დუშეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2013 წლის 23 იანვრის №1 დადგენილებით დამტკიცებულ „დუშეთის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტიდან სოციალური დახმარების გაცემის წესში“ ცვლილების შეტანის თაობაზე
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი
მუნიციპალიტეტისა და თვითმმართველი ქალაქის საკრებულოს დადგენილება (1)
დოკუმენტის ტექსტი
|
დუშეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება №37 |
|
2014 წლის 26 ნოემბერი ქ. დუშეთი |
1. მე-3 მუხლის მე-2 - 3 - 4 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„2. კომისიის წევრები შეიძლება იყვნენ მუნიციპალიტეტის გამგეობის საჯარო მოხელეები, ასევე – სამედიცინო სფეროდან მოწვეული სპეციალისტები, არასამთავრობო ორგანიზაციების და საზოგადოების წარმომადგენლები.
3. კომისიის სხდომას სათათბირო ხმის უფლებით ესწრება გამგებლის წარმომადგენელი იმ ადმინისტრაციული ერთეულიდან, რომლის სამოქმედო ტერიტორიიდანაც არის წარდგენილი განცხადება დახმარების თაობაზე“.
4. მოქალაქისათვის სამედიცინო დახმარების გაწევის თაობაზე განცხადება წარედგინება მუნიციპალიტეტის გამგებელს“.
2. მე-4 მუხლის მე-6 პუნქტი და მე-7 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„6. სიცოცხლისათვის საშიში მდგომარეობის, გამოკვლევის და გადაუდებელი ოპერაციული თუ თერაპიული მკურნალობის 100%-მდე დაფინანსება ხორციელდება დუშეთის მუნიციპალიტეტის გამგებლის ბრძანების საფუძველზე“.
„7. ა) განცხადება დუშეთის მუნიციპალიტეტის გამგებლის სახელზე, რომელსაც ახლავს მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ ერთეულში გამგებლის წარმომადგენლის შუამდგომლობა“.
3. მე-5 მუხლის მე-2 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„2. ა) დაკრძალვის ხარჯების მიმღები პირის განცხადება გამგებლის სახელზე“.
4. მე-7 მუხლის მე-4 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„4. ა) განცხადება გამგებლის სახელზე“.
5. მე-8 მუხლის მე-2 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„2. ა) მუნიციპალიტეტის შესაბამისი ადმინისტრაციული ერთეულიდან, გამგებლის წარმომადგენლის მოხსენებითი ბარათი“.
6. მე-10 მუხლის მე-3 პუნქტის „ა“ და „გ“ ქვეპუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„3. ა) განცხადება დუშეთის მუნიციპალიტეტის გამგებლის სახელზე, შესაბამისი ადმინისტრაციული ერთეულიდან გამგებლის წარმომადგენლის მიერ დამოწმებული“;
„გ) ამ მუხლის პირველი პუნქტის ,,გ-თ” ქვეპუნქტებით გათვალისწინებულ შემთხვევაში, ექიმის დანიშნულების საფუძველზე გაცემული ცნობა ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ (ფორმა №IV-100/ა,/50), ხოლო ,,კ” ქვეპუნქტის შემთხვევაში - შესაბამისი ადმინისტრაციული ერთეულიდან გამგებლის წარმომადგენლის მოხსენებითი ბარათი და გარდაცვლილის გარდაცვალების მოწმობა“.
7. მე-11 მუხლის მე-2 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„2. ა) მოქალაქის განცხადება დუშეთის მუნიციპალიტეტის გამგებლის სახელზე, მუნიციპალიტეტის შესაბამის ადმინისტრაციულ ერთეულში გამგებლის წარმომადგენლის მიერ დამოწმებული“.
8. მე-12 მუხლის 1-ლი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„1. დუშეთის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტიდან სოციალური დახმარების გაცემის ორგანიზებას უზრუნველყოფს დუშეთის მუნიციპალიტეტის გამგეობის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამსახური (შემდგომში – სამსახური)“.
9. მე-13 მუხლის 1-ლი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„1. კომისია იქმნება და მისი შემადგენლობა განისაზღვრება დუშეთის მუნიციპალიტეტის გამგებლის ბრძანებით. კომისიას ჰყავს თავმჯდომარე და მდივანი“.
10. მე-16 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„სოციალური დახმარების გაცემის შესახებ საბოლოო გადაწყვეტილების მიღება ხდება მუნიციპალიტეტის გამგებლის ბრძანებით, კომისიის ოქმის საფუძველზე“.
11. მე-17 მუხლის 1-ლი და მე-2 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„1. საორგანიზაციო ნაწილში დუშეთის მუნიციპალიტეტის გამგეობის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამსახური“.
2. საფინანსო ნაწილში დუშეთის მუნიციპალიტეტის გამგეობის საფინანსო-საბიუჯეტო სამსახური“.
|