📋 ეს დოკუმენტი აუქმებს 1 აქტს

ქედის მუნიციპალიტეტის გამგეობის ზედამხედველობის სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ

მიღების თარიღი 21.11.2014
ძალის დაკარგვა 09.01.2018
გამომცემი ორგანო ქედის მუნიციპალიტეტი
ნომერი №40
სარეგისტრაციო კოდი 010260020.35.134.016159
გამოქვეყნების წყარო ვებგვერდი, 25/11/2014
კონსოლიდირებული ვერსიები
matsne.gov.ge 1,224 სიტყვა · ~6 წთ
📄 ტექსტზე გადასვლა ↓
21.11.2014 მიღება
09.01.2018 ძალის დაკარგვა
დამატებითი მეტამონაცემები (1)
ქედის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე ამირან ცინცაძე ქედის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
⛔ გაუქმებულია — 2 აქტით
📋 აუქმებს — 1 აქტი

დოკუმენტის ტექსტი

ქედის მუნიციპალიტეტის გამგეობის ზედამხედველობის სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ ქედის მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება  №40 2014 წლის 21 ნოემბერი დაბა ქედა ქედის მუნიციპალიტეტის გამგეობის ზედამხედველობის სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ 24-ე მუხლის პირველი პუნქტის „გ.ბ“ ქვეპუნქტისა და „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის 25-ე მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, ქედის  მუნიციპალიტეტის  საკრებულო ადგენს: მუხლი 1🔗 დამტკიცდეს ქედის მუნიციპალიტეტის გამგეობის ზედამხედველობის სამსახურის დებულება თანახმად დანართისა. მუხლი 2🔗 ძალადაკარგულად გამოცხადდეს „ქედის მუნიციპალიტეტის გამგეობის ზედამხედველობის სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ “ქედის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2010 წლის 30 ნოემბრის №35 დადგენილება (სსმ, 65, 17/12/2010, სარეგისტრაციო კოდი: 010260020.35.134.016013). მუხლი 3🔗 დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.ქედის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარეამირან ცინცაძე დანართი ქედის მუნიციპალიტეტის გამგეობის ზედამხედველობის სამსახურის დებულება მუხლი 1🔗. გამგეობის ზედამხედველობის სამსახური 1. ქედის მუნიციპალიტეტის გამგეობის ზედამხედველობის სამსახური (შემდგომში - სამსახური) წარმოადგენს ქედის მუნიციპალიტეტის გამგეობის სტრუქტურულ ერთეულს, რომელიც ახორციელებს სახელმწიფო ზედამხედველობას ქედის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე, ადგილობრივი თვითმმართველობისათვის კანონმდებლობით მინიჭებული უფლებამოსილების ფარგლებში. 2. სამსახური იყენებს გამგეობის ბლანკს საკუთარი დასახელების დამატების აღნიშვნით. 3. სამსახურს აქვს დამღა, ბეჭედი საკუთარი დასახელების აღნიშვნით, რომლის გამოყენებით დასტურდება სამსახურის მიერ იურიდიული მნიშვნელობის ქმედების განხორციელება. 4. სამსახურის დაფინანსების წყაროა ქედის მუნიციპალიტეტის ადგილობრივი ბიუჯეტი. 5. სამსახურის იურიდიული მისამართია: დაბა ქედა, მ. კოსტავას ქ. №3. მუხლი 2🔗. სამსახურის ძირითადი ამოცანები და ფუნქციები 1. სამსახურის ძირითადი ამოცანაა ზედამხედველობის განხორციელება: ა) მშენებარე შენობა-ნაგებობების, წარმოებული სამშენებლო ნაკეთობების, კონსტრუქციების საპროექტო ნორმატიულ და სახელმძღვანელო დოკუმენტაციასთან შესაბამისობის უზრუნველყოფაზე, მშენებლობის დაწყებიდან დასრულებამდე დადგენილი ორგანიზაციულ-სამართლებრივი წესრიგის შესაბამისობაზე; ბ) მუნიციპალიტეტის გარე იერსახეზე, გარე რეკლამის განთავსებაზე, საზოგადოებრივი ადგილებით სარგებლობის შეზღუდვის წესებზე, გარე ვაჭრობაზე; 2. საქართველოს მოქმედი კანონმდებლობით დადგენილ ფარგლებში სამსახურის ფუნქციებია: ა) სამშენებლო საქმიანობის დადგენილი წესების დარღვევის ფაქტების გამოვლენა, დარღვევით მშენებარე ობიექტების შეჩერება ან/და დემონტაჟი, მათ მიმართ საჯარიმო სანქციების გამოყენება; ბ) სამშენებლო, სარემონტო და საავარიო სამუშაოების წარმოების წესების დაცვაზე (სამშენებლო და სარემონტო ტერიტორიების შემოღობვა, მიწის გრუნტისა და სამშენებლო ნარჩენების სპეციალურად გამოყოფილ ადგილებში გატანა, მიწისქვეშა კომუნიკაციათა ჩაწყობა-გადაკეთებისა და მიწის გათხრასთან დაკავშირებული სხვა სამუშაოების ჩატარება, სამუშაოების დამთავრების შემდეგ ობიექტის კეთილმოწყობა-მოწესრიგება და სხვა), მუნიციპალიტეტის დაზიანებული ქუჩებისა და მაგისტრალების მოწესრიგების ღონისძიებათა დროულ და ხარისხიან შესრულებაზე კონტროლის დაწესება; გ) გარე რეკლამის განთავსების დარღვევის ფაქტების გამოვლენა, და მათ შესაბამისობაში მოყვანაზე კონტროლი; დ) მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე განლაგებული საწარმო-დაწესებულებების, ორგანიზაციების, იურიდიული და ფიზიკური პირების მიერ კეთილმოწყობის წესების დაცვაზე (შენობა-ნაგებობების ფასადების, გზის საფარის, გარე განათების, გამწვანებული ტერიტორიების, ვიტრინების, კომუნიკაციათა კიოსკების) კონტროლი; ე) გარე ვაჭრობისა და დადგენილი წესების დარღვევის ფაქტების გამოვლენა და მათ შესრულებაზე კონტროლი; ვ) უკანონო, უსახური და ამორტიზირებული ჯიხურების, მანქანა-დანადგარების, დახლების, სტელაჟების, სარეკლამო და საინფორმაციო სტენდების, დაფების,ფირნიშების, აბრების, აფიშების, პლაკატების და სხვა სარეკლამო ატრიბუტების უკანონო განთავსების ფაქტების გამოვლენა, მათი აღკვეთისა და სადემონტაჟო ღონისძიებების განხორციელება; ზ) ფიზიკური ან/და იურიდიული პირის მიერ ხმაურის, ინსოლაციისა და დასუფთავების განმსაზღვრელი სანიტარიული ნორმების დაცვაზე, სანიტარიულ-ეპიდსაწინააღმდეგო ღონისძიებების განხორციელებაზე კონტროლი; თ) საკუთარი უფლებამოსილების ფარგლებში, ადამიანის ჯანმრთელობისათვის უსაფრთხო გარემოს უზრუნველყოფის მიზნით, პროფილაქტიკური ღონისძიებების შემუშავება, მითითებების გაცემა; ი) საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსისა და პროდუქტის უსაფრთხოებისა და თავისუფალი მიმოქცევის კოდექსის დამრღვევი ფიზიკური ან/და იურიდიული პირების მიმართ საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი პასუხისმგებლობის ზომების გამოყენება; კ) მშენებარე და რეკონსტრუქციაში მყოფი მცირე არქიტექტურული ფორმების ინსპექტირება; ლ) გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების რაციონალურად გამოყენების საქმიანობის კოორდინაციის მიზნით თავისი კომპეტენციის ფარგლებში, მის სამოქმედო ტერიტორიაზე განლაგებული, მის მიერ საკონტროლო ობიექტების სამოქმედო პროგრამებისა და ღონისძიებათა პროექტების შეთანხმება; მ) საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული სხვა უფლებამოსილების განხორციელება. მუხლი 3🔗. სამსახურის უფლებები და ვალდებულებები 1. სამსახური უფლებამოსილია: ა) კანონმდებლობით დადგენილი წესით შევიდეს და განახორციელოს კონტროლი მის საზედამხედველო ობიექტში სამშენებლო, სანიტარიული და ჰიგიენური ნორმებისა და წესების დაცვასა და შესრულებაზე; შემოწმების პროცესში მოითხოვოს ყველა საჭირო და აუცილებელი დოკუმენტაცია სამოქმედო ტერიტორიაზე განლაგებული ნებისმიერი ფიზიკური ან/და იურიდიული პირისაგან, განურჩევლად საკუთრების ფორმისა და უწყებრივი ქვემდებარეობისა; ბ) განსაზღვროს დარღვევის აღმოფხვრის ღონისძიებები და ვადები, კანონმდებლობით დადგენილი წესით გასცეს მითითება, დააწესოს კონტროლი მათ ხარისხიან შესრულებაზე; გ) აწარმოოს კონტროლი ქედის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე: კეთილმოწყობის, გარე იერსახის, გარე განათების, გარე რეკლამის, საზოგადოებრივი ადგილებით სარგებლობის შეზღუდვებსა და გარე ვაჭრობაზე; დ) დადგენილი წესით მიიღოს დადგენილება კანონმდებლობის დარღვევით მიმდინარე მშენებლობის ან უნებართვო დემონტაჟის შეჩერების შესახებ; ე) დადგენილი წესით მიიღოს დადგენილება კანონმდებლობის დარღვევით მშენებარე, აშენებული, აღდგენილი, რეკონსტრუირებული ან/და დამონტაჟებული შენობა-ნაგებობების მთლიანად ან ნაწილობრივი დემონტაჟის შესახებ; ვ) ფიზიკური ან/და იურიდიული პირის მოთხოვნით ან მისი თანხმობის საფუძველზე გამოიკვლიოს საცხოვრებელი ან/და არასაცხოვრებელი ფართი, დარღვევის გამოვლენისას შეადგინოს მითითება ხმაურის ინსოლაციის და დასუფთავების დამდგენი სანიტარიული ნორმების მოთხოვნათა დარღვევის აღმოფხვრის შესახებ; ზ) მონაწილეობა მიიღოს მუნიციპალიტეტის საწარმოო ძალთა განლაგების, სამრეწველო და სხვა დანიშნულების საწარმოებისა და ობიექტებისათვის ტერიტორიის შერჩევაში; თ) დარღვევის გამოვლენის შემთხვევაში მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად დამრღვევი ფიზიკური ან/და იურიდიული პირის, აგრეთვე, თანამდებობის პირის მიმართ გამოიყენოს საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი პასუხისმგებლობის ზომები; ი) საჭიროების შემთხვევაში მოიწვიოს უწყებათა და ორგანიზაციათა წარმომადგენლები, მეცნიერები, სპეციალისტები, ექსპერტები; კ) დადგენილი წესის მიხედვით სათანადო ვადებში უზრუნველყოს ინფორმაციის წარდგენა გამგებელთან; ლ) მიიღოს ფიზიკურ ან/და იურიდიულ პირთა განცხადებები და შუამდგომლობები, განიხილოს ისინი დადგენილ ვადებში და პასუხი გასცეს იმ კანონმდებლობისა და ნორმატიული აქტების ფარგლებში, რომელთა აღსრულებაც შედის სამსახურის კომპეტენციაში; მ) განახორციელოს კანონმდებლობით მინიჭებული სხვა უფლებამოსილებანი. 2. სამსახური ვალდებულია: ა) განახორციელოს ზედამხედველობა და კონტროლი მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე კეთილმოწყობის, გარე იერსახის, გარე რეკლამის, საზოგადოებრივი ადგილებით სარგებლობის შეზღუდვისა და გარე ვაჭრობის საკითხებზე მიღებული დადგენილებების, ბრძანებებისა და განკარგულებების შესრულებაზე; ბ) აწარმოოს მუნიციპალიტეტის საზოგადოებრივი ადგილებით სარგებლობის შეზღუდვაზე, ქუჩებზე, მაგისტრალებზე, მოედნებზე, პარკებში, სკვერებში, დასასვენებელ ზონებში, საერთო სარგებლობის ეზოებში მიწის გათხრითი სამუშაოების წარმოებაზე, მიწისქვეშა საინჟინრო ქსელების ჩაწყობა-გადაკეთებაზე, სამშენებლო და სარემონტო ტერიტორიების შემოღობვების მოწყობაზე, ქუჩის დროებით გადაკეტვაზე ან ნაწილობრივ შეზღუდვაზე, ჭაბურღილების დაყენებაზე, შენობათა საძირკველის გამაგრებითი სამუშაოების ჩატარებაზე, სამშენებლო პოლიგონების ქვაბულებიდან მიწის გრუნტისა და სამშენებლო ნაგვის სპეციალურად გამოყოფილ საყრელებზე გატანაზე და აღნიშნული სამუშაოების დადგენილი წესებით და განსაზღვრულ ვადებში შესრულებაზე კონტროლი; გ)  აწარმოოს ახალი და სარეკონსტრუქციო, გარემოსდაცვითი და სხვა სამეურნეო ობიექტების (რომლებიც თავიანთი საწარმოო საქმიანობით ზემოქმედებენ გარემოზე) მშენებლობის და ექსპლუატაციაში მიღების დადგენილი ვადების შესრულებაზე, აგრეთვე მათი მშენებლობის პროექტებით და სახელმწიფო ექსპერტიზის დასკვნებით გათვალისწინებული გარემოსდაცვითი კანონმდებლობის მოთხოვნებიდან გამომდინარე ღონისძიებების შესრულებაზე კონტროლი; დ) აწარმოოს საზოგადოებისათვის საშიში ნივთიერებების გამოყენების, შენახვისა და ტრანსპორტირების დროს არსებული ნორმების დაცვაზე კონტროლი . მუხლი 4🔗. სამსახურის უფროსი 1. სამსახურს ხელმძღვანელობს სამსახურის უფროსი (შემდგომში _ სამსახურის უფროსი), რომელსაც თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს გამგებელი. 2. სამსახურის უფროსი უზრუნველყოფს: ა) სამსახურის საქმიანობას საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად და პასუხისმგებელია ამ ერთეულის მიერ დაკისრებული უფლებებისა და მოვალეობების შესრულებაზე; ბ) კანონმდებლობით დადგენილი წესით უზრუნველყოფს სამსახურის თანამშრომელთა საქმიანობის სამსახურებრივი ზედამხედველობის განხორციელებას; გ) შეიმუშავებს წინადადებებს სამსახურის თანამშრომელთა შორის ფუნქციათა განაწილების შესახებ; დ) სამსახურში შემოსულ საკითხებს ანაწილებს განსახილველად სამსახურის თანამშრომელთა შორის; ე) ქედის მუნიციპალიტეტის გამგებელს წარუდგენს წინადადებებს სამსახურის თანამშრომელთა წახალისებისა და დისციპლინარული პასუხისმგებლობის დაკისრების შესახებ; ვ) უშუალოდ იხილავს სამსახურის საჯარო მოხელეთა სამსახურებრივი საქმიანობიდან გამომდინარე შეტანილ საჩივრებს, წარდგინებებს და წარუდგენს გამგებელს შესაბამის დასკვნას; ზ) წარუდგენს გამგებელს სამსახურის მიერ მომზადებულ საკითხებს, წინადადებებს, დასკვნებსა და რეკომენდაციებს; თ) ხელწერით ადასტურებს სამსახურიდან დოკუმენტების და სხვა მასალის გასვლას; ი) გამგებელს პერიოდულად წარუდგენს ანგარიშს სამსახურის მიერ შესრულებულ სამუშაოთა შესახებ; კ) უშუალოდ უძღვება სამსახურს წარმოებაში არსებულ საქმეზე გამართულ ადმინისტრაციულ მოსმენას; ლ) ადმინისტრაციულ სამართალდარღვევებზე ადგენს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა ოქმს; მ) ამზადებს და/ან ითანხმებს გამგებლის სამართლებრივი აქტების პროექტებს; ნ) მონაწილეობს გამგეობის საქმიანობიდან გამომდინარე შექმნილ კომისიებში; ო) თავისი კომპეტენციის ფარგლებში ასრულებს გამგებლის, გამგებლის მოადგილეების ცალკეულ დავალებებს; პ) ახორციელებს კანონმდებლობით გათვალისწინებულ სხვა ამოცანებსა და ფუნქციებს. 3. სამსახურის უფროსი ანგარიშვალდებულია გამგებელის წინაშე. მუხლი 5🔗. სამსახურის საჯარო მოსამსახურეთა უფლებები და მოვალეობები 1. სამსახურის საჯარო მოსამსახურეებს უფლება აქვთ: ა) წარუდგინონ სამსახურის უფროსს წინადადებები სამსახურის საქმიანობის სრულყოფის თაობაზე და მიიღონ მუშაობისათვის აუცილებელი კონსულტაციები; ბ) ისარგებლონ მუშაობისათვის საჭირო სამართლებრივი აქტებით, საინფორმაციო და სხვა მასალებით; გ) დააყენონ საკითხი სამსახურის უფროსის წინაშე სამსახურეობრივი მოვალეობების შესრულებისათვის საჭირო პირობების უზრუნველყოფის შესახებ; დ) დადგენილი წესით ისარგებლონ ორგანიზაციული, გასამრავლებელი, საინფორმაციო-საკომუნიკაციო ტექნიკითა და სხვა საშუალებებით; ე) ისარგებლონ „საჯარო სამსახურის შესახებ“საქართველოს კანონით გათვალისწინებული საჯარო მოსამსახურეების უფლებებითა და გარანტიებით. 2. სამსახურის საჯარო მოსამსახურეები ვალდებული არიან: ა) ზუსტად შეასრულონ და დაიცვან „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონით, საქართველოს მოქმედი კანონმდებლობით და ამ დებულებით განსაზღვრული მოვალეობანი; ბ) დროულად და სრულყოფილად შეასრულონ ხელმძღვანელების დავალებები; გ) შესაბამისი საფუძვლის არსებობისას დაიცვან საიდუმლოების რეჟიმი; დ) შეასრულონ დადგენილი შრომის შინაგანაწესის მოთხოვნები; ე) გაუფრთხილდნენ მათ სარგებლობაში არსებულ საინფორმაციო-საკომუნიკაციო ტექნიკას, ინვენტარსა და სახაზინო ქონებას. მუხლი 6🔗. საშტატო განრიგი და თანამდებობრივი სარგოები სამსახურის საშტატო განრიგი და მოხელეთა თანამდებობრივი სარგოები განისაზღვრება გამგეობის საშტატო ნუსხით.