📋 ეს დოკუმენტი აუქმებს 1 აქტს

გარდაბნის მუნიციპალიტეტის საკრებულოს საკონკურსო-საატესტაციო კომისიის დებულების დამტკიცების შესახებ

მიღების თარიღი 25.11.2014
გამომცემი ორგანო გარდაბნის მუნიციპალიტეტი
ნომერი №42
სარეგისტრაციო კოდი 010250020.35.161.016196
გამოქვეყნების წყარო ვებგვერდი, 27/11/2014
კონსოლიდირებული ვერსიები
matsne.gov.ge 2,381 სიტყვა · ~12 წთ
დამატებითი მეტამონაცემები (1)
გარდაბნის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე ვაჟა გენგაშვილი გარდაბნის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
📋 აუქმებს — 1 აქტი

🧠 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები

ახალციხის მუნიციპალიტეტის ადგილობრივი თვითმმართველობის მოხელეთა საკონკურსო-საატესტაციო კომისიის დებულების დამტკიცების შესახებ მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება 98% 29.01.2015 ქალაქ ოზურგეთის მუნიციპალიტეტის ადგილობრივი თვითმმართველობის მოხელეთა საკონკურსო -საატესტაციო კომისიის დებულების დამტკიცების შესახებ მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება 98% 06.10.2014 კასპის მუნიციპალიტეტის ადგილობრივი თვითმმართველობის საჯარო მოხელეთა კონკურსის/ატესტაციის ჩატარებისა და საკონკურსო-საატესტაციო კომისიის დებულების დამტკიცების შესახებ მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება 98% 07.11.2014 დმანისის მუნიციპალიტეტის ადგილობრივი თვითმმართველობის მოხელეთა საკონკურსო-საატესტაციო კომისიის დებულების დამტკიცების შესახებ მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება 98% 26.09.2014 ახალქალაქის მუნიციპალიტეტის ადგილობრივი თვითმმართველობის მოხელეთა საკონკურსო-საატესტაციო კომისიის დებულების დამტკიცების შესახებ მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება 97% 10.10.2014

დოკუმენტის ტექსტი

გარდაბნის მუნიციპალიტეტის საკრებულოს საკონკურსო-საატესტაციო კომისიის დებულების დამტკიცების შესახებ გარდაბნის მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება №42 2014 წლის 25 ნოემბერი ქ.გარდაბანი გარდაბნის მუნიციპალიტეტის საკრებულოს საკონკურსო-საატესტაციო კომისიის დებულების დამტკიცების შესახებ „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ საქართველოს ორგანული კანონის, „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის, „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული კონკურსის ჩატარების წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2014 წლის 18 ივნისის №412 დადგენილებისა და „საჯარო მოხელეთა ატესტაციის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2014 წლის 18 ივნისის №411 დადგენილების შესაბამისად,  გარდაბნის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს: მუხლი 1🔗 დამტკიცდეს გარდაბნის მუნიციპალიტეტის საკონკურსო-საატესტაციო კომისიის დებულება, დანართი №1-ის შესაბამისად. მუხლი 2🔗 დამტკიცდეს კონკურსანტის ფურცლის ფორმა, დანართი №2-ის შესაბამისად. მუხლი 3🔗 დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე. მუხლი 4🔗 დადგენილება შეიძლება გასაჩივრდეს რუსთავის საქალაქო სასამართლოში (ქ. რუსთავი, ბოსტანქალაქის ქ. №6) საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 22-ე მუხლის მე-3 ნაწილით დადგენილი წესით. მუხლი 5🔗 ძალადაკარგულად გამოცხადდეს გარდაბნის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2013 წლის 22 თებერვლის N5 დადგენილება „გარდაბნის მუნიციპალიტეტის ადგილობრივი თვითმმართველობის მოხელეთა საკონკურსო–საატესტაციო კომისიის დებულების დამტკიცების შესახებ“გარდაბნის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარევაჟა გენგაშვილი დანართი №1 გარდაბნის მუნიციპალიტეტის საკრებულოს საკონკურსო-საატესტაციო კომისიის დებულება 1. თავი I ზოგადი დებულებანი მუხლი 1🔗. გამოყენების სფერო ეს დებულება ვრცელდება გარდაბნის მუნიციპალიტეტის საკრებულოს აპარატის ვაკანტური თანამდებობის კონკურსის წესით დაკავების მსურველ კანდიდატებზე და მოხელეებზე – ატესტაციისას. განსაზღვრავს კონკურსის/ატესტაციის ჩატარების პრინციპებს, პროცედურებს, ფორმებს, პირობებსა და საკონკურსო–საატესტაციო კომისიის (შემდგომში – კომისია) საქმიანობის წესს. მუხლი 2🔗. კონკურსისა და ატესტაციის პრინციპები გარდაბნის მუნიციპალიტეტის საკრებულოში კონკურსის და ატესტაციის პრინციპებია: ა) ობიექტურობა - კონკურსის პროცედურები უნდა იყოს არადისკრიმინაციული და მაქსიმალურად გამოირიცხოს სუბიექტური გადაწყვეტილების მიღების შესაძლებლობა; ბ) გამჭვირვალობა - გამოყენებული პროცედურები, მეთოდები და შეფასების კრიტერიუმები უნდა იყოს ნათლად ფორმულირებული, გასაგები და აღქმადი ყველა პრეტენდენტისათვის; გ) არადისკრიმინაციულობა - კონკურსის პროცედურები უნდა უზრუნველყოფდეს მოქალაქეთა თანასწორობას განურჩევლად რასის, სქესის, რელიგიის, პოლიტიკური და სხვა შეხედულებებისა, საზოგადოებაში მათი მდგომარეობის, ეროვნული, ეთნიკური და სოციალური კუთვნილებისა; დ) საჯაროობა - კონკურსის პროცედურასთან დაკავშირებული სამართლებრივი აქტები, საკონკურსო - საატესტაციო კომისიის სხდომის ოქმები და კონკურსის შედეგები ხელმისაწვდომი უნდა იყოს ყველა დაინტერესებული პირისათვის; ე) კოლეგიურობა - კონკურსის ეტაპები უნდა ჩატარდეს და შედეგები უნდა დამტკიცდეს საკონკურსო-საატესტაციო კომისიის მიერ; ვ) კორექტულობა - კონკურსის ჩატარების ფორმები და მეთოდები, დასმული შეკითხვები უნდა იყოს კორექტული, საკონკურსო-საატესტაციო კომისია უნდა იყოს კეთილგანწყობილი და არ ახდენდეს კანდიდატზე ფსიქოლოგიურ ზეწოლას. თავი II საკონკურსო-საატესტაციო კომისია მუხლი 3🔗. საკონკურსო-საატესტატაციო კომისიის შემადგენლობა 1. გარდაბნის მუნიციპალიტეტში საჯარო თანამდებობის დასაკავებლად კონკურსსა და საჯარო მოხელეთათვის ატესტაციას ატარებს გარდაბნის მუნიციპალიტეტის საკრებულოს საკონკურსო-საატესტაციო კომისია (შემდგომში – კომისია). 2. კომისიის შემადგენლობაში შედიან კომისიის თავმჯდომარე, თავმჯდომარის მოადგილე და წევრები. 3. კომისიის თავმჯდომარეს ნიშნავს გარდაბნის მუნიციპალიტეტის საკრებულო (შემდგომში - საკრებულო). 4. კომისიის წევრთა რაოდენობას და შემადგენლობას განსაზღვრავს კომისიის თავმჯდომარე. კომისიის შემადგენლობაში მონაწილეობენ (შეიძლება შედიოდნენ): პროფესიული კავშირის წევრი(ები); მოწვეული დამოუკიდებელი სპეციალისტი(ები). კომისიის შემადგენლობაში ასევე შეიძლება შედიოდნენ: ადგილობრივი თვითმმართველობის მოხელეები (გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც კონკურსი გამოცხადებულია ამ თანამდებობაზე და/ან კომისიამ უნდა მოახდინოს მისი ატესტაცია), საკრებულოს წევრები, არასამთავრობო ორგანიზაციებისა და სხვა საზოგადოებრივი ორგანიზაციების წარმომადგენლები. 5. კომისიის თავმჯდომარის მოადგილეს ნიშნავს კომისიის თავმჯდომარე. 6. კომისიის თავმჯდომარის არყოფნის შემთხვევაში მის უფლებამოსილებებს ახორციელებს კომისიის თავმჯდომარის მოადგილე. მუხლი 4🔗. კომისიის წევრთა დანიშვნის წესი კომისიის წევრებს კომისიის თავმჯდომარე ნიშნავს შემდეგი წესით: ა) დაქვემდებარებაში მყოფი მოხელეები ინიშნებიან პროფესიული დონის გათვალისწინებით და საკუთარი თანხმობით; ბ) მოხელეთა პროფესიული გაერთიანების წარმომადგენლები ინიშნებიან შესაბამისი გაერთიანების წინადადებით; გ) კომისიის შემადგენლობაში შეიძლება მოწვეულ იქნენ მეცნიერები და დამოუკიდებელი სპეციალისტები, რომლებიც ინიშნებიან მათი თანხმობით. დ) მოხელე, რომლის ატესტირებაც უნდა მოახდინოს კომისიამ, არ შეიძლება შედიოდეს კომისიის შემადგენლობაში. მუხლი 5🔗. კომისიის სპეციალიზებული შემადგენლობა საჭიროების შემთხვევაში კომისია შეიძლება დაკომპლექტდეს სპეციალიზებული შემადგენლობით. მუხლი 6🔗. კომისიის სამდივნო 1. კომისიის საქმიანობის ორგანიზებისა და მუშაობის ეფექტურად წარმართვის მიზნით, კომისიის წევრთაგან, კომისიის თავმჯდომარე ქმნის კომისიის სამდივნოს (შემდგომში – სამდივნო). 2. სამდივნო კომისიის საქმიანობის ორგანიზების მიზნით: ა) უზრუნველყოფს კონკურსის გამართვისათვის საჭირო ყველა ორგანიზაციული საკითხის გადაწყვეტას; ბ) უზრუნველყოფს კონკურსსა და ატესტაციასთან დაკავშირებით გამოცემული სამართლებრივი აქტების საჯაროობასა და ხელმისაწვდომობას; გ) უზრუნველყოფს კონკურსანტების განცხადებების მიღებას; დ) ამოწმებს კონკურსში მონაწილეობის მისაღებად კანდიდატების მიერ წარმოდგენილი დოკუმენტების კანონით დადგენილ მოთხოვნებთან შესაბამისობას. 3. სამდივნო კომისიის საქმიანობის ეფექტურად წარმართვის მიზნით: ა) ტექნიკურად უზრუნველყოფს კომისიის სხდომების მომზადებას; ბ) თავისი კომპეტენციის ფარგლებში ასრულებს კომისიის თავმჯდომარის, თავმჯდომარის მოადგილისა და წევრების ცალკეულ დავალებებს; გ) უზრუნველყოფს საკონკურსო-საატესტაციო კომისიაში შემოსული კორესპონდენციის აღრიცხვას და სათანადო კომპიუტერული მონაცემთა ბაზის შექმნას. 4. სამდივნოს შემადგენლობას განსაზღვრავს კომისიის თავმჯდომარე. სამდივნოს საქმიანობას ხელმძღვანელობს მდივანი, რომელსაც თანამდებობაზე ნიშნავს კომისიის თავმჯდომარე. 5. მდივანი პასუხისმგებელია სამდივნოს საქმიანობისთვის კომისიის თავმჯდომარის წინაშე. 6. კონკურსის ან ატესტაციის შედეგების გამოქვეყნების შემდეგ სამდივნო წყვეტს საქმიანობას კომისიის თავმჯდომარის გადაწყვეტილებით. მუხლი 7🔗. კომისიის მუშაობის წესი 1. კომისიის წევრებს შორის უფლება-მოვალეობებს ანაწილებს და კომისიის მუშაობის რეჟიმს განსაზღვრავს კომისიის თავმჯდომარე. 2. კომისიის სხდომა უფლებამოსილია, თუ მას ესწრება წევრთა ნახევარზე მეტი, არანაკლებ 3 წევრისა. კომისიის თითოეულ წევრს აქვს ერთი ხმის უფლება. 3. კომისიის გადაწყვეტილება მიიღება ღია კენჭისყრით, კომისიის დამსწრე წევრთა ნახევარზე მეტი. ხმების თანაბრად გაყოფის შემთხვევაში გადამწყვეტია თავმჯდომარის ხმა. 4. კომისიის სხდომა ფორმდება ოქმით, რომელსაც ხელს აწერენ სხდომის თავმჯდომარე და დამსწრე კომისიის წევრები. კომისიის წევრს უფლება აქვს თავისი განსხვავებული აზრი დაურთოს ოქმს, რის შესახებაც ოქმში კეთდება შესაბამისი ჩანაწერი. 5. კომისიას შეიძლება ჰქონდეს საკუთარი ბეჭედი და ბლანკი. თავი III კონკურსი მუხლი 8🔗. კონკურსის მიზნები და ამოცანები 1. კონკურსის მიზანია ვაკანტური თანამდებობის მოთხოვნათა გათვალისწინებით შესაბამისი კანდიდატის შერჩევა. 2. კონკურსის ამოცანაა კანდიდატის კვალიფიკაციის, პროფესიული დონის, შესაძლებლობებისა და პიროვნული თვისებების შეფასება და დასაკავებელი თანამდებობის მოთხოვნებთან მისი შესაბამისობის განსაზღვრა. მუხლი 9🔗. კონკურსის გამოცხადება 1. გარდაბნის მუნიციპალიტეტის საკრებულოს აპარატში ვაკანსიის არსებობის ან/და საშტატო ერთეულის  დამატების  საჭიროების  შემთხვევაში, კონკურსის გამოცხადების შესახებ შეტყობინების მომზადებას და გამოქვეყნებას უზრუნველყოფს კომისია. 2. კონკურსი ცხადდება საჯარო სამსახურის ბიუროს მიერ ადმინისტრირებული ვებ-გვერდის (hr.gov.ge) საშუალებით. კონკურსის ჩატარების დღე მიეთითება გამოქვეყნებულ საკონკურსო განცხადებაში. 3. შეტყობინება კონკურსის შესახებ უნდა შეიცავდეს შემდეგ მონაცემებს: ა) შესაბამისი დაწესებულების და კონკურსის წესით შესავსები ვაკანტური თანამდებობის დასახელებას; ბ) კანდიდატის მიმართ წაყენებულ მოთხოვნებს; გ) შესასრულებელ სამუშაოს; დ) თანამდებობრივი სარგოს ოდენობას; ე) განცხადებისა და სხვა აუცილებელი დოკუმენტების წარდგენის ვადას; ვ) შესაბამისი კომისიის მისამართს; ზ) კონკურსის ეტაპებს; თ) კომისიის მიერ საბოლოო გადაწყვეტილების მიღების ვადას; ი) კომისიის მიერ გადაწყვეტილების მიღების ფორმას. 4. კომისიის სხდომის ჩატარების დღე განისაზღვრება კომისიის თავმჯდომარის მიერ. მუხლი 10🔗. მოთხოვნები, რომლებიც წაეყენება კანდიდატს 1. თუ სამართლებრივი აქტით სხვა რამ არ არის დადგენილი, კონკურსში მონაწილეობის უფლება აქვს საქართველოს ქმედუნარიან მოქალაქეს 18 წლის ასაკიდან, რომელიც ფლობს სახელმწიფო ენას და აკმაყოფილებს ვაკანტური თანამდებობის მიმართ წაყენებულ მოთხოვნებს. 2. დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნები დგინდება საკრებულოს დადგენილებით. 3. მოხელეს უფლება აქვს მიიღოს კონკურსში მონაწილეობა საერთო წესის საფუძველზე, მის მიერ დაკავებული თანამდებობის მიუხედავად. მუხლი 11🔗. კონკურსისათვის წარსადგენი საბუთები კონკურსში მონაწილეობისათვის განცხადებისა და საბუთების წარდგენა ხდება ელექტრონული ფორმით, საჯარო სამსახურის ბიუროს მიერ ადმინისტრირებული ვებ–გვერდის მეშვეობით. მუხლი 12🔗. კონკურსის ჩატარების პროცედურა 1. კონკურსი შესაძლებელია მოიცავდეს შემდეგ ეტაპებს: ა) დოკუმენტაციის შერჩევა; ბ) წერითი დავალება; გ) ტესტირება; დ) გასაუბრება; 2. კონკურსის ფორმას (დოკუმენტაციის შერჩევა, ტესტირება, გასაუბრება), თემატიკას, პირობებს და ჩატარების გრაფიკს, მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად განსაზღვრავს კომისია. 3. ამ მუხლის მე-2 პუნქტში აღნიშნული ინფორმაციის საჯაროობას უზრუნველყოფს კომისიის თავმჯდომარე კონკურსის ჩატარებამდე. 4. პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის არქონის, აგრეთვე არასაპატიო მიზეზით დაგვიანების შემთხვევაში კანდიდატი კონკურსის პროცედურაზე არ დაიშვება. მუხლი 13🔗. კონკურსის ეტაპი – დოკუმენტაციის შერჩევა 1. განცხადებათა მიღება იწყება კონკურსის გამოცხადების შესახებ განცხადების გამოქვეყნებისთანავე და მთავრდება იმავე განცხადებაში მითითებული საბოლოო დღის 18:00 საათზე. 2. განცხადებების მიღების შემდეგ კომისია ახდენს განცხადებებისა და წარმოდგენილი დოკუმენტაციის (საბუთების) გადამოწმებას. 3. კონკურსანტის მიერ საბუთების არასრულად წარმოდგენის შემთხვევაში, ან თუ წარმოდგენილი საბუთები გადამოწმების შედეგად არ შეესაბამება დადგენილ მოთხოვნებს, კომისია იღებს გადაწყვეტილებას პირის კონკურსში მონაწილეობის დაშვებაზე უარის თქმის შესახებ. 4. დოკუმენტაციის გადამოწმების შემდეგ, კომისია განსაზღვრავს იმ პირთა სიას, რომლებიც დაიშვებიან კონკურსში მონაწილეობისათვის. 5. კონკურსში მონაწილეთა სიის განსაზღვრის შემდეგ, კონკურსანტებზე გაიცემა კონკურსანტის ფურცელი ფოტოსურათით, მისი სახელის, გვარისა და რეგისტრაციის ნომრის მითითებით. კონკურსანტის ფურცელს ხელს აწერს კომისიის თავმჯდომარე. 6. კონკურსანტი კონკურსანტის ფურცლის მიღებას ამოწმებს შესაბამის ჟურნალში ხელმოწერით. ამ წესით დადგენილი პროცედურით ფურცლის მიუღებლობის შემთხვევაში, კონკურსანტი არ დაიშვება კონკურსზე. მუხლი 14🔗. კონკურსის ეტაპი – წერილობითი დავალება  ან ტესტირება 1. წერილობით დავალებაზე ან ტესტირებაზე დაიშვებიან ის კანდიდატები, რომლებმაც წარმატებით გაიარეს პირველი ეტაპი (კანდიდატთა მიერ წარდგენილი დოკუმენტაციის შერჩევა). 2. წერილობითი დავალების შინაარსს, შეფასების კრიტერიუმებს და აუცილებელ ქულათა მინიმალურ ზღვრულ ოდენობას განსაზღვრავს საკონკურსო–საატესტაციო კომისია; 3. ტესტირების ჩატარების მეთოდიკა, თემატიკა და სხვა კრიტერიუმები განისაზღვრება „ადგილობრივი თვითმმართველობის მოხელის ვაკანტური თანამდებობის დასაკავებლად გამოცხადებული კონკურსისა და ადგილობრივი თვითმმართველობის მოხელის ატესტაციის ტესტირების ეტაპების ჩატარების მეთოდიკის, თემატიკისა და შეფასების კრიტერიუმების დამტკიცების შესახებ“ საჯარო სამსახურის ბიუროს უფროსის 2014 წლის 10 სექტემბრის №73/სა ბრძანებით. 4. ტესტირებაზე დადებითი შეფასების მისაღებად, კანდიდატმა უნდა გადალახოს დადგენილი მინიმალური ზღვარი. მუხლი 15🔗. კონკურსის ეტაპი – გასაუბრება 1. გასაუბრებაზე დაიშვებიან ის კანდიდატები, რომლებმაც წარმატებით გაიარეს მეორე ეტაპი (წერილობითი დავალება ან ტესტირება). 2. გასაუბრებაზე დაშვებულ კონკურსანტთა სიას, გასაუბრების ჩატარების დროს და ადგილს განსაზღვრავს კომისია. 3. კომისიამ კანდიდატთან გასაუბრებისას შეიძლება გამოიყენოს წინასწარ შემუშავებული კითხვარი, რომელიც საშუალებას მისცემს მიიღოს ინფორმაცია კანდიდატის უნარ-ჩვევების, პროფესიული კვალიფიკაციისა და გამოცდილების თაობაზე, რომელიც საჭიროა ვაკანტური თანამდებობის დასაკავებლად. 4. გასაუბრებაზე კონკურსანტები უნდა გამოცხადდნენ კომისიის მიერ განსაზღვრულ დროს და ადგილას. გასაუბრების დაწყებამდე ხდება კონკურსანტთა რეგისტრირება კონკურსანტთა მიერ სპეციალურ ჟურნალში ხელმოწერით. დაგვიანებული პირები გასაუბრებაზე არ დაიშვებიან. 5. გასაუბრებაზე გამოცხადებისას კონკურსანტმა თან უნდა იქონიოს პირადობის დამადასტურებელი მოწმობა და კონკურსანტის ფურცელი. წინააღმდეგ შემთხვევაში კონკურსანტი გასაუბრებაზე არ დაიშვება. 6. კონკურსანტებს გასაუბრების ოთახში იძახებს კომისიის მიერ უფლებამოსილი პირი კონკურსანტების სარეგისტრაციო ნომრის მიხედვით. გასაუბრების ოთახში კონკურსანტები შედიან სათითაოდ. 7. გასაუბრებაზე გამოუცხადებლობის ან დაგვიანების შემთხვევაში, მიუხედავად გამოუცხადებლობის/დაგვიანების მიზეზისა (საპატიოა თუ არასაპატიო), კონკურსანტი იხსნება კონკურსიდან. 8. გასაუბრების დროს კონკურსანტს ეკრძალება ნორმატიული აქტების, კანონთა კომენტარების, სახელმძღვანელოების ან სხვა ანალოგიური მასალის, მობილური ტელეფონის, აუდიო ან სხვა ტექნიკური საშუალებების გამოყენება. 9. კონკურსანტის მიერ გასაუბრების გავლას თითოეული წევრი აფასებს ინდივიდუალურად. გასაუბრების შედეგები ცალკე არ ჯამდება და კონკურსანტებს არ ეცნობება. მუხლი 16🔗. კონკურსის შედეგები 1. კომისია კონკურსის შედეგებს განიხილავს სხდომაზე კანდიდატების დაუსწრებლად. 2. კონკრეტულ ვაკანტურ ადგილზე კონკურსში მონაწილე ყველა კანდიდატი ფასდება ინდივიდუალურად. 3. კონკურსის შედეგების მიხედვით, კომისია თითოეულ ვაკანტურ თანამდებობაზე დასანიშნად წარადგენს ერთ კანდიდატს ან უარს აცხადებს მის წარდგენაზე. 4. კომისია გადაწყვეტილების მიღებიდან არაუგვიანეს 5 დღისა, აცნობებს ყოველ კანდიდატს მის მიმართ გამოტანილ გადაწყვეტილებას. 5. კონკურსის შედეგების მიხედვით პირის დასანიშნად წარდგენის შემთხვევაში, დანიშვნა ფორმდება საკრებულოს თავმჯდომარის შესაბამისი ბრძანებით. 6. თუ კომისიამ უარი განაცხადა კონკრეტულ ვაკანტურ თანამდებობაზე დასანიშნად კანდიდატის წამოყენებაზე, ან ამ ვაკანსიაზე არ იქნა მიღებული არც ერთი განცხადება, ამ თანამდებობაზე გამოცხადებული კონკურსი ითვლება ჩაშლილად. 2. თავი IV ატესტაცია მუხლი 17🔗. ატესტაციის მიზნები და ამოცანები 1. ატესტაციის მიზანია: ა) მოხელის სამსახურებრივი საქმიანობის, პროფესიული ჩვევების, კვალიფიკაციის, შესაძლებლობებისა და პირადული თვისებების შესაბამისობის შეფასება დაკავებული ან დასაკავებელი თანამდებობის მოთხოვნებთან; ბ) მოხელის მიერ საატესტაციო პერიოდში შესრულებული პროფესიული სამსახურებრივი საქმიანობის შეფასება; გ) საწყისი საკლასო ჩინის მინიჭებასა ან ჩამორთმევასთან დაკავშირებით გადაწყვეტილების მიღება; დ) მოხელის პროფესიული დონის გამოყენების პერსპექტივების განსაზღვრა; ე) მოხელის კვალიფიკაციის ამაღლების, პროფესიული მომზადების ან გადამზადების საჭიროების დადგენა; ვ) მოხელის პროფესიული ზრდის სტიმულირება; ზ) მოხელის კარიერის დაგეგმვა და მართვა. 2. ატესტაციის ამოცანაა მოხელის კვალიფიკაციის, პროფესიული დონის, შესაძლებლობებისა და პიროვნული თვისებების შეფასება და დაკავებული თანამდებობის მოთხოვნებთან მისი შესაბამისობის განსაზღვრა. მუხლი 18🔗. ატესტაციას დაქვემდებარებული პირი 1. ატესტაციას ექვემდებარება: ა) მოხელე 3 წელიწადში ერთხელ (საატესტაციო პერიოდი); 2. ატესტაციას არ ექვემდებარება: ა) მოხელე, რომელიც სამსახურში მიღებულია განსაზღვრული ვადით; ბ) მოხელე, რომელსაც თანამდებობაზე ნიშნავს ან ირჩევს საკრებულო. 3. მოხელე, რომელიც საატესტაციო პერიოდის ბოლო წლის განმავლობაში სამსახურებრივ მოვალეობას ასრულებდა 6 თვეზე ნაკლები ვადით, ატესტაციას ექვემდებარება მომავალ წელს. 4. მოხელე, რომელსაც საატესტაციო პერიოდში, „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული საფუძვლებით, შეჩერებული აქვს სამსახურებრივი ურთიერთობა, ატესტაციას ექვემდებარება მომავალ წელს. 5. საკლასო ჩინის მინიჭების მიზნით, ატესტაციას არ ექვემდებარება ის მოხელე, რომელსაც უკვე აქვს მინიჭებული საკლასო ჩინი. ასეთ შემთხვევაში, საკრებულოს თავმჯდომარის ბრძანებით ხდება საკლასო ჩინის გათანაბრება. მუხლი 19🔗. ატესტაციის ჩატარების წესი 1. გარდაბნის მუნიციპალიტეტის საკრებულოს აპარატში ატესტაციის პროცესის დაწყებამდე ერთი კვირით ადრე, ატესტაციას დაქვემდებარებული მოხელის უშუალო ხელმძღვანელი, გარდაბნის მუნიციპალიტეტის საკრებულოს აპარატში წარადგენს დახასიათებას. იმავე ფორმას ავსებს და წარადგენს ატესტაციას დაქვემდებარებული მოხელე. 2. მოხელეს უფლება აქვს ატესტაციის დაწყებამდე გაეცნოს ხელმძღვანელის მიერ მასზე შედგენილ დახასიათებას. 3. გარდაბნის მუნიციპალიტეტის საკრებულოს აპარატში ატესტაციის ჩატარებისათვის შესაბამისი დოკუმენტაციის მომზადებას უზრუნველყოფს საკრებულოს აპარატი. 4. ატესტაცია ტარდება ტესტირების და/ან გასაუბრების ფორმით. 5. ტესტირების ჩატარების მეთოდიკა, თემატიკა და სხვა კრიტერიუმები განისაზღვრება „ადგილობრივი თვითმმართველობის მოხელის ვაკანტური თანამდებობის დასაკავებლად გამოცხადებული კონკურსისა და ადგილობრივი თვითმმართველობის მოხელის ატესტაციის ტესტირების ეტაპების ჩატარების მეთოდიკის, თემატიკისა და შეფასების კრიტერიუმების დამტკიცების შესახებ“ საჯარო სამსახურის ბიუროს უფროსის 2014 წლის 10 სექტემბრის №73/სა ბრძანებით. 6. გასაუბრება იმართება იმ სტრუქტურული ქვედანაყოფის ხელმძღვანელის თანდასწრებით, სადაც პირი მუშაობს. 7. გასაუბრებისას, მოხელის დაკავებულ თანამდებობასთან შესაბამისობის დადგენის მიზნით, კომისია ისმენს მოხელის ანგარიშს საატესტაციო პერიოდში გაწეული საქმიანობის შესახებ, ამოწმებს მის ცოდნას საკვალიფიკაციო თემატიკის შესაბამისად და უსვამს მას კითხვებს მის სამსახურებრივ მოვალეობასთან დაკავშირებულ საკითხებზე. 8. ატესტაციაზე მოხელის საპატიო მიზეზით გამოუცხადებლობის შემთხვევაში საკითხის განხილვა გადაიდება შემდგომი სხდომისათვის. არასაპატიო მიზეზით გამოუცხადებლობის შემთხვევაში მოხელე კომისიის გადაწყვეტილებით იღებს ამ წესის მე-20 მუხლის მე-3 პუნქტის „დ“ ქვეპუნქტით განსაზღვრულ შეფასებას. მუხლი 20🔗. მოხელის შეფასება და გადაწყვეტილების მიღება 1. საჭიროების შემთხვევაში, კომისია ისმენს მოხელის და მისი უშუალო ხელმძღვანელის განმარტებებს; 2. ატესტაციის შედეგების მიხედვით კომისიას გამოაქვს ერთ-ერთი შემდეგი შინაარსის დასკვნა: ა) მოხელე შეესაბამება დაკავებულ თანამდებობას და ექვემდებარება დაწინაურებას; ბ) მოხელე შეესაბამება დაკავებულ თანამდებობას; გ) მოხელე ნაწილობრივ შეესაბამება დაკავებულ თანამდებობას (საჭიროებს კვალიფიკაციის ამაღლებას); დ) მოხელე არ შეესაბამება დაკავებულ თანამდებობას. 3. საჭიროების შემთხვევაში, კომისია იღებს გადაწყვეტილებას და საკრებულოს თავმჯდომარეს წარუდგენს წინადადებას მოხელისათვის საკლასო ჩინის მინიჭების ან ჩამორთმევის შესახებ. მუხლი 21🔗. ატესტაციის შედეგები 1. კომისია ვალდებულია თითოეული მოხელის ატესტაციის შედეგების შესახებ მოამზადოს დასკვნა, რომელიც ფორმდება სხდომის ოქმით და მას ხელს აწერენ კომისიის თავმჯდომარე და წევრები. 2. ატესტაციის შედეგები შეტანილი უნდა იქნეს საატესტაციო ფურცელში, რომელიც ივსება ერთ პირად და დახასიათებასთან ერთად დაერთვის მოხელის პირად საქმეს. საატესტაციო ფურცელს ხელს აწერენ კომისიის თავმჯდომარე და წევრები. 3. მოხელე საატესტაციო ფურცელს ეცნობა შევსებიდან ორ დღეში და ხელს აწერს მას. 4. საკრებულოს თავმჯდომარე კომისიის დასკვნისა და რეკომენდაციის საფუძველზე იღებს გადაწყვეტილებას, საკლასო ჩინის მინიჭების/ჩამორთმევის, კვალიფიკაციის ამაღლების, დაკავებული თანამდებობიდან გათავისუფლების ან მოხელის დაწინაურების შესახებ, ატესტაციის დასრულებიდან ერთი თვის განმავლობაში, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით. 5. თუ ატესტაციის საფუძველზე მიღებული გადაწყვეტილების თანახმად, მოხელე არ შეესაბამება ან ნაწილობრივ შეესაბამება დაკავებულ თანამდებობას და იგი სხვა თანამდებობის დაკავებაზე ან კვალიფიკაციის ამაღლებაზე უარს აცხადებს, საკრებულოს თავმჯდომარეს უფლება აქვს მოხელე გაათავისუფლოს თანამდებობიდან. თავი V დავის განხილვა და გადაწყვეტა მუხლი 22🔗. საპრეტენზიო კომისია და დავის გადაწყვეტა 1. კონკურსის/ატესტაციის პროცედურებსა და შედეგებთან დაკავშირებული პრეტენზიების განხილვის მიზნით, საკრებულოს თავმჯდომარის ბრძანებით, იქმნება საპრეტენზიო კომისია. 2. საპრეტენზიო კომისიის წევრთა რაოდენობას და შემადგენლობას განსაზღვრავს საკრებულოს თავმჯდომარე. 3. საპრეტენზიო კომისიის შემადგენლობაში შედიან კომისიის თავმჯდომარე, თავმჯდომარის მოადგილე და წევრები. კომისიის წევრი, რომელიც მონაწილეობდა კონკურსის/ატესტაციის რომელიმე ეტაპის ჩატარებაში, არ შეიძლება იყოს საპრეტენზიო კომისიის შემადგენლობაში. 5. საპრეტენზიო კომისიის თავმჯდომარის არყოფნის შემთხვევაში მის მოვალეობას ასრულებს თავმჯდომარის მოადგილე. 6. საპრეტენზიო კომისიის სხდომა უფლებამოსილია, თუ მას ესწრება წევრთა ნახევარზე მეტი. კომისიის თითოეულ წევრს აქვს ერთი ხმის უფლება. 7. საპრეტენზიო კომისიის გადაწყვეტილება მიიღება დამსწრე წევრთა ხმების უბრალო უმრავლესობით. ხმების თანაბრად განაწილების შემთხვევაში გადამწყვეტად ითვლება თავმჯდომარის ხმა. 8. საპრეტენზიო კომისიის გადაწყვეტილება ფორმდება სხდომის ოქმით, რომელსაც ხელს აწერენ საპრეტენზიო კომისიის სხდომის თავმჯდომარე და დამსწრე წევრები. საპრეტენზიო კომისიის წევრს უფლება აქვს გამოხატოს განსხვავებული აზრი და დაურთოს ოქმს, რის შესახებაც კეთდება შესაბამისი ჩანაწერი. 9. პირს საპრეტენზიო კომისიისადმი მიმართვის უფლება აქვს კონკურსის/ატესტაციის შედეგების გამოცხადებიდან/საატესტაციო ფურცლის გაცნობიდან არაუგვიანეს 2 დღისა. საპრეტენზიო კომისიის სახელზე შეტანილი განცხადება განიხილება 3 დღეში. გადაწყვეტილების მიღების შემდეგ შედგება ოქმი, რომელშიც საპრეტენზიო კომისიის გადაწყვეტილებასთან ერთად აისახება გამოვლენილი ხარვეზები და საბოლოო გადაწყვეტილების მისაღებად წარედგინება საკონკურსო-საატესტაციო კომისიას. 10. ოქმს ხელს აწერენ საპრეტენზიო კომისიის თავმჯდომარე და კომისიის დამსწრე წევრები. 11. კომისია საბოლოო გადაწყვეტილებას იღებს საპრეტენზიო კომისიის გადაწყვეტილების გათვალისწინებით. კომისიას უფლება აქვს საჭიროების შემთხვევაში მოიწვიოს  გაფართოებული სხდომა საპრეტენზიო კომისიის წევრების მონაწილეობით. 12. კონკურსის ან ატესტაციის პროცესთან ან შედეგებთან დაკავშირებული დავა წყდება მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად. დანართი №2 კონკურსანტის ფურცელი № ––––– მოქალაქე  –––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––– (სახელი, გვარი, პირადი №) დაშვებულია გარდაბნის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ––––––––––––––––––––––––––––––– –––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––– თანამდებობაზე გამოცხადებულ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად. საკონკურსო-საატესტაციო კომისიის თავმჯდომარე –––––––––––––––––––––––––––––––                               /                                                   /                      (ხელმოწერა)  კონკურსანტის  ფოტოსურატი,  ბეჭედი