,,ქალაქ ამბროლაურის მუნიციპალიტეტის მერიის საფინანსო-საბიუჯეტო სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“ ქალაქ ამბროლაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 23 ივლისის №09 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი
მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება (1)
დოკუმენტის ტექსტი
|
ქალაქ ამბროლაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება №47 |
|
2014 წლის 21 ნოემბერი ქ. ამბროლაური |
,,2. სამსახურის სტრუქტურული ქვედანაყოფია:
ა) საბიუჯეტო დაგეგმვისა და სახაზინო მომსახურების განყოფილება;
ბ) საბუღალტრო აღრიცხვის განყოფილება.“
,,ს) საკრებულოს, მუნიციპალური სამსახურების ქონების აღწერა-ინვენტარიზაციას;“
,, მუხლი 4. საბიუჯეტო დაგეგმვისა და სახაზინო მომსახურების განყოფილება.
საბიუჯეტო დაგეგმვისა და სახაზინო მომსახურების განყოფილება უზრუნველყოფს:
ა) წლის ბიუჯეტის პროექტს შეიმუშავებს;
ბ) ბიუჯეტის პროექტის თაობაზე გამოთქმული შენიშვნებისა და წინადადებების სისტემატიზაციას;
გ) წლის ბიუჯეტის პროექტის რედაქტირებას საკრებულოს საფინანსო-საბიუჯეტო კომისიის მიერ გამოთქმული შენივნების გათვალისწინებით;
დ) წინადადებების მომზადებას მუნიციპალიტეტის მიერ სესხის აღებისა და გაცემის შესახებ;
ე) მუნიციპალიტეტის პროგრამების საფინანსო გაანგარიშებას, შესაბამისი დასკვნებისა და რეკომენდაციების შემუშავებას;
ვ) საჭირო ინფორმაციის შეკრებასა და დამუშავებას ფინანსთა სამინისტროს მიერ გამოთანაბრებითი, მიზნობრივი და სპეციალური ტრანსფერების მოცულობათა გასაანგარიშებლად
ზ) წინადადებების მომზადებას ბიუჯეტის სარეზერვო ფონდის ოდენობის თაობაზე;
თ) ბიუჯეტის შემოსულობებისა და გადასახდელების განწერას კვარტლებისა და თვეების მიხედვით;
ი) ბიუჯეტის შემოსულობების შესახებ ინფორმაციის შეკრებას, გაანალიზებას და შესაბამისი წინადადებებისა და რეკომენდაციების შემუშავებას;
კ) ადგილობრივი ბიუჯეტის საკასო შესრულებაზე ზედამხედველობას;
ლ) მუნიციპალური პროგრამების საფინანსო მონიტორინგს;
მ) ბიუჯეტის შესრულების შესახებ მიმდინარე და ყოველწლიური ანგარიშების მომზადებას;
ნ) ბიუჯეტით გათვალისწინებული გადასახდელების სახაზინო მომსახურებას.
ო) მუნიციპალიტეტის საბანკო ანგარიშების მართვას, ურთიერთობებს ხაზინასთან და საბანკო დაწესებულებებთან“.
,, მუხლი 5. საბუღალტრო აღრიცხვის განყოფილება
საბუღალტრო აღრიცხვის განყოფილება უზრუნველყოფს:
ა) საბუღალტრო აღრიცხვის წარმოება;
ბ) ბიუჯეტით გათვალისწინებული ასიგნებების შესაბამისად ხარჯის გაწევას, საფინანსო ოპერაციების წარმოებას;
გ) მუნიციპალიტეტის მიერ აღებული და გაცემული სესხების მართვას;
დ) საკრებულოსა და მუნიციპალური სამსახურების სარგებლობაში არსებული ქონების აღწერა-ინვენტარიზაციას;
ე) მუნიციპალიტეტის საჯარო მოსამსახურეთა ხელფასების, სამივლინებო ხარჯების და სხვა გადასახდელების გაცემას;
ვ) მოქმედი კანონმდებლობით, მერიის დებულებით და მუნიციპალიტეტის სხვა სამართლებრივი აქტებით განსაზღვრული ფუნქციების განხორციელებას.“
|