ს.ს. "პირიმზე" აქციონერთა მორიგი საერთო კრების მოწვევის თაობაზე
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10
ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.
დოკუმენტის ტექსტი
განცხადება
სააქციო საზოგადოება ,,პირიმზის“აქციონერთა მორიგი საერთო კრების
მოწვევის შესახებ
2014 წლის 17 დეკემბერს, 16 საათზე, ქ. თბილისში, ვ. ვეკუას 3-ში მოწვეულია სააქციო საზოგადოება ,,პირიმზის“აქციონერთა მორიგი საერთო კრება.
სს ,,პირიმზის“ სამეთვალყურეო საბჭოს გადაწყვეტილებით კრების სააღრიცხვო თარიღად დადგენილია 2014 წლის 24 ნოემბერი.
დღის წესრიგი:
1. სამეთვალყურეო საბჭოს არჩევა.
2. სხვადასხვა.
სამეთვალყურეო საბჭო და დირექტორი რეკომენდაციას უწევენ, რომ აქციონერებმა მხარი დაუჭირონ დღის წესრიგში აღნიშნული საკითხის დადებითად გადაწყვეტას.
კრების მუშაობაში მონაწილეობის მისაღებად მოწვეულნი არიან სს,,პირიმზის“აქციონერები, რომლებიც რეგისტრირებულნი არიან საზოგადოების აქციათა რეესტრში 2014 წლის 24 ნოემბრის 18 საათის მდგომარეობით. მსურველებს ამ ფაქტის შემოწმება შეუძლიათ კრებამდე 10 დღის განმავლობაში სს,,პირიმზის“ რეგისტრატორთან, – შპს ,,საქართველოს ფასიანი ქაღალდების გაერთიანებულ რეგისტრატორი“, შემდეგ მისამართზე: ქ. თბილისი, ილია ჭავჭავაძის გამზირი 74ა, ტელ.: 2 225351.