ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის საკრებულოსა და მერიაში საჯარო ინფორმაციის პროაქტიული გამოქვეყნების წესისა და საჯარო ინფორმაციის ელექტრონული ფორმით მოთხოვნის სტანდარტის დამტკიცების შესახებ

მიღების თარიღი 26.11.2014
ძალის დაკარგვა 02.03.2016
გამომცემი ორგანო ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტი
ნომერი №16/51
სარეგისტრაციო კოდი 010250000.35.111.016241
გამოქვეყნების წყარო ვებგვერდი, 28/11/2014
კონსოლიდირებული ვერსიები
matsne.gov.ge 1,086 სიტყვა · ~5 წთ
📄 ტექსტზე გადასვლა ↓
26.11.2014 მიღება
02.03.2016 ძალის დაკარგვა
დამატებითი მეტამონაცემები (1)
საკრებულოს თავმჯდომარე ალექსანდრე თოფურია საკრებულოს თავმჯდომარე
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
⛔ გაუქმებულია — 1 აქტით

დოკუმენტის ტექსტი

ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის საკრებულოსა და მერიაში საჯარო ინფორმაციის პროაქტიული გამოქვეყნების წესისა და საჯარო ინფორმაციის ელექტრონული ფორმით მოთხოვნის სტანდარტის დამტკიცების შესახებ ქალაქ  ფოთის  მუნიციპალიტეტის  საკრებულოს დადგენილება №16/51 2014 წლის 26 ნოემბერი ქ. ფოთი ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის საკრებულოსა და მერიაში საჯარო ინფორმაციის პროაქტიული გამოქვეყნების წესისა და საჯარო ინფორმაციის ელექტრონული ფორმით მოთხოვნის სტანდარტის დამტკიცების შესახებ საქართველოს კანონი ,,საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსი“ 28-ე მუხლის მე-2 ნაწილის,    37-ე მუხლის მე-4 ნაწილის, „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის შესაბამისად, ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის საკრებულომ    დაადგინა: მუხლი 1🔗 დამტკიცდეს ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის საკრებულოსა და მერიაში საჯარო ინფორმაციის პროაქტიული გამოქვეყნების წესი თანდართული დანართი №1-ის შესაბამისად. მუხლი 2🔗 დამტკიცდეს ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის საკრებულოსა და  მერიაში საჯარო ინფორმაციის ელექტრონული ფორმით მოთხოვნის სტანდარტი თანდართული  დანართი №2-ის შესაბამისად. მუხლი 3🔗 დადგენილება ძალაშია გამოქვეყნებისთანავე. საკრებულოს თავმჯდომარეალექსანდრე თოფურია დანართი №1 ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის საკრებულოსა და  მერიაში  საჯარო ინფორმაციის პროაქტიული გამოქვეყნების წესი მუხლი 1🔗. ზოგადი დებულებები 1. საჯარო ინფორმაციის პროაქტიული გამოქვეყნების წესი (შემდგომში - წესი) განსაზღვრავს საზოგადოებრივი ინტერესის მატარებელი საჯარო ინფორმაციის ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს და ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის მერიის ელექტრონულ რესურსებზე განთავსების სამართლებრივ საფუძვლებს. 2. წინამდებარე წესი არეგულირებს ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის საკრებულოსა და მერიის ვებგვერდების ადმინისტრირებაზე პასუხისმგებელი პირისათვის ინფორმაციის ზუსტ და დროულ მიწოდებას ვებგვერდებზე პროაქტიულად  განთავსების  მიზნით. მუხლი 2🔗. ვებგვერდების ადმინისტრირება 1. ვებგვერდების ადმინისტრირებასთან დაკავშირებით, ადმინისტრირებაზე პასუხისმგებელი პირი ახორციელებს: ა) ვებგვერდების დიზაინის მომზადებას და მასში ცვლილებების შეტანას; ბ) ამ წესის მე-5 მუხლით გათვალისწინებული ინფორმაციის ვებგვერდებზე განთავსებას. 2. ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ვებგვერდის მისამართია: http:/ www.poti-sakrebulo.ge/ . 3. ქალაქ ფოთის  მუნიციპალიტეტის  მერიის  ვებგვერდის მისამართია: http://www.poticity.ge/. მუხლი 3🔗. ინფორმაციის  კატეგორიები 1. ვებგვერდზე განთავსებული პროაქტიული ინფორმაცია საჯარო და უსასყიდლოა. 2. ვებგვერდზე განთავსებული პროაქტიული ინფორმაციის გამოყენება თავისუფალია. დაინტერესებულ პირს უფლება აქვს გამოიყენოს ვებგვერდზე განთავსებული ინფორმაცია ვებგვერდის მისამართის სავალდებულო მითითებით. 3. ვებგვერდისა და მასში განთავსებული ინფორმაციის საავტორო უფლებები დაცულია „საავტორო და მომიჯნავე უფლებების შესახებ“ საქართველოს კანონით. 4. ამ მუხლით განსაზღვრული ინფორმაციის კატეგორიების მითითება ვებგვერდზე სავალდებულოა. მუხლი 4🔗. ვებგვერდზე ინფორმაციის პროაქტიული გამოქვეყნება 1. ინფორმაციის მიწოდების დროულობასა და უტყუარობაზე პასუხისმგებელია ინფორმაციის მიმწოდებელი – ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის საკრებულოში და ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის მერიაში ამისათვის განსაზღვრული პასუხისმგებელი პირები, ხოლო ვებგვერდზე დროულ და შესაბამის განყოფილებაში განთავსებასა და მიწოდებული ინფორმაციის რედაქტირებაზე – ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის საკრებულოსა და ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის მერიის ვებგვერდების ადმინისტრირებაზე პასუხისმგებელი პირები. 2. პროაქტიულ გამოქვეყნებასთან დაკავშირებით, ვებგვერდზე იქმნება შესაბამისი განყოფილება „პროაქტიული გამოქვეყნება“, რომელშიც განთავსდება წინამდებარე წესის მე-5 მუხლით განსაზღვრული ინფორმაცია. 3. პროაქტიული ინფორმაციის ვებგვერდზე განთავსებაზე კონტროლს ახორციელებენ საკრებულოს აპარატის საჯარო მოხელე-საკრებულოს თავმჯდომარის თანაშემწე -საზოგადოებასთან ურთიერთობის საკითხებში და ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის მერიის ადმინისტრაციული სამსახურის საზოგადოებასთან ურთიერთობისა და საინფორმაციო განყოფილების უფროსი. 4. პროაქტიული ინფორმაცია ვებგვერდზე განთავსდება  PDF  ფორმატში. მუხლი 5🔗. ვებგვერდზე გამოსაქვეყნებელი ინფორმაცია ინფორმაციის ვებგვერდზე გამოსაქვეყნებლად ვებგვერდის ადმინისტრირებაზე პასუხისმგებელ პირს აწვდიან  შემდეგი  სახის  ინფორმაციას: ა) ადმინისტრაციული  ორგანოს  სტრუქტურა  და  ფუნქციების აღწერა; ბ)ადმინისტრაციული ორგანოსა და სტრუქტურული ერთეულების/ტერიტორიული ორგანოების საქმიანობის მარეგულირებელი სამართლებრივი აქტები (დებულება/წესდება, შინაგანაწესი); გ) ადმინისტრაციული  ორგანოს  საქმიანობის  შესახებ  ანგარიში; დ)ადმინისტრაციული ორგანოს ხელმძღვანელის, მოადგილის (მოადგილეების), სტრუქტურული ერთეულების/ტერიტორიული ორგანოების ხელმძღვანელების შესახებ ინფორმაცია: სახელი, გვარი, ფოტოსურათი, ბიოგრაფიული მონაცემები; ე)ადმინისტრაციული ორგანოსა და მისი სტრუქტურულ ერთეულების/ტერიტორიული ორგანოების მისამართი, ელექტრონული ფოსტის მისამართი და ტელეფონის ნომერი, ფაქსის ნომერი, ცხელი ხაზის ნომერი; ვ) ქალაქ ფოთის   მუნიციპალიტეტის საკრებულოს მიერ დამტკიცებული ბიუჯეტი; ზ) ქალაქ ფოთის    მუნიციპალიტეტის საკრებულოს მიერ დამტკიცებული ადგილობრივი შესყიდვების წლიური გეგმა; თ)ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტები, რომლებიც ადმინისტრაციული ორგანოს შეფასებით, საზოგადოებრივი ინტერესის შემცველია; ი) ინფორმაცია იმ მოსაკრებლების ან საფასურების შესახებ, რომლებიც დადგენილია ან/და რომელთა გადახდევინება ხდება  ადმინისტრაციული ორგანოს მიერ. დანართი №2 ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის საკრებულოსა და  მერიაში საჯარო ინფორმაციის ელექტრონული ფორმით მოთხოვნის სტანდარტი მუხლი 1🔗. ზოგადი დებულება საჯარო ინფორმაციის ელექტრონული ფორმით მოთხოვნის სტანდარტი განსაზღვრავს არსებული საჯარო ინფორმაციის ელექტრონული ფორმით მოთხოვნის წესს და ფორმას. მუხლი 2🔗. საჯარო ინფორმაციის გაცემა 1. საჯარო ინფორმაცია შეუძლია მოითხოვოს ნებისმიერმა დაინტერესებულმა მხარემ (ნებისმიერი ფიზიკური ან იურიდიული პირი, ადმინისტრაციული ორგანო) საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსით დადგენილი წესით და დადგენილ ვადებში მიიღოს მოთხოვნილი ინფორმაცია. 2. მოთხოვნილი საჯარო ინფორმაცია გაიცემა დაინტერესებული მხარის მიერ განცხადებაში მითითებული საჯარო ინფორმაციის მიღების ფორმის  მიხედვით. 3. თუ დაინტერესებული მხარის მიერ მოთხოვნილი ინფორმაციის გაგზავნა მისი მოცულობიდან გამომდინარე შეუძლებელია გაგზავნილ იქნეს ელექტრონულად, მაშინ საჯარო ინფორმაციის გაცემაზე პასუხისმგებელი პირი იტოვებს უფლებას მხარის თანხმობის შემთხვევაში განახორციელოს მისი მიწოდება დადგენილი სხვა ფორმების მიხედვით და შესაბამისად გადაახდევინოს მოსაკრებელი „საჯარო ინფორმაციის ასლის გადაღების მოსაკრებლის შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრული ოდენობით. მუხლი 3🔗. საჯარო ინფორმაციის მოთხოვნა 1. საჯარო ინფორმაციის ელექტრონულად ან წერილობითი ფორმით მიღებით დაინტერესებულმა მხარემ, ინფორმაციის მოთხოვნის    თაობაზე        უნდა წარადგინოს წერილობითი   განცხადება   პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლის თანხლებით, ფიზიკური პირების შემთხვევაში, ხოლო იურიდიული პირების შემთხვევაში, იურიდიული პირის რეგისტრაციის დამადასტურებელი დოკუმენტისა და წარმომადგენლობითი უფლებამოსილების ქონის დამადასტურებელი დოკუმენტების ასლები. აღნიშნული განცხადება ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის საკრებულოში უნდა დარეგისტრირდეს ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს აპარატის საქმისწარმოებისა და იურიდიულ განყოფილებაში ან/ და გაიგზავნოს მოთხოვნა ოფიციალურ ელექტრონულ მისამართზე:         potisakrebulo@gmail.com, ზემოთ ჩამოთვლილ განცხადებასთან თანდართული დასკანირებული დოკუმენტების თანხლებით, თანდართული ფორმის შესაბამისად (დანართი №3), ხოლო განცხადება საჯარო ინფორმაციის მოთხოვნის შესახებ ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის მერიაში უნდა დარეგისტრირდეს    ქალაქ  ფოთის მუნიციპალიტეტის  მერიის ადმინისტრაციულ     სამსახურში  ან/ და გაიგზავნოს მოთხოვნა ოფიციალურ ელექტრონულ მისამართზე -   poti.info@gmail.com, ზემოთ ჩამოთვლილ განცხადებასთან თანდართული დასკანერებული დოკუმენტების თანხლებით, თანდართული ფორმის შესაბამისად (დანართი №3) და გადაეცეს საჯარო ინფორმაციის ხელმისაწვდომობაზე პასუხისმგებელ  პირს/პირებს. 2. ამ მუხლის პირველი პუნქტით დადგენილი წესების დარღვევით წარდგენილი განცხადება არ განიხილება. მუხლი 4🔗. საჯარო ინფორმაციისათვის მოსაკრებლის გადახდისაგან გათავისუფლება 1. საჯარო ინფორმაციის ასლის გადაღების მოსაკრებელი არ გადაიხდევინება: ა) ინფორმაციის მომთხოვნის მისივე დისკეტაზე ან კომპაქტურ დისკზე ინფორმაციის ჩაწერისას, ასევე მეხსიერების ბარათზე ჩაწერისას; ბ) საჯარო ინფორმაციის ელექტრონული ფოსტით გაგზავნისას; გ) ფიზიკური პირებისათვის საჯარო დაწესებულებაში მათზე არსებული პერსონალური მონაცემების ასლის გადაღებისას. 2. საჯარო ინფორმაციის ასლის გადაღების მოსაკრებლის ოდენობა განსაზღვრულია „საჯარო ინფორმაციის ასლის გადაღების მოსაკრებლის შესახებ“ საქართველოს კანონით. მუხლი 5🔗. ელექტრონული ფორმით მოთხოვნილი საჯარო ინფორმაციის გაცემის პროცედურები და ვადები 1. ელექტრონული ფოსტის მეშვეობით შემოსული ელექტრონული განცხადება მიღებისთანავე გადაეგზავნება საკრებულოში-საკრებულოს აპარატის საქმისწარმოებისა და იურიდიულ განყოფილებას, ხოლო მერიაში- ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის მერიის ადმინისტრაციული სამსახურის საქმისწარმოების განყოფილებას რეგისტრაციისათვის და შემდგომში დაევალება საჯარო  ინფორმაციის ხელმისაწვდომობაზე პასუხისმგებელ თანამდებობის პირს, რომლის კომპეტენციასაც წარმოადგენს მოთხოვნილი ინფორმაციის მომზადება. 2. ელექტრონულად მოთხოვნილი ინფორმაციის დამუშავება/მომზადების შემდგომ, საჯარო ინფორმაციის ხელმისაწვდომობაზე პასუხისმგებელი პირი წერილობითი სახით ადასტურებს ინფორმაციის გაცემას ან უარს აცხადებს ინფორმაციის გაცემაზე, რაც საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსით დადგენილი ვადების დაცვით ელექტრონულად ეცნობება განმცხადებელს. 3. ელექტრონული ფორმით მოთხოვნილი საჯარო ინფორმაცია უნდა გაიცეს საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსით დადგენილი   ვადების დაცვით. დანართი №3 საჯარო ინფორმაციის ხელმისაწვდომობაზე  პასუხისმგებელ პირს/პირებს  ________________________________________________ (იურიდიული პირის დასახელება)    ________________________________________________  (იურიდიული პირის წარმომადგენლის სახელი, გვარი)   _______________________________________________  (მოქალაქის სახელი, გვარი) _______________________________________________ (მისამართი) _______________________________________________ (ტელ/მობ. ნომერი) გ ა ნ ც ხ ა დ ე ბ ა გთხოვთ, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-40 მუხლის საფუძველზე, მოგვაწოდოთ ____________________________________________________________________________________ (მოთხოვნილი ინფორმაციის დასახელება) ინფორმაცია ელექტრონული სახით.       ასევე გთხოვთ:  1.მოთხოვნილი ინფორმაცია გადმოგვცეთ ქვემოთ მითითებულ ელ.ფოსტის მისამართზე გადმოგზავნით_____________________________________________;  2.მოთხოვნილი ინფორმაცია ჩაგვიწეროთ კომპაქტურ დისკზე და თანხმობას ვაცხადებთ გადავიხადოთ თანხა „საჯარო ინფორმაციის ასლის გადაღების მოსაკრებლის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად განსაზღვრული ოდენობით;  3.მოთხოვნილი ინფორმაცია ჩაგვიწეროთ ჩემ/ჩვენ მიერ წარმოდგენილ მეხსიერების ბარათზე/კომპაქტურ დისკზე;     4.მოთხოვნილი ინფორმაცია გამოგვიგზავნოთ წერილობითი ფორმით, ქსეროასლების სახით ან ამოგვიბეჭდოთ პრინტერზე. თანხმობას ვაცხადებთ გადავიხადოთ თანხა „საჯარო ინფორმაციის ასლის გადაღების მოსაკრებლის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად განსაზღვრული ოდენობით.        (შენიშვნა: მონიშნეთ თქვენთვის მისაღები ფორმა)       დაინტერესებული პირი (განმცხადებელი) ___________________________       თარიღი: ___. ___. _______ წ.