ქალაქ ამბროლაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს აპარატის საჯარო მოხელეთა დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნებისა და საკონკურსო თემატიკის დამტკიცების თაობაზე
მიღების თარიღი 21.11.2014
ძალის დაკარგვა 02.09.2015
გამომცემი ორგანო ქალაქ ამბროლაურის მუნიციპალიტეტი
ნომერი №45
სარეგისტრაციო კოდი 010320040.35.172.016045
გამოქვეყნების წყარო ვებგვერდი, 26/11/2014
კონსოლიდირებული ვერსიები
📜 ცვლილებების ისტორია (1)
დამატებითი მეტამონაცემები (1)
| ქალაქ ამბროლაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე ასლან საგანელიძე | ქალაქ ამბროლაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე |
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
⛔ გაუქმებულია — 1 აქტით
- „ქალაქ ამბროლაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს აპარატის საჯარო მოხელეთა დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნებისა და საკონკურსო თემატიკის დამტკიცების შესახებ“ ქალაქ ამბროლაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 21 ნოემბრის №45 დადგენილების ძალადაკარგულად გამოცხადების თაობაზე მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება 27.08.2015
დოკუმენტის ტექსტი
ქალაქ ამბროლაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს აპარატის საჯარო მოხელეთა დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნებისა და საკონკურსო თემატიკის დამტკიცების თაობაზე
ქალაქ ამბროლაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს
დადგენილება №45
2014 წლის 21 ნოემბერი
ქ. ამბროლაური
ქალაქ ამბროლაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს აპარატის საჯარო მოხელეთა დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნებისა და საკონკურსო თემატიკის დამტკიცების თაობაზე
საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ 61-ე მუხლის პირველი და მე-2 პუნქტების, „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-19 მუხლის შესაბამისად, ქალაქ ამბროლაურის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:
მუხლი 1🔗
დამტკიცდეს ქალაქ ამბროლაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს აპარატის საჯარო მოხელეთა დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნები და საკონკურსო თემატიკა დანართის შესაბამისად.
მუხლი 2🔗
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.ქალაქ ამბროლაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარეასლან საგანელიძე
დანართი
ამბროლაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს აპარატის საჯარო მოხელეთა დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნები და საკონკურსო თემატიკა
მუხლი 1🔗
1.
ქალაქ ამბროლაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს აპარატის ნებისმიერ თანამდებობაზე კონკურსის წესით დასანიშნ პირს მოეთხოვება უმაღლესი განათლება, გარდა უმცროსი საჯარო თანამდებობისა.
2.
ქალაქ ამბროლაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს აპარატის ნებისმიერ თანამდებობაზე კონკურსის წესით დასანიშნ პირებს მოეთხოვება ზოგადი უნარებისა და ნორმატიული აქტების ცოდნა.
მუხლი 2🔗
1.
ქ. ამბროლაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს აპარატის უფროსის ვაკანტური თანამდებობის დასაკავებლად კანდიდატებისათვის დადგენილია შემდეგი საკვალიფიკაციო მოთხოვნებს:
ა)
უმაღლესი განათლება;
ბ)
მუშაობის არანაკლებ 3 წლიანი გამოცდილება, სასურველია ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებში;
გ)
საოფისე კომპიუტერული პროგრამების სრულყოფილი ცოდნა.
2.
ქ. ამბროლაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს აპარატის უფროსის ვაკანტური თანამდებობის დასაკავებლად კანდიდატებისათვის დადგენილია შემდეგი საკონკურსო თემატიკა:
ა)
საქართველოს კონსტიტუცია;
ბ)
„ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ“ ევროპული ქარტია;
გ)
„ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ საქართველოს ორგანული კანონი;
დ)
,,საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონი;
ე)
საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსი;
ვ)
,,ქალაქ ამბროლაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს რეგლამენტის დამტკიცების შესახებ“ ქალაქ ამბროლაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 14 ივლისის №01 დადგენილება;
ზ)
,,ქალაქ ამბროლაურის მუნიციპალიტეტის მერიის დებულების დამტკიცების შესახებ“ ქალაქ ამბროლაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 16 ივლისის №08 დადგენილება;
თ)
,,ქალაქ ამბროლაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს აპარატის დებულების დამტკიცების შესახებ“ ქალაქ ამბროლაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 16 ივლისის №07 დადგენილება.
მუხლი 3🔗
1.
იურიდიული და საქმისწარმოების განყოფილების უფროსის ვაკანტური თანამდებობის დასაკავებლად კანდიდატებისათვის დადგენილია შემდეგი საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
ა)
უმაღლესი იურიდიული განათლება;
ბ)
იურსტად მუშაობის არანაკლებ 2 წლიანი გამოცდილება, სასურველია ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებში;
გ)
საოფისე კომპიუტერული პროგრამების სრულყოფილი ცოდნა.
2.
იურიდიული და საქმისწარმოების განყოფილების უფროსის ვაკანტური თანამდებობის დასაკავებლად კანდიდატებისათვის დადგენილია შემდეგი საკონკურსო თემატიკა:
ა)
საქართველოს კონსტიტუცია;
ბ)
„ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ“ ევროპული ქარტია;
გ)
„ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ საქართველოს ორგანული კანონი;
დ)
,,საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონი;
ე)
საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსი;
ვ)
საქართველოს კანონი „ნორმატიული აქტების შესახებ“
ზ)
,,ქალაქ ამბროლაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს რეგლამენტის დამტკიცების შესახებ“ ქალაქ ამბროლაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 14 ივლისის №01 დადგენილება;
თ)
,,ქალაქ ამბროლაურის მუნიციპალიტეტის მერიის დებულების დამტკიცების შესახებ“ ქალაქ ამბროლაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 16 ივლისის №08 დადგენილება;
ი)
,,ქალაქ ამბროლაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს აპარატის დებულების დამტკიცების შესახებ“ ქალაქ ამბროლაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 16 ივლისის N07 დადგენილება.
მუხლი 4🔗
1.
იურიდიული და საქმისწარმოების განყოფილების მთავარი სპეციალისტის საქმის წარმოების საკითხებში ვაკანტური თანამდებობის დასაკავებლად კანდიდატებისათვის დადგენილია შემდეგი საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
ა)
უმაღლესი განათლება;
ბ)
მუშაობის არანაკლებ 1 წლიანი გამოცდილება;
გ)
საოფისე კომპიუტერული პროგრამების სრულყოფილი ცოდნა.
2.
იურიდიული და საქმისწარმოების განყოფილების საქმის წარმოების საკითხებში მთავარი სპეციალისტის ვაკანტური თანამდებობის დასაკავებლად კანდიდატებისათვის დადგენილია შემდეგი საკონკურსო თემატიკა:
ა)
საქართველოს კონსტიტუცია;
ბ)
„ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ“ ევროპული ქარტია;
გ)
„ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ საქართველოს ორგანული კანონი;
დ)
,,საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონი;
ე)
საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსი;
ვ)
„საქმისწარმოების ერთიანი წესების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 1999 წლის 1 ივლისის №414 ბრძანებულება;
ზ)
ქალაქ ამბროლაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 14 ივლისის №01 დადგენილება;
თ)
,,ქალაქ ამბროლაურის მუნიციპალიტეტის მერიის დებულების დამტკიცების შესახებ“ ქალაქ ამბროლაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 16 ივლისის №08 დადგენილება;
ი)
,,ქალაქ ამბროლაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს აპარატის დებულების დამტკიცების შესახებ“ ქალაქ ამბროლაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 16 ივლისის №07 დადგენილება;
მუხლი 5🔗
1.
აპარატის წამყვანი სპეციალისტის ვაკანტური თანამდებობის დასაკავებლად კანდიდატებისათვის დადგენილია შემდეგი საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
ა)
საშუალო ან პროფესიული განათლება;
ბ)
მუშაობის არანაკლებ 6 თვიანი გამოცდილება;
გ)
საოფისე კომპიუტერული პროგრამების სრულყოფილი ცოდნა.
2.
აპარატის წამყვანი სპეციალისტის ვაკანტური თანამდებობის დასაკავებლად კანდიდატებისათვის დადგენილია შემდეგი საკონკურსო თემატიკა: