდომარეობს კომისიისს ხდომებს;
ბ) ანაწილებს ფუნქციებს კომისიის წევრთა შორის;
გ) კომისიის შემადგენლობიდან ნიშნავს და ათავისუფლებს კომისიის თავმჯდომარის მოადგილეს;
დ) საჭიროების შემთხვევაში ქმნის საკონკურსო-საატესტაციო კომისიის სპეციალიზირებულ შემადგენლობას და ნიშნავს მის თავმჯდომარეს;
ე)კომისიის წევრებთან შეთანხმებით განსაზღვრავს საკითხთა განხილვის თანმიმდევრობას;
ვ) ხელს აწერს კომისიის გადაწყვეტილებებს, სხდომის ოქმებს და სხვა ოფიციალურ დოკუმენტაციას;
ზ)კომისიის წევრებს შორის ხმების თანაბრად გაყოფის შემთხვევაში აქვსუპირატესი ხმის უფლება;
თ)ახორციელებს საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ სხვა უფლებამოსილებებს.
2. საკონკურსო-საატესტაციო კომისიის თავმჯდომარის მოადგილეს ნიშნავს კომისიის თავმჯდომარე კომისიის წევრთაგან. კომისიის თავმჯდომარის მოადგილე ასრულებს საკონკურსო-საატესტაციო კომისიის თავმჯდომარის უფლება-მოვალეობებს თავმჯდომარის არყოფნის შემთხვევებში.
მუხლი 4🔗.
საკონკურსო-საატესტაციო კომისიის სამდივნო
1. კომისიის თავმჯდომარეს უფლება აქვს შექმნას საკონკურსო საატესტაციო კომისიის სამდივნო.
2. სამდივნო:
ა) ათავსებს ვაკანსიის შესახებ განაცხადს საჯარო სამსახურის ბიუროს მიერ ადმინისტრირებულ ვებგვერდზე www.hr.gov.ge.
ბ) ამოწმებს კონკურსანტის მიერატვირთული დოკუმენტაციის შესაბამისობას საკონკურსო მოთხოვნებთან, ახდენს მიღებული დოკუმენტაციის სისწორის შემოწმებასა და გადამოწმებას, მზადებს კომისიის გადაწყვეტილების პროექტებს საკონკურსო დოკუმენტაციასთან დაკავშირებით;
გ) კანდიდატის შეფასებისას და კონკურსის ჩაშლასთან დაკავშირებით მიღებული გადაწყვეტილებისას ავსებს შესაბამის ფორმებს (დანართი№3-6);
დ) უზრუნველყოფს კომისიის წევრთა გაფრთხილებას კომისიის სხდომის ჩატარების ადგილისა და დროის შესახებ, ორგანიზებას უწევს კომისიის სხდომისათვის მასალების გამრავლებასა და დარიგებას, კომისიის სხდომის ოქმის შედგენას;
ე) ახდენს კონკურსანტთა რეგისტრაციას გასაუბრების ეტაპზე;
ვ) ასრულებს ამ ინსტრუქციით, კომისიის გადაწყვეტილებითა და კომისიის თავმჯდომარის ბრძანებით განსაზღვრულ დავალებებს.
დანართი №2
ხარაგაულის მუნიციპალიტეტის ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების საჯარო მოსამსახურეთა კონკურსისა და ატესტაციის ჩატარების წესი
მუხლი 1🔗.
კონკურსის ცნება
კონკურსი წარმოადგენს საქართველოს კანონმდებლობით და დგენილი წესით საჯარო მოხელი სვაკანტურ თანამდებობის დასაკავებლად კანდიდატთა შერჩევის წესს, კანდიდატების ვაკანტურ თანამდებობასთან გამოცხადებულ მოთხოვნებთან შესაბამისობის დადგენის და მათ შორის საუკეთესოს გამოვლენის მიზნით.
მუხლი 2🔗.
კონკურსის მიზნები და ამოცანები
1. კონკურსის მიზანია, ვაკანტური თანამდებობის დასაკავებლად, დადგენილ მოთხოვნათა გათვალისწინებით, შესაბამისი კანდიდატის შერჩევა.
2. კონკურსის ამოცანებია:
ა) საქართველოს მოქალაქეთათვის ვაკანტურ თანამდებობათა თანაბრად ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფა;
ბ) ვაკანტურ თანამდებობაზე დასანიშნი კანდიდატების შერჩევის და მათი თანამდებობებზე დანიშვნის პროცესის გამჭვირვალობის უზრუნველყოფა;
გ) კონკურსში მონაწილე კანდიდატების კვალიფიკაციის, პროფესიული დონის, ცოდნის, პიროვნული თვისებების, მოტივაციის და უნარ-ჩვევების შეფასება;
დ) შერჩეული კანდიდატების ვაკანტური თანამდებობის მოთხოვნებთან შესაბამისობის დონის განსაზღვრა.
მუხლი 3🔗.
კონკურსის გამოცხადება
1. კონკურსი ცხადდება მხოლოდ ვაკანტური თანამდებობის დასაკავებლად, საჯარო სამსახურის ბიუროს მიერ ადმინისტრირებული ვებგვერდის მეშვეობით.
2. კანდიდატს განცხადების წარსადგენად ეძლევა არანაკლებ ათდღიანი ვადა, კონკურსის გამოცხადების დღიდან. კონკურსის გამოცხადების დღედ ითვლება ბოლო გამოცხადების მომენტი.
3. კონკურსის შესახებ შეტყობინება უნდა შეიცავდეს შემდეგ მონაცემებს:
ა)შესაბამისი დაწესებულების და კონკურსის წესით შესავსები ვაკანტური თანამდებობის
დასახელებას;
ბ) კანდიდატის მიმართ წაყენებულ მოთხოვნებს;
გ) შესასრულებელ სამუშაოს;
დ) თანამდებობრივი სარგოს ოდენობას;
ე)განცხადებისა და სხვა აუცილებელი დოკუმენტების წარდგენის ვადას;
ვ)შესაბამისი კომისიის მისამართს;
ზ)კონკურსის ეტაპებს;
თ) კომისიის მიერ საბოლოო გადაწყვეტილების მიღების ვადას;
ი) კომისიის მიერ გადაწყვეტილების მიღების ფორმას მოქმედი კანონმდებლობით დადგენილი წესის შესაბამისად.
მუხლი 4🔗
კონკურსში მონაწილეობის მსურველის მიერ საკონკურსო-საატესტაციო კომისიისათვის წარსადგენი დოკუმენტაცია:
კონკურსში მონაწილეობის მსურველი ვალდებულია საჯარო სამსახურის ბიუროს მიერ ადმინისტრირებული ვებგვერდის მეშვეობით საკონკურსო-საატესტაციო კომისიას წარუდგინოს:
ა) ელექტრონული განაცხადი;
ბ)განათლების ან შესაბამისი კვალიფიკაციის მოწმობა;
გ) პირადობის დამადასტურებელი მოწმობა;
დ) სამუშაო გამოცდილების დამადასტურებელი დოკუმენტი (უფლებამოსილი ორგანოს მიერ გაცემული ცნობა).
მუხლი 5🔗.
კონკურსში მონაწილესადმი დადგენილი საერთო მოთხოვნები
1. ადგილობრივი თვითმმართველობის მოხელის თანამდებობის დასაკავებელ კონკურსში მონაწილეობის უფლება აქვს საქართველოს ყველა მოქალაქეს, რომელმაც მიაღწია 18 წლის ასაკს, აქვს საშუალო განათლება მაინც, ფლობს სახელმწიფო ენას და პასუხობს ვაკანტური თანამდებობის დასაკავებლად დადგენილ მოთხოვნებს.
2. უცხოეთში მცხოვრები თანამემამულის სტატუსის მქონე ქმედუნარიანი პირი, რომელსაც აქვს სათანადო ცოდნა და გამოცდილება, რომელმაც მიაღწია 21 წლის ასაკს და რომელიც ფლობს საქართველოს სახელმწიფო ენას, საჯარო სამსახურში შეიძლება მიღებულ იქნეს, მხოლოდ, შრომითი ხელშეკრულების საფუძველზე.
მუხლი 6🔗.
კონკურსის ჩატარების ენა
კონკურსში მონაწილეობის შესახებ განცხადების წარდგენა, კონკურსით გათვალისწინებული პროცედურები (ტესტირება და გასაუბრება)ტარდება სახელმწიფო ენაზე.
მუხლი 7🔗.
კონკურსის ჩატარების ფორმები
კონკურსს ატარებს ხარაგაულის მუნიციპალიტეტის ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების საჯარო მოსამსახურეთა საკონკურსო-საადესტაციო კომისია.
კონკურსი მოიცავს შემდეგ ეტაპებს:
ა) განცხადებების გადარჩევა;
ბ) ტესტირება;
გ) გასაუბრება.
3. განცხადების გადარჩევა (პირის საკვალიფიკაციო მოთხოვნებთან შესაბამისობის დადგენა წარდგენილი დოკუმენტების მიხედვით, სავალდებულო დოკუმენტაციის სრულად წარდგენის შემოწმება), რომელსაც უზრუნველყოს საკონკურსო-საატესტაციო კომისიის სამდივნო (ასეთის არსებობის შემთხევევაში), რაც დასტურდება კომისიის სხდომის ოქმით და კომისიის წევრების ხელმოწერით.
4. ტესტირების ეტაპის ჩატარების მეთოდიკა, თემატიკა და შეფასების კრიტერიუმები განისაზღვრება საჯარო სამსახურის ბიუროს მიერ, ხოლო ტესტირების ეტაპის გამსვლელ მინიმალურ ზღვარს ადგენს ხარაგაულის მუნიციპალიტეტის საკრებულო შესაბამისი ნორმატიული აქტით.
5. გასაუბრება წარმოადგენს კონკურსანტის ზეპირ გამოცდას, რომელიც ტარდება კომისიის მიერ კონკურსანტის პირადი და პრაქტიკული უნარ-ჩვევების დადგენის მიზნით.
6. გასაუბრების ჩატარების პროცედურები განისაზღვრება ამ წესით.
7.ამ მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული კონკურსის ეტაპების ჩატარებისათვის კომისია უფლებამოსილია, კანონმდებლობით დადგენილი წესით გამოიყენოს სხვა ორგანიზაციის მატერიალურ- ტექნიკური ბაზა და ადამიანური რესურსი.
მუხლი 8🔗.
კონკურსის შედეგების შეჯამება
კონკურსის შედეგებს აჯამებს საკონკურსო-საატესტაციო კომისია თითოეული კონკურსანტის მიერ მიღებული შედეგების შესაბამისად.
მუხლი 9🔗.
კონკურსის ჩატარების საჯაროობა
1. კონკურსის პროცედურასთან დაკავშირებული სამართლებრივი აქტები, საკონკურსო-საატესტაციო კომისიის სხდომის ოქმები დაკონკურსის შედეგები ხელმისაწვდომი უნდა იყოს ყველა დაინტერესებული პირისათვის.
2.კონკურსის ნებისმიერ ეტაპზე დამკვირვებლის დასწრებაზე გადაწყვეტილებას ღებულობს საკონკურსო- საატესტაციო კომისია.
მუხლი 10🔗.
საკონკურსო დოკუმენტების გამოქვეყნების წესი
1.განცხადება კონკურსის გამოცხადების შესახებ უნდა გამოქვეყნდეს საჯარო სამსახურის ბიუროს მიერ ადმინისტრირებულ ვებგვერდზე.
2. კონკურსის პროცედურასთან დაკავშირებული დოკუმენტების სათაური და მოკლე აღწერილობა განთავსდება საინფორმაციო დაფაზე, ხოლო დოკუმენტის სრული ტექსტის გაცნობა შესაძლებელი იქნება მუნიციპალიტეტის გამგეობის ადმინისტრაციულ სამსახურში.
მუხლი 11🔗.
მოხელის ატესტაცია
ატესტაციას დაქვემდებარებული პირი
ატესტაციას ექვემდებარება მოხელე მოქმედი კანონმდებლობით დადგენილი წესით.
მუხლი 12🔗.
ატესტაციის მიზნები:
ატესტაციის მიზნებია:
ა) ატესტაციას დაქვემდებარებული პირის პროფესიული ჩვევების, კვალიფიკაციის, შესაძლებლობებისა და პიროვნული თვისებების შესაბამისობის განსაზღვრა დაკავებული ან დასაკავებელი თანამდებობის მოთხოვნებთან;
ბ) მოხელის მიერ საატესტაციო პერიოდში შესრულებული პროფესიული სამსახურებრივი საქმიანობის შეფასება;
გ) საკლასო ჩინისა და სპეციალური წოდების მინიჭებასთან დაკავშირებით გადაწყვეტილების მიღება;
დ) მოხელის პროფესიული დონის გამოყენების პერსპექტივების განსაზღვრა;
ე) მოხელის კვალიფიკაციის ამაღლების, პროფესიული მომზადების ან გადამზადების საჭიროების დადგენა;
ვ) მოხელის პროფესიული ზრდის სტიმულირება.
მუხლი 13🔗.
ატესტაციის ჩატარების დრო და პროცედურა
1. ატესტაციის ჩატარების დრო განისაზღვრება საკონკურსო-საატესტაციო კომისიის მიერ საჯარო საქართველოს მთავრობის 2014 წლის 18 ივნისის №411 დადგენილების პირველი მუხლით დამტკიცებული „მოხელეთა ატესტაციის ჩატარების წესის“მე–5 მუხლის შესაბამისად.
2. ატესტაცია მოიცავს შემდეგ ეტაპებს:
ა) ტესტირება;
ბ) გასაუბრება.
3. ატესტაციის პროცესის დაწყებამდე ერთი კვირით ადრე ატესტაციას დაქვემდებარებული მოხელის უშუალო ხელმძღვანელი ავსებს მოხელისდახასიათების ფორმას (დანართი №7), ფორმას ავსებს ასევე ატესტაციას დაქვემდებარებული მოხელეც.
4. მოხელეს უფლება აქვს ატესტაციის დაწყებამდე გაეცნოს ხელმძღვანელის მიერ მასზე შედგენილ დახასიათებას.
5. გასაუბრების პროცესში, დაკავებულ ან დასაკავებელ თანამდებობასთან ატესტაციას დაქვემდებარებული პირის შესაბამისობის დადგენის მიზნით, კომისია ისმენს მოხელის ანგარიშს საატესტაციო პერიოდში გაწეული საქმიანობის შესახებ, ამოწმებს ატესტაციას დაქვემდებარებული პირის პროფესიულ დონესა და კვალიფიკაციას დადგენილ თემატიკასა და სამსახურებრივ მოვალეობასთან დაკავშირებულ საკითხებში.
6. ატესტაციაზე არასაპატიო მიზეზით გამოუცხადებლობის შემთხვევაში, კომისიის გადაწყვეტილებით, ატესტაციას დაქვემდებარებული პირი იღებს ამ წესის მე-14 მუხლის მე-2 პუნქტის „დ“ ქვეპუნქტით განსაზღვრულ შეფასებას.
მუხლი 14🔗.
ატესტაციას დაქვემდებარებული პირის შეფასება და გადაწყვეტილების მიღება
1. ატესტაციას დაქვემდებარებული პირის შეფასება ხდება საკონკურსო-საატესტაციო კომისიის მიერ საკრებულოს ნორმატიული აქტით განსაზღვრული დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნების შესაბამისად.
2. ატესტაციის შედეგების მიხედვით კომისიას გამოაქვს ერთ-ერთი შემდეგი დასკვნა:
ა) მოხელე შეესაბამება დაკავებულ თანამდებობას და ექვემდებარება დაწინაურებას;
ბ) ატესტაციას დაქვემდებარებული პირი შეესაბამება დაკავებულ ან დასაკავებელ თანამდებობას;
გ) მოხელე ნაწილობრივ შეესაბამება დაკავებულ თანამდებობას (საჭიროებს კვალიფიკაციის ამაღლებას);
დ) ატესტაციას დაქვემდებარებული პირი არ შეესაბამება დაკავებულ ან დასაკავებელ თანამდებობას.
3. საჭიროების შემთხვევაში, კომისია იღებს გადაწყვეტილებას და დაწესებულების ხელმძღვანელს წარუდგენს წინადადებას მოხელისათვის საკლასო ჩინის ან სპეციალური წოდების მინიჭების შესახებ.
მუხლი 15🔗.
ატესტაციის შედეგები
1. კომისია ვალდებულია, თითოეული ატესტაციას დაქვემდებარებული პირის ატესტაციის შედეგების შესახებ მოამზადოს დასკვნა. დასკვნა ფორმდება სხდომის ოქმით და მას ხელსაწერენ კომისიის თავმჯდომარე და წევრები.
2. ატესტაციის შედეგები შეტანილი უნდა იქნეს საატესტაციო ფურცელში (დანართი №8),რომელიც ივსება ერთ ეგზემპლარად და დახასიათებებთან (დანართი №7) ერთად ერთვის ატესტაციას დაქვემდებარებული პირის პირად საქმეს. საატესტაციო ფურცელს ხელს აწერენ კომისიის თავმჯდომარე და წევრები.
3. ატესტაციას დაქვემდებარებული პირი საატესტაციო ფურცელს ეცნობა და ხელსაწერს მისი შევსებიდან 2 სამუშაო დღეში.
4. კომისია დაწესებულების ხელმძღვანელს მოახსენებს ატესტაციის შედეგებს, ატესტაციის პროცესის დასრულებიდან ერთ კვირაში.
5. დაწესებულების ხელმძღვანელი, კომისიის დასკვნისა და რეკომენდაციის საფუძველზე, ატესტაციის დასრულებიდან ერთი თვის განმავლობაში, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით, იღებს გადაწყვეტილებას, მოხელის პირად საქმეში ასახვით, მოხელისათვის სპეციალური წოდების ან/და საკლასო ჩინის მინიჭების, მოხელის დაწინაურების, მოხელის კვალიფიკაციის ამაღლების, მოხელის დაკავებული თანამდებობიდან გათავისუფლების ან მოხელის მიმართ ატესტაციის შედეგის პირად საქმეში ასახვის შესახებ (იმ შემთხვევაში, თუ მოხელე შეესაბამება დაკავებულ თანამდებობას).
6. კომისია, ატესტაციის დასრულებიდან (გადაწყვეტილების მიღებიდან) ერთ კვირაში, ბიუროში წარადგენს ინფორმაციას ჩატარებული ატესტაციის და მისი შედეგების შესახებ.
მუხლი 16🔗.
ატესტაციის შედეგების გასაჩივრება
ატესტაციას დაქვემდებარებულ პირს უფლება აქვს, ატესტაციის შედეგები გაასაჩივროს სასამართლოში საქართველოს მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად.
მუხლი 17🔗.
გასაუბრება
1. გასაუბრება წარმოადგენს კონკურსანტის ზეპირ გამოცდას, რომელიც ტარდება კომისიის მიერ კონკურსანტის პირადი და პრაქტიკული უნარ-ჩვევების დადგენის მიზნით.
2. გასაუბრებაზე დაიშვებიან ის კონკურსანტები, რომლებმაც გადალახეს ტესტირებისათვის დაწესებული მინიმალური გამსვლელი ზღვარი;
3. გასაუბრებაზე დაშვებულ კონკურსანტთა სიას გასაუბრების ჩატარების დროისა და ადგილის მითითებით აქვეყნებს კომისია გასაუბრების დაწყებამდე 2 დღით ადრე მაინც.
მუხლი 18🔗.
გასაუბრების ჩატარების წესი
1. გასაუბრებაზე კონკურსანტები უნდა გამოცხადდნენ წინასწარ გამოცხადებული სიის მიხედვით გასაუბრების დაწყებამდე 1 საათით ადრე მაინც. საკონკურსო-საატესტაციო კომისიის სამდივნოს მიერ ხდება კონკურსანტთა რეგისტრაცია კონკურსანტთა მიერ სპეციალურ ჟურნალში ხელმოწერით (დანართი№9). გასაუბრების დაწყების მითითებულ საათზე იხურება შენობის შესასვლელი, კონკურსანტთა რეგისტრაციის ჟურნალში უფლებამოსილი პირის მიერ კეთდება შესაბამისი ჩანაწერი და დაგვიანებული პირები გასაუბრებაზე არ დაიშვებიან.
2. გასაუბრებაზე გამოცხადებისას კონკურსანტმა თან უნდა იქონიოს პირადობის დამადასტურებელი მოწმობა. პირადობის დამადასტურებელი მოწმობის გარეშე კონკურსანტი გასაუბრებაზე არ დაიშვება.
3. კონკურსანტებს გასაუბრების ოთახში იძახებს კომისიის მიერ უფლებამოსილი პირი კონკურსანტების სარეგისტრაციო ნომრის მიხედვით. გასაუბრების ოთახში კონკურსანტები შედიან სათითაოდ.
4. გასაუბრებაზე გამოუცხადებლობის ან დაგვიანების შემთხვევაში, მიუხედავად გამოუცხადებლობის/დაგვიანების მიზეზისა (საპატიოა თუ არასაპატიო), კონკურსანტი იხსნება კონკურსიდან.
5. გასაუბრების დროს კონკურსანტს და კომისიის წევრებს ეკრძალებათ ნორმატიული აქტების, კანონთა კომენტარების, სახელმძღვანელოების ან სხვა ანალოგიური მასალის, მობილური ტელეფონის, აუდიო ან სხვა ტექნიკური საშუალებების გამოყენება.
6. გასაუბრებაზე კომისია კონკურსანტს კითხვებს აძლევს მისი პირადი, პროფესიული და პრაქტიკული უნარ-ჩვევების დადგენის მიზნით გასაუბრების შეფასების ფორმის მიხედვით (დანართი№10).
7.გასაუბრების დასრულების შემდეგ კონკურსანტი და დამკვირვებლები ტოვებენ ოთახს.საკონკურსო- საატესტაციო კომისია ისმენს მოწვეული სპეციალისტების კომენტარებს(ასეთისარსებობის შემთხვევაში) დასმულ კითხვებზე კონკურსანტის პასუხებთან დაკავშირებით,რის შემდეგ კომისიის თითოეული წევრი ინდივიდუალურად აფასებს კონკურსანტს კანდიდატთა პროფესიული უნარ-ჩვევების შეფასების ფორმის მიხედვით (დანართი№11) და გადასცემს კომისიის თავმჯდომარეს. კომისიის თავმჯდომარე კომისიის წევრებისაგან და პირადად მის მიერ კონკურსანტისადმი შევსებულ შეფასებას კრავს ცალკე საქაღალდეში კონკურსანტის გვარის მითითებით. კონკურსანტის შეფასების დასრულების შემდეგ ხდება მომდევნო კონკურსანტის გამოძახება და დამკვირვებლებს ეძლევათ უფლება დაუბრუნდნენ თავიანთ ადგილებს.
8. ყველა კონკურსანტის მიერ გასაუბრების გავლის შემდეგ იმართება საკონკურსო-საატესტაციო კომისიის სხდომა. სხდომაზე იხსნება კონკურსანტის შეფასების საქაღალდეები და ჯამდება თითოეული კონკურსანტის მიერ მიღებული ქულები. კომისიის წევრის მიერ კონკურსანტისადმი დაწერილი შეფასება კონფიდენციალურია და არ შეიძლება იქნეს გამჟღავნებული. კომისიის სხდომის ოქმში ფიქსირდება თითოეული კონკურსანტის მიერ მიღებული საერთო ქულა.
დანართი №3
საკონკურსო-საატესტაციო კომისიის გადაწყვეტილება კანდიდატის --------------------------------ვაკანტურ თანამდებობაზე გამოცხადებულ კონკურსში ტესტირების ეტაპზე დაშვებაზე უარის თქმის შესახებ
-- ------------------- საკონკურსო-საატესტაციო კომისიის მიერ-----------------------------------------------
(თანამდებობის დასახელება)
კონკურსში ტესტირების ეტაპზე მონაწილეობაზ ეუარი ეთქვას მოქალაქე
------------------------------------------------------------------------------------------------------------------------შემდეგ გარემოებათა გამო:
------------------------------------------------------------------------------------------------------------------------
საკონკურსო კომისიის თავმჯდომარე: -----------------------------------------------------------------------
საკონკურსო კომისიის თავმჯდომარის მოადგილე: --------------------------------------------------------
საკონკურსო კომისიის წევრები: ----------------------------------------------------------------------------
დანართი №4
საკონკურსო-საატესტაციო კომისიის გადაწყვეტილება
მოქალაქე ------------------------------------------------------- ვაკანტურ თანამდებობაზე
დასანიშნად წარდგენის შესახებ
1. მოქალაქე ---------------------------------------- საუკეთესო შედეგების გამო მიჩნეული იქნეს
კონკურსში გამარჯვებულად და წარდგენილ იქნეს -----------------------------------------------------------
-------------------------------------------------------------------------------
თანამდებობაზე დასანიშნად.
2. მოქალაქე -------------------------------------------- ვალდებულია ორი კვირის ვადაში დაწესებულებას
წარუდგინოს „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის 25-ემუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული დოკუმენტები.
საკონკურსო კომისიის თავმჯდომარე: ----------------------------------------------------------
საკონკურსო კომისიის თავმჯდომარის მოადგილე: ----------------------------------------------------------საკონკურსო კომისიის წევრები: ---------------------------------------------------------
---------------------------------------------------------
----------------------------------------------------------
დანართი №5
საკონკურსო-საატესტაციო კომისიის გადაწყვეტილება
მოქალაქე ------------------------------------------------- ვაკანტურ თანამდებობაზე
დასანიშნად წარდგენაზე უარის თქმის შესახებ
მოქალაქე -------------------------------- უარი ეთქვას ------------------------------------------------
---------------------------------------------------------------------------------------------------------------------
თანამდებობაზე დასანიშნად, შემდეგ გარემოებათა გამო: ------------------------------------------------
-----------------------------------------------------------------------------------------------------------------------
-----------------------------------------------------------------------------------------------------------------------
საკონკურსო კომისიის თავმჯდომარე: ----------------------------------------------------------
საკონკურსო კომისიის თავმჯდომარის მოადგილე: ----------------------------------------------------------
საკონკურსო კომისიის წევრები: ----------------------------------------------------------
---------------------------------------------------------
დანართი №6
საკონკურსო-საატესტაციო კომისიის გადაწყვეტილება
-------------------------------------------------------------------------------------------------
-------------------------------------------------------------- ვაკანტურ თანამდებობაზე
გამოცხადებული კონკურსის ჩაშლილად ცნობის შესახებ
---------------------------------------------------------------------------------------------------------------------------
---------------------------------------------------------------------------------------
ვაკანტურ თანამდებობაზე გამოცხადებული კონკურსი გამოცხადდეს ჩაშლილად განცხადებათა
მიუღებლობის (გამარჯვებულის არ გამოვლენის)გამო.
საკონკურსო კომისიის თავმჯდომარე: ---------------------------------------------------------- საკონკურსო კომისიის თავმჯდომარის მოადგილე: ----------------------------------------------------------
საკონკურსო კომისიის წევრები: ---------------------------------------------------------
---------------------------------------------------------
---------------------------------------------------------
დანართი №7
მოხელის დახასიათება
სახელი, გვარი --------------------------------------------------------------------------------------
დაკავებული თანამდებობა -------------------------------------------------------------------------------
----------------------------------------------------------------------------------------------------------------
საატესტაციო პერიოდში შესრულებულ საკითხთა ჩამონათვალი და შედეგების შეფასება
----------------------------------------------------------------------------------------------------------
------------------------------------------------------------------------------------------------------------
პროფესიული და ინდივიდუალური ჩვევები:
------------------------------------------------------------------------------------------------------------
------------------------------------------------------------------------------------------------------------
დადებითი და უარყოფითი მხარეები:
------------------------------------------------------------------------------------------------------------
------------------------------------------------------------------------------------------------------------
წახალისება:
-------------------------------------------------------------------------------------------------------------
-------------------------------------------------------------------------------------------------------------
დისციპლინური პასუხისმგებლობის ზომები
-------------------------------------------------------------------------------------------------------------
-------------------------------------------------------------------------------------------------------------
წინადადებები კვალიფიკაციის ამაღლების, წახალისების, თანამდებობრივი დაწინაურების, სპეციალური წოდების ან საკლასო ჩინის მინიჭების შესახებ
-----------------------------------------------------------------------------------------------------------------
-----------------------------------------------------------------------------------------------------------------
ხელმოწერა -------------------------------
თარიღი -------------------------------
დანართი №8
საატესტაციო ფურცელი
მოხელის სახელი, გვარი ----------------------------------------------------------------------------------
დაკავებული თანამდებობა და დანიშვნის თარიღი -------------------------------------------------------
--------------------------------------------------------------------------------------------------------------------
თანამდებობრივი რანგი, საკასო ჩინი, სპეციალური წოდება
--------------------------------------------------------------------------------------------------------------------
განათლება (სასწავლო დაწესებულება, სპეციალობა, ხარისხი)
-----------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------
შრომის საერთო სტაჟი (მ.შ.საჯარო სამსახურში) ----------------------------------------------------------
საკონკურსო-საატესტაციო კომისიის დასკვნა
----------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------
საკონკურსო-საადესტაციო კომისიის რეკომენდაცია
-----------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------
შენიშვნა -------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------
კომისიის თავმჯდომარე --------------------------------
კომისიის თავმჯდომარის მოადგილე ---------------------
კომისიის წევრები --------------------------------
---------------------------------
---------------------------------
თარიღი ----------------------
დანართი №9
გასაუბრების ეტაპში მონაწილეთა რეგისტრაციის ჟურნალი
N
სახელი და გვარი
მისამართი
პირადი ნომერი
ხელმოწერა
შენიშვნა
1
2
3
4
5
6
1
2
3
დანართი №10
გასაუბრების შეფასების ფორმულა
N
კითხვები
კითხვის მიზანი
1
2
3
4
5
1
ამ თანამდებობის სამუშაოთა აღწერილობიდან გამომდინარე თქვენი გამოცდილება რომელ სფეროებში იქნება განსაკუთრებით სასრგებლო და რატომ?
ა) თანამდებობით გათვალისწინებული სამუშაოთა ცოდნის დონე;
ბ) საკუთარი შესაძლებლობის შეფასების უნარი;
გ) არგუმენტირების დონე.
2
რაში მდგომარეობს თქვენი უპირატესობა სხვა კონკურსანტებთან მიმართებაში?
ა) შეფასების უნარი;
ბ) თვითკრიტიკულობის დონე;
გ) გულწრფელობის დონე.
3
რითი დაიწყებთ თქვენ პირველ სამუშაო დღეს?
ა) ორგანიზებულობის დონე;
ბ) პრიორიტეტული ღირებულობები;
გ) სამუშაოსადმი დამოკიდებულების ხარისხი.
4
რითი არის თქვენთვის ეს სამუშაო საინტერესო და რატომ?
ა) გულწრფელობის დონე;
ბ) სამუშაოსადმი დამოკიდებულების ხარისხი;
გ) არგუმენტირების დონე.
ზოგადი შეფასება
კითხვებს პასუხობს ზუსტად
აზრს აყალიბებს ლოგიკურად და არგუმენტირებულად
პასუხობს მშვიდად
პასუხობს დამაჯერებლად
საუბრობს გასაგებად
სულ ქულათა რაოდენობა
დანართი №11
კანდიდატთა პროფესიული უნარ-ჩვევების შეფასების ფორმა
კანდიდატის სახელი და გვარი
ქულა
კომენტარი
1 - ცუდი
2- საშუალოზე დაბალი
3 - დამაკმაყოფილებელი
4 - კარგი
5 - ძალიან კარგი
.