ქედის მუნიციპალიტეტის გამგეობის განათლების, კულტურის, სპორტის, ტურიზმის, ახალგაზრდულ საკითხთა და ძეგლთა დაცვის სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ

მიღების თარიღი 21.11.2014
ძალის დაკარგვა 09.01.2018
გამომცემი ორგანო ქედის მუნიციპალიტეტი
ნომერი №36
სარეგისტრაციო კოდი 010260020.35.134.016155
გამოქვეყნების წყარო ვებგვერდი, 25/11/2014
კონსოლიდირებული ვერსიები
matsne.gov.ge 1,161 სიტყვა · ~6 წთ
📄 ტექსტზე გადასვლა ↓
21.11.2014 მიღება
09.01.2018 ძალის დაკარგვა
დამატებითი მეტამონაცემები (1)
ქედის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე ამირან ცინცაძე ქედის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
⛔ გაუქმებულია — 1 აქტით

დოკუმენტის ტექსტი

ქედის მუნიციპალიტეტის გამგეობის განათლების, კულტურის, სპორტის, ტურიზმის, ახალგაზრდულ საკითხთა და ძეგლთა დაცვის სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ ქედის მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება  №36 2014 წლის 21 ნოემბერი დაბა ქედა ქედის მუნიციპალიტეტის გამგეობის განათლების, კულტურის, სპორტის, ტურიზმის, ახალგაზრდულ საკითხთა და ძეგლთა დაცვის სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ 24-ე მუხლის პირველი პუნქტის „გ.ბ“ ქვეპუნქტისა და „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის 25-ე მუხლის პირველი პუნქტის  „ბ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, ქედის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს, მუხლი 1🔗 დამტკიცდეს ქედის მუნიციპალიტეტის გამგეობის განათლების, კულტურის, სპორტის, ტურიზმის, ახალგაზრდულ საკითხთა და ძეგლთა დაცვის  სამსახურის დებულება, თანახმად დანართისა. მუხლი 2🔗 ძალადაკარგულად გამოცხადდეს ,,ქედის მუნიციპალიტეტის გამგეობის განათლების, კულტურის, სპორტის, ტურიზმისა და ძეგლთა დაცვის სამსახურის დებულების  დამტკიცების შესახებ“   ქედის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2011 წლის 21 დეკემბრის №46 დადგენილება (ვებგვერდი, 30/12/2011, 010260020.35.134.016064). მუხლი 3🔗 დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.ქედის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარეამირან ცინცაძე დანართი ქედის მუნიციპალიტეტის გამგეობის განათლების, კულტურის, სპორტის, ტურიზმის, ახალგაზრდულ საკითხთა და ძეგლთა დაცვის  სამსახურის დებულება მუხლი 1🔗. ქედის მუნიციპალიტეტის გამგეობის განათლების, კულტურის, სპორტის, ტურიზმის, ახალგაზრდულ საკითხთა და ძეგლთა დაცვის  სამსახური 1. ქედის მუნიციპალიტეტის გამგეობის განათლების, კულტურის, სპორტის, ტურიზმის, ახალგაზრდულ საკითხთა და ძეგლთა დაცვის  სამსახური (ტექსტში შემდგომ - სამსახური) არის ქედის მუნიციპალიტეტის გამგეობის სტრუქტურული ერთეული, რომელიც უზრუნველყოფს განათლების, კულტურის, სპორტის, ტურიზმის, ახალგაზრდულ საკითხთა და ძეგლთა დაცვის მუნიციპალური პროგრამების შემუშავებასა და განხორციელებას. 2. სამსახური თავის საქმიანობას წარმართავს საქართველოს კანონმდებლობის, გამგეობის დებულების, ამ დებულებისა და მუნიციპალიტეტის სხვა სამართლებრივი აქტების შესაბამისად. 3. სამსახურის საშტატო განრიგი და მოხელეთა თანამდებობრივი სარგოები განისზღვრება გამგეობის საშტატო ნუსხით. 4. სამსახურს აქვს შტამპი, დადგენილი ფორმის ბეჭედი და ბლანკი სამსახურის სახელწოდების აღნიშვნით და სხვა საჭირო რეკვიზიტები. მუხლი 2🔗. სამსახურის სტრუქტურა 1. სამსახური შედგება სამსახურის უფროსისა და სტრუქტურული ქვედანაყოფების - განყოფილებებისაგან. 2. სამსახურის სტრუქტურული ქვედანაყოფებია: ა) განათლების, კულტურის, ტურიზმის და ძეგლთა დაცვის   განყოფილება; ბ) სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა განყოფილება; 3. სამსახურის საქმიანობას წარმართავს სამსახურის უფროსი, რომლის უფლებამოსილებები და სამსახურებრივი ფუნქციები განისაზღვრება გამგეობის დებულებით, ამ დებულებით და სამუშაოთა აღწერილობით. სამსახურის უფროსის არყოფნის შემთხვევაში, გამგებლის ბრძანებით სამსახურის უფროსის უფლება-მოვალეობებს ახორციელებს სამსახურის ერთ-ერთი განყოფილების უფროსი. 4. სამსახურის განყოფილება შედგება განყოფილების უფროსისა და განყოფილების მოხელეებისაგან. 5. განყოფილების საქმიანობას წარმართავს განყოფილების უფროსი, რომლის უფლებამოსილებები და სამსახურებრივი ფუნქციები განისაზღვრება გამგეობის დებულებით, ამ დებულებით და შესაბამისი სამუშაოთა აღწერილობით. განყოფილების უფროსის არყოფნის შემთხვევაში, სამსახურის უფროსის ბრძანებით, განყოფილების უფროსის უფლება-მოვალეობებს ახორციელებს განყოფილების ერთ-ერთი მოხელე. 6. განყოფილების მოხელეების უფლება-მოვალეობები განისაზღვრება გამგეობისდებულებით, ამ დებულებით და  შესაბამისი სამუშაოთა აღწერილობებით. მუხლი 3🔗. სამსახურის ძირითადი ფუნქციები სამსახურის ძირითადი ფუნქციებია: ა) ადგილობრივი მუნიციპალიტეტის მიერ პრიორიტეტულად მიჩნეული და დამტკიცებული კულტურული, საგანმანათლებლო სპორტული და სხვა ღონისძიებების ჩატარების ორგანიზება, კოორდინაცია და ხელშეწყობა, აგრათვე საკურატორო სფეროში დამტკიცებული მიზნობრივი პროგრამების მართვა და ორგანიზება; ბ) განათლებისა და კულტურის სფეროს განვითარების მიზნით მუნიციპალიტეტში არსებული ინფრასტრუქტურის რეაბილიტაციისა და განვითარების ხელშემწყობი პროგრამების მომზადება, მართვა და ორგანიზება; გ) მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მოქმედი კულტურულ-საგანმანათლებლო, სკოლამდელი და სკოლისგარეშე დაწესებულებების ნორმალური ფუნქციონირებისათვის აუცილებელი პირობების შექმნის მიზნით საჭირო წინადადებათა და კონცეფციების შემუშავება, მათი განხორციელების ხელშემწყობი ღონისძიებების გატარება; დ) განათლების, კულტურის, სპორტისა და ძეგლთა დაცვის პროგრამების სფეროში ადმინისტრირებისა და ანალიტიკური სამუშაობის განხორციელება; ე) განათლების, კულტურის, სპორტის, ტურიზმის, ძეგლთა დაცვის სფეროს განვითარების ძირითადი მიმართულებების განმსაზღვრელი და მარეგულირებელი სამართლებრივი აქტების შემუშავებაში მონაწილეობის მიღება, მათ განხორციელებაზე ზრუნვა. ვ) მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე განლაგებულ სახელმწიფო სკოლამდელი აღზრდის, საგანმანათლებლო დაწესებულების, ადგილობრივი ბიუჯეტის დაფინანსებაზე მყოფი კულტურისა და განათლების ინფრასტრუქტურის სხვა ობიექტების, აგრეთვე განათლებისა და კულტურის ადგილობრვ გამგებლობას მიკუთვნებული კულტურული დასვენება-გართობის ობიექტების მოვლა-პატრონობის ორგანიზება, მათი საქმიანობის ხელშეწყობა; ზ) შესაბამის სტრუქტურებთან ერთად სკოლამდელ და სასკოლო დაწესებულებებში ბავშვთა ჯანმრთელობის დაცვისა და უსაფრთხოების პირობების შექმნის უზრუნველყოფა, აგრეთვე, აღმზრდელ-პედაგოგთა და მოსამსახურე პერსონალის საქმიანობის პირობების გაუმჯობესებისათვის შესაბამისი ღონისძიებების გატარება; თ) საკურატორო სფეროს განვითარებისა და ეფექტური მართვის უზრუნველსაყოფად კანონმდებლობით გათვალისწინებული სხვა ფუნქციების განხორციელება; ი) კულტურული მემკვიდრეობის დაცვა და პოპულარიზაცია, დამსახურებული პიროვნებების ხსოვნის უკვდავყოფა. განათლების, კულტურისა და სპორტის სფეროში თავისუფალი მოღვაწეობის ხელშეწყობა, განსაკუთრებული ნიჭით დაჯილდოებილი ახალგაზრდობის წარმოჩენა და პოპულარიზაცია; კ) ქედის მუნიციპალიტეტის კულტურულ და საგანმანათლებლო სფეროს ერთიანი საინფორმაციო ბანკის სრულყოფა და განვითარება; ლ) კულტურის სფეროში ჯანსაღი, კონკურეტუნარიანი გარემოს შექმნის მიზნით შესაბამისი პროფილის კერძო სექტორის განვითარების ხელშეწყობისათვის ზრუნვა; მ) მუნიციპალიტეტის სხვა სამსახურებთან და ორგანიზაციებთან თანამშრომლობა; ნ) ახორციელებს ახალგაზრდულ საქმეთა სფეროს განვითარების მიზნით კონცეფციების და  შესაბამისი მიზნობრივი პროგრამების პროექტების მომზადებას, პროგრამათა განხორციელების კოორდინაციას; ო) მოქმედი კანონმდებლობითა და წინამდებარე დებულებით გათვალისწინებული სხვა ფუნქციების განხორციელება. მუხლი 4🔗. სამსახურის განათლების, კულტურის, ტურიზმისა და ძეგლთა დაცვის განყოფილების ფუნქციები სამსახურის განათლების,კულტურის, ტურიზმისა და ძეგლთა დაცვის განყოფილება დადგენილი წესით უზრუნველყოფს: ა) განათლების მუნიციპალური პროგრამების შემუშავებას; ბ) განათლების მუნიციპალურ პროგრამათა განხორციელების კოორდინაციას; გ) კულტურის მუნიციპალური პროგრამების შემუშავებას; დ) კულტურის მუნიციპალურ პროგრამათა განხორციელების კოორდინაციას; ე) ქედის მუნიციპალიტეტში ტურიზმის განვითარების ძირითადი მიმართულებების განმსაზღვრელი და მარეგულირებელი სამართლებრივი აქტების შემუშავებაში მონაწილეობის მიღებას, მათ განხორციელებაზე ზრუნვას; ვ) ტურიზმის სფეროში მუნიციპალური პროგრამების შემუშავებას; ზ) ტურიზმის მუნიციპალურ პროგრამათა განხორციელების კოორდინაციას; თ) ტურიზმის სფეროს განვითარებისა და ეფექტური მართვის უზრუნველსაყოფად კანონმდებლობით გათვალისწინებული ფუნქციების განხორციელებას; ი) კულტურული მემკვიდრეობის დაცვა და პოპულარიზაციას; კ) მოქმედი კანონმდებლობითა და მუნიციპალიტეტის სამართლებრივი აქტებით განსაზღვრული სხვა ფუნქციების განხორციელებას. მუხლი 5🔗. სამსახურის სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა განყოფილება სამსახურის სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა განყოფილება დადგენილი წესით უზრუნველყოფს: ა) სპორტის მუნიციპალური პროგრამების შემუშავებას; ბ) სპორტის მუნიციპალურ პროგრამათა განხორციელების კოორდინაციას; გ) მასობრივი სპორტის განვითარების ხელშეწყობას; დ) ადგილობრივ დონეზე ახალგაზრდული პოლიტიკის განვითარების ხელშეწყობის მიზნით წინადადებებისა და მუნიციპალურ პროგრამათა მომზადებს; ე) ახალგაზრდობის პრობლემების შესწავლას, წინადადებათა შემუშავებას არსებული მდგომარეობის გაუმჯობესების მიზნით; ვ) უზრუნველყოფს სამოქალაქო საზოგადოების მშენებლობის საქმეში ახალგაზრდების  მონაწილეობის ხელშეწყობას; ზ) ახალგაზრდებში პატრიოტული სულისკვეთების ამაღლების, ეროვნული და ზოგადსაკაცობრიო ღირებულებათა დამკვიდრების, ფიზიკურად ძლიერი და სულიერად ჯანსაღი თაობის აღზრდისათვის შესაბამისი ღონისძიებების გატარება; თ) ნიჭიერი მოზარდებისა და ახალგაზრდების შესაძლებლობების რეალიზებისათვის ხელსაყრელი პირობების შექმნა; ი) მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მცხოვრები სოციალურად დაუცველი, ინვალიდი და მზრუნველობას მოკლებული ბავშვებისა და მოზარდების საზოგადოებრივ ცხოვრებაში ჩაბმის ხელშემწყობი პროექტების განხორციელებას; კ) მოქმედი კანონმდებლობითა და მუნიციპალიტეტის სამართლებრივი აქტებით განსაზღვრული სხვა ფუნქციების განხორციელებას. მუხლი 6🔗. სამსახურის უფროსი სამსახურის უფროსი კანონმდებლობით დადგენილი წესით უზრუნველყოფს: ა)  სამსახურის უფროსი კანონმდებლობით დადგენილი წესით უზრუნველყოფს: ბ) შეიმუშავებს წინადადებებს სამსახურის თანამშრომელთა შორის  ფუნქციათა განაწილების შესახებ; გ) ქედის მუნიციპალიტეტის გამგებელს წარუდგენს წინადადებებს სამსახურის თანამშრომელთა წახალისებისა და დისციპლინალური პასუხისმგებლობის დაკისრების შესახებ; დ) წარუდგენს გამგებელს სამსახურის მიერ მომზადებულ საკითხებს, წინადადებებს, დასკვნებსა და რეკომენდაციებს; ე) წარუდგენს გამგებელს ანგარიშს სამსახურის მიერ გაწეული მუშაობის შესახებ; ვ) გამგებლის დავალებით უშუალოდ უძღვება სამსახურის წარმოებაში არსებულ საქმეზე გამართულ ადმინისტრაციულ მოსმენას; ზ) სამსახურის საქმიანობის ქმედითობის ამაღლების მიზნით თანამშრომლობს სახელმწიფო ორგანოებთან და საზოგადოებრივ ორგანიზაციებთან; თ) წარმოადგენს სამსახურს მუნიციპალიტეტის სხვა სტრუქტურულ ერთეულებთან და ტერიტორიულ ორგანოებთან ურთიერთობისას; ი) თავის კომპეტენციის ფარგლებში ასრულებს გამგებლისა და გამგებლის მოადგილეების ცალკეულ დავალებებს; კ) ახორციელებს კანონმდებლობით გათვალიწინებულ სხვა ამოცანებსა და უფლება-მოვალეობებს; ლ) სამსახურის უფროსი პასუხისმგებელია სამსახურის საქმიანობაზე გამგებლის წინაშე; მ) სამსახურის უფროსი ანგარიშვალდებულია გამგებლის წინაშე; ნ) სამსახურის უფროსის არყოფნის შემთხვევაში მის მოვალეობას ასრულებს ამ სამსახურის ერთ-ერთი განყოფილების უფროსი გამგებლის დავალებით. მუხლი 7🔗. სამსახურის საჯარო მოსამსახურეთა უფლებები და მოვალეობები 1. სამსახურის საჯარო მოსამსახურეებს უფლება აქვთ: ა) წარუდგინონ სამსახურის უფროსს წინადადებები სამსახურის საქმიანობის სრულყოფის თაობაზე და მიიღონ მუშაობისათვის აუცილებელი კონსულტაციები; ბ) ისარგებლონ მუშაობისათვის საჭირო სამართლებრივი აქტებით, საინფორმაციო და სხვა მასალებით; გ) დააყენონ საკითხი სამსახურის უფროსის წინაშე სამსახურეობრივი მოვალეობების შესრულებისათვის საჭირო პირობების უზრუნველყოფის შესახებ; დ) დადგენილი წესით ისარგებლონ ორგანიზაციული, გასამრავლებელი, საინფორმაციო-საკომუნიკაციო ტექნიკითა და სხვა საშუალებებით; ე) ისარგებლონ „საჯარო სამსახურის შესახებ“საქართველოს კანონით გათვალისწინებული საჯარო მოსამსახურეების უფლებებითა და გარანტიებით. 2. სამსახურის საჯარო მოსამსახურეები ვალდებული არიან: ა) ზუსტად შეასრულონ და დაიცვან „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონით, საქართველოს მოქმედი კანონმდებლობით და ამ დებულებით განსაზღვრული მოვალეობანი; ბ) დროულად და სრულყოფილად შეასრულონ ხელმძღვანელების დავალებები; გ) შესაბამისი საფუძვლის არსებობისას დაიცვან საიდუმლოების რეჟიმი; დ) შეასრულონ დადგენილი შრომის შინაგანაწესის მოთხოვნები; ე) გაუფრთხილდნენ მათ სარგებლობაში არსებულ საინფორმაციო-საკომუნიკაციო ტექნიკას, ინვენტარსა და სახაზინო ქონებას. მუხლი 8🔗. სამსახურის საშტატო განრიგი და მოხელეთა თანამდებობრივი სარგოები სამსახურის საშტატო განრიგი და მოხელეთა თანამდებობრივი სარგოები განისზღვრება გამგეობის საშტატო ნუსხით.