📋 ეს დოკუმენტი აუქმებს 1 აქტს

ყაზბეგის მუნიციპალიტეტის გამგეობის სოფლის მეურნეობის, ქონების მართვის, ეკონომიკური და ინფრასტრუქტურის განვითარების სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ

მიღების თარიღი 27.11.2014
ძალის დაკარგვა 06.07.2018
გამომცემი ორგანო ყაზბეგის მუნიციპალიტეტი
ნომერი №29
სარეგისტრაციო კოდი 010260020.35.151.016167
გამოქვეყნების წყარო ვებგვერდი, 02/12/2014
კონსოლიდირებული ვერსიები
matsne.gov.ge 917 სიტყვა · ~5 წთ
📄 ტექსტზე გადასვლა ↓
27.11.2014 მიღება
06.07.2018 ძალის დაკარგვა
დამატებითი მეტამონაცემები (1)
ყაზბეგის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე შალვა ელოშვილი ყაზბეგის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
⛔ გაუქმებულია — 1 აქტით
📋 აუქმებს — 1 აქტი

დოკუმენტის ტექსტი

ყაზბეგის მუნიციპალიტეტის გამგეობის სოფლის მეურნეობის, ქონების მართვის, ეკონომიკური და ინფრასტრუქტურის განვითარების სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ ყაზბეგის მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება №29 2014 წლის 27 ნოემბერი დ. სტეფანწმინდა ყაზბეგის მუნიციპალიტეტის გამგეობის სოფლის მეურნეობის, ქონების მართვის, ეკონომიკური და ინფრასტრუქტურის განვითარების სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ 24-ე მუხლის პირველი პუნქტის „გ.ბ“ ქვეპუნქტის 61-ე მუხლის მე-2 პუნქტისა და „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის 25-ე მუხლის პირველი პუნქტის ,,ბ“ ქვეპუნქტის  შესაბამისად, ყაზბეგის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს: მუხლი 1🔗 დამტკიცდეს ყაზბეგის მუნიციპალიტეტის გამგეობის სოფლის მეურნეობის, ქონების მართვის, ეკონომიკური და ინფრასტრუქტურის განვითარების სამსახურის დებულება  დანართის შესაბამისად.  მუხლი 2🔗 ძალადაკარგულად გამოცხადდეს ყაზბეგის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2012 წლის 24 თებერვლის  №9 დადგენილება (ვებგვერდი, 29.02.2012წ.  010260020.35.151.016085) „ყაზბეგის მუნიციპალიტეტის გამგეობის ეკონომიკური განვითარების, სტატისტიკური ინფორმაციის, ქონების მართვისა და ადგილობრივი მოსაკრებლების სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“. მუხლი 3🔗 დადგენილება ძალაშია გამოქვეყნებისთანავე.ყაზბეგის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარეშალვა ელოშვილი დანართი გამგეობის სოფლის მეურნეობის, ქონების მართვის, ეკონომიკური და ინფრასტრუქტურის განვითარების  სამსახურის დებულება მუხლი 1🔗. გამგეობის სოფლის მეურნეობის, ქონების მართვის, ეკონომიკური და ინფრასტრუქტურის განვითარების  სამსახური 1. მუნიციპალიტეტის ეკონომიკური და ინფრასტრუქტურის განვითარების, სტატისტიკის, ქონების მართვისა და კეთილმოწყობის სამსახური (ტექსტში შემდგომ - სამსახური) არის მუნიციპალიტეტის გამგეობის სტრუქტურული ერთეული, რომელიც უზრუნველყოფს ეკონომიკური განვითარების მუნიციპალური პროგრამების შემუშავებასა და განხორციელებას, ინფრასტრუქტურის განვითარებისა და კეთილმოწყობის მუნიციპალური პროგრამების შემუშავებასა და განხორციელებას,  სტატისტიკური ინფორმაციის შეგროვება-დამუშავებას, მუნიციპალიტეტის ქონების მართვას და მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე სოფლის მეურნეობის განვითარების ხელშეწყობის პროგრამების შემუშავებასა და განხორციელებას. 2. სამსახური თავის საქმიანობას წარმართავს მოქმედი კანონმდებლობის, გამგეობის დებულების, ამ დებულებისა და მუნიციპალიტეტის სხვა სამართლებრივი აქტების შესაბამისად. 3. სამსახურის საშტატო განრიგი და მოხელეთა თანამდებობრივი სარგოები განისაზღვრება გამგეობის საშტატო ნუსხით. მუხლი 2🔗. სამსახურის სტრუქტურა 1. სამსახური შედგება სამსახურის უფროსისა და სტრუქტურული ქვედანაყოფების - განყოფილებებისაგან. 2. სამსახურის სტრუქტურული ქვედანაყოფებია: ა) სოფლის მეურნეობის ეკონომიკური განვითარების, ქონების მართვისა და სტატისტიკის განყოფილება; ბ) ინფრასტრუქტურისა და კეთილმოწყობის განყოფილება. 3. სამსახურის საქმიანობას წარმართავს სამსახურის უფროსი, რომლის უფლებამოსილებები განისაზღვრება გამგეობის დებულების მე-9 მუხლით და სამსახურის უფროსის სამუშაოთა აღწერილობით. უფროსის არყოფნის შემთხვევაში, გამგებლის ბრძანებით სამსახურის უფროსის უფლება-მოვალეობებს ახორციელებს სამსახურის ერთ-ერთი განყოფილების უფროსი. 4. სამსახურის განყოფილება შედგება განყოფილების უფროსისა და განყოფილების მოხელეებისაგან. 5. განყოფილების საქმიანობას წარმართავს განყოფილების უფროსი, რომლის უფლებამოსილებები და სამსახურებრივი ფუნქციები განისაზღვრება გამგეობის დებულების მე-13 მუხლით და შესაბამისი სამუშაოთა აღწერილობით. განყოფილების უფროსის არყოფნის შემთხვევაში, სამსახურის უფროსის ბრძანებით განყოფილების უფროსის უფლება-მოვალეობებს ახორციელებს განყოფილების ერთ-ერთი მოხელე. 6. განყოფილების მოხელეების უფლება-მოვალეობები განისაზღვრება საქართველოს კანონმდებლობითა და გამგეობის დებულების მე-16 მუხლით. განყოფილების მოხელეების ფუნქციები განისაზღვრება შესაბამისი სამუშაოთა აღწერილობებით. 7. სამსახურის მოხელეთა თანამდებობაზე დანიშვნა-გათავისუფლებისა და სამსახურებრივი კარიერის გავლის წესები განისაზღვრება გამგეობის დებულებით, „საჯარო სამსახურის შესახებ“ კანონის შესაბამისად. მუხლი 3🔗. სამსახურის ფუნქციები სამსახური დადგენილი წესით უზრუნველყოფს: 1. მუნიციპალიტეტის სოციალურ-ეკონომიკური განვითარების სტრატეგიების, პროგრამების და პროექტების მომზადებას, მათ განხორციელების მონიტორინგს და შეფასებას; 2. ეკონომიკური განვითარების დაგეგმვისათვის სათანადო სტატისტიკური ინფორმაციის შეგროვებასა და დამუშავებას; 3.  ეკონომიკური განვითარების მუნიციპალური პროგრამებისა და პროექტების შემუშავებას; 4. წინადადებების, დასკვნებისა და რეკომენდაციების შემუშავებას ეკონომიკური განვითარების მიზნით ინვესტიციების დაგეგმვის, ინვესტორებთან თანამშრომლობის, შესაბამისი საინვესტიციო პროგრამებისა და პროექტების მომზადების საკითხებზე; 5.  ეკონომიკური განვითარების მუნიციპალური პროგრამების განხორციელების მონიტორინგს; 6.  მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მიწათსარგებლობის დაგეგმვას, უფლებრივ ზონირებას; 7.  დასახლებათა მიწათსარგებლობის გენერალური გეგმების შემუშავებას; 8. მუნიციპალიტეტის საკუთრებაში ან სარგებლობაში არსებული უძრავი ქონების, მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული საწარმოთა წილების, აქციების, ფასიანი ქაღალდების აღრიცხვას, ინვენტარიზაციას, მუნიციპალური ქონების მონაცემთა ბაზის შექმნასა და განახლებას; 9.  მუნიციპალიტეტის საკუთრებაში ან სარგებლობაში არსებული უძრავი ქონების რეგისტრაციას; 10.  წინადადებების, დასკვნებისა და რეკომენდაციების მომზადებას მუნიციპალიტეტის ქონებისათვის კატეგორიის შეცვლის თაობაზე; 11. წინადადებების მომზადებას მუნიციპალური ქონებით სარგებლობისა და განკარგვის საკითხებზე; 12. წინადადებების და საჭირო დოკუმენტაციის მომზადებას მუნიციპალური ქონების შექმნის, შეძენის, პრივატიზების ან სარგებლობაში გადაცემის საკითხებზე; 13. ზედამხედველობას მუნიციპალური ქონების დაცვაზე, მოვლა-პატრონობაზე, მართლზომიერ სარგებლობასა და განკარგვაზე; 14. მუნიციპალიტეტის მონაწილეობით დაფუძნებულ საწარმოებში პარტნიორის, აქციონერის უფლება-მოვალეობათა განხორციელებას; 15. მუნიციპალური ინფრასტრუქტურის - ადგილობრივი მნიშვნელობის გზების, ხიდების, გარე განათების, სანიაღვრე მეურნეობის, მუნიციპალიტეტის გამგებლობაში არსებული კომუნიკაციების შექმნის, რეაბილიტაციისა და განვითარების დაგეგმვას, შესაბამისი პროგრამებისა და პროექტების მომზადებას, მათი განხორციელების კოორდინაციას; 16.  მუნიციპალური ინფრასტრუქტურის ობიექტების შენახვასა და მოვლა-პატრონობას; 17. მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში რეგულარული სამგზავრო გადაყვანის ნებართვის გაცემას; მოსახლეობის მუნიციპალური ტრანსპორტით მომსახურების ორგანიზებას; წინადადებების მომზადებას მუნიციპალური საზოგადოებრივი ტრანსპორტის შექმნის, რეაბილიტაციისა და განვითარების თაობაზე; 18. მუნიციპალიტეტის დასახლებათა ტერიტორიების კეთილმოწყობის დაგეგმვას, შესაბამისი პროგრამებისა და პროექტების მომზადებას, მათი განხორციელების კოორდინაციას; 19. წყალმომარაგების (მათ შორის, ტექნიკური წყლით მომარაგების) და წყალარინების უზრუნველყოფას; 20. წინადადებების შემუშავებას ვაჭრობის და გარე რეკლამის რეგულირების საკითხებზე; 21. წინადადებების, დასკვნებისა და რეკომენდაციების შემუშავებას მუნიციპალიტეტის დასახლებათა დასუფთავების, ნარჩენების გატანისა და უტილიზაციის საკითხებზე; 22.  ტერიტორიის დასუფთავებისა და ნარჩენების გატანის სამუშაოთა ორგანიზებას; 23.  სასაფლაობის მოვლა-პატრონობას, შესაბამისი საზოგადოებრივი მომსახურების ორგანიზებას; 24. მიწათსარგებლობის, საზოგადოებრივი მომსახურების, ტერიტორიის კეთილმოწყობისა და დასუფთავების, რეკლამის განთავსების წესების დარღვევასთან დაკავშირებული ადმინისტრაციული სამართალდარღვევების პრევენციასა და აღკვეთას; 25. მუნიციპალური ინფრასტრუქტურის განვითარების პროგრამების შემუშავებას და მათი განხორციელების მონიტორინგს; 26. წინადადებების, დასკვნებისა და რეკომენდაციების შემუშავებას მუნიციპალური ინფრასტრუქტურის ობიექტების შექმნის, განვითარების და მათი ექსპლოატაციის საკითხებზე; 27.  მუნიციპალური ინფრასტრუქტურის ობიექტების მოვლა-პატრონობას; 28. მოქმედი კანონმდებლობითა და მუნიციპალიტეტის სამართლებრივი აქტებით განსაზღვრული სხვა ფუნქციების განხორციელებას. მუხლი 4🔗. სამსახურის სოფლის მეურნეობის, ეკონომიკური განვითარების, ქონების მართვისა და სტატისტიკის განყოფილება სამსახურის სოფლის მეურნეობის, ეკონომიკური განვითარების, ქონების მართვისა და სტატისტიკის განყოფილება დადგენილი წესით უზრუნველყოფს: 1. ეკონომიკური განვითარების მუნიციპალური პროგრამის მომზადების ორგანიზებას, პროგრამის განსახორციელებლად დასკვნების, წინადადებებისა და რეკომენდაციების შემუშავებას; 2. ეკონომიკური განვითარების დასაგეგმად საჭირო სტატისტიკური ინფორმაციის შეგროვებასა და დამუშავებას; 3. ეკონომიკური განვითარების მუნიციპალური პროგრამების მიმდინარეობის შესახებ საჭირო ინფორმაციის შეგროვებას, დამუშავებასა და ანალიზს, სათანადო დასკვნებისა და რეკომენდაციების შემუშავებას; 4. წინადადებების და საჭირო დოკუმენტაციის მომზადებას მუნიციპალიტეტის მონაწილეობით საწარმოების დაფუძნების, რეორგანიზაციისა და ლიკვიდაციის საკითხებზე; 5. წინადადებების მომზადებას მუნიციპალური პროექტების განხორციელების მიზნით კერძო ინვესტიციების მოზიდვასთან დაკავშირებით; 6. საჭირო დოკუმენტაციის მომზადებას მუნიციპალიტეტის მონაწილეობით საინვესტიციო პროექტების შესადგენად; 7. მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე კერძო ინვესტიციების ხელშეწყობისათვის წინადადებების მომზადებას; 8. მუნიციპალური პროექტების კერძო ინვესტორებთან, მუნიციპალური განვითარების ფონდთან და დონორ ორგანიზაციებთან ურთიერთობების წარმართვას; 9. მუნიციპალიტეტის მონაწილეობით საინვესტიციო პროექტების განხორციელების ზედამხედველობას; 10.  მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე სოფლის მეურნეობის განვითარების და ხელშეწყობის პროგრამების შემუშავებასა და განხორციელებას; 11. მოქმედი კანონმდებლობითა და მუნიციპალიტეტის სამართლებრივი აქტებით განსაზღვრული სხვა ფუნქციების განხორციელებას. მუხლი 5🔗. დებულებაში ცვლილებების  შეტანის წესი წინამდებარე  დებულებაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანა  ხდება ყაზბეგის მუნიციპალიტეტის საკრებულოს  მიერ, მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად. მუხლი 6🔗. დებულების ძალაში შესვლა დებულება ძალაშია მისი გამოქვეყნების დღიდან.