მკაცრი აღრიცხვის ფორმების აღრიცხვა-ანგარიშგების წესის დამტკიცების თაობაზე
მიღების თარიღი 25.11.2014
ძალის დაკარგვა 30.06.2011
გამომცემი ორგანო №
ნომერი №№
სარეგისტრაციო კოდი 020090000.41.046.016007
გამოქვეყნების წყარო ვებგვერდი, 26/11/2014
კონსოლიდირებული ვერსიები
დამატებითი მეტამონაცემები (4)
| 1 | 2 |
| კონკურენციის სააგენტოს თავმჯდომარე გიორგი ბარაბაძე | კონკურენციის სააგენტოს თავმჯდომარე |
| № | რაოდენობა |
| სახელი და გვარი | თანამდებობა |
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
⛔ გაუქმებულია — 1 აქტით
- მკაცრი აღრიცხვის ფორმების აღრიცხვა – ანგარიშგების წესის დამტკიცების თაობაზე შემოსავლების სამსახურის ინდივიდუალურ-ადმინისტრაციული აქტი 30.06.2011
დოკუმენტის ტექსტი
მკაცრი აღრიცხვის ფორმების აღრიცხვა-ანგარიშგების წესის დამტკიცების თაობაზე
კონკურენციის სააგენტოს თავმჯდომარის
ბრძანება №19
2014 წლის 25 ნოემბერი
ქ. თბილისი
მკაცრი აღრიცხვის ფორმების აღრიცხვა-ანგარიშგების წესის დამტკიცების თაობაზე
„მკაცრი აღრიცხვის ფორმების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-8 მუხლისა და „კონკურენციის შესახებ“ საქართველოს კანონის 171 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, ვბრძანებ:
მუხლი 1🔗
დამტკიცდეს თანდართული „მკაცრი აღრიცხვის ფორმების აღრიცხვა-ანგარიშგების წესი“.
მუხლი 2🔗
ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.კონკურენციის სააგენტოს თავმჯდომარეგიორგი ბარაბაძე
მკაცრი აღრიცხვის ფორმების აღრიცხვა-ანგარიშგების წესი
მუხლი 1🔗.
ზოგადი დებულებები
ეს წესი ადგენს სსიპ კონკურენციის სააგენტოს (შემდგომში - სააგენტო) მიერ მკაცრი აღრიცხვის ფორმების აღრიცხვისა და მათი გამოყენების წესს.
მკაცრი აღრიცხვის ფორმების გამოყენება და აღრიცხვა-ანგარიშგება ხორციელდება „მკაცრი აღრიცხვის ფორმების შესახებ” საქართველოს კანონისა და ამ წესის შესაბამისად.
მუხლი 2🔗.
მკაცრი აღრიცხვის ფორმებით უზრუნველყოფა
სააგენტოს მიერ მკაცრი აღრიცხვის ფორმების გაცემა ხორციელდება სააგენტოს შესაბამისი დეპარტამენტის ან მოკვლევის ჯგუფის ხელმძღვანელის წერილობითი მოთხოვნის საფუძველზე.
მკაცრი აღრიცხვის ფორმებს, მკაცრი აღრიცხვის ფორმების რეგისტრაციის ჟურნალში (დანართი №1) (შემდგომში – რეგისტრაციის ჟურნალი) აღრიცხავს და გასცემს სააგენტოს ადმინისტრაციული დეპარტამენტი (შემდგომში – ადმინისტრაციული დეპარტამენტი), მიღება-ჩაბარების აქტის საფუძველზე.
მკაცრი აღრიცხვის ფორმა მისი გაცემიდან არა უგვიანეს მეორე სამუშაო დღისა რეგისტრირებული უნდა იქნეს რეგისტრაციის ჟურნალში.
მკაცრი აღრიცხვის ფორმები უნდა ინახებოდეს „მკაცრი აღრიცხვის ფორმების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-8 მუხლის მე-5 და მე-7 პუნქტების მოთხოვნათა დაცვით.
მკაცრი აღრიცხვის ფორმები უნდა ინახებოდეს ამ ფორმების გამოყენებაზე ან/და აღრიცხვა-ანგარიშგებაზე პასუხისმგებელ პირთან.
სათავსი, სადაც ინახება მკაცრი აღრიცხვის ფორმები, უნდა იყოს ხელშეუხებელი გარეშე პირთათვის და სათანადოდ დაცული დაზიანებისაგან.
მუხლი 3🔗.
მკაცრი აღრიცხვის ფორმების რეგისტრაციის ჟურნალი
სააგენტო რეგისტრაციის ჟურნალს აწარმოებს ყოველი კალენდარული წლისათვის.
რეგისტრაციის ჟურნალის ფურცლები ინომრება რიგითობის მიხედვით. რეგისტრაციის ჟურნალის გარეკანი და ფურცლები უნდა იყოს ზონარგაყრილი. ამასთან, ზონარის კვანძზე ეკვრება ეტიკეტი, რომელიც მოწმდება სააგენტოს თავმჯდომარის/მოადგილის ხელმოწერით და სააგენტოს ბეჭდით.
რეგისტრაციის ჟურნალში ყველა ჩანაწერი კეთდება მუქი ფერის კალმით.
რეგისტრაციის ჟურნალში ჩანაწერის წაშლა, ჩასწორება და მოშორება კორექტორის დახმარებით დაუშვებელია. აუცილებლობის შემთხვევაში, უზუსტო ჩანაწერი გადაიხაზება ერთი ხაზით ისე, რომ ნათლად ჩანდეს ადრე დაწერილი ტექსტი, ახალი ჩანაწერი კეთდება რეგისტრაციის ჟურნალის იმავე გრაფაში, ხოლო მე-10 გრაფაში – „შენიშვნა“ რეგისტრაციის ჟურნალის წარმოებაზე პასუხისმგებელი პირი აკეთებს შესაბამის ჩანაწერს (მაგალითად, შესწორებულია მე-4 და მე-8 გრაფები (თარიღი, ხელმოწერა, გვარი და სახელი)).
დასაშვებია რეგისტრაციის ჟურნალის შესაბამისი ელექტრონული ვერსიის წარმოება, რომლის წერილობითი ფორმით ამობეჭდვა უნდა მოხდეს ყოველი წლის ბოლოს. რეგისტრაციის ჟურნალის ელექტრონული ვერსიის მიმართ ამ მუხლის მე-2 და მე-4 პუნქტების მოთხოვნები ვრცელდება მისი წერილობით ფორმით ამობეჭდვის შემდეგ.
იმ შემთხვევაში, თუ კალენდარული წლის განმავლობაში რეგისტრაციის ერთი ჟურნალი აღმოჩნდება არასაკმარისი, იხსნება ახალი რეგისტრაციის ჟურნალი, რომელიც წარმოადგენს მის გაგრძელებას.
კალენდარული წლის ბოლოს რეგისტრაციის ჟურნალში მკაცრი აღრიცხვის ფორმების აღრიცხვის შემდეგ სააგენტოს თავმჯდომარე/მოადგილე აკეთებს ჩანაწერს რეგისტრირებული მკაცრი აღრიცხვის ფორმების დასახელების და რაოდენობის შესახებ.
რეგისტრაციის ჟურნალი ინახება სააგენტოში მომდევნო ერთი წლის განმავლობაში. მითითებული ვადის გასვლის შემდეგ იგი აღწერით ბარდება არქივს.
რეგისტრაციის ჟურნალის შენახვისას უზრუნველყოფილი უნდა იქნეს მასში ასახული მონაცემების დაცულობა.
რეგისტრაციის ჟურნალი და მასში არსებული მონაცემები არ შეიძლება გაიცეს მესამე პირებზე, გარდა საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული შემთხვევებისა.
სააგენტოში მკაცრი აღრიცხვის ფორმების მიღებაზე, გაცემაზე და შესაბამისი ფორმით აღრიცხვაზე პასუხისმგებელი პირები განისაზღვრება სააგენტოს ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით.
მუხლი 4🔗.
გამოსაყენებლად უვარგისი მკაცრი აღრიცხვის ფორმების ჩამოწერა
1. მკაცრი აღრიცხვის ფორმების ჩამოწერის საფუძველია:
ა) მისი შედგენის დროს დაშვებული შეცდომა;
ბ) ფიზიკური დაზიანება;
გ) კანონმდებლობით გათვალისწინებული სხვა შემთხვევა.
2. გამოსაყენებლად უვარგისი მკაცრი აღრიცხვის ფორმების ჩამოწერა ხორციელდება გამოსაყენებლად უვარგისი მკაცრი აღრიცხვის ფორმების ჩამოწერის შესახებ აქტით (დანართი №2), რომელშიც მიეთითება გამოსაყენებლად უვარგისი (ჩამოწერილი) მკაცრი აღრიცხვის ფორმის დასახელება და ინდივიდუალური ნომერი.
3. ჩამოწერილი მკაცრი აღრიცხვის ფორმების უტილიზაცია ხორციელდება საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2005 წლის 30 აგვისტოს №824 ბრძანებით დამტკიცებული „მკაცრი აღრიცხვის ფორმების ექსპერტიზა-უტილიზაციის შესახებ ინსტრუქციის” შესაბამისად.
დანართი №1
მკაცრი აღრიცხვის ფორმების რეგისტრაციის ჟურნალი
№
მკაცრი აღრიც-
ხვის
ფორმის
გაცემის
თარიღი
რაოდენობა
მკაცრი
აღრიცხვის
ფორმის
დასახელება
და ნომერი
(ნომრების
დიაპაზონი)
მკაცრი აღრიცხვის
ფორმების გამცემი
მკაცრი აღრიცხვის ფორმის
მიმღები
ხელმოწერა
შენიშვნა
სახელი
და
გვარი
თანამდებობა
სახელი
და გვარი
თანამდებობა
1
2
3
4
5
6
7
8
9
10
დანართი №2
აქტი № ___
გამოსაყენებლად უვარგისი მკაცრი აღრიცხვის ფორმების ჩამოწერის შესახებ
________________________ „____“ „_________________“ 20___ წელი
(აქტის შედგენის ადგილი)
№
რაოდენობა
მკაცრი აღრიცხვის ფორმის დასახელება, ინდივიდუალური ნომერი
შენიშვნა
1
2
3
4
ხელმოწერით ვადასტურებთ აქტის მიხედვით
წარმოდგენილი მკაცრი აღრიცხვის ფორმ(ებ)ის
ჩამოწერის სისწორეს:
სააგენტოს
თავმჯდომარე/მოადგილე: /__________________ /
მკაცრი აღრიცხვის ფორმების
გამოყენაბასა და აღრიცხვა-ანგარიშგებაზე
პასუხისმგებელი პირი: /____________________ /