„საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საჯარო მოხელეთა საკვალიფიკაციო მოთხოვნების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის 2012 წლის 30 აგვისტოს N1/ნ ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

✨ ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
ნომერი
№17/ნ
სარეგისტრაციო კოდი
010320010.22.037.016041
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , 20/11/2014
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი

დოკუმენტის ტექსტი

 

საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის

ბრძანება №17/ნ

2014 წლის 20 ნოემბერი

ქ. თბილისი

 

„საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საჯარო მოხელეთა საკვალიფიკაციო მოთხოვნების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის 2012 წლის 30 აგვისტოს №1/ნ ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
მუხლი 1. „საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საჯარო მოხელეთა საკვალიფიკაციო მოთხოვნების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის 2012 წლის 30 აგვისტოს №1/ნ ბრძანებაში (www.matsne.gov.ge, 30/08/2012, სარეგისტრაციო კოდი 010320010.22.037.016009) შეტანილ იქნეს ცვლილება და ბრძანებით დამტკიცებული „საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საჯარო მოხელეთა საკვალიფიკაციო მოთხოვნების“: 
1.  მე-6 მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ და „გ“ ქვეპუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ბ) უმაღლესი განათლება: მიმართულება/დარგი/სპეციალობა: სავალდებულო - ეკონომიკა, სამართალი, საბუნებისმეტყველო მეცნიერებანი ან ბიზნესის ადმინისტრირება მენეჯმენტის განხრით; უცხო ენა: სასურველი - ინგლისური ან რუსული;

გ) სავალდებულო - მუშაობის არანაკლებ 3 წლის გამოცდილება, მათ შორის, მუშაობის არანაკლებ 2 წლის გამოცდილება ლოჯისტიკის მიმართულებით;“.

2.  მე-7 მუხლის პირველი პუნქტის „ბ“, „გ“ და „დ“ ქვეპუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ბ) უმაღლესი განათლება: მიმართულება/დარგი/სპეციალობა: სავალდებულო - ინჟინერია კომპიუტინგის/ინფორმატიკის ან ტელეკომუნიკაციის განხრით; უცხო ენა: სავალდებულო - ინგლისური, სასურველი - რუსული;

გ) სავალდებულო - მუშაობის არანაკლებ 3 წლის გამოცდილება, მათ შორის, მუშაობის არანაკლებ 2 წლის გამოცდილება შესაბამისი მიმართულებით;

დ) საოფისე პროგრამები: Microsoft Office Word, Microsoft Office Excel, Microsoft Office PowerPoint, Microsoft Office Outlook. პროგრამები: Windows Server 2008 R2, Microsoft Exchange server.“.

3.   მე-8 მუხლის პირველი და მე-2 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. ადმინისტრაციული დეპარტამენტის საქმისწარმოების და კადრების სამმართველოს უფროსს, გარდა ამ საკვალიფიკაციო მოთხოვნების პირველ მუხლში ჩამოთვლილი სამართლებრივი აქტებისა, დამატებით მოეთხოვება:

ა) შემდეგი სამართლებრივი აქტების ცოდნა:

ა.ა) საქართველოს ორგანული კანონი „საქართველოს შრომის კოდექსი“;

ა.ბ) საქართველოს კანონი „სახელმწიფო საიდუმლოების შესახებ“;

ა.გ) საქართველოს კანონი „საჯარო სამსახურში ინტერესთა შეუთავსებლობისა და კორუფციის შესახებ“;

ა.დ) საქართველოს კანონი „ნორმატიული აქტების შესახებ“;

ა.ე) საქართველოს კანონი „ეროვნული საარქივო ფონდისა და ეროვნული არქივის შესახებ“;

ა.ვ) „საჯარო მოხელეთა ატესტაციის ჩატარების წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2014 წლის 18 ივნისის №411 დადგენილება;

ა.ზ) „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული კონკურსის ჩატარების წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2014 წლის 18 ივნისის №412 დადგენილება;

ბ) უმაღლესი განათლება: სასურველი - მაგისტრის ხარისხი; მიმართულება/დარგი/სპეციალობა: სასურველია - სამართალი, ეკონომიკა, ფსიქოლოგია ან ჰუმანიტარული მეცნიერებანი; უცხო ენა: სასურველი - ინგლისური ან რუსული;

გ) სავალდებულო - მუშაობის არანაკლებ 3 წლის გამოცდილება, მათ შორის, მუშაობის არანაკლებ 2 წლის გამოცდილება შესაბამისი მიმართულებით (საქმისწარმოება ან/და ადამიანური რესურსების მართვა);

დ) საოფისე კომპიუტერული პროგრამების (Microsoft Office Word, Microsoft Office Excel და Microsoft Office PowerPoint) სამომხმარებლო დონეზე ცოდნა; სასურველია - ადამიანური რესურსების მართვის ან/და დოკუმენტბრუნვის პროგრამების ცოდნა.

2. ადმინისტრაციული დეპარტამენტის საქმისწარმოებისა და კადრების სამმართველოს მთავარ სპეციალისტს, გარდა ამ საკვალიფიკაციო მოთხოვნების პირველ მუხლში ჩამოთვლილი სამართლებრივი აქტებისა, დამატებით მოეთხოვება:

ა) შემდეგი სამართლებრივი აქტების ცოდნა:

ა.ა) საქართველოს ორგანული კანონი „საქართველოს შრომის კოდექსი“;

ა.ბ) საქართველოს კანონი „ნორმატიული აქტების შესახებ“;

ა.გ) საქართველოს კანონი „ეროვნული საარქივო ფონდისა და ეროვნული არქივის შესახებ“;

ა.დ) „საჯარო მოხელეთა ატესტაციის ჩატარების წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2014 წლის 18 ივნისის N411 დადგენილება;

ა.ე) „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული კონკურსის ჩატარების წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2014 წლის 18 ივნისის N412 დადგენილება;

ბ) უმაღლესი განათლება - სასურველი - მაგისტრის ხარისხი; სასურველი მიმართულება - სამართალი, ჰუმანიტარული ან საბუნებისმეტყველო მეცნიერებანი;

გ) მუშაობის არანაკლებ 1 წლის გამოცდილება, სასურველი - 3 წელი, სასურველი - სამართალი, ჰუმანიტარული, საბუნებისმეტყველო, ადამიანური რესურსების მართვის ან საქმისწარმოების სფეროში;

დ) უცხო ენა - სასურველი - ინგლისური ან რუსული;

ე) საოფისე კომპიუტერული პროგრამების (Microsoft Office Word, Microsoft Office Excel და Microsoft Office PowerPoint) სამომხმარებლო დონეზე ცოდნა; სასურველია - ადამიანური რესურსების მართვის ან/და დოკუმენტბრუნვის პროგრამების ცოდნა.“.

4.  33-ე მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

მუხლი 33. საზოგადოებასთან ურთიერთობის დეპარტამენტის უფროსი სპეციალისტი

საზოგადოებასთან ურთიერთობის დეპარტამენტის უფროს სპეციალისტს, გარდა ამ საკვალიფიკაციო მოთხოვნების პირველ მუხლში ჩამოთვლილი სამართლებრივი აქტებისა, დამატებით მოეთხოვება:

ა) შემდეგი სამართლებრივი აქტების ცოდნა:

ა.ა) საქართველოს კანონი „სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლების შესახებ“;

ა.ბ) „საქართველოს რეგიონული განვითარების 2010-2017 წწ. სახელმწიფო სტრატეგიის დამტკიცებისა და საქართველოს რეგიონული განვითარების სამთავრობო კომისიის შექმნის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2010 წლის 25 ივნისის №172 დადგენილება;

ა.გ) „საქართველოს რეგიონული განვითარების 2010-2017 წწ. სახელმწიფო სტრატეგიის 2011-2014 წლების სამოქმედო გეგმის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2011 წლის 13 ოქტომბრის №2023 განკარგულება;

ბ) უმაღლესი განათლება;

გ) სავალდებულო - მუშაობის არანაკლებ 1 წლის გამოცდილება საზოგადოებასთან ან მედიასთან ურთიერთობის სფეროში; სასურველი - 2 წელი;

დ) უცხო ენა - სასურველი - ინგლისური ან რუსული;

ე) საოფისე კომპიუტერული პროგრამების (Microsoft Office Word, Microsoft Office Excel და Microsoft Office PowerPoint) სამომხმარებლო დონეზე ცოდნა.“.


მუხლი 2
ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი დავით შავლიაშვილი

ხშირად დასმული კითხვები

მოქმედებს თუ არა „საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საჯარო მოხელეთა საკვალიფიკაციო მოთხოვნების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის 2012 წლის 30 აგვისტოს N1/ნ ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე?
არა, დოკუმენტი ძალადაკარგულია. ბოლო რედაქცია — 20.11.2014.
როდის იქნა მიღებული „საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საჯარო მოხელეთა საკვალიფიკაციო მოთხოვნების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის 2012 წლის 30 აგვისტოს N1/ნ ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე?
„საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საჯარო მოხელეთა საკვალიფიკაციო მოთხოვნების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის 2012 წლის 30 აგვისტოს N1/ნ ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე მიღებულია 20.11.2014. მიმღები ორგანო — საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი. დოკუმენტის ნომერი — №17/ნ. სარეგისტრაციო კოდი — 010320010.22.037.016041.
რამდენი მუხლისგან შედგება „საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საჯარო მოხელეთა საკვალიფიკაციო მოთხოვნების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის 2012 წლის 30 აგვისტოს N1/ნ ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე?
დოკუმენტი შედგება 3 მუხლისგან. თითოეული მუხლი ხელმისაწვდომია ცალკე ბმულით.
რომელი დოკუმენტები უთითებენ „საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საჯარო მოხელეთა საკვალიფიკაციო მოთხოვნების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის 2012 წლის 30 აგვისტოს N1/ნ ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე-ზე?
legali.ge-ის ბაზაში 1 დოკუმენტი უთითებს ამ აქტზე — ცვლილებები, კანონქვემდებარე აქტები და სასამართლო გადაწყვეტილებები.
სად არის „საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საჯარო მოხელეთა საკვალიფიკაციო მოთხოვნების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის 2012 წლის 30 აგვისტოს N1/ნ ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე-ის ოფიციალური ტექსტი?
ოფიციალური წყაროა საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge). legali.ge-ზე ტექსტი მოცემულია 20.11.2014 მდგომარეობით.

როგორ დავიმოწმოთ

საქართველოს მინისტრის ბრძანება „საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საჯარო მოხელეთა საკვალიფიკაციო მოთხოვნების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის 2012 წლის 30 აგვისტოს N1/ნ ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე, №17/ნ, 20.11.2014, სარეგისტრაციო კოდი 010320010.22.037.016041 (კონსოლიდირებული რედაქცია 20.11.2014). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/2585016/