საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საერთაშორისო ურთიერთობების დეპარტამენტის დებულების დამტკიცების თაობაზე
მიღების თარიღი 28.11.2014
ძალაში შესვლა 01.12.2014
გამომცემი ორგანო საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრი
ნომერი №936
სარეგისტრაციო კოდი 140130000.22.034.016384
გამოქვეყნების წყარო ვებგვერდი, 28/11/2014
კონსოლიდირებული ვერსიები
დამატებითი მეტამონაცემები (1)
| შინაგან საქმეთა მინისტრი ალექსანდრე ჭიკაიძე | შინაგან საქმეთა მინისტრი |
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
📋 აუქმებს — 1 აქტი
- საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საერთაშორისო ურთიერთობების დეპარტამენტის დებულების დამტკიცების თაობაზე საქართველოს მინისტრის ბრძანება 24.07.2012
🧠 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები
საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს საერთაშორისო სამართლებრივი დეპარტამენტის დებულების დამტკიცების თაობაზე საქართველოს თავდაცვის სამინისტროს საერთაშორისო ურთიერთობების დეპარტამენტის დებულების დამტკიცების შესახებ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის დებულების დამტკიცების შესახებ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის დებულების დამტკიცების შესახებ საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს საერთაშორისო ურთიერთობებისა და ევროინტეგრაციის დეპარტამენტის დებულების დამტკიცების შესახებ
დოკუმენტის ტექსტი
საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საერთაშორისო ურთიერთობების დეპარტამენტის დებულების დამტკიცების თაობაზე
საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის
ბრძანება
№936
2014 წლის 28 ნოემბერი
ქ. თბილისი
საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საერთაშორისო ურთიერთობების დეპარტამენტის დებულების დამტკიცების თაობაზე
„საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-18 მუხლის მე-2 პუნქტის, „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის 25-ე მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტისა და „საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2013 წლის 13 დეკემბრის №337 დადგენილებით დამტკიცებული დებულების მე-5 მუხლის მე-2 პუნქტის „ა“ და „ნ“ ქვეპუნქტების საფუძველზე, ვბრძანებ:
მუხლი 1🔗
დამტკიცდეს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საერთაშორისო ურთიერთობების დეპარტამენტის თანდართული დებულება.
მუხლი 2🔗
ძალადაკარგულად გამოცხადდეს „საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საერთაშორისო ურთიერთობების დეპარტამენტის დებულების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2012 წლის 24 ივლისის №567 ბრძანება.
მუხლი 3🔗
ბრძანება ამოქმედდეს 2014 წლის 1 დეკემბრიდან.შინაგან საქმეთა მინისტრიალექსანდრე ჭიკაიძე
დანართი
საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საერთაშორისო
ურთიერთობების დეპარტამენტის დებულება
თავი I
ზოგადი დებულებანი
მუხლი 1🔗.
საერთაშორისო ურთიერთობების დეპარტამენტის სტატუსი და ანგარიშვალდებულება
1. საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს (შემდგომში – სამინისტრო) საერთაშორისო ურთიერთობების დეპარტამენტი (შემდგომში – დეპარტამენტი) წარმოადგენს სამინისტროს სტრუქტურულ ქვედანაყოფს, რომელიც ასრულებს სამინისტროს დებულებით და ამ დებულებით მასზე დაკისრებულ ამოცანებს.
2. დეპარტამენტი ანგარიშვალდებულია საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის (შემდგომში – მინისტრი) ან კურატორი მინისტრის მოადგილის წინაშე.
მუხლი 2🔗.
დეპარტამენტის საქმიანობის სამართლებრივი და ორგანიზაციული საფუძვლები
თავისი საქმიანობის პროცესში დეპარტამენტი ხელმძღვანელობს საქართველოს კონსტიტუციით, საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებებითა და შეთანხმებებით, საქართველოს კანონებით, საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულებებითა და განკარგულებებით, საქართველოს მთავრობის დადგენილებებითა და განკარგულებებით, სამინისტროს დებულებით, წინამდებარე დებულებით, მინისტრის სხვა ბრძანებებით, აგრეთვე სხვა სამართლებრივი აქტებით.
თავი II
დეპარტამენტის ძირითადი ამოცანები
მუხლი 3🔗.
დეპარტამენტის ძირითადი ამოცანები
დეპარტამენტის ძირითადი ამოცანებია:
ა) სამინისტროს ქვედანაყოფების საქმიანობის ხელშეწყობა საერთაშორისო ურთიერთობების განვითარებისა და გაღრმავების კუთხით;
ბ) სამინისტროს კომპეტენციას მიკუთვნებულ საკითხებზე ორმხრივი და მრავალმხრივი თანამშრომლობის სამართლებრივი ბაზის მომზადება და სისტემატიზაცია;
გ) სამინისტროს კომპეტენციას მიკუთვნებულ საკითხებზე საერთაშორისო ხელშეკრულებებისა და შეთანხმებების დადების/გაფორმების, შეჩერების, მათი მოქმედების შეწყვეტის ან გაგრძელების, ან მათში ცვლილებების შეტანის მიზნით შესაბამისი მოქმედებების განხორციელება;
დ) სამინისტროს კომპეტენციის ფარგლებში შემავალი მრავალმხრივი საერთაშორისო ხელშეკრულებების იმპლემენტაციის შესახებ ანგარიშების მომზადება;
ე) სამართალდამცავი სფეროს მარეგულირებელი შიდასახელმწიფოებრივი კანონმდებლობის ჰარმონიზაცია საერთაშორისო ხელშეკრულებებიდან გამომდინარე ვალდებულებებთან და საერთაშორისო სტანდარტებთან;
ვ) შიდასახელმწიფოებრივი და საერთაშორისო ორგანიზაციების მიერ მომზადებული ანგარიშების ანალიზი, მათი რეკომენდაციების და ვალდებულებების შესრულების თაობაზე ანგარიშების მომზადება;
ზ) უწყებათაშორისი საბჭოების მიერ ინიცირებული სტრატეგიებისა და შესაბამისი სამოქმედო გეგმების შემუშავებაში მონაწილეობა და შესრულებული ანგარიშების მომზადება;
თ) დონორ ქვეყნებთან და საერთაშორისო/არასამთავრობო ორგანიზაციებთან თანამშრომლობა, პროექტების ინიცირება, კოორდინაცია, განხორციელებისათვის ხელშეწყობა, აგრეთვე სამინისტროს საჭიროებების განსაზღვრა პროექტებსა და პროგრამებში შემდგომი ასახვის მიზნით;
ი) ევროატლანტიკურ და ევროპულ სტრუქტურებში ინტეგრაციის ინსტრუმენტების ფარგლებში სამინისტროს კომპეტენციას მიკუთვნებული საკითხების შესრულების კოორდინაცია და ანგარიშების მომზადება;
კ) სამართალდამცავ სფეროში არსებული ორმხრივი და მრავალმხრივი საერთაშორისო ხელშეკრულებებისა და შეთანხმებების იმპლემენტაცია და მათი მოქმედების შეფასება;
ლ) სამართალდამცავ სფეროში საზღვარგარეთის ქვეყნების შესაბამის უწყებებთან კავშირების დამყარება და ურთიერთობების გაღრმავება;
მ) ორმხრივი და მრავალმხრივი საერთაშორისო თანამშრომლობის განხორციელება სამართალდაცვითი სფეროს გარდა;
ნ) მინისტრისა და მისი მოადგილეების საქმიანობის ხელშეწყობა.
თავი III
დეპარტამენტის ხელმძღვანელობა
მუხლი 4🔗.
დეპარტამენტის დირექტორი
1. დეპარტამენტს ხელმძღვანელობს დირექტორი, რომელსაც თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს მინისტრი.
2. დეპარტამენტის დირექტორი:
ა) ხელმძღვანელობს და წარმართავს დეპარტამენტის საქმიანობას და აწესრიგებს დეპარტამენტის კომპეტენციას მიკუთვნებულ საკითხებს;
ბ) მინისტრს წარუდგენს წინადადებებს დეპარტამენტის სტრუქტურის, საშტატო განრიგისა და საქმიანობის ორგანიზების შესახებ;
გ) პასუხისმგებელია საქართველოს კონსტიტუციის და საქართველოს კანონმდებლობის შესრულებაზე იმ სფეროში, რომელიც დეპარტამენტის კომპეტენციას განეკუთვნება;
დ) კანონმდებლობით დადგენილი წესით თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს დეპარტამენტის მოსამსახურეებს;
ე) კანონმდებლობით დადგენილი წესით მინისტრს ან კურატორ მინისტრის მოადგილეს წარუდგენს წინადადებებს დეპარტამენტის მოსამსახურეთა წახალისების ან დისციპლინური პასუხისმგებლობის შესახებ;
ვ) ხელს აწერს ან ვიზირებას უკეთებს დეპარტამენტის მიერ მომზადებულ დოკუმენტებს;
ზ) ანაწილებს ამოცანებსა და ფუნქციურ მოვალეობებს დეპარტამენტის დანაყოფებსა და ცალკეულ მოსამსახურეებს შორის, აძლევს მათ მითითებებსა და დავალებებს;
თ) სამინისტროს ხელმძღვანელობის წინაშე შუამდგომლობს იმ სახსრებისა და მატერიალური ფასეულობების გამოყოფის თაობაზე, რომელიც საჭიროა დეპარტამენტის ამოცანების შესასრულებლად;
ი) მინისტრის მიერ სათანადო უფლებამოსილების მინიჭების შემთხვევაში აფორმებს ხელშეკრულებებს ცალკეულ მაღალკვალიფიციურ სპეციალისტებთან;
კ) სამინისტროს ხელმძღვანელობას წარუდგენს წინადადებებს საკითხებზე, რომლებიც დეპარტამენტის კომპეტენციას განეკუთვნება;
ლ) მინისტრისათვის ან კურატორი მინისტრის მოადგილისათვის წარდგენის მიზნით ამზადებს ყოველწლიურ ანგარიშს დეპარტამენტის მიერ გაწეული საქმიანობის შესახებ;
მ) საქართველოს კანონმდებლობისა და მინისტრის ან კურატორი მინისტრის მოადგილის დავალების შესაბამისად ახორციელებს სხვა უფლებამოსილებებს.
მუხლი 5🔗.
დეპარტამენტის დირექტორის მოადგილე
1. დეპარტამენტის დირექტორს ჰყავს ერთი მოადგილე, რომელსაც დეპარტამენტის დირექტორის წარდგინებით თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს მინისტრი.
2. დეპარტამენტის დირექტორის არყოფნისას დეპარტამენტის დირექტორის მოვალეობას მისივე დავალებით ასრულებს დეპარტამენტის დირექტორის მოადგილე.
3. დეპარტამენტის დირექტორის მოადგილე პასუხისმგებელია მის საკურატორო სფეროში შემავალი დანაყოფების მიერ გაწეულ საქმიანობაზე.
თავი IV
დეპარტამენტის სტრუქტურული დანაყოფები და მათი ამოცანები
მუხლი 6🔗.
დეპარტამენტის სტრუქტურული დანაყოფები
დეპარტამენტის სტრუქტურული დანაყოფებია:
ა) საერთაშორისო სამართლებრივი თანამშრომლობის სამმართველო:
ა.ა) საერთაშორისო ხელშეკრულებების განყოფილება;
ა.ბ) ორმხრივი და მრავალმხრივი თანამშრომლობის განყოფილება;
ბ) პროექტების მართვის სამმართველო;
გ) ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის სამმართველო:
გ.ა) ევროინტეგრაციის განყოფილება;
გ.ბ) ჩრდილოატლანტიკური ინტეგრაციის განყოფილება.
მუხლი 7🔗.
დეპარტამენტის სტრუქტურული დანაყოფების ამოცანები
1. საერთაშორისო სამართლებრივი თანამშრომლობის სამმართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებების განყოფილების ამოცანებია:
ა) სამინისტროს კომპეტენციას მიკუთვნებულ საკითხებზე ორმხრივი და მრავალმხრივი თანამშრომლობის სამართლებრივი ბაზის მომზადება და სისტემატიზაცია;
ბ) სამინისტროს კომპეტენციას მიკუთვნებულ საკითხებზე საერთაშორისო ხელშეკრულებებისა და შეთანხმებების პროექტების მომზადება და ინიცირება;
გ) სამინისტროს კომპეტენციას მიკუთვნებულ საკითხებზე საერთაშორისო ხელშეკრულებებისა და შეთანხმებების მომზადების მიზნით საზღვარგარეთის ქვეყნების შესაბამის ორგანოებთან მოლაპარაკების წარმოება;
დ) სამინისტროს კომპეტენციას მიკუთვნებულ საკითხებზე საერთაშორისო ხელშეკრულებებისა და შეთანხმებების შეჩერების, მათი მოქმედების შეწყვეტის ან გაგრძელების, ან მათში ცვლილებების შეტანის თაობაზე წინადადებების შემუშავება;
ე) სამინისტროს კომპეტენციის ფარგლებში შემავალი საერთაშორისო ხელშეკრულებების იმპლემენტაციის შესახებ ანგარიშების მომზადება;
ვ) სამართალდამცავი სფეროს მარეგულირებელი შიდასახელმწიფოებრივი კანონმდებლობის ჰარმონიზაცია საერთაშორისო ხელშეკრულებებიდან გამომდინარე ვალდებულებებთან და საერთაშორისო სტანდარტებთან;
ზ) სამინისტროში შემოსული საერთაშორისო ხელშეკრულებებისა და შეთანხმებების პროექტებზე დასკვნების მომზადება;
თ) განყოფილების კომპეტენციაში შემავალი საკითხების შესრულების შესახებ პერიოდული ანგარიშების მომზადება.
2. საერთაშორისო სამართლებრივი თანამშრომლობის სამმართველოს ორმხრივი და მრავალმხრივი თანამშრომლობის განყოფილების ამოცანებია:
ა) ორმხრივი და მრავალმხრივი საერთაშორისო ხელშეკრულებებისა და შეთანხმებების იმპლემენტაცია;
ბ) არსებული ორმხრივი და მრავალმხრივი საერთაშორისო ხელშეკრულებებისა და შეთანხმებების მოქმედების შეფასება;
გ) ორმხრივი და მრავალმხრივი საერთაშორისო ხელშეკრულებებისა და შეთანხმებების საფუძველზე ან ნაცვალგების პრინციპით მიღებულ მოთხოვნებზე რეაგირება;
დ) სამინისტროს ქვედანაყოფებიდან მიღებული მოთხოვნების საზღვარგარეთის ქვეყნის შესაბამის უწყებაში გადაგზავნა;
ე) ორმხრივი საერთაშორისო ხელშეკრულებებისა და შეთანხმებების საფუძველზე შექმნილ სამუშაო ჯგუფებში მონაწილეობა, მათი შეხვედრების ორგანიზება და მათ ფარგლებში მიღებული შეხვედრის ოქმების შესრულება;
ვ) სამართალდამცავ სფეროში საზღვარგარეთის ქვეყნების შესაბამის უწყებებთან ორმხრივი კავშირების დამყარება და ურთიერთობების გაღრმავება;
ზ) გაერთიანებული ერების ორგანიზაციისა და რეგიონულ საერთაშორისო ორგანიზაციებთან თანამშრომლობა სამართალდაცვითი სფეროს გარდა;
თ) ორმხრივი და მრავალმხრივი თანამშრომლობის ფარგლებში საერთაშორისო სამართლებრივი ბაზის შეფასება და შემდგომი განვითარება;
ი) განყოფილების კომპეტენციაში შემავალი საკითხების შესრულების შესახებ პერიოდული ანგარიშების მომზადება.
3. პროექტების მართვის სამმართველოს ამოცანებია:
ა) საზღვარგარეთის ქვეყნების შესაბამის უწყებებთან საქმიანი ურთიერთობების დამყარება, ოფიციალური მიმოწერის წარმოება;
ბ) საქართველოში აკრედიტებულ დიპლომატიურ და საზღვარგარეთის ქვეყნების შესაბამისი უწყებების წარმომადგენლებთან კავშირების დამყარება;
გ) თავისი კომპეტენციის ფარგლებში დონორ საერთაშორისო და არასამთავრობო ორგანიზაციებთან თანამშრომლობა;
დ) სამინისტროს სხვადასხვა სტრუქტურულ დანაყოფში მიმდინარე საერთაშორისო პროექტების კოორდინაცია და შეფასება, შემოთავაზებული პროექტების გაანალიზება მათი მიზანშეწონილობის თვალსაზრისით, მათი დაგეგმვა სამინისტროს ინტერესებიდან გამომდინარე და განხორციელების ხელშეწყობა;
ე) სამინისტროს საჭიროებების განსაზღვრა პროექტებსა და პროგრამებში შემდგომი ასახვის მიზნით;
ვ) სამინისტროს საჭიროებების და საერთაშორისო ინსტრუმენტებით აღებული ვალდებულებების შესაბამისად პროექტების ინიცირება;
ზ) სამმართველოს კომპეტენციაში შემავალი საკითხების შესრულების შესახებ პერიოდული ანგარიშების მომზადება.
4. ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის სამმართველოს ევროინტეგრაციის განყოფილების ამოცანებია:
ა) სამინისტროს კომპეტენციის ფარგლებში ევროპულ სტრუქტურებთან საკანონმდებლო ჰარმონიზაციის უზრუნველყოფა;
ბ) ევროპულ სტრუქტურებში ინტეგრაციის მიზნით, სამინისტროს კომპეტენციის ფარგლებში, საერთაშორისო ხელშეკრულებების მომზადებაში მონაწილეობის მიღება და მათი შესრულების ორგანიზება;
გ) ევროპულ სტრუქტურებში ინტეგრაციის ინსტრუმენტების ფარგლებში სამინისტროს კომპეტენციას მიკუთვნებული საკითხების შესრულების კოორდინაცია და ანგარიშების მომზადება;
დ) ევროპული სტრუქტურების მიერ სამინისტროსთან ერთობლივად დაგეგმილი საქმიანობისა და ღონისძიებების განხორციელების ხელშეწყობა;
ე) განყოფილების კომპეტენციაში შემავალი საკითხების შესრულების შესახებ პერიოდული ანგარიშების მომზადება.
5. ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის სამმართველოს ჩრდილოატლანტიკური ინტეგრაციის განყოფილების ამოცანებია:
ა) სამინისტროს კომპეტენციის ფარგლებში ჩრდილოატლანტიკური ხელშეკრულების ორგანიზაციასთან საკანონმდებლო ჰარმონიზაციის უზრუნველყოფა;
ბ) ჩრდილოატლანტიკური ხელშეკრულების ორგანიზაციასთან ინტეგრაციის მიზნით, სამინისტროს კომპეტენციის ფარგლებში, საერთაშორისო ხელშეკრულებების მომზადებაში მონაწილეობის მიღება და მათი შესრულების ორგანიზება;
გ) ჩრდილოატლანტიკური ხელშეკრულების ორგანიზაციის კლასიფიცირებული ინფორმაციის ქვერეგისტრის ფუნქციების განხორციელება;
დ) ჩრდილოატლანტიკური ხელშეკრულების ორგანიზაციასთან ინტეგრაციის ინსტრუმენტების ფარგლებში სამინისტროს კომპეტენციას მიკუთვნებული საკითხების შესრულების კოორდინაცია და ანგარიშების მომზადება;
ე) ჩრდილოატლანტიკური ხელშეკრულების ორგანიზაციის მიერ სამინისტროსთან ერთობლივად დაგეგმილი საქმიანობისა და ღონისძიებების განხორციელების ხელშეწყობა;
ვ) განყოფილების კომპეტენციაში შემავალი საკითხების შესრულების შესახებ პერიოდული ანგარიშების მომზადება.
თავი V
დებულებაში ცვლილებების შეტანა
მუხლი 8🔗.
დებულებაში ცვლილებების შეტანა
წინამდებარე დებულებაში ცვლილებების შეტანა ხორციელდება მინისტრის ბრძანებით.