⚠️ ეს დოკუმენტი ძალადაკარგულია (01.01.2014)
გაუქმებულია: პოლიციის შესახებ

საქართველოს სასაზღვრო პოლიციის შესახებ

მიღების თარიღი 27.12.2006
ძალის დაკარგვა 01.01.2014
გამომცემი ორგანო საქართველოს პარლამენტი
ნომერი №4138
სარეგისტრაციო კოდი 140.030.000.05.001.002.496
გამოქვეყნების წყარო სსმ, 49, 29/12/2006
კონსოლიდირებული ვერსიები
matsne.gov.ge 4,381 სიტყვა · ~22 წთ
📄 ტექსტზე გადასვლა ↓
27.12.2006 მიღება
01.01.2014 ძალის დაკარგვა
📖 ტერმინთა განმარტებები (6)
სასაზღვრო-პოლიციური ღონისძიება
სამსახურებრივ-ორგანიზაციული, საპროცესო, საგამოძიებო, ადმინისტრაციულ-სამართლებრივი, ოპერატიულ-სამძებრო, სადაზვერვო, კონტრდაზვერვითი, სარეჟიმო, ტექნიკური და სამხედრო-ტაქტიკური ღონისძიებების ერთობლიობა, რომელსაც სასაზღვრო პოლიცია ახორციელებს მისთვის დაკისრებული ამოცანების შესასრულებლად
მუხლი 3
სპეციალური შემოწმება
სასაზღვრო-პოლიციური ღონისძიება, რომელიც ხორციელდება დამხმარე და ტექნიკური საშუალებების გამოყენებით, სასაზღვრო რეჟიმის უზრუნველყოფის მიზნით, მოსალოდნელი საფრთხის თავიდან ასაცილებლად
მუხლი 3
განსაკუთრებული ამოცანები
სასაზღვრო პოლიციის მიერ განსაკუთრებულ შემთხვევებში გასატარებელი ღონისძიებები, რომლებიც არ არის დაკავშირებული მის პირდაპირ მოვალეობასთან
მუხლი 3
სასაზღვრო-პოლიციური ღონისძიების ობიექტი
პირი, რომლის მიმართაც ხორციელდება სასაზღვრო-პოლიციური ღონისძიება
მუხლი 3
საქართველოს საზღვაო სივრცე
საქართველოს შიდა წყლები, ტერიტორიული ზღვა, მიმდებარე ზონა, განსაკუთრებული ეკონომიკური ზონა და კონტინენტური შელფი
მუხლი 3
საზღვაო მოღვაწეობის სუბიექტები
საზღვაო საქმიანობასთან დაკავშირებული საერთაშორისო ორგანიზაციები, სახელმწიფო ორგანოები, ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოები, იურიდიული და ფიზიკური პირები.
მუხლი 3
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
⛔ გაუქმებულია — 1 აქტით
📤 მითითებული ნორმატიული აქტები (1)
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი

კანონი (1)

🔗 ციტირება სხვა დოკუმენტებში (1)
  • პოლიციის შესახებ საქართველოს კანონი „„საქართველოს სასაზღვრო პოლიციის შესახებ“ საქართველოს 2006 წლის 27 დეკემბრის კანონი"

დოკუმენტის ტექსტი

საქართველოს სასაზღვრო პოლიციის შესახებ p.MsoNormal, li.MsoNormal, div.MsoNormal {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:12.0pt; } h1 {margin-top:.25in; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; page-break-after:avoid; font-size:12.0pt; layout-grid-mode:line; font-weight:bold;} h2 {margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; line-height:12.0pt; page-break-after:avoid; font-size:10.0pt; letter-spacing:2.75pt; font-weight:normal;} h3 {margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; line-height:12.0pt; page-break-after:avoid; font-size:10.0pt; letter-spacing:2.5pt; font-weight:bold;} h6 {margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; page-break-after:avoid; font-size:10.0pt; font-weight:bold;} p.MsoToc1, li.MsoToc1, div.MsoToc1 {margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:justify; font-size:12.0pt; } p.MsoToc2, li.MsoToc2, div.MsoToc2 {margin-top:0in; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:12.0pt; margin-bottom:.0001pt; text-align:justify; font-size:12.0pt; } p.MsoToc3, li.MsoToc3, div.MsoToc3 {margin-top:0in; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:24.0pt; margin-bottom:.0001pt; text-align:justify; font-size:12.0pt; } p.MsoToc4, li.MsoToc4, div.MsoToc4 {margin-top:0in; margin-right:0in; margin-bottom:12.0pt; margin-left:.5in; text-align:center; font-size:12.0pt; letter-spacing:5.0pt; font-weight:bold;} p.MsoFootnoteText, li.MsoFootnoteText, div.MsoFootnoteText {margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:justify; font-size:12.0pt; } p.MsoHeader, li.MsoHeader, div.MsoHeader {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:12.0pt; } p.MsoFooter, li.MsoFooter, div.MsoFooter {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:12.0pt; } span.MsoFootnoteReference {vertical-align:super;} p.MsoTitle, li.MsoTitle, div.MsoTitle {margin-top:300.0pt; margin-right:0in; margin-bottom:3.0pt; margin-left:0in; text-align:center; font-size:16.0pt; letter-spacing:3.0pt; font-weight:bold;} p.MsoBodyText, li.MsoBodyText, div.MsoBodyText {margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:justify; font-size:14.0pt; } p.MsoBodyText2, li.MsoBodyText2, div.MsoBodyText2 {margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:justify; line-height:12.0pt; font-size:12.0pt; } p.MsoPlainText, li.MsoPlainText, div.MsoPlainText {margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; page-break-before:always; font-size:10.0pt; font-style:italic;} p.MsoAutoSig, li.MsoAutoSig, div.MsoAutoSig {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:12.0pt; } p {margin-right:0in; margin-left:0in; font-size:12.0pt; } p.parlamdrst, li.parlamdrst, div.parlamdrst { margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:justify; text-indent:14.2pt; font-size:11.0pt; } p.chveulebrivi, li.chveulebrivi, div.chveulebrivi { margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:justify; text-indent:14.2pt; font-size:10.0pt; layout-grid-mode:line;} p.data, li.data, div.data { margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:justify; font-size:10.0pt; layout-grid-mode:line; font-style:italic;} p.petiti, li.petiti, div.petiti { margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:14.2pt; margin-bottom:.0001pt; text-align:justify; font-size:8.5pt; layout-grid-mode:line; font-style:italic;} p.prezident, li.prezident, div.prezident { margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:justify; font-size:10.0pt; layout-grid-mode:line;} p.kanoni, li.kanoni, div.kanoni { margin-top:.25in; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; font-size:12.0pt; letter-spacing:3.0pt; font-weight:bold;} p.kitxva, li.kitxva, div.kitxva { margin-top:0in; margin-right:0in; margin-bottom:5.65pt; margin-left:0in; text-align:justify; text-indent:14.2pt; text-autospace:none; font-size:12.0pt; font-weight:bold;} p.pasuxi, li.pasuxi, div.pasuxi { margin-top:0in; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:56.7pt; margin-bottom:.0001pt; text-align:justify; text-indent:-28.35pt; text-autospace:none; font-size:12.0pt; } p.Style1, li.Style1, div.Style1 { margin-top:26.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-autospace:none; font-size:10.0pt; font-weight:bold;} p.chveulebrivi-wigni, li.chveulebrivi-wigni, div.chveulebrivi-wigni { margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:justify; text-indent:22.7pt; text-autospace:none; font-size:10.0pt; } p.satauri, li.satauri, div.satauri { margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; font-size:13.0pt; font-weight:bold;} p.satauri2, li.satauri2, div.satauri2 { margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:12.0pt; } p.tarigi, li.tarigi, div.tarigi { margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:12.0pt; } p.muxliparl, li.muxliparl, div.muxliparl { margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:14.15pt; margin-bottom:.0001pt; text-indent:-14.15pt; font-size:11.0pt; font-weight:bold;} p.muxlixml, li.muxlixml, div.muxlixml { margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:42.5pt; margin-bottom:.0001pt; text-indent:-42.5pt; line-height:12.0pt; page-break-after:avoid; font-size:11.0pt; font-weight:bold;} p.tavisataurixml, li.tavisataurixml, div.tavisataurixml { margin-top:0in; margin-right:0in; margin-bottom:12.0pt; margin-left:0in; text-align:center; font-size:11.0pt; font-weight:bold;} p.tavixml, li.tavixml, div.tavixml { margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; font-size:11.0pt; font-weight:bold;} p.abzacixml, li.abzacixml, div.abzacixml { margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:justify; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; } p.karixml, li.karixml, div.karixml { margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:42.5pt; margin-bottom:.0001pt; text-indent:-42.5pt; line-height:12.0pt; page-break-after:avoid; font-size:11.0pt; } p.karisataurixml, li.karisataurixml, div.karisataurixml { margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:justify; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; } p.petitixml, li.petitixml, div.petitixml { margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:justify; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; } p.cignixml, li.cignixml, div.cignixml { margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:12.0pt; } p.sataurixml, li.sataurixml, div.sataurixml { margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:14.15pt; font-size:13.0pt; font-weight:bold;} span.abzacixmlChar { } span.msoIns { text-decoration:underline; color:teal;} span.msoDel { text-decoration:line-through; color:red;} @page Section1 {size:8.5in 11.0in; margin:63.0pt 45.0pt 45.0pt .75in;} div.Section1 {page:Section1;} ol {margin-bottom:0in;} ul {margin-bottom:0in;} (ძალადაკარგულია - 04.10.2013, №1444) საქართველოს კანონი საქართველოს სასაზღვრო პოლიციის შესახებ თავი I. ზოგადი დებულებანი მუხლი 1🔗. კანონის მიზანი ეს კანონი განსაზღვრავს საქართველოს სასაზღვრო პოლიციის დანიშნულებას, უფლებამოსილებებს, ორგანიზაციულ-სამართლებრივ საფუძვლებს, საქმიანობის პრინციპებსა და მიმართულებებს. მუხლი 2🔗. საქართველოს სასაზღვრო პოლიციის სამართლებრივი სტატუსი და კომპეტენცია 1. საქართველოს სასაზღვრო პოლიცია (შემდგომ – სასაზღვრო პოლიცია) არის სამართალდამცავი ორგანო სპეციალური სამსახურის ფუნქციებითა და საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს გამგებლობაში შემავალი სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების სტატუსით. სასაზღვრო პოლიცია პასუხისმგებელია საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის წინაშე. 2. სასაზღვრო პოლიციას აქვს გერბი და დროშა, რომლებსაც ამტკიცებს საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრი. 3. სასაზღვრო პოლიცია სასაზღვრო-პოლიციურ ღონისძიებებს ახორციელებს: ა) საქართველოს სახელმწიფო საზღვარზე; ბ) სასაზღვრო ზოლში; გ) სასაზღვრო ზონაში; დ) საქართველოს საზღვაო სივრცეში; ე) საერთაშორისო აეროპორტში; ვ) საქართველოს ნავსადგურსა და პორტპუნქტში; ზ) სასაზღვრო რკინიგზის სადგურში. საქართველოს 2013 წლის 20 სექტემბრის კანონი №1155  – ვებგვერდი, 08.10.2013წ. მუხლი 3🔗. კანონში გამოყენებულ ტერმინთა განმარტება ამ კანონში გამოყენებულ ტერმინებს აქვს შემდეგი მნიშვნელობა: ა) სასაზღვრო-პოლიციური ღონისძიება – სამსახურებრივ-ორგანიზაციული, საპროცესო, საგამოძიებო, ადმინისტრაციულ-სამართლებრივი, ოპერატიულ-სამძებრო, სადაზვერვო, კონტრდაზვერვითი, სარეჟიმო, ტექნიკური და სამხედრო-ტაქტიკური ღონისძიებების ერთობლიობა, რომელსაც სასაზღვრო პოლიცია ახორციელებს მისთვის დაკისრებული ამოცანების შესასრულებლად; ბ) სპეციალური შემოწმებასასაზღვრო-პოლიციური ღონისძიება, რომელიც ხორციელდება დამხმარე და ტექნიკური საშუალებების გამოყენებით, სასაზღვრო რეჟიმის უზრუნველყოფის მიზნით, მოსალოდნელი საფრთხის თავიდან ასაცილებლად; გ) განსაკუთრებული ამოცანები – სასაზღვრო პოლიციის მიერ განსაკუთრებულ შემთხვევებში გასატარებელი ღონისძიებები, რომლებიც არ არის დაკავშირებული მის პირდაპირ მოვალეობასთან; დ) სასაზღვრო-პოლიციური ღონისძიების ობიექტი – პირი, რომლის მიმართაც ხორციელდება სასაზღვრო-პოლიციური ღონისძიება; ე) საქართველოს საზღვაო სივრცე – საქართველოს შიდა წყლები, ტერიტორიული ზღვა, მიმდებარე ზონა, განსაკუთრებული ეკონომიკური ზონა და კონტინენტური შელფი; ვ) საზღვაო მოღვაწეობის სუბიექტები – საზღვაო საქმიანობასთან დაკავშირებული საერთაშორისო ორგანიზაციები, სახელმწიფო ორგანოები, ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოები, იურიდიული და ფიზიკური პირები. მუხლი 4🔗.  სასაზღვრო პოლიციის საქმიანობის სამართლებრივი საფუძვლები და უფლებამოსილებანი       სასაზღვრო პოლიციის საქმიანობის სამართლებრივი საფუძვლებია: საქართველოს კონსტიტუცია, საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებები და შეთანხმებები, საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსი, საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსი, ეს კანონი, „საქართველოს სახელმწიფო საზღვრის შესახებ“, „საქართველოს საზღვაო სივრცის შესახებ“, „პოლიციის შესახებ“ საქართველოს კანონები და სხვა შესაბამისი კანონები და კანონქვემდებარე ნორმატიული აქტები. საქართველოს 200 8 წლის 5 დეკემბრ ის კანონი № 617 - სსმ I,  № 35 , 05 . 12 .200 8 წ., მუხ. 223 მუხლი 5🔗. სასაზღვრო პოლიციის საქმიანობის ძირითადი პრინციპები 1. სასაზღვრო პოლიციის საქმიანობა ემყარება კანონიერების, ადამიანის უფლებებისა და თავისუფლებების დაცვის, მართლზომიერების, საჯაროობის, აგრეთვე აღმასრულებელ ხელისუფლებასთან, ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებთან და საზოგადოებრივ ორგანიზაციებთან თანამშრომლობის პრინციპებს. 2. სასაზღვრო პოლიციის მიერ განსახორციელებელი რამდენიმე სავარაუდო ღონისძიებიდან უნდა აირჩეს ისეთი, რომელიც ყველაზე ნაკლებ ზიანს მიაყენებს საზოგადოებასა და კონკრეტულ პირებს. 3. ღონისძიება უნდა იყოს მიზანზე ორიენტირებული. 4. სასაზღვრო-პოლიციური ღონისძიებები ხორციელდება საფრთხის თავიდან აცილებამდე ან აღკვეთამდე ან მანამ, სანამ არ გაირკვევა, რომ ეს ღონისძიებები უშედეგოა. მუხლი 6🔗. სასაზღვრო პოლიციის საერთაშორისო ურთიერთობა და თანამშრომლობა 1. სასაზღვრო პოლიციის საერთაშორისო ურთიერთობა და თანამშრომლობა ემყარება საერთაშორისო სამართლის საყოველთაოდ აღიარებულ პრინციპებსა და საქართველოს, უცხო ქვეყნებისა და საერთაშორისო ორგანიზაციების საერთო ინტერესებს სასაზღვრო სფეროში საქმიანობის კოორდინაციის, თანამშრომლობის გაღრმავებისა და სასაზღვრო საკითხების გადაწყვეტის მიზნით. 2. სასაზღვრო პოლიცია თანამშრომლობს უცხო ქვეყნების სასაზღვრო უწყებებთან და საერთაშორისო ორგანიზაციებთან, საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრთან შეთანხმებითა და საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს თანხმობით დებს უწყებათაშორისი ხასიათის საერთაშორისო ხელშეკრულებებს სასაზღვრო სფეროში.   მუხლი 7🔗. სასაზღვრო პოლიციის თანამშრომლობა სახელმწიფო ორგანოებთან, ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებთან, საზოგადოებრივ ორგანიზაციებთან, იურიდიულ და ფიზიკურ პირებთან 1. სასაზღვრო პოლიცია მისთვის დაკისრებული ამოცანების შესრულების მიზნით, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით თანამშრომლობს სახელმწიფო ორგანოებთან, ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებთან, საზოგადოებრივ ორგანიზაციებთან, იურიდიულ და ფიზიკურ პირებთან. 2. საქართველოს მოქალაქეს უფლება აქვს, ნებაყოფლობით ჩაერთოს საქართველოს სახელმწიფო საზღვრის დაცვაში და დაეხმაროს სასაზღვრო პოლიციას მისი ფუნქციებისა და ამოცანების განხორციელებაში. სასაზღვრო პოლიცია უფლებამოსილია, წაახალისოს ეს პირი. თავი II. სასაზღვრო პოლიციის სტრუქტურა და ხელმძღვანელობა მუხლი 8🔗.  სასაზღვრო პოლიციის სტრუქტურა სასაზღვრო პოლიციის სტრუქტურა და ხელმძღვანელობის უფლება-მოვალეობები განისაზღვრება საქართველოს სასაზღვრო პოლიციის დებულებით, რომელსაც ამტკიცებს საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრი. საქართველოს 200 8 წლის 5 დეკემბრ ის კანონი № 617 - სსმ I,  № 35 , 05 . 12 .200 8 წ., მუხ. 223 მუხლი 9🔗. სასაზღვრო პოლიციის უფროსი 1. სასაზღვრო პოლიციის მართვას, კოორდინაციასა და საერთო ხელმძღვანელობას ახორციელებს სასაზღვრო პოლიციის უფროსი. სასაზღვრო პოლიციის უფროსს თანამდებობაზე ნიშნავს საქართველოს პრემიერ-მინისტრი საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის წარდგინებით, ხოლო თანამდებობიდან ათავისუფლებს საქართველოს პრემიერ-მინისტრი საკუთარი ინიციატივით ან საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის წარდგინებით. 2. სასაზღვრო პოლიციის უფროსს უფლება აქვს, განახორციელოს საქართველოს კანონმდებლობით მისთვის მინიჭებულ უფლებამოსილებათა დელეგირება თავის დაქვემდებარებაში მყოფი სტრუქტურული ერთეულების ხელმძღვანელებისათვის საკადრო, საფინანსო და საზღვრის დაცვის საკითხებზე. 3. სასაზღვრო პოლიციის უფროსი უფლებამოსილია, გამოსცეს ნორმატიული აქტი, ბრძანება, დირექტივა, დებულება, ინსტრუქცია და წესი, რომლებიც აუცილებელია სასაზღვრო პოლიციის მიერ მისთვის კანონით დაკისრებული ამოცანების შესასრულებლად დამოუკიდებლად ან/და საქართველოს სახელმწიფო საზღვრის დაცვის სუბიექტებთან ერთად. საქართველოს 2013 წლის 20 სექტემბრის კანონი №1155  – ვებგვერდი, 08.10.2013წ. თავი III. სასაზღვრო პოლიციის საქმიანობის ძირითადი მიმართულებები და ამოცანები    მუხლი 10🔗. სასაზღვრო პოლიციის საქმიანობის ძირითადი მიმართულებები და ამოცანები 1. სასაზღვრო პოლიციის საქმიანობის ძირითადი მიმართულებები და ამოცანებია: ა) საქართველოს სახელმწიფო საზღვრის დაცვა, სახელმწიფო საზღვრის ხელშეუხებლობისა და სახელმწიფოს, საზოგადოებისა და მოქალაქეთა უსაფრთხოების და ქონების დაცვა; ბ) საქართველოს სახელმწიფო საზღვარზე, სასაზღვრო ზოლში, სასაზღვრო ზონაში, საქართველოს საზღვაო სივრცესა და საქართველოს იურისდიქციისადმი დაქვემდებარებულ გემებზე კანონსაწინააღმდეგო ქმედებათა პრევენცია, გამოვლენა და აღკვეთა; გ) თავისი კომპეტენციის ფარგლებში სასაზღვრო ინციდენტებისა და სამხედრო ან სხვა სახის აგრესიის, ტერორისტული აქტების თავიდან აცილება და მოგერიება; დ) საქართველოს კანონმდებლობითა და საერთაშორისო სამართლის ნორმებით გათვალისწინებული საქართველოს სახელმწიფო საზღვრისა და საქართველოს საზღვაო სივრცის სამართლებრივი რეჟიმის დაცვა და კონტროლი; ე) საქართველოს სახელმწიფო საზღვარზე, სასაზღვრო ზოლში, სასაზღვრო ზონასა და საქართველოს საზღვაო სივრცეში ადამიანით ვაჭრობის (ტრეფიკინგის), კონტრაბანდული საქონლის, მათ შორის, ნარკოტიკული საშუალებების, იარაღის, ასაფეთქებელი ნივთიერებებისა და მასობრივი განადგურების საშუალებების გადატანის/გადმოტანის თავიდან აცილება, გამოვლენა და აღკვეთა; ვ) (ამოღებულია); ზ) საქართველოს სახელმწიფო საზღვარზე საქართველოს მოქალაქეთა და უცხოელთა ინსპექტირება, მიგრაციისა და უცხოელთა სამართლებრივი მდგომარეობის შესახებ საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული სხვა მოთხოვნების შესრულების უზრუნველყოფა; თ) საქართველოს საზღვაო სივრცეში ზღვაოსნობისა და ნაოსნობის უსაფრთხოების უზრუნველყოფა, ნაოსნობის წესების დაცვის კონტროლი, თავისი კომპეტენციის ფარგლებში საზღვაო შემთხვევათა მიზეზების გამოკვლევა; ი) თავისი კომპეტენციის ფარგლებში სასაზღვრო ზოლში, სასაზღვრო ზონასა და საქართველოს საზღვაო სივრცეში გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვა, შენარჩუნება, დაბინძურებისას შესაბამისი ზომების მიღება; საქართველოს საზღვაო სივრცეში ბიორესურსების მოპოვებისა და სამეცნიერო კვლევების ჩატარების წესების დაცვის კონტროლი; კ) საერთაშორისო აეროპორტისა და ნავსადგურის დაცვისა და უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად განსახორციელებელ ღონისძიებათა კონტროლი და კოორდინაცია; ლ) საძიებო-სამაშველო ოპერაციების განხორციელება ზღვაზე, სასაზღვრო ზოლსა და სასაზღვრო ზონაში, ხოლო განსაკუთრებულ შემთხვევებში, ადამიანთა სიცოცხლისა და ქონების გადარჩენის მიზნით – საქართველოს მთელ ტერიტორიაზე; მ) საქართველოს კანონმდებლობით დაკისრებული სხვა ამოცანების შესრულება. 2. სასაზღვრო პოლიცია ამ კანონითა და საქართველოს სხვა საკანონმდებლო აქტებით განსაზღვრულ მიმართულებებსა და ამოცანებს ასრულებს თავისი კომპეტენციის ფარგლებში დამოუკიდებლად ან სხვა უფლებამოსილ სახელმწიფო ორგანოებთან და საქართველოს სახელმწიფო საზღვრის დაცვის სუბიექტებთან ერთად, საქართველოს კანონმდებლობის მოთხოვნათა დაცვით.     3. სასაზღვრო პოლიციისთვის ამ კანონით განსაზღვრული მიმართულებების, ამოცანებისა და სასაზღვრო-პოლიციური ღონისძიებების განხორციელება საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის ბრძანებით შეიძლება დაევალოს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სისტემაში შემავალ სხვა დანაყოფებსაც. საქართველოს 200 8 წლის 5 დეკემბრ ის კანონი № 617 - სსმ I,  № 35 , 05 . 12 .200 8 წ., მუხ. 223 მუხლი 11🔗. სასაზღვრო პოლიციის განსაკუთრებული ამოცანები 1. საომარი მდგომარეობის გამოცხადების დროს სასაზღვრო პოლიცია გადადის საქართველოს სამხედრო ძალების შემადგენლობაში და უზრუნველყოფს პირადი შემადგენლობის საბრძოლო მზადყოფნას. 2. სასაზღვრო პოლიციის განსაკუთრებული ამოცანებია: ა) დაეხმაროს შესაბამის უწყებებს სტიქიური უბედურებების, კატასტროფების ან საზოგადოებისათვის შექმნილი განსაკუთრებული საფრთხის დროს; ბ) დაეხმაროს შესაბამის უწყებებს კარანტინის გამოცხადებისას და საშიში ინფექციური დაავადებების გავრცელების თავიდან აცილებაში; გ) თავისი კომპეტენციის ფარგლებში შესაბამის უწყებებთან ერთად დაიცვას მაღალი რანგის თანამდებობის პირები. თავი IV. სასაზღვრო-პოლიციური ღონისძიებები   მუხლი 12🔗. საფრთხის თავიდან აცილება და აღკვეთა სასაზღვრო პოლიცია მოსალოდნელი საფრთხის თავიდან აცილების მიზნით ახორციელებს პრევენციულ ღონისძიებებს, ხოლო კანონსაწინააღმდეგო ქმედების აღსაკვეთად – ამ კანონითა და საქართველოს სხვა შესაბამისი ნორმატიული აქტებით გათვალისწინებულ ღონისძიებებს. მუხლი 13🔗. პირის შესახებ ინფორმაციის მოპოვება 1. პირის შესახებ ინფორმაცია მოპოვებული უნდა იქნეს ღიად და უშუალოდ ამ პირისაგან, გარდა ამ კანონითა და საქართველოს სხვა ნორმატიული აქტებით გათვალისწინებული შემთხვევებისა. 2. პირს უნდა განემარტოს ღონისძიების გატარების საფუძველი, თუ ეს ხელს არ შეუშლის ამ კანონით დაკისრებული ამოცანების შესრულებას. 3. თუ ამ კანონით ან საქართველოს სხვა საკანონმდებლო აქტებით პირი არ არის ვალდებული, გასცეს ინფორმაცია, მას უნდა განემარტოს, რომ ინფორმაციის მიწოდება ნებაყოფლობითია. მუხლი 14🔗. ავტომატური ფოტო- და ვიდეოტექნიკის გამოყენება 1. სასაზღვრო პოლიციას შეუძლია დაამონტაჟოს ავტომატური ფოტო და ვიდეოტექნიკა: ა) საზღვრის უკანონო გადაკვეთის თავიდან აცილების, აღმოჩენის, აღკვეთისა და საზღვარზე საზოგადოებრივი უსაფრთხოების დაცვის მიზნით; ბ) სასაზღვრო გამტარ პუნქტში პირებისა და ქონებისათვის შექმნილი საფრთხის დროულად გამოვლენის მიზნით. 2. ამ მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში ინფორმაცია დამონტაჟებული ტექნიკის შესახებ მითითებული უნდა იყოს თვალსაჩინო ადგილას. მუხლი 15🔗. ინფორმაციის მოპოვება პირის ვინაობის დასადგენად 1. სასაზღვრო პოლიციას მისთვის დაკისრებული ამოცანების შესრულების მიზნით შეუძლია დაადგინოს პირის ვინაობა. 2. სასაზღვრო პოლიციას პირის ვინაობის დასადგენად შეუძლია გაატაროს საჭირო ღონისძიებები: შეაჩეროს პირი, გამოჰკითხოს პირადი მონაცემები და მოსთხოვოს პირადობის დამადასტურებელი საბუთების წარდგენა. სასაზღვრო კონტროლის განხორციელებისას სასაზღვრო პოლიციას უფლება აქვს, პირს მოსთხოვოს საზღვრის გადაკვეთისათვის საჭირო დოკუმენტების წარდგენა. 3. პირი შეიძლება შეჩერებულ და გადაყვანილ იქნეს სასაზღვრო პოლიციის შესაბამის ქვედანაყოფში, თუ მისი ვინაობის დადგენა ან მის მიერ წარდგენილი, საზღვრის გადაკვეთისათვის საჭირო დოკუმენტების კანონიერად ცნობა სხვაგვარად გართულებული ან შეუძლებელია. სასაზღვრო პოლიცია უფლებამოსილია, პირის ვინაობის დასადგენად განახორციელოს ამ პირისა და მისი პირადი ნივთების შემოწმება. მუხლი 16🔗. პირის ვინაობის დადგენის (იდენტიფიკაციის) ღონისძიებები 1. სასაზღვრო პოლიციას უფლება აქვს, მოახდინოს პირის ვინაობის დადგენა (იდენტიფიკაცია), თუ: ა) პირის ვინაობის დადგენა (იდენტიფიკაცია) ამ კანონის მე-15 მუხლში აღნიშნული ღონისძიებების განხორციელებით გართულებული ან შეუძლებელია; ბ)  პირის ვინაობის დადგენა (იდენტიფიკაცია) აუცილებელია სისხლის სამართლის დანაშაულის პრევენციისათვის ან/და პირი ბრალდებულია სისხლის სამართლის დანაშაულის ჩადენაში. 2. პირის ვინაობის დადგენისათვის (იდენტიფიკაციისათვის) საჭირო ღონისძიებებია: ა) თითისა და ხელისგულის ანაბეჭდების აღება; ბ) სურათის გადაღება; გ) დამახასიათებელი ფიზიკური ნიშნების დაფიქსირება; დ) სიმაღლის გაზომვა; ე) ხმის ჩაწერა; ვ) სხვა ბიომეტრიული ნიშნების დაფიქსირება. საქართველოს 2010 წლის 24 სექტემბრის კანონი №3619 - სსმ I,  №51, 29.09.2010 წ., მუხ.332 მუხლი 17🔗. პირის მოწვევა 1. სასაზღვრო პოლიციას უფლება აქვს, შეტყობინებით მოიწვიოს პირი, თუ: ა) არსებობს ვარაუდი, რომ პირი ფლობს საჭირო ინფორმაციას, რომელიც დაეხმარება სასაზღვრო პოლიციას მისთვის დაკისრებული ამოცანების შესრულებაში; ბ) ეს აუცილებელია პირის ვინაობის დადგენის ღონისძიებების განსახორციელებლად. 2. პირს უნდა განემარტოს მოწვევის საფუძველი. 3. მოწმის ან სპეციალისტის სტატუსით პირის მოწვევისას გაწეული ხარჯების ანაზღაურების საკითხი რეგულირდება საქართველოს კანონმდებლობით. მუხლი 18🔗. პირის შესახებ ინფორმაციის შენახვა, განახლება და გამოყენება 1. სასაზღვრო პოლიციას უფლება აქვს, შეინახოს, განაახლოს და გამოიყენოს პირის შესახებ კანონიერი გზით მოპოვებული ინფორმაცია. 2. სასაზღვრო პოლიცია ვალდებულია, შეასწოროს პირის შესახებ არასწორი ინფორმაცია. მუხლი 19🔗. პირის შესახებ ინფორმაციის გაცემისა და მიღების წესი 1. სასაზღვრო პოლიციას უფლება აქვს, სხვა უწყებებიდან გამოითხოვოს ინფორმაცია საქართველოს კანონმდებლობით მისთვის დაკისრებული ამოცანების შესრულების მიზნით, აგრეთვე შეუძლია სხვა უწყებებს გადასცეს პირის შესახებ ინფორმაცია, თუ ეს აუცილებელია სამსახურებრივი ამოცანების შესასრულებლად. 2. სასაზღვრო პოლიციას უფლება აქვს პირის შესახებ ინფორმაცია გადასცეს სხვა სახელმწიფო უწყებას, თუ ეს აუცილებელია: ა) სასაზღვრო პოლიციისათვის დაკისრებული ამოცანების შესასრულებლად; ბ) საფრთხის თავიდან ასაცილებლად; გ) საზოგადოებრივი უსაფრთხოებისათვის ან ადამიანის უფლებების დარღვევის თავიდან ასაცილებლად; დ) სისხლის სამართლის დანაშაულის ან ადმინისტრაციული სამართალდარღვევის აღსაკვეთად; ე) სხვა სამართალდამცავი უწყებისათვის დაკისრებული ამოცანების შესასრულებლად. 3. სასაზღვრო პოლიციას უფლება აქვს, პირის შესახებ ინფორმაცია გადასცეს უცხო ქვეყნების სახელმწიფო უწყებებს, საერთაშორისო ორგანიზაციებსა და დიპლომატიურ წარმომადგენლობებს, თუ ეს გათვალისწინებულია საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებებითა და შეთანხმებებით ან საჭიროა: ა) სასაზღვრო პოლიციისათვის დაკისრებული ამოცანების შესასრულებლად; ბ) საფრთხის თავიდან ასაცილებლად ან დანაშაულის აღსაკვეთად. 4. სასაზღვრო პოლიციის უფროსი თავისი კომპეტენციის ფარგლებში სამართლებრივი აქტით განსაზღვრავს უცხო ქვეყნის პოლიციური და სასაზღვრო უწყებებისათვის პირის შესახებ ინფორმაციის გადაცემის წესს. 5. სასაზღვრო პოლიცია პირის შესახებ ინფორმაციას გადასცემს საქართველოს საზოგადოებრივ ორგანიზაციას, თუ ეს აუცილებელია: ა) სასაზღვრო პოლიციისათვის დაკისრებული ამოცანების შესასრულებლად; ბ) საზოგადოებრივი კეთილდღეობისათვის ან ადამიანის უფლებების დარღვევის თავიდან ასაცილებლად. 6. სასაზღვრო პოლიციას ეკისრება პასუხისმგებლობა პირის შესახებ ინფორმაციის გაცემის წესის დარღვევისათვის. სხვა სახელმწიფო უწყების ან საზოგადოებრივი ორგანიზაციის მოთხოვნის საფუძველზე გადაცემული ინფორმაციის დანიშნულებისამებრ გამოყენებისათვის პასუხისმგებელია ინფორმაციის მიმღები მხარე, რის შესახებაც სასაზღვრო პოლიციამ მას უნდა აცნობოს ინფორმაციის გადაცემისას. 7. პირის შესახებ ინფორმაცია არ გაიცემა, თუ ამით დაირღვევა პირადი ცხოვრების კონფიდენციალურობა ან/და ხელი შეეშლება გამოძიებას. მუხლი 20🔗. მონაცემთა ავტომატიზებული ბაზა 1. მონაცემთა ავტომატიზებული ბაზის შესახებ სასაზღვრო პოლიციის უფროსის ბრძანებით განისაზღვრება: ა) ინფორმაციის შინაარსი; ბ) მონაცემთა ბაზის სამართლებრივი საფუძვლები და მიზანი; გ) მონაცემთა ბაზის მომხმარებელ პირთა წრე; დ) პირის შესახებ ინფორმაციის სახე; ე) ინფორმაციის მიწოდებისა და შენახვის პირობები; ვ) ადრესატისათვის ინფორმაციის გადაცემის წესით განსაზღვრული პირობები; ზ) ინფორმაციის შემოწმების, განახლებისა და შენახვის ვადები; თ) მონაცემთა ბაზის გამოყენების პირობები. 2. მონაცემთა ავტომატიზებულ ბაზაში არსებული ინფორმაციის ანალიზი და შემდგომი დამუშავება ხორციელდება პერიოდულად. მუხლი 21🔗. პირის შესახებ ინფორმაციის განადგურება 1. სასაზღვრო პოლიცია ვალდებულია, დაუყოვნებლივ გაანადგუროს პირის შესახებ ყველა სახის ინფორმაცია, თუ: ა) ეს ინფორმაცია მცდარია; ბ) განსაზღვრული ვადის შემდეგ ჩატარებული შემოწმების ან კონკრეტული საქმის დამუშავების შედეგად გამოვლინდა, რომ ამ ინფორმაციის შენახვა სასაზღვრო პოლიციისათვის დაკისრებული ამოცანების შესასრულებლად საჭირო აღარ არის; გ) ამ ინფორმაციის განადგურებას ან წაშლას ითვალისწინებს საქართველოს კანონმდებლობა. 2. მონაცემთა ავტომატიზებულ ბაზაში პირის შესახებ ინფორმაციის შემოწმების ვადები განისაზღვრება სასაზღვრო პოლიციის უფროსის ბრძანებით. მუხლი 22🔗. ინფორმაციის გაცემისა და გაცნობის უფლება 1. სასაზღვრო პოლიცია ვალდებულია, მოთხოვნის საფუძველზე მონაცემთა ავტომატიზებული ბაზიდან უსასყიდლოდ გასცეს ინფორმაცია: ა) დაინტერესებულ პირზე – თავის შესახებ არსებული მონაცემების თაობაზე; ბ) მონაცემთა შენახვის მიზნისა და სამართლებრივი საფუძვლების შესახებ; გ) პირის შესახებ მონაცემთა წყაროსა და ინფორმაციის მიმღების თაობაზე. 2. ინფორმაცია არ გაიცემა, თუ: ა) ინფორმაცია უკვე გაცემულია და იგი არ შეცვლილა; ბ) ეს აუცილებელია სასაზღვრო პოლიციისათვის დაკისრებული ამოცანების შესასრულებლად; გ) ინფორმაცია და მისი შენახვის ფაქტი გასაიდუმლოებული უნდა იყოს; დ) ამით დაირღვევა ინფორმაციის კონფიდენციალურობა ან ხელი შეეშლება გამოძიებას. მუხლი 23🔗. შემოწმება და დათვალიერება 1. საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად, სასაზღვრო პოლიციას უფლება აქვს, შეამოწმოს და დაათვალიეროს სატრანსპორტო საშუალება, ტვირთი, ქონება, ცხოველი, ადამიანი ან სათავსი. 2. გემის შემოწმება და დათვალიერება ხორციელდება: ა) დროშის სახელმწიფოს დასადგენად; ბ) გემის ეკიპაჟისა და მგზავრების ინსპექტირების მიზნით; გ) გემის უსაფრთხოების, სანავიგაციო-სანაოსნო საშუალებების, გარემოსდაცვითი და საყოფაცხოვრებო პირობების საერთაშორისო სტანდარტებთან შესაბამისობის დადგენის მიზნით. 3. პირის შემოწმება სამედიცინო პროცედურების გამოყენებით შეიძლება ჩატარდეს მხოლოდ მოსამართლის ბრძანების საფუძველზე. გადაუდებელი საჭიროების შემთხვევაში გადაწყვეტილება შეიძლება მიიღოს სასაზღვრო პოლიციის უფლებამოსილმა პირმა, რის შესახებაც დაუყოვნებლივ უნდა აცნობოს მოსამართლეს. სამედიცინო პერსონალის უშუალო მონაწილეობისა და ზედამხედველობის გარეშე შემოწმების ჩატარება დაუშვებელია. მუხლი 24🔗. პირის სპეციალური შემოწმება 1. სასაზღვრო პოლიციას უფლება აქვს, ჩაატაროს პირის სპეციალური შემოწმება: ა) თუ არსებობს საფუძვლიანი ეჭვი, რომ მას თან აქვს ნივთები, რომელთა გადატანა უნდა შეიზღუდოს ამ კანონის 26-ე მუხლის საფუძველზე; ბ) მისი უმწეო მდგომარეობაში ყოფნისას ვინაობის დადგენის (იდენტიფიკაციის) მიზნით; გ) თუ არსებობს ეჭვი, რომ სასაზღვრო პოლიციის მიერ დაცული ობიექტის მიმდებარე ტერიტორიაზე ჩადენილია სისხლის სამართლის დანაშაული. 2. სპეციალურ შემოწმებას ატარებს შესაბამისი სქესის პირი ან ექიმი. გამონაკლის შემთხვევაში, როდესაც საფრთხე ემუქრება ადამიანის სიცოცხლესა და ჯანმრთელობას, სპეციალური შემოწმება შეიძლება ჩაატაროს სასაზღვრო პოლიციის ნებისმიერმა თანამშრომელმა. 3. თუ ადგილზე სპეციალური შემოწმების ჩატარება გართულებული ან შეუძლებელია, პირი შეიძლება გადაყვანილ იქნეს სასაზღვრო პოლიციის ქვედანაყოფში. მუხლი 25🔗. ნივთის ან სატრანსპორტო საშუალების სპეციალური შემოწმება 1. სასაზღვრო პოლიციას თავისი კომპეტენციის ფარგლებში აქვს ნივთის ან სატრანსპორტო საშუალების სპეციალური შემოწმების ჩატარების უფლება, თუ: ა) ამ ნივთის ან სატრანსპორტო საშუალების მფლობელია პირი, რომლის სპეციალური შემოწმება გათვალისწინებულია ამ კანონის 24-ე მუხლით; ბ) არსებობს საფუძვლიანი ეჭვი, რომ ამ სატრანსპორტო საშუალებაში იმყოფება პირი, რომელიც: ბ.ა) სავარაუდოდ, სამართალდამრღვევია; ბ.ბ) აყვანილია მძევლად; გ) არსებობს საფუძვლიანი ეჭვი, რომ ამ სატრანსპორტო საშუალებაში არის ნივთი, რომელიც ამოღებული უნდა იქნეს; დ) ნივთი ან სატრანსპორტო საშუალება იმყოფება სასაზღვრო პოლიციის მიერ დაცულ ობიექტში ან მის მიმდებარე ტერიტორიაზე და არსებობს საფუძვლიანი ეჭვი, რომ იქ შესაძლოა ჩადენილ იქნეს სისხლის სამართლის დანაშაული, რომლის თავიდან ასაცილებლად აუცილებელია სპეციალური შემოწმების ჩატარება. 2. ნივთის ან სატრანსპორტო საშუალების ფაქტობრივ მფლობელს უფლება აქვს, დაესწროს ნივთის ან სატრანსპორტო საშუალების სპეციალურ შემოწმებას. ფაქტობრივი მფლობელის არყოფნის შემთხვევაში სპეციალურ შემოწმებას შეიძლება დაესწროს მისი წარმომადგენელი ან სხვა მოწმე. ნივთის ან სატრანსპორტო საშუალების მფლობელს უფლება აქვს, მიიღოს განმარტება სპეციალური შემოწმების ჩატარების კანონიერების თაობაზე. მუხლი 26🔗. ნივთის გადატანის ან სატრანსპორტო საშუალების გადაადგილების შეზღუდვა სასაზღვრო პოლიციას უფლება აქვს, შეზღუდოს ნივთის გადატანა ან სატრანსპორტო საშუალების გადაადგილება: ა) საფრთხის თავიდან აცილების მიზნით; ბ) თუ იგი პირმა შეიძლება გამოიყენოს თავისი ან სხვისი სიცოცხლის ან ჯანმრთელობის ხელყოფისათვის ან სხვისი კუთვნილი ნივთების დაზიანებისათვის. მუხლი 27🔗. ადგილის დატოვების მოთხოვნა სასაზღვრო პოლიციას უფლება აქვს, საფრთხის თავიდან აცილების მიზნით პირს მოსთხოვოს გარკვეული ადგილის განსაზღვრული დროით დატოვება ან აუკრძალოს კონკრეტულ ტერიტორიაზე შესვლა. მუხლი 28🔗. პირის გადაადგილების დროებითი შეზღუდვა 1. სასაზღვრო პოლიცია საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად დროებით ზღუდავს პირის გადაადგილებას: ა) თუ იგი თავისი ქმედებით საფრთხეს უქმნის საკუთარ ან სხვის სიცოცხლესა და ჯანმრთელობას; ბ) ამ კანონის 27-ე მუხლით გათვალისწინებული მოთხოვნის შეუსრულებლობისათვის; გ) სისხლის სამართლის დანაშაულის ან მნიშვნელოვანი ადმინისტრაციული გადაცდომის ჩადენის საფრთხის თავიდან აცილების მიზნით; დ) არასრულწლოვნის მშობლისათვის ან მეურვისათვის გადაცემის მიზნით. 2. პირის გადაადგილების დროებითი შეზღუდვა დაუყოვნებლივ უნდა გაუქმდეს, თუ აღარ არსებობს სასაზღვრო-პოლიციური ღონისძიებების განხორციელების საფუძველი. თავი V. იძულების ღონისძიებები მუხლი 29🔗. იძულების ღონისძიებების გამოყენება 1. ამ კანონით განსაზღვრული უფლებამოსილებების ფარგლებში სასაზღვრო პოლიციას უფლება აქვს, გამოიყენოს იძულების ღონისძიებები. 2. იძულების ღონისძიებებია: ა) ფულადი ჯარიმა, აგრეთვე საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსით გათვალისწინებული სხვა ადმინისტრაციული სახდელები; ბ) ფიზიკური იძულება. მუხლი 30🔗. წინასწარი გაფრთხილება იძულების ღონისძიებების გამოყენების შესახებ 1. იძულების ღონისძიებების გამოყენება უნდა მოხდეს წინასწარი გაფრთხილების საფუძველზე. იძულების ღონისძიების ობიექტს გაფრთხილებაში ქმედობის შესასრულებლად უნდა განესაზღვროს გონივრული ვადა. საფრთხის თავიდან აცილების მიზნით, იძულების ღონისძიება შეიძლება გამოყენებულ იქნეს წინასწარი გაფრთხილების გარეშეც. 2. გაფრთხილებაში მითითებული უნდა იყოს იძულების ღონისძიების სახე, ხოლო რამდენიმე იძულების ღონისძიების დაკისრების შემთხვევაში – მათი თანმიმდევრობა. 3. თუ სასაზღვრო-პოლიციური ღონისძიების განხორციელებაში ჩაერთვება მესამე მხარე, გაფრთხილებაში უნდა მიეთითოს სავარაუდო ხარჯების რაოდენობა. გადახარჯვის შემთხვევაში დამატებითი თანხის გადახდა ეკისრება სასაზღვრო-პოლიციური ღონისძიების ობიექტს. მუხლი 31🔗. ადმინისტრაციული სამართალწარმოება და ფულადი ჯარიმა 1. სასაზღვრო პოლიცია ამ კანონით მისთვის დაკისრებული ამოცანების შესრულების მიზნით ადმინისტრაციულ სამართალდარღვევას აღკვეთს და ადმინისტრაციულ სამართალწარმოებას ახორციელებს საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის შესაბამისად. 2. ფულადი ჯარიმის ოდენობა და მისი გადახდის წესი განისაზღვრება საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის შესაბამისად. მუხლი 32🔗. ფიზიკური იძულება საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად, სასაზღვრო პოლიციას უფლება აქვს, გამოიყენოს ფიზიკური იძულება, მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ სხვა იძულების ღონისძიება წარუმატებელი ან უშედეგოა. მუხლი 33🔗. სასაზღვრო პოლიციისათვის დასაშვები იარაღი და დამხმარე საშუალებები 1. სასაზღვრო პოლიციისათვის დასაშვებ იარაღს მიეკუთვნება სამსახურებრივ-საშტატო და სამხედრო-საბრძოლო ტექნიკა და იარაღი. 2. სასაზღვრო პოლიციისათვის დამხმარე საშუალებებია: ხელბორკილი, წყალსატყორცნი, ტრანსპორტის იძულებითი გაჩერების საშუალებები, სასამსახურო ცხოველები, სასამსახურო სატრანსპორტო საშუალება, ცრემლსადენი საშუალებები. 3. სასაზღვრო პოლიციის შეიარაღებაში არსებული ცეცხლსასროლი იარაღის, საბრძოლო მასალებისა და ტექნიკის ნუსხა მტკიცდება საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის ბრძანებით. საქართველოს 2013 წლის 20 სექტემბრის კანონი №1155  – ვებგვერდი, 08.10.2013წ. მუხლი 34🔗. ხელბორკილის დადება ამ კანონის ან სხვა საკანონმდებლო აქტების საფუძველზე დაკავებულ პირს შეიძლება დაედოს ხელბორკილი, თუ ფაქტობრივად დადასტურებულია, რომ: ა) იგი თავს ესხმის სასაზღვრო პოლიციის თანამშრომელს ან უდანაშაულო პირს, წინააღმდეგობას უწევს სასაზღვრო პოლიციის თანამშრომელს მისთვის დაკისრებული ამოცანის შესრულებისას ან მას განზრახული აქვს მნიშვნელოვანი ობიექტის დაზიანება; ბ) მას განზრახული აქვს გაქცევა ან იგი ხელს უწყობს დაკავებულის განთავისუფლებას; გ) მას განზრახული აქვს, ზიანი მიაყენოს თავის თავს. მუხლი 35🔗. ცეცხლსასროლი იარაღის გამოყენების უფლება 1. საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად, სასაზღვრო პოლიციის თანამშრომელს უფლება აქვს, გამოიყენოს ცეცხლსასროლი იარაღი (მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ სხვა იძულების ღონისძიება წარუმატებელი ან უშედეგოა): ა) მოქალაქისა და თავისი თავის დასაცავად ისეთი საფრთხისაგან, რომელიც რეალურ საშიშროებას უქმნის მათ სიცოცხლეს ან ჯანმრთელობას; ბ) ცეცხლსასროლი იარაღის წართმევის აღსაკვეთად; გ) ცეცხლსასროლი იარაღის ან ასაფეთქებელი ნივთიერების გამოყენებით სისხლის სამართლის დანაშაულის ჩადენის რეალური საფრთხისას; დ) დაკავების ან პატიმრობის ადგილიდან გაქცევის აღსაკვეთად; ე) დაცულ ობიექტებზე თავდასხმის მოგერიებისას; ვ) განგაშის სიგნალის მიცემისას ან დამხმარე ძალის გამოძახებისას; ზ) სატრანსპორტო საშუალების დაზიანების, თუ მძღოლის მოქმედება რეალურ საფრთხეს უქმნის ადამიანის სიცოცხლეს ან/და ჯანმრთელობას, ხოლო მძღოლი არ ემორჩილება სასაზღვრო პოლიციის არაერთგზის მოთხოვნას სატრანსპორტო საშუალების გაჩერების შესახებ. 2. ცეცხლსასროლი იარაღი გამოიყენება სიტყვიერი გაფრთხილებისა და ჰაერში გამაფრთხილებელი გასროლის შემდეგ, გარდა შემდეგი შემთხვევებისა: ა) როდესაც ადამიანის სიცოცხლესა და ჯანმრთელობას საფრთხე ემუქრება; ბ) შეიარაღებული, საბრძოლო ტექნიკის, ნებისმიერი სახის სატრანსპორტო ან მექანიკური საშუალებით მოულოდნელი თავდასხმისას; გ) დამნაშავის დაკავების დროს შეიარაღებული წინააღმდეგობის გაწევისას; დ) დაკავებულის სატრანსპორტო საშუალებიდან ან შეზღუდული ხილვადობისა და ტყიან ადგილებში გაქცევისას. 3. პირთა წინააღმდეგ, რომელთა გარეგნული ნიშნები ადასტურებს მათ მცირეწლოვნობას ან ორსულობას, ცეცხლსასროლი იარაღის გამოყენება დასაშვებია მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ადამიანის სიცოცხლისა და ჯანმრთელობისათვის შექმნილი რეალური საფრთხის თავიდან აცილება სხვა საშუალებით შეუძლებელია. 4. სასაზღვრო პოლიციის მიერ იარაღის გამოყენება, რასაც შეიძლება მოჰყვეს ადამიანის სიკვდილი, დასაშვებია მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ეს ერთადერთი საშუალებაა, თავიდან იქნეს აცილებული საფრთხე, რომელიც ემუქრება ადამიანის სიცოცხლეს ან გამოიწვევს ჯანმრთელობის განსაკუთრებით მძიმე დაზიანებას. 5. დაუშვებელია ცეცხლსასროლი იარაღის გამოყენება ადამიანთა ჯგუფში, თუ ამან შეიძლება ზიანი მიაყენოს უდანაშაულო პირებს. ცეცხლსასროლი იარაღი გამოიყენება, თუ ეს ერთადერთი საშუალებაა ადამიანთა სიცოცხლისათვის შექმნილი საფრთხის თავიდან ასაცილებლად. 6. სასაზღვრო პოლიციის თანამშრომელი ვალდებულია, იარაღის გამოყენების ყველა შემთხვევის შესახებ აცნობოს თავის უშუალო უფროსს. იარაღის გამოყენების ყველა შემთხვევის თაობაზე ეცნობება პროკურორს სასაზღვრო პოლიციის უფროსის მიერ დადგენილი წესის შესაბამისად. 7. სასაზღვრო პოლიციის სანაპირო დაცვის ხომალდი (კატარღა) იარაღს იყენებს სამართალდამრღვევი მცურავი საშუალების წინააღმდეგ მის მიერ ძალის გამოყენების საპასუხოდ, აგრეთვე საერთაშორისო სამართლის შესაბამისად სამართალდამრღვევი მცურავი საშუალების დევნისას, როდესაც სამართალდარღვევის აღკვეთისა და სამართალდამრღვევი მცურავი საშუალების დაკავების ყველა სხვა ზომა ამოწურულია. 8. გადაწყვეტილებას გამაფრთხილებელი გასროლების შესახებ იღებს სასაზღვრო პოლიციის სანაპირო დაცვის ხომალდის (კატარღის) მეთაური. 9. სამართალდამრღვევი მცურავი საშუალების დაზიანების მიზნით იარაღის გამოყენების შესახებ გადაწყვეტილებას იღებს ოპერაციის უფროსი. 10. დაუშვებელია იარაღის გამოყენება იმ სამგზავრო მცურავი საშუალების მიმართ, რომელსაც მგზავრები გადაჰყავს. 11. სასაზღვრო პოლიციის სანაპირო დაცვის ხომალდის (კატარღის) მიერ შეიარაღების გამოყენების წესს ამტკიცებს საქართველოს მთავრობა. საქართველოს 2013 წლის 20 სექტემბრის კანონი №1155  – ვებგვერდი, 08.10.2013წ. მუხლი 36🔗. ფიზიკური იძულების დროს დაზარალებული პირისათვის დახმარების აღმოჩენა სასაზღვრო პოლიციის თანამშრომელი ვალდებულია, პირველადი დახმარება აღმოუჩინოს ფიზიკური იძულების დროს დაზარალებულ პირს. მუხლი 37🔗. ზიანის ანაზღაურება 1. პირს, რომელსაც ზიანი მიადგა სასაზღვრო პოლიციის მიერ მისთვის დაკისრებული ამოცანების შესრულების შედეგად, უფლება აქვს, მოითხოვოს მისი ანაზღაურება. 2. საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად, ზიანი ანაზღაურდება იმ შემთხვევაში, თუ იგი გამოწვეულია სასაზღვრო პოლიციის არამართლზომიერი ქმედებით. 3. მესამე პირს, რომლის ქონებაც დაზიანდა სასაზღვრო-პოლიციური ღონისძიების განხორციელების შედეგად, უნაზღაურდება მიყენებული ზიანი. მუხლი 38🔗. ზიანის ანაზღაურების სახეები 1. ეს კანონი ითვალისწინებს ძირითადად მატერიალური ქონების დაზიანებით გამოწვეული ზიანის ანაზღაურებას. 2. შესაძლო მოგების შემცირებით ან რეგულარული შემოსავლის დაკარგვით მიყენებული ზიანი საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად ანაზღაურდება მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ იგი გამოწვეულია სასაზღვრო პოლიციის არამართლზომიერი ქმედებით. 3. პირს, რომელსაც სასაზღვრო-პოლიციური ღონისძიების განხორციელების შედეგად ჯანმრთელობა დაუზიანდა, უფლება აქვს, მოითხოვოს ზიანის ანაზღაურება. 4. პირს, რომელსაც სასაზღვრო-პოლიციური ღონისძიების განხორციელების შედეგად შრომის უნარი დაუქვეითდა და ამის საფუძველზე დაკარგა შემოსავალი, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით უნაზღაურდება ზიანი. თავი VI. (ამოღებულია) საქართველოს 200 8 წლის 5 დეკემბრ ის კანონი № 617 - სსმ I,  № 35 , 05 . 12 .200 8 წ., მუხ. 223   მუხლი 39🔗. (ამოღებულია) საქართველოს 200 8 წლის 5 დეკემბრ ის კანონი № 617 - სსმ I,  № 35 , 05 . 12 .200 8 წ., მუხ. 223    მუხლი 40🔗. (ამოღებულია) საქართველოს 200 8 წლის 5 დეკემბრ ის კანონი № 617 - სსმ I,  № 35 , 05 . 12 .200 8 წ., მუხ. 223     მუხლი 41🔗. (ამოღებულია) საქართველოს 200 8 წლის 5 დეკემბრ ის კანონი № 617 - სსმ I,  № 35 , 05 . 12 .200 8 წ., მუხ. 223      მუხლი 42🔗. (ამოღებულია) საქართველოს 200 8 წლის 5 დეკემბრ ის კანონი № 617 - სსმ I,  № 35 , 05 . 12 .200 8 წ., მუხ. 223      მუხლი 43🔗. (ამოღებულია) საქართველოს 2008 წლის 1 ნოემბრის კანონი №473 - სსმ I,  №30, 07.11.2008 წ., მუხ.191 საქართველოს 200 8 წლის 5 დეკემბრ ის კანონი № 617 - სსმ I,  № 35 , 05 . 12 .200 8 წ., მუხ. 223 თავი VII. სამსახურის ორგანიზება მუხლი 44🔗. ბრძანების შესრულება 1. სასაზღვრო პოლიციის თანამშრომელი ვალდებულია, შეასრულოს პირდაპირი ან უშუალო უფროსის ბრძანება, გარდა იმ შემთხვევებისა, როდესაც ბრძანება არღვევს ადამიანის საყოველთაოდ აღიარებულ უფლებებსა და თავისუფლებებს, საქართველოს კანონმდებლობას ან გაცემულია არასამსახურებრივი მიზნით. 2. სასაზღვრო პოლიციის თანამშრომლის პასუხისმგებლობის საკითხი დგება იმ შემთხვევაში, თუ მისთვის ცნობილი უნდა ყოფილიყო, რომ პირდაპირი ან უშუალო უფროსის ბრძანების შესრულება გამოიწვევდა სისხლის სამართლის დანაშაულს. 3. თუ სასაზღვრო პოლიციის თანამშრომელს ეჭვი აქვს, რომ პირდაპირი ან უშუალო უფროსის ბრძანება უსაფუძვლო ან/და უკანონოა, იგი ვალდებულია, ამის შესახებ აცნობოს უშუალოდ ბრძანების გამცემ პირს. 4. პირდაპირი ან უშუალო უფროსის მიერ უსაფუძვლო ან/და უკანონო ბრძანების განმეორებით გაცემის შემთხვევაში სასაზღვრო პოლიციის თანამშრომელი უფლებამოსილია, მიმართოს ზემდგომ თანამდებობის პირს. მუხლი 45🔗. სასაზღვრო პოლიციაში სამსახურის გავლის წესი და სასაზღვრო პოლიციის თანამშრომელთა სოციალური დაცვის გარანტიები 1. სასაზღვრო პოლიციის მოსამსახურეთა და სამოქალაქო პირთა სოციალური დაცვა და მატერიალური უზრუნველყოფა განსაზღვრულია საქართველოს მთავრობის დადგენილებით „საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების – საქართველოს სასაზღვრო პოლიციის მოსამსახურეთა და სამოქალაქო პირთა სოციალური დაცვისა და მატერიალური უზრუნველყოფის შესახებ“ და საქართველოს სხვა შესაბამისი სამართლებრივი აქტებით. 2. სასაზღვრო პოლიციის მოსამსახურეთა მიერ სამსახურის გავლის წესი განსაზღვრულია საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის ბრძანებით „საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულებაში – საქართველოს სასაზღვრო პოლიციაში სამსახურის გავლის წესის დამტკიცების შესახებ“ და საქართველოს სხვა შესაბამისი სამართლებრივი აქტებით. საქართველოს 2013 წლის 20 სექტემბრის კანონი №1155  – ვებგვერდი, 08.10.2013წ. მუხლი 46🔗. სასაზღვრო პოლიციის საქმიანობის დაფინანსება სასაზღვრო პოლიციის საქმიანობა ფინანსდება საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტიდან. თავი VIII. გარდამავალი და დასკვნითი დებულებანი მუხლი 47🔗. გარდამავალი დებულებანი 1. 2014 წლის 1 იანვრამდე:  ა) საქართველოს მთავრობამ მიიღოს შემდეგი დადგენილებები:  ა.ა) „საქართველოს სასაზღვრო პოლიციის სანაპირო დაცვის ხომალდის (კატარღის) მიერ შეიარაღების გამოყენების წესის დამტკიცების შესახებ“;  ა.ბ) „საქართველოს საზღვაო სივრცის სამართლებრივი რეჟიმის კონტროლის უზრუნველყოფის მიზნით სახელმწიფო საზღვრის დაცვის სუბიექტების ერთობლივი ოპერაციების მართვის ცენტრის ჩამოყალიბების შესახებ“;  ა.გ) „საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების – საქართველოს სასაზღვრო პოლიციის მოსამსახურეთა და სამოქალაქო პირთა სოციალური დაცვისა და მატერიალური უზრუნველყოფის შესახებ“;  ბ) საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრმა უზრუნველყოს შემდეგი ნორმატიული აქტების გამოცემა:  ბ.ა) „საქართველოს სასაზღვრო პოლიციის შეიარაღებაში არსებული ცეცხლსასროლი იარაღის, საბრძოლო მასალებისა და ტექნიკის ნუსხის დამტკიცების შესახებ“;  ბ.ბ) „საქართველოს სასაზღვრო პოლიციის გერბისა და დროშის დამტკიცების შესახებ“;  ბ.გ) „საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულებაში – საქართველოს სასაზღვრო პოლიციაში სამსახურის გავლის წესის დამტკიცების შესახებ“.  2. 2013 წლის ოქტომბრის მორიგი საპრეზიდენტო არჩევნების შედეგად არჩეული საქართველოს პრეზიდენტის მიერ ფიცის დადების მომენტამდე ამ კანონის საფუძველზე მიღებული კანონქვემდებარე ნორმატიული აქტები ან/და მათი ნაწილები, რომლებიც ეწინააღმდეგება ამ კანონს, იურიდიულ ძალას კარგავს ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული შესაბამისი ნორმატიული აქტის ამოქმედებისთანავე. საქართველოს 2013 წლის 20 სექტემბრის კანონი №1155  – ვებგვერდი, 08.10.2013წ. მუხლი 48🔗. კანონის ამოქმედება ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე. საქართველოს პრეზიდენტი      მ. სააკაშვილი თბილისი, 2006 წლის 27 დეკემბერი. №4138–რს