შპს „თბილისის ტრეიდერთა კლუბი“ –სათვის საბროკერო საქმიანობის ლიცენზიის გაუქმების თაობაზე
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10
ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.
დოკუმენტის ტექსტი
საქართველოს ეროვნული ბანკის ვიცე-პრეზიდენტის
განკარგულება №935
2014 წლის 21 ნოემბერი
ქ. თბილისი
შპს „თბილისის ტრეიდერთა კლუბისათვის” საბროკერო საქმიანობის ლიცენზიის გაუქმების თაობაზე
„საქართველოს ეროვნული ბანკის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-15 მუხლის პირველი პუნქტის „ზ“ ქვეპუნქტის, ამავე კანონის 52-ე მუხლის „ბ“ პუნქტის, „ფასიანი ქაღალდების ბაზრის შესახებ“ საქართველოს კანონის 31-ე მუხლის პირველი პუნქტის „გ“ ქვეპუნქტის, „ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-13 მუხლის „ა“ პუნქტის, 22-ე მუხლის მე-6 პუნქტისა და მე-7 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის, საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის 2010 წლის 9 მარტის №34/01 ბრძანებით დამტკიცებული „საბროკერო კომპანიის ლიცენზირების, კაპიტალის მინიმალური ოდენობის განსაზღვრისა და ფინანსური ანგარიშგების წარდგენის წესის“ მე-5 მუხლის მე-3 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის, „საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის“ 61-ე მუხლის მე-2 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტისა და საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის 2013 წლის 27 ივნისის №66/04 ბრძანების საფუძველზე:
1. ძალადაკარგულად გამოცხადდეს საქართველოს ეროვნული ბანკის ვიცე-პრეზიდენტის 2014 წლის 5 ივნისის №639 განკარგულება შპს „თბილისის ტრეიდერთა კლუბისათვის” საბროკერო საქმიანობის ლიცენზიის გაცემის თაობაზე.
2. ეს განკარგულება 10 დღის ვადაში გამოქვეყნდეს „საქართველოს საკანონმდებლო მაცნეში”.
3. ამ განკარგულების გასაჩივრება შესაძლებელია ერთი თვის ვადაში, ქ. თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (მის.: ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი მე-12 კმ., №6) მხარისათვის მისი გაცნობიდან ერთი თვის ვადაში.
4. ეს განკარგულება ამოქმედდეს მხარისათვის გაცნობისთანავე.
ვიცე-პრეზიდენტი ო. ნადარაია
ხშირად დასმული კითხვები
- მოქმედებს თუ არა „შპს „თბილისის ტრეიდერთა კლუბი“ –სათვის საბროკერო საქმიანობის ლიცენზიის გაუქმების თაობაზე“?
- დიახ, ინდივიდუალური სამართლებრივი აქტი „შპს „თბილისის ტრეიდერთა კლუბი“ –სათვის საბროკერო საქმიანობის ლიცენზიის გაუქმების თაობაზე“ ამჟამად ძალაშია. ბოლო კონსოლიდირებული რედაქცია — 21.11.2014.
- როდის იქნა მიღებული „შპს „თბილისის ტრეიდერთა კლუბი“ –სათვის საბროკერო საქმიანობის ლიცენზიის გაუქმების თაობაზე“?
- „შპს „თბილისის ტრეიდერთა კლუბი“ –სათვის საბროკერო საქმიანობის ლიცენზიის გაუქმების თაობაზე“ მიღებულია 21.11.2014. მიმღები ორგანო — საქართველოს ეროვნული ბანკის ვიცე-პრეზიდენტი. დოკუმენტის ნომერი — №935.
- სად არის „შპს „თბილისის ტრეიდერთა კლუბი“ –სათვის საბროკერო საქმიანობის ლიცენზიის გაუქმების თაობაზე“-ის ოფიციალური ტექსტი?
- ოფიციალური წყაროა საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge). legali.ge-ზე ტექსტი მოცემულია 21.11.2014 მდგომარეობით.
როგორ დავიმოწმოთ
ინდივიდუალური სამართლებრივი აქტი „შპს „თბილისის ტრეიდერთა კლუბი“ –სათვის საბროკერო საქმიანობის ლიცენზიის გაუქმების თაობაზე“, №935, 21.11.2014 (კონსოლიდირებული რედაქცია 21.11.2014). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/2590222/